ეს შენთვის ცხოვრების საუკეთესო გზა ხომ არ იქნებოდა?
ეს შენთვის ცხოვრების საუკეთესო გზა ხომ არ იქნებოდა?
თუ მონათლული ქრისტიანი ხარ, ღვთისადმი სიყვარული, უეჭველად, აღგძრავს მისი ნების შესასრულებლად. უფრო მეტიც, მისთვის მსახურება შენი მოწოდება იქნება. იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, რომ მოემოწაფათ ხალხი (მათე 28:19, 20). დიახ, ახლა შეიძლება მუშაობ, რათა თავი ირჩინო. მაგრამ, როგორც იესოს მიმდევარი და იეჰოვას მოწმე, შენ უპირველეს ყოვლისა ქრისტიანი მსახური ხარ, რომელიც ცხოვრებაში პრიორიტეტს სამეფოს შესახებ ქადაგებას ანიჭებს (მათე 24:14).
შეიძლება მოზარდი ხარ ან ოცს ახლახან გადააბიჯე. შეიძლება ბევრს ფიქრობ იმაზე, თუ რა გზა აირჩიო ცხოვრებაში. არჩევნის გაკეთებისას, ალბათ, ის, თუ რა მოგანიჭებს კმაყოფილებას, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.
მოდი ვნახოთ, რას ამბობს დანიელ იორგენი, თავისი არჩევნის შესახებ. ის მას აღწერს როგორც „ცხოვრების იდეალურ გზას, რომელზეც შეგიძლია კონცენტრირება მოახდინო, როგორც ცისქვეშეთში არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეზე“. 31 წლის ბერძენი ქალი, ევა, ამბობს: „როდესაც ჩემს ცხოვრებას ჩემი თანატოლების ცხოვრებას ვადარებ, ყოველთვის იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ჩემი ცხოვრება აზრით აღსავსეა, კმაყოფილების მომტანი და უფრო აღმაფრთოვანებელია“. ცხოვრების რომელი გზის არჩევას შეუძლია ასეთი კმაყოფილების მოტანა? როგორ შეგიძლია დაადგე ცხოვრების ასეთ გზას?
გვიჩვენებს ღმერთი გზას?
ცხოვრების გზის არჩევა შეიძლება საკმაოდ რთული იყოს. ზოგს შეიძლება სურდეს კიდეც, რომ უშუალოდ ღმერთმა მიუთითოს, თუ რა გააკეთოს.
როდესაც მოსე მიდიანის ქვეყანაში ცხოვრობდა, იეჰოვამ უთხრა, რომ ეგვიპტეში დაბრუნებულიყო და ისრაელები მონობიდან გაეთავისუფლებინა (გამოსვლა 3:1—10). ღვთის ანგელოზი გამოეცხადა გედეონს, რომელიც ისრაელი ერის სახსნელად იყო ამორჩეული (მსაჯულნი 6:11—14). დავითი ცხვარს მწყემსავდა, როდესაც ღმერთმა სამუელს უთხრა, რომ ისრაელის მომდევნო მეფედ ეცხო (პირველი მეფეთა 16:1—13). დღეისათვის ასე აღარ გვხელმძღვანელობს ღმერთი. ნაცვლად ამისა, გვესაჭიროება საკითხების აწონ-დაწონა და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება იმ მხრივ, თუ როგორ გამოვიყენოთ ღვთისგან ბოძებული შესაძლებლობები.
იეჰოვამ დღეს „ღვაწლის ფართე კარი“ გააღო ახალგაზრდა ქრისტიანებისთვის (1 კორინთელთა 16:9). როგორ? ამ ბოლო ათწლეულში სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი 2 125 000-ზე მეტით გაიზარდა და მთელ მსოფლიოში 6 000 000-ს გადააჭარბა. ვინ იღებს მონაწილეობას მილიონობით ბიბლიით, წიგნით, ბროშურით, ჟურნალითა და ტრაქტატით მომარაგებაში, რომლებიც საჭიროა სულიერი კვებისა და კეთილი ცნობის გლობალური სამქადაგებლო საქმიანობისთვის? ამ უპირატესობით კურთხეული არიან მთელ მსოფლიოში ბეთელის ოჯახების წევრები.
კურთხევების მომტანი ცხოვრება
ბეთელი ნიშნავს „ღვთის სახლს“ და ბეთელის სახლებში ცხოვრობენ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მთავარ სამმართველოსა თუ სხვა ფილიალებში მოხალისედ მომუშავე ქრისტიანები (დაბადება 28:19). დღეს ბეთელის ოჯახები შეიძლება შევადაროთ კარგად ორგანიზებულ, ‘სიბრძნით აშენებულ’ და იეჰოვას სიყვარულზე დაფუძნებულ ‘სახლებს’ (იგავნი 24:3).
რა შეიძლება ითქვას ბეთელის ოჯახური ატმოსფეროს შესახებ? ესტონეთის ბეთელის ოჯახის 25 წლის წევრი ამბობს: „სიამოვნებას მანიჭებს ყოველთვის იეჰოვას მეგობრებთან ყოფნა. ეს კვლავ ყველაზე ძვირფასი რამ არის ჩემთვის ბეთელში“ (ფსალმუნი 14:1, 2).
ფსალმუნი 109:3). შეერთებულ შტატებში ბეთელში მომსახურეთა 46 პროცენტი 19—29 წლის არის. ესაიას მსგავსად, მათ თქვეს: „აჰა, მიმავლინე“ (ესაია 6:8). იეჰოვასადმი უკვე მიძღვნილ ესაიას სურდა მოხალისედ ემსახურა და მსახურებაში დამატებითი უპირატესობა მიეღო. ეს თავისთავად ზოგი რამის მსხვერპლად გაღებას ნიშნავდა. ბეთელში მომსახურეებმა დატოვეს თავიანთი სახლები და მშობლიური გარემო, დედები, მამები, ძმები, დები და მეგობრები. ასეთი მსხვერპლი მათ ნებაყოფლობით გაიღეს „სახარების გულისთვის“ (მარკოზი 10:29, 30).
დღეისათვის მთელ მსოფლიოში 19 500-მდე ქრისტიანს აქვს ბეთელში მსახურების უპირატესობა (სამაგიეროდ, რა დიდებული სულიერი კურთხევები აქვთ მათ ბეთელში! რუსეთის ბეთელის ოჯახის ერთი ახალგაზრდა წევრი გვიხსნის: „თავგანწირვის სულის გამოვლენით შეგვიძლია ძალიან ბევრი ისეთი რამ ვისწავლოთ, რაც ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებისას გამოგვადგება. შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვას მიერ ნაბოძები კურთხევები გაცილებით აღემატება ჩემ მიერ გაღებულ მსხვერპლს“ (მალაქია 3:10).
ბეთელის ცხოვრება
როგორ მიედინება ცხოვრება ბეთელში? ბეთელის ოჯახის წევრები იზიარებენ იმ აზრს, რომ აქ ცხოვრება ჯანსაღი, სასიამოვნო და აღმაფრთოვანებელიც კი არის. 43 წლის იენსისთვის ბეთელში მსახურებას სიხარული მოაქვს. რატომ? ის ამბობს: „იმიტომ რომ ვგრძნობ, მონაწილეობას ვიღებ დიდებული და მნიშვნელოვანი დავალების შესრულებაში. შემიძლია დავინახო, თუ რა მასშტაბურ ხასიათს იღებს იეჰოვას საქმე და რამდენად დიდმნიშვნელოვანია ის“.
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ბეთელში დღე დილის თაყვანისცემით იწყება. ეს არის გამოცდილი უხუცესის ხელმძღვანელობით ბიბლიის განხილვა. ორშაბათ საღამოს ერთი საათი ეძღვნება „საგუშაგო კოშკის“ გამოყენებით ბიბლიის ოჯახურ შესწავლას, რომელსაც ხანდახან, განსაკუთრებით ბეთელის ოჯახის მოთხოვნილებებთან დაკავშირებული, საღვთო წერილზე დაფუძნებული მოხსენება მოსდევს ხოლმე.
რა ხდება, როდესაც ვინმე პირველად მოდის ბეთელში? ბეთელის ოჯახის სულიერად მოწიფული ძმები ახალ წევრებს ბეთელში მსახურების სხვადასვა ასპექტს აცნობენ. პირველ წელს რამდენიმე კვირის განმავლობაში ბეთელის ოჯახის ახალი წევრები ესწრებიან შესანიშნავ ყოველკვირეულ სკოლას, რომელიც საღვთო წერილის უფრო უკეთ გასაგებადაა გამიზნული. გარდა ამისა, ახალ წევრებს აქვთ ბიბლიის კითხვის სპეციალური პროგრამა. ოჯახის ახალი წევრები ბეთელში მსახურების პირველ წელს ბიბლიას თავიდან ბოლომდე კითხულობენ.
რა შედეგს იღებს ასეთი სწავლა? ჰონკონგის ბეთელის ოჯახის 33 წლის წევრი, ჯოშუა, გვპასუხობს: „ბეთელმა ნამდვილად გააღრმავა იეჰოვასადმი ჩემი მადლიერების გრძნობა. ურთიერთობა მაქვს ბევრ გამოცდილ ძმასთან, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის უმეტესი ნაწილი იეჰოვასთვის მსახურებაში გაატარეს. განსაკუთრებით მომწონს სულიერი პროგრამები, როგორიცაა დილის თაყვანისცემა და „საგუშაგო კოშკის“ ოჯახური შესწავლა. მომწონს მოწესრიგებული და უბრალო ცხოვრება; ეს მე ზედმეტი საზრუნავისგან მათავისუფლებს. გარდა ამისა, ვსწავლობ საკითხების ქრისტიანული გზით მოგვარებას და ამას ყოველთვის სარგებლობა მოაქვს ჩემთვის“.
ბეთელის ოჯახის წევრები თავიანთი დროისა და ენერგიის უმეტესობას იმის გაკეთებას ახმარენ, რაზეც მზადყოფნა განაცხადეს. კონკრეტულად რომ ვთქვათ, ისინი თავიანთ ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს, პირველ რიგში, იმ დავალებების შესასრულებლად იყენებენ, რომელთაც ბეთელში აძლევენ; ბეთელში კი მრავალგვარი საქმეა გასაკეთებელი. ზოგი მუშაობს სტამბაში ან საამკინძაოში — ამზადებენ წიგნებს, რომლებსაც უამრავ კრებაში აგზავნიან. სხვები მსახურობენ სამზარეულოში, სასადილოში ან სამრეცხაოში. სხვა დავალებებში შედის დასუფთავება, სასოფლო-სამეურნეო საქმეების შესრულება, მშენებლობა და ასე შემდეგ. ზოგი ამ განყოფილებების აღჭურვილობებზე ზრუნავს. სხვები ჯანმრთელობის დაცვას ემსახურებიან ან ოფისებში მუშაობენ. ბეთელში ყველა დავალებას სასიამოვნო სირთულეები ახლავს და საოცარი კურთხევები მოაქვს. აქ შესრულებული სამუშაო განსაკუთრებით სასიამოვნოა, რადგან ის ხელს უწყობს სამეფოს ინტერესების წინსვლას და ღვთისადმი სიყვარულით სრულდება.
ბეთელის ოჯახის წევრები დანიშნული არიან კრებებში, სადაც თავადვე ხედავენ იმ სარგებელს, მარკოზი 10:29, 30).
რომელიც მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს მოაქვს. ისინი ხარობენ კრების შეხვედრებზე დასწრებით და სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობით. ამის შედეგად ბეთელის ოჯახის წევრებს მტკიცე კავშირი აქვთ თავიანთი კრების და-ძმებთან (ბრიტანეთის ბეთელის ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რიტა, ამბობს: „ძალიან მადლობელი ვარ კრების! კრებაზე და მსახურებაში ჩვენი ძვირფასი ძმებისა და დების, ბავშვებისა თუ ხანდაზმულების ნახვა რწმენას მიმტკიცებს! რაც უნდა ხდებოდეს, ისინი კრების შეხვედრაზე მოდიან. ეს მეხმარება, რომ ბეთელში უფრო დიდი ენთუზიაზმით ვიმსახურო“.
ბეთელში ცხოვრება მხოლოდ მუშაობით, შეხვედრებზე დასწრებით, ქადაგებითა და შესწავლით არ შემოიფარგლება. ოჯახის წევრები ისვენებენ კიდეც. ხანდახან ტარდება გასართობი და სულიერად სასარგებლო „ოჯახური საღამო“, რომელიც სხვების სხვადასხვა ნიჭის ხილვისა და გასამხნევებელი ინფორმაციის გაგების საშუალებას იძლევა ბეთელში მომსახურეთა ცხოვრების შესახებ. სასიამოვნოა აგრეთვე ერთმანეთთან სარგებლობის მომტანი და გამამხნევებელი სტუმრობა; აქ შეიძლება იყოს გასართობი საშუალებები; ბიბლიოთეკა პირადი კითხვისა და გამოკვლევისთვის. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სასადილოში, მაგიდასთან, სასიამოვნო საუბრები იმართება ხოლმე.
ესტონეთის ბეთელის ოჯახის წევრი, ტომი, ამბობს: „ბეთელთან ახლოს ზღვა არის და იქვე მშვენიერი ტყეა, აქ მე და ჩემი მეუღლე ცოტა ხანს ვსეირნობთ ხოლმე. ხანდახან გოლფს, ჰოკეის და ჩოგბურთს ვთამაშობ ბეთელელ ან კრების მეგობრებთან ერთად. როდესაც კარგი ამინდია, ველოსიპედებით ვსეირნობთ“.
რის გაკეთება შეგიძლია, რომ ბეთელში მსახურების მოთხოვნებს შეესაბამებოდე?
რა თქმა უნდა, ბეთელი ის ადგილია, სადაც, პირველ რიგში, სულიერად მოწიფული ქრისტიანები წმინდა მსახურებას ასრულებენ იეჰოვასთვის და მუშაობენ მთელი მსოფლიოს თანამორწმუნეთა სასარგებლოდ. ვინც ბეთელის ოჯახის წევრი ხდება, უნდა შეესაბამებოდეს ბეთელში მსახურების
მოთხოვნებს. რის გაკეთება შეგიძლია იმისათვის, რომ ბეთელში მსახურების მოთხოვნებს შეესაბამებოდე?ტიმოთეს მსგავსად, რომელიც მოციქულ პავლესთან ერთად მსახურობდა, ბეთელში მსახურების დამწყები ქრისტიანები სამაგალითონი უნდა იყვნენ კრებაში (1 ტიმოთე 1:1). ტიმოთეზე „[კარგად] მოწმობდნენ ლისტრელი და იკონიელი ძმები“ (საქმეები 16:2). თუმცა ახალგაზრდა იყო, ტიმოთემ იცოდა საღვთო წერილი და ჭეშმარიტებაში მყარად იდგა (2 ტიმოთე 3:14, 15). ასევე, ბეთელში მსახურების დამწყებებმაც ბიბლია კარგად უნდა იცოდნენ.
ბეთელის ოჯახის წევრებს თავგანწირვის სული უნდა ჰქონდეთ. ტიმოთეს თავგანწირვის სულისკვეთება და სამეფოს ინტერესების თავის ინტერესებზე წინ დაყენების სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ პავლეს მის შესახებ შეეძლო ეთქვა: „არავინ მყავს ფილიპელთა 2:20—22).
ისეთი თანამოზიარე, ასე ბეჯითად რომ ზრუნავდეს თქვენზე. იმიტომ, რომ ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია. თქვენ გამოცდილი გყავთ იგი, რომ როგორც მამასთან შვილი, ისე ჩემთან ერთად ემსახურებოდა სახარებას“ (ბეთელში სულიერად მოწიფული მამაკაცები და ქალები უნდა მსახურობდნენ. ბეთელის ოჯახის წევრებისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები მათ სულიერ ზრდას უწყობს ხელს ბიბლიის შესწავლის, ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარულად დასწრების, მსახურებაში მონაწილეობისა და მოწიფულ ქრისტიანებთან ურთიერობით. ამიტომ ბეთელელებს ეხმარებიან, რომ პავლეს რჩევას მიჰყვნენ: „ასევე იარეთ მასში [ქრისტე იესოში] ფესვგადგმულებმა და მისით აღშენებულებმა, განმტკიცებულებმა რწმენით, როგორც გისწავლიათ, და წარმატებულებმა მადლიერებაში“ (კოლასელთა 2:6, 7).
ბეთელში შესასრულებელ სამუშაოთა თავისებურებების გამო აქ მსახურების უპირატესობა ეძლევათ მათ, ვინც ფიზიკურად ძლიერი და ჯანმრთელია. თუ შეესაბამები ყოველივე ზემოთ ნათქვამს, ხარ 19 წლის ან უფრო მეტის და უკვე ერთ წელზე მეტია, რაც მოინათლე, მოგიწოდებთ, იფიქრო ბეთელში მსახურებაზე.
ჩვენ ყველა ვიღებთ მონაწილეობას
ჩვენ, ქრისტიანებს, ნამდვილად ყველას გვსურს, რომ სამეფოს ინტერესები ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენოთ და მთელი გულით ვემსახუროთ იეჰოვას (მათე 6:33; კოლასელთა 3:23). აგრეთვე გვინდა, წავახალისოთ ბეთელში მომსახურენი, რათა განაგრძონ ეს წმინდა მსახურება. განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდა ძმების გამხნევება გვსურს, რომლებიც შეესაბამებიან ბეთელში მსახურების მოთხოვნებს, რათა ისწრაფონ ამ კურთხეული უპირატესობის მისაღებად.
ბეთელში მსახურება არის სულიერი კმაყოფილების მომგვრელი ცხოვრების გზა — ცხოვრების გზა, რომლის არჩევაც შენთვის შეიძლება საუკეთესო იყოს. ეს ასეა ნიკისთვის, რომელმაც 20 წლისამ დაიწყო ბეთელში მსახურება. ბეთელში ათი წლის მსახურების შემდეგ ის ამბობს: „ლოცვებში ხშირად ვუხდი მადლობას იეჰოვას დაუმსახურებელი სიკეთისთვის. ამაზე მეტი რა უნდა მეთხოვა? აქ ჩვენ გარშემო ერთგული ქრისტიანები არიან, რომლებიც მაქსიმალურად იყენებენ თავიანთ შესაძლებლობებს იეჰოვასთვის მსახურებაში“.
[ჩარჩო⁄სურათი 22 გვერდზე]
რის გაკეთება შეუძლიათ უხუცესებსა და მშობლებს?
უხუცესებმა და მიმომსვლელმა ზედამხედველებმა განსაკუთრებით უნდა წაახალისონ ახალგაზრდა მამაკაცები ბეთელში მსახურების დასაწყებად. ახლახან, ბეთელის ოჯახის ახალგაზრდა წევრების გამოკითხვამ ცხადყო, რომ მათი 34%, უმთავრესად, ქრისტიანმა ზედამხედველებმა აღძრეს, რომ მიზნად დაესახათ ბეთელში მსახურება. დიახ, ისინი შეიძლება თავიანთ კრებას მოაკლდნენ. მაგრამ კარგია გვახსოვდეს, რომ, თუმცა ტიმოთე, უეჭველია, ლისტრელ და იკონიელ ახალგაზრდებზე კარგ გავლენას ახდენდა, უხუცესებს არ შეუშლიათ ხელი მისთვის, რომ პავლესთან ერთად ემსახურა. მათ არ დაასკვნეს, რომ პავლესთან მისი წასვლა კრებისთვის ძალიან დიდი დანაკლისი იქნებოდა (1 ტიმოთე 4:14).
განსაკუთრებით ქრისტიანი მშობლები უნდა ეცადონ, რომ შვილებზე ამ მხრივ დადებითი გავლენა მოახდინონ. ახლახან მოხსენიებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 40%-მა აღნიშნა, რომ მშობლებმა წაახალისეს ბეთელში სამსახურებლად. ერთმა ახალგაზრდა დამ, რომელიც რამდენიმე წელია ბეთელში მსახურობს, თქვა: „იეჰოვასთვის მსახურებაში გატარებული ჩემი მშობლების ცხოვრება ძლიერი იმპულსი იყო ჩემთვის ბეთელში მსახურების დასაწყებად. მათი სრული დროით მსახურების მაგალითმა დამარწმუნა, რომ ბეთელში მსახურების არჩევა იქნებოდა საუკეთესო და უდიდესი კმაყოფილების მომნიჭებელი ცხოვრების გზა“.
[ჩარჩო 24 გვერდზე]
ისინი აფასებენ ბეთელში მსახურებას
„მე დიდად ვაფასებ ბეთელში მსახურებას. სიამოვნების მომგვრელია იმის ცოდნა, რომ მთელი დღე იეჰოვას ვემსახურე და ამავეს გავაკეთებ ხვალაც, ზეგაც და ასე შემდეგ. ეს კეთილი სინდისის შეძენაში მეხმარება და გონებას დადებითი აზრებით მივსებს“.
„ბეთელი არის ადგილი, სადაც შეგიძლია მთელი შენი დრო და ენერგია ხელის შეშლის გარეშე მიუძღვნა იეჰოვასთვის მსახურებას. ამას შინაგანი სიხარული მოაქვს. ამასთანავე შეგიძლია იეჰოვას ორგანიზაცია სხვა კუთხით დაინახო. თავს ამ ორგანიზაციის გულში გრძნობ და ეს აღმაფრთოვანებელია“.
„ბეთელში მოსვლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო მოვლენა იყო. აქ განათლების მიღება არასდროს მთავრდება და ნასწავლს პირადი მიზნების მისაღწევად კი არ იყენებ, არამედ იეჰოვასთვის. აქ ჩემი შრომა ამაო არასოდეს იქნება“.
„ჩემი ნიჭის გამოყენება ბეთელში კმაყოფილებას მგვრის და სიმშვიდეს მინერგავს, რადგან ეს იეჰოვასა და ჩემს ძმებს ხმარდება“.
„ჩემს ყოფილ სამსახურში ვერ ვპოვე კმაყოფილება და ბედნიერება. მრავალი წლის განმავლობაში ვოცნებობდი, რომ თანაქრისტიანებთან ერთად მემუშავა და-ძმების სასარგებლოდ. აი, რატომ მოვედი ბეთელში. რადგან ვიცი, რომ მთელი ჩემი ძალისხმება სხვებს სულიერ სარგებლობას მოუტანს და იეჰოვას განადიდებს, ნამდვილ კმაყოფილებას ვგრძნობ“.