ღვთის სახელი ბრალდებისგან გათავისუფლდა
სამეფოს მაუწყებლები იტყობინებიან
ღვთის სახელი ბრალდებისგან გათავისუფლდა
ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში ნათქვამია: „კარგად მოიქეცით წარმართებში, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს“ (1 პეტრე 2:12). ამიტომ ჭეშმარიტი ქრისტიანები გულმოდგინედ ცდილობენ, მუდამ კარგი ყოფაქცევა ჰქონდეთ, რათა ბრალი არ დაედოს იეჰოვას სახელს.
ზამბიის მივარდნილ ადგილას, რომელსაც სენანგა ჰქვია, სკოლის მასწავლებელს სახლიდან რადიომიმღები მოჰპარეს. რადგან იმ ადგილას იეჰოვას მოწმეები ქადაგებდნენ, მამაკაცმა ქურდობაში მათ დასდო ბრალი. მან მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა და განუცხადა, რომ მოწმეებმა მოჰპარეს რადიომიმღები. იმის დასადასტურებლად, რომ მოწმეები მის სახლში იყვნენ, მან აჩვენა ტრაქტატი, რომელიც იატაკზე იპოვა. მიუხედავად ამისა, პოლიციამ არ დაუჯერა მას. ურჩიეს, რომ წასულიყო და უფრო გულდასმით გამოეკვლია ეს საქმე.
მოწმეებს, რომლებიც იმ დღეს ამ მასწავლებლის სამეზობლოში ქადაგებდნენ, უხუცესთა საბჭომ დაარიგა, რომ წასულიყვნენ და ამ საკითხზე თავად ესაუბრათ მასწავლებელთან. ზოგიერთი ძმა წავიდა, ესაუბრა მას და აუხსნა, რომ მათ სურდათ იეჰოვას სახელი ბრალდებისგან გაეთავისუფლებინათ. მათ უთხრეს, რომ მის სახლში შეხვდნენ ახალგაზრდა კაცს და ტრაქტატი დაუტოვეს. მოწმეების აღწერილობის მიხედვით, მასწავლებელმა ამოიცნო ეს კაცი. სინამდვილეში მასწავლებელი და ეს კაცი ერთსა და იმავე ეკლესიას მიეკუთვნებოდნენ. მასწავლებელი ესაუბრა მას, მაგრამ მან ბრალდება უარყო. შემდეგ ის ესაუბრა ახალგაზრდა კაცის მშობლებს და შინ დაბრუნდა. ერთ საათში ახალგაზრდის დედამ მას მოპარული რადიომიმღები დაუბრუნა.
სინდისის ქენჯნის გამო მასწავლებელი უხუცესთა საბჭოსთან მივიდა და ცრუ ბრალდებებისთვის პატიება ითხოვა. უხუცესებმა მიიღეს მისი მობოდიშება, მაგრამ სთხოვეს, რომ გამოძიების შედეგები საჯაროდ გაეცხადებინა, რათა ყველას სცოდნოდა მოწმეების უდანაშაულობის შესახებ. სკოლაში გაკეთდა განცხადებები და, ამგვარად, იეჰოვას სახელი ბრალდებისგან გათავისუფლდა. იეჰოვას მოწმეებს შეუძლიათ თავისუფლად განაგრძონ ქადაგება იმ ტერიტორიაზე.
[რუკები⁄სურათი 19 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
აფრიკა
ზამბია
[საავტორო უფლება]
Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.