„უფალი ჭეშმარიტად აღდგა“!
„უფალი ჭეშმარიტად აღდგა“!
წარმოიდგინეთ, რამდენად დამწუხრებული იყვნენ იესოს მოწაფეები, როდესაც უფალი მოუკლეს. მათი იმედი ისეთივე უსიცოცხლო ჩანდა, როგორც ის სხეული, რომელიც იოსებ არიმათიელმა სამარხში ჩაასვენა. ჩაკვდა იმის მოლოდინიც, რომ იესო იუდეველებს რომაელთა უღლისგან გაათავისუფლებდა.
თუ ყოველივე ეს ასე დამთავრდებოდა, იესოს მოწაფეებიც, ალბათ, ისევე გაიფანტებოდნენ, როგორც მრავალი ეგრეთ წოდებული მესიის მიმდევარი. მაგრამ იესო ცოცხალი იყო! საღვთო წერილის თანახმად, სიკვდილის შემდეგ მოკლე ხანში ის რამდენჯერმე გამოეცხადა თავის მიმდევრებს. ამიტომ ზოგი მათგანი აღტაცებით ამბობდა: „უფალი ჭეშმარიტად აღდგა“! (ლუკა 24:34).
მოწაფეებს უნდა დაეცვათ იესოსადმი, როგორც მესიისადმი, თავიანთი რწმენა. ასე მოქმედებით ისინი განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ იესოს მკვდრეთით აღდგენა მისი მესიად ყოფნის მტკიცე დადასტურება იყო. მართლაც, „მოციქულები დიდი ძალით მოწმობდნენ უფალ იესოს აღდგომას“ (საქმეები 4:33).
თუ ვინმე დაამტკიცებდა, რომ ეს მკვდრეთით აღდგომა არ მომხდარა და ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ თაღლითობა იყო — მაგალითად, თუ ერთი მოწაფეც კი აღიარებდა ამას, ან თუ ვინმე დაამტკიცებდა, რომ იესოს სხეული სამარხში დარჩა — ქრისტიანობა თავიდანვე მოისპობოდა. მაგრამ ეს ასე არ მომხდარა. იესოს მიმდევრებმა იცოდნენ, რომ ქრისტე ცოცხალი იყო და ყველგან ქადაგებდნენ მისი მკვდრეთით აღდგომის შესახებ, რის გამოც მრავალი გახდა მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს მორწმუნე.
რატომ შეგიძლიათ თქვენც გწამდეთ იესოს მკვდრეთით აღდგომა? რა მტკიცებები არსებობს იმისა, რომ ეს მოვლენა ნამდვილად მოხდა?
რატომ უნდა განვიხილოთ მტკიცებები?
ოთხივე სახარება გვამცნობს იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ (მათე 28:1—10; მარკოზი 16:1—8; ლუკა 24:1—12; იოანე 20:1—29) a. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების სხვა ნაწილებიც დარწმუნებით ლაპარაკობს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის შესახებ.
გასაკვირი არ არის, რომ იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ ცნობა მისმა მიმდევრებმა გამოაცხადეს! თუ ის მართლაც აღადგინა ღმერთმა, მაშასადამე, ეს არის ყველაზე საოცარი ცნობა, რომელიც მსოფლიოს ოდესმე სმენია. ეს ნიშნავს, რომ ღმერთი არსებობს. გარდა ამისა, ეს ნიშნავს, რომ იესო ახლა ცოცხალია.
რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის? იესო ლოცულობდა: „ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). დიახ, ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ იესოსა და მისი მამის შესახებ სიცოცხლის მომცემი შემეცნება. თუ ამ შემეცნების თანახმად ვიცხოვრებთ, სიკვდილის შემთხვევაში ჩვენც კი აღვდგებით, რამეთუ იესო აღდგა (იოანე 5:28, 29). შეგვიძლია დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების იმედი გვქონდეს, რომელსაც ღვთის ზეციერი სამეფო უხელმძღვანელებს; ამ სამეფოში კი მეფეთ მეფე, ღვთის განდიდებული ძე, იესო ქრისტე იქნება მმართველი (ესაია 9:6, 7; ლუკა 23:43; გამოცხადება 17:14).
ამგვარად, იესოს მკვდრეთით აღდგომის საკითხი, მართლაც რომ, ძალზე მნიშვნელოვანია. ის გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე უკვე ახლა და გავლენას იქონიებს ჩვენს მომავალზეც. ამიტომაც გთავაზობთ, გამოიკვლიოთ იესოს სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებული ოთხი მტკიცება.
იესო ნამდვილად მოკვდა ძელზე
ზოგი სკეპტიკოსი აცხადებს, რომ იესო ძელზე კი იქნა გაკრული, მაგრამ სინამდვილეში ის არ მომკვდარა. მათი თქმით, იესო სიკვდილის პირას იყო და სამარხში დასადგურებულმა სიცივემ გამოაცოცხლა. მაგრამ ყველა ჩვენს ხელთ არსებული წყარო ადასტურებს, რომ სამარხში იესოს ცხედარი იქნა დასვენებული.
რადგან იესოს სიკვდილით დასჯა საჯაროდ მოხდა, იქ იყვნენ მისი ძელზე სიკვდილის ფაქტის მოწმეები. მისი სიკვდილი დამოწმებულ იქნა ცენტურიონის მიერ, რომელმაც სისრულეში მოიყვანა სასიკვდილო განაჩენი. ეს სამხედრო პირი დახელოვნებული იყო თავის საქმეში და მის მოვალეობაში შედიოდა, განესაზღვრა, მართლა მოკვდა თუ არა სიკვდილმისჯილი. გარდა ამისა, რომაელმა მმართველმა პილატე პონტოელმა მხოლოდ მას შემდეგ მისცა იოსებ არიმათიელს სხეულის სამარხში დასვენების უფლება, როდესაც დარწმუნდა, რომ იესო ნამდვილად მკვდარი იყო (მარკოზი 15:39—46).
სამარხი ცარიელი დახვდათ
ცარიელი სამარხის ნახვა მოწაფეებისთვის იესოს მკვდრეთით აღდგომის დამადასტურებელი პირველი მტკიცება იყო და ეს მტკიცება დღემდე უცილობელ ფაქტად რჩება. იესო ისეთ ახალ სამარხში ჩაასვენეს, რომელიც ადრე არასოდეს გამოეყენებინათ. ის ძელზე გაკვრის ადგილთან ახლოს იყო და იმ დროს ძალიან ადვილი იყო მისი უშეცდომოდ მიგნება (იოანე 19:41, 42). ოთხივე სახარების ცნობა ეთანხმება ერთმანეთს იმაში, რომ იესოს სიკვდილის მეორე დილას, როდესაც მისი მეგობრები სამარხთან მივიდნენ, ცხედარი იქ აღარ იყო (მათე 28:1—7; მარკოზი 16:1—7; ლუკა 24:1—3; იოანე 20:1—10).
ცარიელი სამარხის ნახვამ გააოცა როგორც იესოს მტრები, ისე — მეგობრები. მტრები დიდი ხნის განმავლობაში ძალ-ღონეს არ იშურებდნენ იმისათვის, რომ იესო მკვდარი და სამარხში დასვენებული ეხილათ. თავიანთი მიზნის მიღწევის შემდეგ მათ სამარხი დაბეჭდეს და დაცვა დაუყენეს. მიუხედავად ამისა, კვირის პირველ დილასვე სამარხი ცარიელი დახვდათ.
იესოს მოწაფეების წაღებული ხომ არ იყო სამარხიდან თავიანთი მოძღვრის ცხედარი? არა, რადგან
სახარებები ცხადყოფს, რომ იესოს სიკვდილით დასჯის შემდეგ მოწაფეები დიდად იყვნენ დამწუხრებული. უფრო მეტიც, იესოს მოწაფეები არ წავიდოდნენ დევნასა და სიკვდილზე ისეთი რამის გულისთვის, რაზეც ეცოდინებოდათ, რომ მონაგონი იყო.მაშ, ვინ დააცარიელა სამარხი? ყველაზე ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ცხედარი იესოს მტრებს წაეღოთ. ეს ასეც რომ ყოფილიყო, ისინი ცხედარს მოგვიანებით ნამდვილად გამოაჩენდნენ, რათა დაემტკიცებინათ მოწაფეების განაცხადის სიცრუე იმასთან დაკავშირებით, რომ იესო მკვდრეთით აღდგა და ცოცხალი იყო. მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა, რადგან სამარხიდან იესოს სხეული ღმერთმა გააქრო.
რამდენიმე კვირის შემდეგ იესოს მტრებს არაფერი უთქვამთ პეტრეს მიერ მოყვანილი შემდეგი მტკიცების საწინააღმდეგოდ: „კაცნო ისრაელიანნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი დამტკიცებული ღვთისაგან თქვენთვის ძალით, სასწაულებით და ნიშნებით, რომლებიც ღმერთმა მოახდინა მისი ხელით თქვენს შორის, როგორც თვითონვე იცით, იგი, ღვთის განჩინებული ზრახვით და წინასწარხედვით გადმოცემული, ურჯულოთა ხელით მიალურსმეთ და მოკალით. მაგრამ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, შეხსნა სიკვდილის ბორკილები, ვინაიდან სიკვდილი მას ვერ დააკავებდა. ვინაიდან დავითი ამბობს მასზე: ‘ჩემს წინაშე ვხედავდი ყოველთვის უფალს. . . ჩემი ხორციც კი სასოებით იშვებს. ვინაიდან ჩემს სულს არ მიატოვებ ჯოჯოხეთში და არ გაიმეტებ შენს წმიდას იხილოს ხრწნილება’“ (საქმეები 2:22—27).
მრავალმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი იესო
„მოციქულთა საქმეების“ წიგნში სახარების დამწერმა ლუკამ განაცხადა: „[მოციქულთ] გამოეცხადა [იესო] ცოცხლად თავისი ტანჯვის შემდეგ, მრავალი სარწმუნო ნიშნით. ორმოც დღეს ეჩვენებოდა მათ და მოუთხრობდა ღვთის სასუფეველზე“ (საქმეები 1:2, 3). მკვდრეთით აღმდგარი იესო მრავალმა მოწაფემ სხვადასხვა ვითარებაში იხილა; ის იხილეს ბაღში, გზაზე, სადილობისას, ტიბერიის ზღვასთან (მათე 28:8—10; ლუკა 24:13—43; იოანე 21:1—23).
კრიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ მსგავსი გამოცხადებების უტყუარობას. ისინი ამბობენ, რომ სახარებების დამწერებმა შეთხზეს ისინი. ანდა მათ სახარებებიდან, ერთი შეხედვით, ურთიერთგამომრიცხავი შემთხვევები მოჰყავთ. ფაქტობრივად, სახარების ცნობებში არსებული მცირე ვარიაცები იმის დამამტკიცებელია, რომ მათი დამწერები ერთმანეთში საიდუმლო შეთანხმებით არ მოქმედებდნენ. იესოს შესახებ უფრო მეტ ცოდნას ვიძენთ, როდესაც სახარების რომელიმე დამწერი დაწვრილებით აღგვიწერს დედამიწაზე ქრისტეს ცხოვრების ამა თუ იმ მონაკვეთს, რითაც სხვა ცნობებში მოცემულ ინფორმაციას ავსებს.
იყო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესოს გამოცხადებები ჰალუცინაციების ნაყოფი? ნებისმიერი ამასთან დაკავშირებით მოყვანილი არგუმენტის დაჯერება შეუძლებელია, რადგან მკვდრეთით აღმდგარი იესოს თვითმხილველი ძალიან ბევრი იყო. ამ თვითმხილველებს შორის იყვნენ მეთევზეები, ქალები, სამოქალაქო სამსახურში მყოფი პირი და ურწმუნო მოციქული თომაც კი, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ დარწმუნდა, როდესაც იესოს მკვდრეთით აღდგომის უტყუარი მტკიცება იხილა (იოანე 20:24—29). რამდენიმეჯერ მოწაფეებმა თავიდან ვერ იცნეს მკვდრეთით აღმდგარი თავიანთი უფალი. ერთხელ 500-ზე მეტმა ადამიანმა იხილა ის და მათი უმრავლესობა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო იმ დროს, როდესაც პავლე ამ შემთხვევის, როგორც იესოს მკვდრეთით აღდგომის დამადასტურებელი მტკიცების, შესახებ ლაპარაკობდა (1 კორინთელთა 15:6).
ცოცხალი იესო გავლენას ახდენს ხალხზე
იესოს მკვდრეთით აღდგომის საკითხი მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებელი და საკამათოდ ფილიპელთა 2:8—11). მათ იესოსადმი და იეჰოვას მიერ ადამიანთა ხსნისთვის ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის მეშვეობით უზრუნველყოფილი ღონისძიებისადმი რწმენა გამოავლინეს (რომაელთა 5:8). ამ ადამიანებმა ღვთის ნების შესრულებასა და იესოს მოძღვრების თანახმად ცხოვრებაში ნამდვილი ბედნიერება პოვეს.
საინტერესო საკითხი როდია. ის ფაქტი, რომ ის ცოცხალია, ყველგან დადებითად მოქმედებს ადამიანებზე. პირველი საუკუნიდან დღემდე მრავალი ადამიანი, რომლებიც ადრე გულგრილად უდგებოდნენ ან სრულიად ეწინააღმდეგებოდნენ ქრისტიანობას, შეიცვალა და აბსოლუტურად დარწმუნდა, რომ ეს იყო ჭეშმარიტი რელიგია. რამ გამოიწვია მათში ეს ცვლილება? საღვთო წერილის შესწავლამ ამ ადამიანებს წარუდგინა იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ იესო ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით და ზეცაში დიდებულ სულიერ ქმნილებად განაგრძობს სიცოცხლეს (განვიხილოთ, თუ რას ნიშნავდა პირველ საუკუნეში ქრისტიანად ყოფნა. ეს არ იყო პრესტიჟული, არც ძალაუფლებისა თუ სიმდიდრის მოპოვების საშუალება. პირიქით, მრავალი ადრინდელი ქრისტიანი რწმენის გულისთვის ‘სიხარულით იტანდა თავისი ქონების დატაცებას’ (ებრაელთა 10:34). ქრისტიანობა მსხვერპლის გაღებასა და დევნილად ყოფნას ნიშნავდა, რასაც მრავალ შემთხვევაში მოწამეობრივი სიკვდილი მოჰყოლია.
ქრისტეს მიმდევრად გახდომამდე ზოგს პრესტიჟიცა და სიმდიდრეც ელოდა. ტარსუსელი სავლე რჯულის სახელგანთქმული მოძღვრის, გამალიელის, მიერ იყო განსწავლული და იუდეველთა თვალში სახელს იხვეჭდა (საქმეები 9:1, 2; 22:3; გალატელთა 1:14). მაგრამ სავლე მოციქული პავლე გახდა. მან და სხვა მრავალმა ზურგი აქციეს წუთისოფლის მიერ შეთავაზებულ პრესტიჟსა და ძალაუფლებას. რატომ? იმიტომ რომ ყველასთვის გაეზიარებინათ ღვთის აღთქმებსა და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომაზე დაფუძნებული ჭეშმარიტი იმედი (კოლასელთა 1:28). ისინი მზად იყვნენ, ეტანჯათ ყოველივე იმისათვის, რასაც ჭეშმარიტების გზაზე გადაეყრებოდნენ.
იმავეს თქმა შეიძლება დღეს მცხოვრებ მილიონებზეც. ასეთ ადამიანებს ნახავთ მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა კრებებში. მოწმეები მთელი გულით გიწვევენ, დაესწროთ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 2001 წლის 8 აპრილს, კვირას, მზის ჩასვლის შემდეგ. ისინი მოხარული იქნებიან, თუ დაესწრებით ამ საღამოსა და კრების ყველა შეხვედრას, რომლებიც ბიბლიის შესწავლის მიზნით მათ სამეფო დარბაზებში ტარდება.
რატომ არ უნდა გესწავლათ უფრო მეტი, არა მარტო იესოს სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომაზე, არამედ თვით მისი სიცოცხლისა და მოძღვრების შესახებ? იესო გვიწვევს, რომ მივიდეთ მასთან (მათე 11:28—30). ახლავე გადადგით ნაბიჯი იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს შესახებ ზუსტი შემეცნების შესაძენად. ასე მოქმედება, როგორც ღვთის სამეფოს ქვეშევრდომებს, მარადიულ სიცოცხლეს მოგვიტანს — სამეფოსი, რომელსაც ღვთის საყვარელი ძე განაგებს.
[სქოლიოები]
a სახარების ცნობების უტყუარობის შესახებ მტკიცებების ხილვა შეგიძლიათ 2000 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკის“ სტატიაში „სახარებები — ისტორია თუ მითი?“.
[სურათები 7 გვერდზე]
მილიონობით ადამიანი ჭეშმარიტად ბედნიერია იმით, რომ იესო ქრისტეს მიმდევრები არიან.
[საავტორო უფლება 6 გვერდზე]
From the Self-Pronouncing Edition of the Holy Bible, containing the King James and the Revised versions