არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ფარული საფრთხე, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობას ემუქრება“

„ფარული საფრთხე, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობას ემუქრება“

„ფარული საფრთხე, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობას ემუქრება“

როგორც ახლახან ინტერნეტში მოთავსებულ პორნო-საიტებთან დაკავშირებით ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, შეერთებულ შტატებში ინტერნეტით მოსარგებლე ყოველ მესამე მოზარდს ამა თუ იმ სახის კომპიუტერული სექს-საიტი აქვს მონახულებული. მრავალი ადამიანი თავის სქესობრივ ჟინს ინტერნეტის მეშვეობით იკმაყოფილებს. „ეს საზოგადოების ჯანმრთელობისთვის საშიში ნაღმია და ეს პრობლემა, გარკვეულწილად, იმით არის განპირობებული, რომ ძალიან ცოტა თუ ამჩნევს ან სერიოზულად ეკიდება მას“, — ამბობს ფსიქოლოგი, დოქტორი ალ კოპერი, ამ გამოკითხვის ორგანიზატორი.

განსაკუთრებით ვინ დგას კომპიუტერული სექსით გატაცების ცდუნების წინაშე? „ის მომხმარებლები, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე იოკებდნენ და თრგუნავდნენ სქესობრივ წადილს და რომლებმაც უეცრად იპოვეს სქესობრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების ამოუწურავი შესაძლებლობები“ ინტერნეტში, — ამბობს დოქტორი კოპერი.

მათი უმრავლესობა, ვინც სექს-საიტებს ხშირად ინახულებს, ყოველივე ამას უვნებელ გართობად მიიჩნევს. მაგრამ ნამდვილად ასეა ეს? ისევე როგორც ნარკომანს აღარ აკმაყოფილებს ნარკოტიკის ის დოზა, რომელსაც უკვე შეეჩვია, კომპიუტერული პორნოგრაფიის მრავალ მოყვარულსაც სექსუალური განცდების სულ უფრო დიდი „დოზის“ მიღება სურს თავისი ჟინის დასაკმაყოფილებლად. მათ შეიძლება ისიც კი არაფრად ჩააგდონ, რომ ასეთი საქციელით შესაძლოა დაკარგონ სამუშაო და ურთიერთობა გაიფუჭონ მეუღლესთან!

მაგრამ მათ, ვისაც სურს ასიამოვნოს ღმერთს, აქვთ დამატებითი მიზეზი, რათა თავი აარიდონ ინტერნეტის სექს-საიტების მონახულებას. ღვთის სიტყვა გვარიგებს: „მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურობა, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა. რომელთა გამოც ღვთის რისხვა მოდის“ (კოლასელთა 3:5, 6). იმისათვის, რომ ვინმემ ‘მოაკვდინოს მიწიერი ასოები’, რაც უწმინდურ სქესობრივ ლტოლვას გულისხმობს, იეჰოვას მიმართ ძლიერი სიყვარულის განვითარებაა საჭირო (ფსალმუნი 96:10). თუ ადამიანს იზიდავს კომპიუტერული სექსი, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას, უნდა განიმტკიცოს იეჰოვასადმი სიყვარული ღვთის სიტყვის, ბიბლიის, შესწავლით. ადგილობრივ სამეფო დარბაზში იეჰოვას მოწმეებთან ჯანსაღი ურთიერთობა შეიძლება დიდად დაეხმაროს მას თავისი გადაწყვეტილების თანახმად მოქმედებაში, რათა ასიამოვნოს ღმერთს.