‘მადლობა იეჰოვას მოწმეებს რელიგიის თავისუფლებისთვის’
‘მადლობა იეჰოვას მოწმეებს რელიგიის თავისუფლებისთვის’
«სანამ კარს მიუხურავდეთ იეჰოვას მოწმეებს, — ნათქვამია გაზეთში „აშშ დღეს“, — შეჩერდით და დაფიქრდით იმ სამარცხვინო დევნაზე, რომელსაც განიცდიდნენ ისინი არც თუ ისე დიდი ხნის წინათ და — იმ დიდ წვლილზე, რომელიც მათ მიუძღვით რელიგიის თავისუფლების საკითხში ყველასთვის სასურველი პირველი შესწორების შეტანაში». 1940-იან წლებში იეჰოვას მოწმეები ამერიკის შეერთებულ შტატებში იდევნებოდნენ და ამის ერთ-ერთი მიზეზი დროშის მისალმებაზე უარის თქმა იყო (გამოსვლა 20:4, 5).
ხუთი წლის განმავლობაში, 1938—1943 წლებში, აშშ-ის უზენაეს სასამართლოში იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებული 30-მდე სასამართლო საქმე აღიძრა. სტატიაში ნათქვამია: «მოწმეები ისე ხშირად აყენებდნენ პირველი შესწორების შესახებ საკითხს, რომ მოსამართლე ჰარლან ფისკმა დაწერა: „იეჰოვას მოწმეები მოქალაქეთა თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებული იურიდიული პობლემების გადაჭრაში დახმარებისთვის ჩვენგან ჯილდოს იმსახურებენ“».
„ყველა რელიგია უნდა უმადლოდეს იეჰოვას მოწმეებს უფრო მეტი [რელიგიური] თავისუფლებისთვის“ — ასკვნის სტატია.
[საავტორო უფლება 32 გვერდზე]
Background, building: Photo by Josh Mathes, Collection of the Supreme Court of the United States; lower left, justices: Collection of the Supreme Court of the United States