არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიაღწევენ წარმატებას სიღარიბესთან ბრძოლაში?

მიაღწევენ წარმატებას სიღარიბესთან ბრძოლაში?

მიაღწევენ წარმატებას სიღარიბესთან ბრძოლაში?

ტურისტები, რომლებიც ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ეწვივნენ, აკვირდებიან ეკონომიკური და სოციალური საკითხების საბჭოს სხდომათა დარბაზს, მის ჭერზე განთავსებულ ღია მილსადენებსა და კაბელებს. ექსკურსიამძღოლი ხსნის: „ეს ‘დაუმთავრებელი’ ჭერი იმას გვახსენებს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული სამუშაო არასოდეს მთავრდება. ადამიანებისთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად შესაძლებელზე ყოველთვის უფრო მეტი რამ იქნება გასაკეთებელი“.

თუმცა საბჭოს დაეკისრა პასუხისმგებლობა იმ საუკეთესო მიზნის შესასრულებლად, რომ ყველა ადამიანი ცხოვრების უფრო მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოს, მაგრამ საქმეს ახლაც არ უჩანს ბოლო. აღსანიშნავია, რაც იესომ ახ. წ. პირველ საუკუნეში დედამიწაზე თავისი მსახურებისას თქვა: „უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად [„კეთილი ცნობის გასაცხადებლად გლახაკთათვის“, აქ]“ (ლუკა 4:18). რას ნიშნავდა იესოს მიერ ხსენებული „კეთილი ცნობა“? ეს ცნობა იმ სამეფოს შესახებ იყო, რომელსაც იეჰოვა ღმერთი — „გლახაკთა სიმტკიცე მათ გასაჭირში“ — დაამყარებს და რომელსაც იესო უხელმძღვანელებს. რას მოგვიტანს ეს სამეფო? ესაიამ იწინასწარმეტყველა: „გაუმართავს ცაბაოთ უფალი ყველა ხალხს ამ მთაზე ნადიმს მსუყე კერძებით, ნადიმს ძველი ღვინით, ძვლის ტვინიანი მსუყე კერძებით, ძველი, დაწმენდილი ღვინით. შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს“ (ესაია 25:4—6, 8).

გსურთ უფრო მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ ღვთის სამეფო როგორ ‘გააუმჯობესებს ადამიანებისთვის საცხოვრებელ პირობებს’ ისე, რომ აღარ იარსებებს სიღატაკე? თუ გნებავთ იმის გაგება, როგორ არის შესაძლებელი, გეწვიოთ გამოცდილი მასწავლებელი, რომელიც თქვენთან ერთად უფრო ფართოდ განიხილავს ბიბლიაში მოცემულ ამ საკითხებს, გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას.