არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლია ერთ ტომად

ბიბლია ერთ ტომად

ბიბლია ერთ ტომად

ბიბლიის ასლების გასაკეთებლად ადრინდელმა ქრისტიანებმა პირველებმა გამოიყენეს კოდექსი — წიგნი და არა გრაგნილი. მაგრამ მათ მაშინვე არ დაუწყიათ ბიბლიის ყველა წიგნის ერთ ტომად გამოცემა. VI საუკუნეში ფართოდ გავრცელებული ერთტომეული ბიბლიების გამოცემით ფლავიუს კასიოდორუსმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

ფლავიუს მაგნუს ავრელიუს კასიოდორუსი შეძლებულ ოჯახში დაიბადა დაახლოებით ახ. წ. 485—490 წლებში კალაბრიაში, დღევანდელი იტალიის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ის ცხოვრობდა იტალიის ისტორიის მშფოთვარე პერიოდში, როდესაც ნახევარკუნძული პირველად გუთებმა, შემდეგ კი ბიზანტიელებმა დაიკავეს. კასიოდორუსმა დაახლოებით 60 ან 70 წლის ასაკში დააარსა ვივარიუმის მონასტერი და ბიბლიოთეკა, თავის სახლთან ახლოს სქუილაჩეში (კალაბრია).

ბიბლიის გულმოდგინე გამომცემელი

კასიოდორუსის უმთავრესი საზრუნავი ის იყო, რომ ბიბლია ხალხისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. „კასიოდორუსის აზრით, — წერს ისტორიკოსი პიტერ ბრაუნი. — ყველანაირი ლათინური ლიტერატურა იმ მიზნით უნდა გამოყენებულიყო, რომ საღვთო წერილი ხელმისაწვდომი გამხდარიყო. კლასიკური ტექსტების შესწავლასა და გადაწერაში დამხმარე ყველა სახელმძღვანელო იმ მიზნით უნდა გამოეყენებინათ, რომ საღვთო წერილი გასაგები ყოფილიყო და გონივრულად გაკეთებულიყო მისი ასლები. ვარაუდობდნენ, რომ ისევე როგორც მზის სისტემა, ახლად შექმნილი ლათინური კულტურაც, მთლიანობაში, თავის ორბიტაზე უზარმაზარი მზის — ღვთის სიტყვის — გარშემო ტრიალებდა“.

კასიოდორუსმა მთარგმნელებსა და გრამატიკოსებს ვივარიუმის მონასტერში მოუყარა თავი, რათა მთელი ბიბლია ორიგინალთან შეედარებინათ და მის გამოცემასთან დაკავშირებული საგულდაგულო პროცესისთვის ეხელმძღვანელათ. მან ეს სამუშაო მხოლოდ რამდენიმე სწავლულს მიანდო. ამას მათთვის თავიდან უნდა აერიდებინა გადამწერის მიერ დაშვებული სავარაუდო შეცდომების ნაჩქარევად გასწორება. თუ გრამატიკასთან დაკავშირებით კითხვა წამოიჭრებოდა, დამხმარედ ბიბლიის ძველ ხელნაწერებს უფრო ავტორიტეტულად მიიჩნევდნენ, ვიდრე საყოველთაოდ აღიარებულ ლათინურ წყაროებს. კასიოდორუსმა პირდაპირ მიუთითა: „გრამატიკული თავისებურებანი. . . დაცული უნდა იყოს; რადგან ტექსტი შთაგონებით არის დაწერილი, არ შეიძლება, რომ ის ორიგინალიდან იყოს გადახვეული. . . გამოთქმების, მეტაფორებისა და იდიომების გადმოცემის ბიბლიური მეთოდი პირვანდელი სახით უნდა შენარჩუნდეს მაშინაც კი, თუ სრულიად განსხვავდება ლათინური ენის ნორმებისგან, აგრეთვე დაცული უნდა იყოს ძველებრაული საკუთარი სახელების ფორმები“ („The Cambridge History of the Bible“).

გრანდიოური კოდექსი

ვივარიუმის მონასტერში გადამწერებს ლათინურ ენაზე, სულ მცირე, სამი სხვადასხვა ბიბლიის გამოცემა დაევალათ. ერთი მათგანი, რომელიც ცხრა ტომად იყო გამოცემული, შესაძლოა, ძველ ლათინურ ტექსტს შეიცავდა; ამ ტექსტის თარგმანი II საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. მეორე გამოცემა ლათინურ ვულგატას შეიცავდა, რომელიც იერონიმემ დაახლოებით მეხუთე საუკუნის დასაწყისში დაასრულა. მესამე კი, გრანდიოური კოდექსი, რაც „უფრო დიდ კოდექსს“ ნიშნავს, სამი სხვადასხვა ბიბლიის ტექსტებიდან იყო ამოღებული. ბოლო ორი გამოცემით ბიბლია ერთ ტომად გაერთიანდა.

როგორც ჩანს, კასიოდორუსმა პირველმა გამოსცა ლათინური ბიბლიები ერთ ტომად, რომლებსაც „პანდექტები“ უწოდა a. უეჭველად, მას ესმოდა, რომ პრაქტიკული იყო ბიბლიის ყველა წიგნის ერთ ტომად გაერთიანება, რამაც ხელი შეუწყო რამდენიმე ტომის გამოყენებისას დროის ფუჭად გამცდენი პროცესის თავიდან არიდებას.

სამხრეთ იტალიიდან ბრიტანეთის კუნძულებამდე

ცოტა ხანში კასიოდორუსის სიკვდილის შემდეგ (დაახლოებით ახ. წ. 583 წელი) გრანდიოური კოდექსი ერთი ქვეყნიდან მეორეში ჩაჰქონდათ. ვარაუდობენ, რომ იმ დროს ვივარიუმის ბიბლიოთეკის წიგნების კრებული რომის ლატერანის ბიბლიოთეკაში უნდა გადაეტანათ. ახ. წ. 678 წელს ანგლო-საქსმა აბატმა, ცელფრიდმა, რომიდან დაბრუნებისას ეს კოდექსი თან წაიღო ბრიტანეთის კუნძულებზე. ამგვარად, ეს კოდექსი უერმუთსა და იეროუში არსებული ორი მონასტრის ლიტერატურული მემკვიდრეობის ნაწილი გახდა; ამჟამად ნორთუმბრიაში (ინგლისი) მდებარე ამ მონასტრების წინამძღვარი ცელფრიდი იყო.

კასიოდორუსის თაოსნობით გამოცემული ერთტომეული ბიბლიით ცელფრიდი და მისი ბერები უნდა მოხიბლულიყვნენ, რომლებიც, შესაძლოა, მისმა პრაქტიკულობამ მიიზიდა. ამგვარად, სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, მათ სამი სხვა სრული ბიბლია გამოსცეს ერთ ტომად. დღეს მათგან დიდი ზომის ხელნაწერის მხოლოდ შემორჩენილი ასლი არსებობს, რომელსაც ამიატინური კოდექსი ჰქვია. მას პერგამენტის 2 060 გვერდი აქვს, თითოეულის ზომა 51/33 სანტიმეტრზეა. მისი ყდა 25 სანტიმეტრი სისქისაა და 34 კილოგრამს იწონის. ეს არის უძველესი სრული ერთტომეული ლათინური ბიბლია, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. XIX საუკუნის გამოჩენილი ბიბლეისტი ფენტონ ჯ. ა. ჰორტი ამ კოდექსს 1887 წელს გაეცნო. ჰორტმა შენიშნა: „თანამედროვე ადამიანებისთვისაც კი ეს საოცრება იმდენად შთამბეჭდავია, რომ თითქმის შიშისმომგვრელია“.

იტალიაში დაბრუნება

კასიოდორუსის თაოსნობით გამოცემული გრანდიოური კოდექსის ორიგინალი ამჟამად დაკარგულად ითვლება. მაგრამ მის საფუძველზე ანგლო-საქსების მიერ შედგენილი ლათინური ამიატური კოდექსი დასრულების შემდეგ მალევე იტალიაში ჩაიტანეს. ცელფრიდმა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე რომში დაბრუნება გადაწყვიტა. მან თან წაიღო თავისი სამი ლათინური ბიბლიის ხელნაწერებიდან ერთ-ერთი პაპ გრიგოლ II-ისთვის საჩუქრად. ცელფრიდი ახ. წ. 716 წელს მოგზაურობის დროს გარდაიცვალა ლანგრში (საფრანგეთი). მაგრამ მისი ბიბლია მოგზაურთა ჯგუფს ერთი ქვეყნიდან მეორეში ჩაჰქონდათ. საბოლოოდ ეს კოდექსი ცენტრალურ იტალიაში მდებარე ამიატის მთის მონასტერში მოათავსეს; სწორედ ამ ადგილის სახელწოდების გამო დაერქვა ამ ხელნაწერს ამიატური კოდექსი. 1782 წელს ეს ხელნაწერი გადაიტანეს ფლორენციაში (იტალია) მდებარე ლორენციანულ ბიბლიოთეკაში, სადაც ის დღემდე ერთ-ერთ უძვირფასეს განძად შემორჩა.

რა გავლენა მოახდინა გრანდიოურმა კოდექსმა ჩვენზე? კასიოდორუსის დროიდან მოყოლებული, გადამწერებმა და მბეჭდავებმა უფრო მეტად დაუჭირეს მხარი ბიბლიების ერთ ტომად გამოცემას. დღემდე ასეთი ფორმის ბიბლიის გამო ადამიანებს უფრო უადვილდებათ, რჩევისთვის მიმართონ მას და, ამგვარად, მისი ძალით ისარგებლონ თავიანთ ცხოვრებაში (ებრაელთა 4:12).

[სქოლიოები]

a ბერძნულ ენაზე სრული ბიბლიებით სარგებლობა IV ან V საუკუნიდან დაიწყეს.

[რუკა 29 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

გრანდიოური კოდექსი ერთი ქვეყნიდან მეორეში ჩაჰქონდათ.

ვივარიუმის მონასტერი

რომი

იეროუ

უერმუთი

ამიატინური კოდექსი ერთი ქვეყნიდან მეორეში ჩაჰქონდათ.

იეროუ

უერმუთი

ამიატის მთა

ფლორენცია

[საავტორო უფლება]

Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.

[სურათები 30 გვერდზე]

ზემოთ: ამიატური კოდექსი. მარცხნივ: ეზრას პორტრეტი ამიატინურ კოდექსში.

[საავტორო უფლება]

Biblioteca Medicea Laurenziana, Firenze