არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საერთაშორისო საძმოს წევრები ზრუნავენ ერთმანეთზე

საერთაშორისო საძმოს წევრები ზრუნავენ ერთმანეთზე

საერთაშორისო საძმოს წევრები ზრუნავენ ერთმანეთზე

თვალსაწიერზე ყველგან ადამიანები ჩანან. მრავალი ხანში შესულია, ზოგიერთი მათგანი იმდენად დაუძლურებულია, რომ ძლივს დადის. აქ არიან ორსული ქალები და ახალგაზრდა წყვილები მცირეწლოვანი ბავშვებით. ამათგან ყველა ლტოლვილია — კაცები, ქალები და ბავშვები, რომლებიც სამოქალაქო ომის, სტიქიური უბედურებისა თუ სხვა გარემოების გამო იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ საკუთარი სახლები და თავშესაფარი მეზობელ ქვეყანაში ეძებნათ. ზოგიერთს რამდენჯერმე მოუწია საცხოვრებლის მიტოვება. სამოქალაქო არეულობის ან სტიქიური უბედურების პირველი ნიშნების დანახვისთანავე, ისინი აგროვებენ რამდენიმე საოჯახო ნივთს, ხელს ჰკიდებენ ბავშვებს და უსაფრთხო თავშესაფრისკენ მიემართებიან. მოგვიანებით, მდგომარეობის გამოსწორების შემთხვევაში, მრავალი ლტოლვილი ბრუნდება თავისი სახლის აღსადგენად და ყველაფრის თავიდან დასაწყებად.

წლების მანძილზე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ კარი გაუღო რამდენიმე ქვეყნიდან ლტოლვილებს. ახლახან, ათასობით ადამიანი, მათ შორის იეჰოვას მრავალი მოწმე, იძულებული იყო, ომით გაპარტახებული კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან შედარებით უსაფრთხო ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაქცეულიყო.

ძმები დასახმარებლად მოდიან

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრებმა მოწმეებმა ჰუმანიტარული დახმარებისთვის ორგანიზების გაწევა უპირატესობად ჩათვალეს. დევნილი ქრისტიანი ძმებისთვის მოძებნეს საცხოვრებელი შენობები. თავიდან, მათ ოთახები კერძო სახლებში მოუძებნეს, მაგრამ ლტოლვილთა რიცხვის ზრდასთან ერთად ნათელი გახდა, რომ უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო ზომების მიღება იყო აუცილებელი. ზოგიერთი სამეფო დარბაზი საერთო საცხოვრებლად გადაიქცა. ადგილობრივი მოწმეები ხალისით შეუდგნენ მუშაობას, რათა გაეყვანათ დამატებითი ელექტროგანათება, დაემონტაჟებინათ წყლის მილები და მოეცემენტებინათ იატაკი მათთვის კომფორტის შესაქმნელად, ვისაც იქ უნდა ეცხოვრა. ეს დროებითი საცხოვრებლები რომ მოეწესრიგებინათ, ლტოლვილები ადგილობრივ ძმებთან ერთად მუშაობდნენ. ორგანიზება გაეწია ქრისტიანული შეხვედრების მთელი პროგრამის მიხედვით ჩატარებას ლინგალას ენაზე. ამგვარად, ჩამოსულები უზრუნველყოფილნი იყვნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სულიერი საზრდოთი. ადგილობრივ მოწმეებსა და მათ სტუმრებს შორის მჭიდრო თანამშრომლობამ ცხადყო, რომ საერთაშორისო საძმო რეალურად არსებობს.

ლტოლვილი ოჯახები ყოველთვის ერთად ვერ ჩამოდიოდნენ. დროდადრო ოჯახის წევრები, რომლებიც დაშორებული იყვნენ, ერთმანეთს დათქმულ ადგილზე ხვდებოდნენ. უსაფრთხოდ ჩამოსულთა სია, თითოეულ სამეფო დარბაზში ინახებოდა. ზომები მიიღეს დაკარგულთა ადგილსამყოფლის დასადგენად. ფილიალი, რომელიც ქვეყანაში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას უწევს ხელმძღვანელობას, დღეში სამ სატრანსპორტო საშუალებას აგზავნიდა იმ მოწმეების დასახმარებლად, რომლებიც ჯერ კიდევ გზაში იყვნენ და ეძებდნენ ნებისმიერს, ვინც შესაძლოა დაკარგული იყო. ამ სატრანსპორტო საშუალებების ამოცნობა შეიძლებოდა დიდი წარწერით „საგუშაგო კოშკი — იეჰოვას მოწმეები“.

წარმოიდგინე ის სიხარული, რომელიც იეჰოვას მოწმეების ავტოფურგონის დანახვისას მშობლებისგან დაშორებულმა შვიდმა ლტოლვილმა ბავშვმა განიცადა. მათ მაშინვე მიირბინეს მანქანასთან და აუხსნეს, რომ თვითონაც მოწმეები იყვნენ. ძმებმა ეს ბავშვები ავტოფურგონში ჩასხეს და სამეფო დარბაზში მიიყვანეს, სადაც, საბოლოოდ, ისინი თავიანთ ოჯახებს შეუერთდნენ.

რა დაეხმარა ამ გულწრფელ ქრისტიანებს ასეთ სიტუაციებთან გამკლავებაში, რომელიც არაერთხელ განმეორებულა? ისინი სრულიად დარწმუნებული არიან, რომ ჩვენ საღვთო წერილში ნაწინასწარმეტყველებ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1—5; გამოცხადება 6:3—8).

აქედან გამომდინარე, მათ იციან, რომ მალე იეჰოვა ღმერთი ბოლოს მოუღებს ომებს, სიძულვილს, ძალადობასა და კონფლიქტებს. ლტოლვილთა პრობლემები წარსულს ჩაჰბარდება. მანამდე კი 1-ლი კორინთელთა 12:14—26-ში ჩაწერილი მოწოდების თანახმად, იეჰოვას მოწმეები გულმოდგინედ ცდილობენ, ერთიმეორეზე იზრუნონ. თუმცა მათ მდინარეები, საზღვრები, ენა და მანძილი ჰყოფთ, ისინი დაინტერესებული არიან ერთმანეთით და დაუყოვნებლივ მოქმედებენ, როცა ვინმე დახმარებას საჭიროებს (იაკობი 1:22—27).

[რუკა 30 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

აფრიკა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

[საავტორო უფლება]

Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.

[სურათები 30 გვერდზე]

სამი სამეფო დარბაზი ლტოლვილთა მისაღებად გადაკეთდა.

[სურათი 31 გვერდზე]

დაუყოვნებლივ დამონტაჟდა სამზარეულოს მოწყობილობები.

[სურათი 31 გვერდზე]

სულ უფრო მეტი ლტოლვილი ჩამოდიოდა.

[სურათი 31 გვერდზე]

ახალშობილები და უკვე ლტოლვილები.