ოპტიკოსი თესავს თესლს
ოპტიკოსი თესავს თესლს
რა წვლილი შეიტანა ლვოვში (უკრაინა) მცხოვრები ოპტიკოსის მცდელობამ, დაახლოებით 2 000 კილომეტრისა და რამდენიმე ქვეყნის დაშორებით მდებარე ქალაქ ხაიფაში (ისრაელი) იეჰოვას მოწმეების რუსულენოვანი კრების ჩამოყალიბებაში? ეს შემთხვევა ეკლესიასტეს 11:6-ში ჩაწერილ ბიბლიურ ჭეშმარიტებას ამტკიცებს: „დილით თესე შენი თესლი და მწუხრისას ნუ დაისვენებს შენი ხელი; რადგან არ იცი, რომელი უფრო სასიკეთოა“ (ეკლესიასტე 11:6).
ეს ამბავი 1990 წელს დაიწყო, როდესაც ელა, ახალგაზრდა ქიმიკოსი, რომელიც წარმოშობით ებრაელია, ლვოვში ცხოვრობდა. ის და მისი ოჯახი ისრაელში საიმიგრაციოდ ემზადებოდნენ. გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ელა იეჰოვას მოწმე ოპტიკოსს შეხვდა. იმ დროს, უკრაინაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალული იყო. მიუხედავად ამისა, ოპტიკოსმა გამოავლინა ინიციატივა და ელას ბიბლიაზე
დაფუძნებული მრწამსი გაუზიარა. ის ღვთის პირადი სახელის გაგებისთანავე გაოცდა, რამაც მას ინტერესი აღუძრა. ამას კი ბიბლიურ თემაზე შესანიშნავი საუბარი მოჰყვა.ელა იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ საუბრის გაგრძელება მოისურვა. მისი ინტერესი ღვივდებოდა, მაგრამ სირთულეს ის ქმნიდა, რომ ელას ოჯახის ისრაელში გამგზავრების დრო სწრაფად ახლოვდებოდა. ელას ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა გაეგო! დარჩენილი დროის მაქსიმალურად გამოსაყენებლად, მან ითხოვა, რომ გამგზავრებამდე ყოველდღიურად ჩაეტარებინათ მასთან ბიბლიის შესწავლა. თუმცა ელას ისრაელში ჩასვლისთანავე არ გაუგრძელებია შესწავლა, ჭეშმარიტების მარცვალი მის გულში გაღვივდა. იმავე წლის დასასრულისთვის მან კიდევ ერთხელ გულგმოდგინედ შეისწავლა ბიბლია.
სპარსეთის ყურეში ომმა იფეთქა და ერაყმა ისრაელში რეაქტიული ჭურვი ჩააგდო. იმ პერიოდში ეს მთავარი სასაუბრო თემა იყო. ერთ დღეს ელამ სუპერმარკეტში ყური მოჰკრა რუსულ ენაზე მოლაპარაკე ახალჩამოსული ოჯახის საუბარს. ის ჯერ კიდევ სწავლობდა ბიბლიას. მიუხედავად ამისა, მიუახლოვდა მათ და მშვიდობიან ქვეყნიერებასთან დაკავშირებული ბიბლიური დანაპირები გაუზიარა. შედეგად, საშა (არიელი) და ელენა, მათი დედა და ბებია — ნატალია და გალინა — ბიბლიის შესწავლაში შეუერთდნენ ელას.
მრავალი განსაცდელის მიუხედავად, ოჯახის წევრებიდან პირველად საშამ გადადგა ნაბიჯი მოსანათლავად. თუმცა ის წარჩინებული მოსწავლე იყო, სკოლიდან გააგდეს იმის გამო, რომ ქრისტიანული სინდისი ნებას არ რთავდა, სამხედრო მომზადება გაევლო, რაც სკოლის სასწავლო პროგრამით მოითხოვებოდა (ესაია 2:2—4). საშას საქმემ იერუსალიმში ისრაელის უმაღლეს სასამართლომდე მიაღწია, რომელმაც მოსაწონი გადაწყვეტილება მიიღო მისი აღდგენის თაობაზე, რათა სასწავლო წელი დაემთავრებინა. ეს შემთხვევა საქვეყნოდ გახდა ცნობილი. ამის შედეგად ბევრი ებრაელი გაეცნო იეჰოვას მოწმეთა მრწამსს a.
სკოლის დამთავრების შემდეგ საშა იეჰოვას სრული დროით მსახური მოწმე გახდა. დღეს ის სპეციალურ პიონერად და კრების უხუცესად მსახურობს. საშას მისი და ელენაც შეუერთდა სრული დროით მსახურებაში. მათი დედა და ბებია მონათლული მოწმეები არიან. ოპტიკოსის მიერ ჩათესილი მარცვალი ჯერ კიდევ იღებდა ნაყოფს!
ელა სულიერად წინ მიიწევდა და მალე კარდაკარ ქადაგებაც დაიწყო. პირველივე კართან მან უკრაინიდან ახალი ჩამოსული ფაინა გაიცნო, რომელიც დეპრესიით იტანჯებოდა. მოგვიანებით ელამ შეიტყო, რომ ფაინას კარზე დაკაკუნებამდე ცოტა ხნით ადრე ამ დეპრესირებულმა ქალმა ღმერთს ლოცვით მიმართა: „მე არ გიცნობ შენ, მაგრამ, თუ გესმის ჩემი, დამეხმარე“. ელასი და მისი საუბარი გამამხნევებელი იყო. ფაინამ ბევრი კითხვა დაუსვა მას და ღრმად ჩაფიქრდა გაცემულ პასუხებზე. დროთა განმავლობაში ის დარწმუნდა, რომ იეჰოვას მოწმეები ბიბლიურ ჭეშმარიტებას ასწავლიდნენ. მან ისე დაგეგმა უნივერსიტეტის პროგრამით მეცადინეობა, რომ უფრო მეტი დრო დაეთმო კრებისა და სამქადაგებლო მსახურებისთვის. 1994 წლის მაისში ფაინა მოინათლა, პიონერული მსახურება დაიწყო და არასრული სამუშაო დღით კომპიუტერულ სფეროში მუშაობით ინახავდა თავს.
1994 წლის ნოემბერში სამქადაგებლო მსახურებით დაკავებული ელა მოულოდნელად ძალიან b. უსისხლო ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ელა სრულიად გამოჯანმრთელდა (საქმეები 15:28, 29).
დასუსტდა. ის საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც გასინჯვის შედეგად ნაწლავის სისხლმდენი წყლული აღმოაჩნდა. საღამოსთვის ელას ჰემოგლობინის დონე 72 გ/ლ-მდე დაეცა. ელას კრების უხუცესმა, ადგილობრივი საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტის (საურკო) თავმჯდომარემ, ექიმებს იმ უამრავ სამედიცინო პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა, რომელთა დროსაც არ მოითხოვება სისხლის გამოყენებაყოველივე ამან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ელას გინეკოლოგ კარლზე, რომელიც გერმანიაში დაბადებული ებრაელია. მოგვიანებით მას გაახსენდა, რომ მისმა მშობლებმა, რომლებიც ჰოლოკაუსტის პერიოდს გადაურჩნენ, საკონცენტრაციო ბანაკებში გაიცნეს იეჰოვას მოწმეები. კარლმა ბევრი კითხვა დასვა. მიუხედავად იმისა, რომ მედიკოსი ძალიან დაკავებული იყო, მაინც გამონახა დრო ბიბლიის რეგულარული შესწავლისთვის. მომდევნო წლისთვის ის ყოველკვირეულ ქრისტიანულ შეხვედრებს ესწრებოდა.
რა ნაყოფი გამოიღო ოპტიკოსის მიერ ჩათესილმა მარცვალმა? ჩვენ უკვე შევიტყვეთ საშასა და მისი ოჯახის შესახებ. რაც შეეხება ელას, ის სპეციალური პიონერია. მისი ქალიშვილი, ინა, სკოლის დამთავრების შემდეგ პიონერად მსახურების დაწყებას აპირებს. ფაინაც სპეციალური პიონერია. ამჟამად კი კარლი, ელას გინეკოლოგი, მონათლული მოწმე და სამსახურებრივი თანაშემწეა, რომელიც განკურნების ძალის მქონე ბიბლიურ ჭეშმარიტებას თავის პაციენტებსა და სხვებს უზიარებს.
რუსულ ენაზე მოლაპარაკე ემიგრანტების პატარა ჯგუფი, რომელიც თავიდან ხაიფას ებრაული კრების ნაწილს წარმოადგენდა, ამჟამად ენთუზიაზმით აღსავსე, სამეფოს 120-ზე მეტი მაუწყებლისგან შემდგარ, რუსულ კრებად იქცა. ეს ზრდა ნაწილობრივ იმან განაპირობა, რომ ლვოვში მცხოვრებმა ოპტიკოსმა ისარგებლა თესლის დათესვის შესაძლებლობით.
[სქოლიოები]
a დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 1994 წლის 8 ნოემბრის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 12—15 (რუს).
b საავადმყოფოებთან ურთიერთობის კომიტეტები, რომლებიც იეჰოვას მოწმეებს ეკუთვნით და მათივე ინტერესებს იცავენ მთელ მსოფლიოში, საავადმყოფოს მედპერსონალსა და პაციენტს ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარებაში ეხმარებიან. ისინი აგრეთვე ალტერნატიულ სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ უკანასკნელ სამედიცინო კვლევა-ძიებაზე დაფუძნებულ ინფორმაციას აწვდიან დაინტერესებულ პირებს.
[რუკა 29 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
უკრაინა
ისრაელი
[საავტორო უფლება]
Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.
[სურათები 30 გვერდზე]
ელა და მისი ქალიშვილი ინა.
[სურათი 31 გვერდზე]
რუსულ ენაზე მოლაპარაკე ბედნიერი მოწმეების ჯგუფი ხაიფაში. მარცხნიდან მარჯვნივ: საშა, ელენა, ნატაშა, გალინა, ფაინა, ელა, ინა და კარლი.