არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უსისხლო ქირურგია — „მთავარი მიმართულება მედიცინაში“

უსისხლო ქირურგია — „მთავარი მიმართულება მედიცინაში“

უსისხლო ქირურგია — „მთავარი მიმართულება მედიცინაში“

სტატიაში „უსისხლო ქირურგია“ ჟურნალი „მაკლინზი“ იტყობინებოდა, რომ ბოლო ხუთ წელიწადზე მეტია, რაც ექიმები კანადაში ახალ მეთოდებს ავითარებენ, რამაც უსისხლო ქირურგია მედიცინაში მთავარ მიმართულებად აქცია. ექიმებს შორის იყო უინიპეგში არსებული მედიკურ-სანიტარულ მეცნიერებათა ცენტრის ანესთეზიოლოგი ბრაიან მიურჰედი. რამ აღძრა ის, ალტერნატიული უსისხლო მკურნალობის მეთოდების საძიებლად?

1986 წელს დოქტორმა მიურჰედმა ამ საძნელო საქმეს მოჰკიდა ხელი, როცა ოპერაცია გაუკეთა 70 წლის მამაკაცს, რომელსაც სისხლმდენი წყლული ჰქონდა. ეს მამაკაცი იეჰოვას მოწმე იყო და ბიბლიაზე დაფუძნებული რწმენის თანახმად, უსისხლო მკურნალობის მეთოდი მოითხოვა (საქმეები 15:28, 29). დოქტორმა მიურჰედმა მიმართა გადასხმის მეთოდს, რომელიც ნაკლებად გამოიყენებოდა, და პაციენტს სისხლის წნევის შესანარჩუნებლად ფიზიოლოგიური ხსნარი გადაუსხა“, — იუწყება „მაკლინზი“. «ამ პროცედურის წარმატებით დამთავრების შედეგად ღრმად დარწმუნებულმა მიურჰედმა თქვა: „ჩვენ ძალიან ბევრ სისხლს ვიყენებდით. ვფიქრობდი, რომ დრო იყო, ალტერნატივებისთვის მიმემართა“».

უსისხლო ქირურგიასთან დაკავშირებული კვლევა-ძიება „ორი მნიშვნელოვანი მომენტით იყო გამოწვეული. პირველი მიზეზი იყო ის, გამოიყენებდნენ თუ არა დონორისგან მიღებულ სისხლს მომავალში, და მეორე — ბევრ პაციენტს ეშინია გადასხმის შედეგად გადამდები ვირუსული დაავადებების“. მადლობა იმ ექიმებს, რომელნიც ახალ მეთოდებს ნერგავენ, რომელმაც არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეებს, არამედ სხვებსაც მოუტანა სარგებლობა. „გარდა იმისა, რომ უსისხლო ქირურგია ბევრ შემთხვევაში გამორიცხავს სისხლის გადასხმის აუცილებლობას, ამცირებს ინფიცირებული სისხლით გადამდები დაავადების საფრთხეს“, — იტყობინება „მაკლინზი“. მაგრამ სუფთა სისხლითაც შეიძლება დაავადების საფრთხე შეიქმნას პაციენტების იმუნური სისტემის დროებითი დაქვეითების შემთხვევაში.

რა წარმოადგენს იეჰოვას მოწმეთა მტკიცე შეხედულების საფუძველს ალტერნატიულ უსისხლო მკურნალობასთან დაკავშირებით? შეიძლება თქვენთვის საინტერესო აღმოჩნდეს ბროშურის „როგორ შეუძლია სისხლს შენი სიცოცხლის ხსნა?“ (რუს.) წაკითხვა. იეჰოვას მოწმეები მოხარული იქნებიან, თქვენთან ერთად განიხილონ ეს საკითხი.