მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
როდის სცხეს „წმიდათაწმიდა“, როგორც ეს ნაწინასწარმეტყველები იყო დანიელის 9:24-ში?
დანიელის 9:24—27-ში მოცემულია წინასწარმეტყველება „ცხებული მეფის“, ქრისტეს, გამოჩენის თაობაზე. წინასწარმეტყველება ‘წმიდათაწმიდის’ ცხების შესახებ არ ეხება იერუსალიმის ტაძარში წმიდათაწმიდის ცხებას. აქ გამოთქმა „წმიდათაწმიდა“ მიუთითებს ღვთის ზეციერ საწმიდარზე — ზეციერ წმიდათაწმიდაზე — იეჰოვას დიდებულ სულიერ ტაძარში a (ებრაელთა 8:1—5; 9:2—10, 23).
როდის ამოქმედდა ღვთის სულიერი ტაძარი? მოდი განვიხილოთ, რა მოხდა ახ. წ. 29 წელს, როდესაც იესო მოსანათლავად წარსდგა. ამ დროიდან იესომ შეასრულა ფსალმუნის 39:7—9-ში ჩაწერილი სიტყვები. მოგვიანებით მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ იესო ღვთისადმი ლოცულობდა: „მსხვერპლი და შესაწირავი არ გსურს, მაგრამ სხეული განმიმზადე მე“ (ებრაელთა 10:5). იესომ იცოდა, რომ ღმერთს ‘არ სურდა’, ცხოველური მსხვერპლშეწირვა გაგრძელებულიყო იერუსალიმის ტაძარში. ნაცვლად ამისა, იეჰოვამ მსხვერპლშესაწირად სრულყოფილი ადამიანური სხეული განუმზადა იესოს. იესომ თავისი გულწრფელი სურვილი გამოხატა და განაგრძო: „‘აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო’“ (ებრაელთა 10:7). რა უპასუხა იეჰოვამ? მათეს სახარებაში ნათქვამია: «ნათელღებული იესო მაშინვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი, და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა. აჰა, ხმა ციდან მეტყველი: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“» (მათე 3:16, 17).
ის, რომ იეჰოვა ღმერთმა შესაწირავად მოიწონა იესოს სხეული, ნიშნავდა, რომ შეიქმნა იერუსალიმის ტაძრის სამსხვერპლოზე უფრო დიდებული სამსხვერპლო. ეს იყო ღვთის ‘ნების’ სამსხვერპლო ანუ ღონისძიება იესოს ადამიანური სიცოცხლის, როგორც მსხვერპლის, მისაღებად (ებრაელთა 10:10). იესოს სულიწმიდით ცხება იმას ნიშნავდა, რომ ღმერთმა სრულად აამოქმედა სულიერ ტაძართან დაკავშირებული ღონისძიება b. ამგვარად, იესოს ნათლობის დროიდან, ღვთის ზეციერი სამყოფელი ცხებულ იქნა ანუ ღვთის დიდებულ სულიერ ტაძართან დაკავშირებულ ღონისძიებაში გამოყოფილ იქნა, როგორც „წმიდათაწმიდა“.
[სქოლიოები]
a ღვთის სულიერი ტაძრის სხვადასხვა თავისებურება გარჩეულია 1996 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 22—27.
b ეს საკითხი მოხსენიებულია წიგნში „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, გვერდები 194, 195.
[სურათი 27 გვერდზე]
„წმიდათაწმიდა“ ცხებულ იქნა მაშინ, როცა იესო მოინათლა.