არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხე „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? თუ დიახ, შეამოწმე, რამდენად შესძლებ შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას:

• რატომ მოიხსენია მოციქულმა პავლემ იმედი რომაელთა 5:3—5-ში მოცემული მსჯელობის ბოლოს?

პავლემ თავის მსჯელობაში აღნიშნა, რომ ქრისტიანები ხვდებოდნენ გასაჭირს, ითმენდნენ, ავლენდნენ კეთილგანწყობილებას და ჰქონდათ იმედი. ეს „იმედი“ არ არის ის თავდაპირველი იმედი, რასაც ადამიანი ბიბლიიდან იღებს. ის არის მტკიცე, ძლიერი და ბევრის მომცველი იმედი, რომლის შეძენაც დროთა განმავლობაში შეუძლია ქრისტიანს (15.12, გვერდები 22, 23).

რატომ შეიძლება აინტერესებდეთ დღეს ქრისტიანებს ძველ საბერძნეთში გამართული სპორტული თამაშები?

ამ შეჯიბრებების ხასიათმა და ჩვეულებებმა შეიძლება მრავალ ბიბლიურ მუხლს მოჰფინოს ნათელი. ზოგიერთი მათგანი ეხება ‘კანონიერ ბრძოლას’, ‘ტვირთის ჩამოცილებასა და იესოს მაგალითისამებრ მოქმედებას’, ‘ასპარეზის ბოლომდე გარბენასა’ და გვირგვინის ან ჯილდოს მიღებას (2 ტიმოთე 2:5; 4:7, 8; ებრაელთა 12:1, 2; 1 კორინთელთა 9:24, 25; 1 პეტრე 5:4) (01.01, გვერდები 28—30).

კეთილი ცნობის გაცხადების რა ახალი ხერხი მოიგონეს 1914 წლის იანვარში?

ამ წელს გამოუშვეს „შემოქმედების ფოტოდრამა“. ის შედგებოდა ოთხი ნაწილისგან, რომლებშიც შედიოდა მოძრავი კადრები და ასობით ფერადი სლაიდი. მათგან უმეტესობას თან ახლდა სლაიდების ამხსნელი მოხსენებების ფონოგრამები. მომზადდა ამ ფოტოდრამის 20 ეგზემპლარი და ფართოდ გამოიყენებოდა ხალხისთვის ბიბლიური ცნობის გასაცნობად (15.01, გვერდები 8, 9).

• რით განსხვავდება ხელმძღვანელი საბჭო იურიდიული კორპორაციისგან?

მაშინ როდესაც იურიდიული კორპორაციის დირექტორატს კორპორაციის წევრები ირჩევენ, ხელმძღვანელი საბჭო ინიშნება არა რომელიმე ადამიანის, არამედ იესო ქრისტეს მიერ. არ არის იმის აუცილებლობა, რომ იმ კორპორაციების დირექტორატთა რიგები, რომლებსაც იეჰოვას მოწმეები იყენებენ, ხელმძღვანელი საბჭოს წევრები იყვნენ. პენსილვანიის ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ყოველწლიურ ბოლო შეხვედრაზე, ხელმძღვანელი საბჭოს წევრებმა, რომლებიც დირექტორებად და პასუხისმგებელ პირებად მსახურობდნენ, საკუთარი სურვილით გადადგნენ თავიანთი თანამდებობიდან. ისინი „სხვა ცხვრების“ წარმომადგენელმა მოწიფულმა ძმებმა შეცვალეს (იოანე 10:16). ამგვარად, ხელმძღვანელ საბჭოს შეუძლია უფრო მეტი დრო დაუთმოს სულიერი საკვების მომზადებასა და მსოფლიო საძმოს სულიერი მოთხოვნილებების სხვაგვარად დაკმაყოფილებას (15.01, გვერდები 29, 31).

რომელი ორი ბიბლიური მაგალითი დაგვეხმარება გულგატეხილობასთან გამკლავებაში?

პირველი არის ხანას, სამუელის დედის, მაგალითი. ელის, ისრაელის მღვდელმთავრის, ცრუ ბრალდებას შეიძლება ადვილად გაეტეხა მისთვის გული. ნაცვლად ამისა, ხანამ გულწრფელად, მაგრამ პატივისცემით აუხსნა ელის ყველაფერი და არც შემდგომ ჩაუდია მის მიმართ წყენა გულში. მეორე არის მარკოზის მაგალითი, რომელიც ძალიან უნდა დამწუხრებულიყო, როდესაც მოციქულმა პავლემ მისიონერული მოგზაურობისას არ წაიყოლა. ამ უპირატესობის დაკარგვამ მას გული არ გაუტეხა და ბარნაბასთან ერთად მოგზაურობით აქტიურად განაგრძო მსახურება (01.02, გვერდები 20—22).

რატომ უნდა იყვნენ ქრისტიანები ფრთხილად პროგრამული უზრუნველყოფის ასლების სხვებისთვის გადაცემისას ან მათგან მიღებისას?

კომპიუტერული პროგრამების უმეტესობა (თამაშების ჩათვლით) ლიცენზირებულია, რომელიც მფლობელებს/მომხმარებლებს პროგრამული პროდუქტის მხოლოდ ერთ კომპიუტერზე დაყენებით შემოფარგლავს. სხვებისთვის ასლების გადაღება საავტორო უფლებების დარღვევაა, მაშინაც კი, როდესაც ამას უფასოდ ვაკეთებთ. ქრისტიანებს სურთ, დაემორჩილონ კანონს, ‘მისცენ კეისარს კეისრისა’ (მარკოზი 12:17) (15.02, გვერდები 28, 29).

ვინ იყვნენ კირილე და მეთოდე და რა წვლილი შეიტანეს ბიბლიის სწავლებაში?

ესენი იყვნენ ღვიძლი ძმები, რომლებიც IX საუკუნეში დაიბადნენ თესალონიკეში (საბერძნეთი). მათ შეადგინეს სლავური ენებისთვის დამწერლობა და თარგმნეს ბიბლიის დიდი ნაწილი სლავურ ენაზე (01.03, გვერდები 28, 29).

რას ნიშნავს გამოთქმა ‘სულიერი ფიქრები’? (რომაელთა 8:6).

ეს იეჰოვას მოქმედი ძალით მართვას, ამ ძალის მმართველობისადმი მორჩილებასა და მისით აღძვრას ნიშნავს. შეგვიძლია ღვთის სულიწმიდას იმის საშუალება მივცეთ, რომ ჩვენზე იმოქმედოს ბიბლიის კითხვისა და შესწავლის, ღვთის კანონებისადმი მთელი გულით მორჩილებისა და ღვთის სულიწმიდის მისაღებად ლოცვის მეშვეობით (15.03, გვერდი 15).

რის გაკეთება შეგვიძლია, თუ ისეთი გრძნობა გვეუფლება, რომ არასწორად გვიგებენ?

მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული საკითხი სიყვარულით გავარკვიოთ. თუ ამან შედეგი არ გამოიღო, გულს ნუ გაიტეხ; სთხოვე იეჰოვას, რომელიც ‘გულებს წონის’, გაგიგოს და დაგეხმაროს (იგავნი 21:2; პირველი მეფეთა 16:7) (01.04, გვერდები 21—23).