იქნება მშვიდობა ახალ ათასწლეულში?
იქნება მშვიდობა ახალ ათასწლეულში?
ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი წლის 14 სექტემბერს პარიზსა და ნიუ-იორკში საერთაშორისო მშვიდობის წელთან დაკავშირებული ცერემონია გაიმართა. ეს ცერემონია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 2 000 წლისთვის გახსნა. ფედერიკო მაიორმა, იუნესკოს ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, სერიოზულად მოუწოდა იქ მყოფთ, რომ ‘შეექმნათ საერთაშორისო მოძრაობა მშვიდობის დასამყარებლად და ძალადობის აღმოსაფხვრელად’.
იუნესკოს ასეთი პრინციპი აქვს: „რადგან ომი მასზე ფიქრით იწყება, ამიტომ ადამიანთა აზროვნებაში უნდა განვამტკიცოთ მშვიდობის დაცვის იდეა“. ამ სიტყვების თანახმად, ორგანიზაცია აპირებს მშვიდობის დამყარებას „განათლებით, დიალოგითა და თანამშრომლობით“. ბატონი მაიორი შენიშნავს, რომ არ არის საკმარისი „იყო მშვიდობიანი, პაციფისტი, არამედ უნდა იყო მშვიდობისმყოფელი“.
სამწუხაროა, რომ მშვიდობა შორს იყო 2 000 წლისგან. თანამედროვე ისტორიამ, 2 000 წლის მოვლენების ჩათვლით, ნათელყო, რომ ადამიანებს, თავიანთი გულწრფელი მცდელობის მიუხედავად, არ ძალუძთ ომისა და ძალადობის აღმოფხვრა.
მაგრამ აღსანიშნავია, რომ მშვიდობა, სინამდვილეში, პირდაპირ არის დაკავშირებული განათლებასთან. დაახლოებით 2 700 წლის წინათ წინასწარმეტყველმა ესაიამ იწინასწარმეტყველა: „შენი ვაჟები, ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების კეთილდღეობა“ (ესაია 54:13). ამავე წინასწარმეტყველმა იწინასწარმეტყველა ის დრო, როცა ყველა ერის ადამიანები იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობისკენ დაიძრებოდნენ მისი გზების შესასწავლად. რა შედეგს გამოიღებდა ეს? „მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს“ (ესაია 2:2—4). ამ წინასწარმეტყველების თანახმად, იეჰოვას მოწმეები მსოფლიო საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან, რომელიც მილიონობით ადამიანს დაეხმარა ომების უმთავრესი მიზეზის — ნაციონალისტური და რასობრივი სიძულვილის — აღმოფხვრაში.
საბოლოოდ, ომები აღარ იქნება ღვთის სამეფოს მმართველობისას, რომელიც მუდმივ მშვიდობასა და უსაფრთხოებას დაამყარებს დედამიწაზე (ფსალმუნი 71:7; დანიელი 2:44). მაშინ შესრულდება ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „იხილეთ საქმენი უფლისანი, როგორ გააპარტახა დედამიწა. შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით-კიდემდე“ (ფსალმუნი 45:9, 10).