არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ეს მოვლენა არ უნდა გამოგრჩეთ

ეს მოვლენა არ უნდა გამოგრჩეთ

ეს მოვლენა არ უნდა გამოგრჩეთ

„ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი“ ღვთისგან, ჩვენი ზეციერი მამისგან, მოდის (იაკობი 1:17).

უდიდესი საბოძვარი, რომელიც ღმერთმა ცოდვილ ადამიანებს მოგვცა, ცოდვის ტყვეობიდან გათავისუფლებაა, რაც ღვთის მხოლოდშობილი ძის — იესო ქრისტეს — მეშვეობით გახდა შესაძლებელი. იესოს, როგორც ჩვენი გამომსყიდველის, სიკვდილი დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობას გვაძლევს. ლუკას 22:19-ის თანახმად, იესომ მცნებად დაგვიდო თავისი სიკვდილის დღის აღნიშვნა.

იეჰოვას მოწმეები გულითადად გიწვევენ, რათა მათთან ერთად შეასრულოთ იესოს ეს მცნება. ეს ყოველწლიური დღესასწაული მზის ჩასვლის შემდეგ ჩატარდება კვირას, 2001 წლის 8 აპრილს; ეს დღე მთვარის ბიბლიური კალენდრის მიხედვით 14 ნისანს შეესაბამება. ჩაინიშნეთ ეს თარიღი, რომ არ დაგავიწყდეთ. თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს შეუძლიათ შეგატყობინონ შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი.