არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ უნდა შევესაბამებოდეთ მაღალზნეობრივ ნორმებს?

რატომ უნდა შევესაბამებოდეთ მაღალზნეობრივ ნორმებს?

რატომ უნდა შევესაბამებოდეთ მაღალზნეობრივ ნორმებს?

შუახნის იაპონელი მამაკაცი კუნიხიტო არც ისე დიდი ხნის წინათ საცხოვრებლად შეერთებულ შტატებში გადავიდა a. იქ ჩასვლიდან რამდენიმე კვირაში ისეთი მოვლენის პირისპირ დადგა, რომელსაც შეეძლო მისი კარიერისთვის ევნო. კუნიხიტო ყვება: „როდესაც ჩემმა უფროსმა მკითხა, შემეძლო თუ არა ერთი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, თუმცა შინაგანად საკმაოდ დარწმუნებული ვიყავი, რომ შემეძლო, მაგრამ, რადგან მიღებული აღზრდის საფუძველზე მიმაჩნდა, რომ მაღალი ზნეობრივი ნორმები მოკრძალების გამოვლენას მოითხოვდა, ვუპასუხე, დარწმუნებული არა ვარ, რომ შემიძლია, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები-მეთქი. ჩემმა ამერიკელმა უფროსმა ამ პასუხში არაკომპეტენტურობა და საკუთარ თავში დაურწმუნებლობა დაინახა. როდესაც ამის შესახებ გავიგე, მივხვდი, რომ ზოგ საკითხში გამოსწორებას ვსაჭიროებდი“.

ნიუ-იორკში მცხოვრები მარია შესანიშნავი სტუდენტი გახლდათ და ის ყოველთვის მზად იყო თანაკურსელების დასახმარებლად. ხუანიც იმ თანაკურსელთა შორის იყო, რომლებსაც დროდადრო მარიას დახმარება სჭირდებოდათ. მაგრამ ამ ახალგაზრდას მისადმი რომანტიკული გრძნობაც ჰქონდა და მის მოხიბვლას ცდილობდა. მიუხედავად იმისა, რომ არ სურდა ზნეობრივი სიწმინდის დაკარგვა, მარიამ ცდუნებას ვერ გაუძლო და სქესობრივი უზნეობის მახეში გაება.

დღევანდელ რადიკალურად განსხვავებული კულტურებისა და ზნეობრივად გახრწნილ წუთისოფელში სიწმინდის შენარჩუნება, მართლაც რომ, რთულია. მაშ, რატომღა უნდა შევესაბამებოდეთ მაღალზნეობრივ ნორმებს? იმიტომ რომ ზნეობრივად სუფთა მოქმედება სიამოვნებას ანიჭებს ღმერთს; და მრავალ ჩვენგანს, რასაკვირველია, სურს ღვთის კეთილგანწყობილების მოპოვება.

ღვთის სიტყვა, ბიბლია, თავის მკითხველებს მაღალი ზნეობრივი ნორმების განვითარებისკენ მოუწოდებს. მაგალითად, მოციქული პავლე წერს: «ყოველივე, რაც სათნო [„ზნეობრივად სუფთა“, აქ] და ქებულია, იმაზე იფიქრეთ» (ფილიპელთა 4:8). მოციქული პეტრე კი მოგვიწოდებს, ყოველი ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ ‘რწმენა ზნეობრიობით შევავსოთ’ (2 პეტრე 1:5, აქ). მაგრამ რა არის ზნეობრიობა? შეიძლება ამ თვისების რომელიმე სასწავლო დაწესებულებაში შეძენა? როგორ შეგვიძლია მისი განვითარება?

[სქოლიოები]

a ზოგი სახელი შეცვლილია.