ღვთის მიერ დაშვებული ტანჯვა-წამების დრო იწურება
ღვთის მიერ დაშვებული ტანჯვა-წამების დრო იწურება
საითაც გაიხედავ, ყველგან ტანჯვა-წამებაა. ზოგიერთი ადამიანი მას თავად იტეხს ხოლმე თავს. ისინი ავადდებიან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით ან იმკიან ნარკოტიკების, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების ან თამბაქოს წევის შედეგებს. ან არასწორი კვების გამო აწყდებიან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. თუმცა, ხშირად ტანჯვას ის ფაქტორები ან შემთხვევები იწვევს, რომლებიც, ჩვეულებრივ, ადამიანის კონტროლს არ ექვემდებარება; მაგალითად, ომები, შეტაკებები ეთნიკურ ნიადაგზე, დამნაშავეობა, სიღარიბე, შიმშილი და დაავადებები. კიდევ ერთი რამ, რაზეც ზემოქმედება ადამიანებს, ძირითადად, არ ძალუძთ, სიბერესთან და სიკვდილთან დაკავშირებული ტანჯვაა.
ბიბლია გვარწმუნებს, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). მაშ, რატომ დაუშვა მოსიყვარულე ღმერთმა, რომ ამდენი ტანჯვა საუკუნეების მანძილზე გაგრძელებულიყო? როდის გამოასწორებს მდგომარეობას? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად საჭიროა გამოვიკვლიოთ, თუ რა განზრახვა აქვს ღმერთს კაცობრიობასთან დაკავშირებით. ეს დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა ტანჯვა-წამება და რას გააკეთებს ამასთან დაკავშირებით.
ნების თავისუფლების ძღვენი
როდესაც ღმერთმა პირველი ადამიანი შექმნა, მას მხოლოდ სხეული და ტვინი არ შეუქმნია. გარდა ამისა, ღმერთს ადამი და ევა უგონო რობოტებად არ შეუქმნია; მან მათ ნების თავისუფლება უბოძა. ეს შესანიშნავი ძღვენი იყო, რადგან „დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო“ (დაბადება 1:31). დიახ, „სრულყოფილია მისი ქმნილება [საქმენი, აქ]“ (მეორე რჯული 32:4). ყოველი ჩვენგანი აფასებს ნების თავისუფლების ძღვენს, რადგან არ გვსურს, რომ რაიმე საკითხში ჩვენი ყოველი აზრი და მოქმედება სხვის მიერ იყოს ნაკარნახები და ჩვენ თვითონ არ გვქონდეს არჩევნის გაკეთების საშუალება.
მაგრამ შეიძლებოდა თუ არა ნების თავისუფლების ძღვენის გამოყენება ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე? ღვთის სიტყვაში ჩაწერილ მითითებაში, რომელიც ადრინდელ ქრისტიანებს მიეცათ, ნათქვამია: „იცხოვრეთ როგორც თავისუფლებმა, ოღონდ ბოროტების საფარად თავისუფლებას ნუ გამოიყენებთ, არამედ იცხოვრეთ როგორც ღვთის მონებმა“ (1 პეტრე 2:16). გარკვეული საზღვრების დადგენაა საჭირო, რათა საყოველთაო კეთილდღეობა სუფევდეს. ამგვარად, ნების თავისუფლება კანონით უნდა დარეგულირებულიყო. სხვაგვარად ანარქია გამეფდებოდა.
ვისი კანონი?
ვისი კანონით უნდა დადგენილიყო თავისუფლების სათანადო საზღვრები? ამ კითხვაზე პასუხი დაკავშირებულია იმ მთავარ მიზეზთან, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა ტანჯვა-წამება. რადგან ღმერთმა შექმნა ადამიანები, მან ყველაზე კარგად იცის, რომელ კანონებს უნდა დაემორჩილონ ისინი, რათა სიკეთე მოუტანონ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ბიბლია ამას შემდეგი სიტყვებით გადმოსცემს: „ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი“ (ესაია 48:17).
ნათელია ერთი მნიშვნელოვანი რამ: ადამიანები ღვთისგან დამოუკიდებლად არსებობისთვის არ არიან შექმნილი. ღმერთმა იმგვარად შექმნა ისინი, რომ მათი წარმატება და ბედნიერება ღვთის სამართლიანი კანონებისადმი მორჩილებაზეა დამოკიდებული. ღვთის წინასწარმეტყველმა იერემიამ განაცხადა: „ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).
ღმერთმა ადამიანები ფიზიკურ კანონებს დაუმორჩილა, მაგალითად, მიზიდულობის კანონს. ამნაირადვე, მან ადამიანები ისე შექმნა, რომ დამორჩილებოდნენ მის მორალურ კანონებს, რომლებიც შეხმატკბილებულ ადამიანთა საზოგადოების არსებობისთვის არის შექმნილი. ამიტომაც საფუძველს მოკლებული არ არის ღვთის სიტყვაში მოცემული მითითება: „ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი საკუთარ ჭკუას“ (იგავნი 3:5).
ამგვარად, ადამიანთა ოჯახი ვერასდროს შესძლებს წარმატებით ცხოვრებას ღვთის ხელმძღვანელობის გარეშე. ღვთისგან დამოუკიდებლად ყოფნის მცდელობისას ადამიანებმა შექმნეს სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და რელიგიური სისტემები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და ‘კაცი კაცზე მძლავრობს თავისდა საზიანოდ’ (ეკლესიასტე 8:9).
რა იყო შეცდომა?
ღმერთმა ჩვენს პირველ მშობლებს, ადამსა და ევას, სრულყოფილი დასაბამი მისცა. მათ ჰქონდათ სრულყოფილი სხეული და გონება, საცხოვრებლად კი — სამოთხის ბაღი. თუ დაემორჩილებოდნენ ღვთის ხელმძღვანელობას, სრულყოფილები და ბედნიერები დარჩებოდნენ. დროთა განმავლობაში ისინი დედამიწაზე სამოთხეში მცხოვრებ დაბადება 1:27—29; 2:15).
სრულყოფილ, ბედნიერ ადამიანთა ოჯახის მშობლები იქნებოდნენ. ეს იყო ადამიანთა მოდგმასთან დაკავშირებული ღვთის განზრახვა (მაგრამ ჩვენმა პირველმა წინაპრებმა ბოროტად გამოიყენეს ნების თავისუფლება. მათ არასწორად დაასკვნეს, რომ ღვთის გარეშე წარმატებას მიაღწევდნენ. მათ ისარგებლეს ნების თავისუფლებით და ღვთის კანონს გადააბიჯეს (დაბადება მე-3 თავი). რადგან უარი თქვეს მის მმართველობაზე, ღმერთი აღარ იყო ვალდებული სრულყოფილება შეენარჩუნებინა მათთვის. „გაერყვნენ მას, აღარ არიან მისი შვილები, რადგან შეიგინენ“ (მეორე რჯული 32:5).
მას შემდეგ, რაც აღარ დაემორჩილნენ ღმერთს, ადამისა და ევას სხეულმა და გონებამ დეგრადირება დაიწყო. იეჰოვასთან არის სიცოცხლის წყარო (ფსალმუნი 35:10). რადგან ჩამოშორდნენ იეჰოვას, ადამიანთა პირველი წყვილი არასრულყოფილი გახდა და, საბოლოო ჯამში, დაიხოცა (დაბადება 3:19). გენეტიკური მემკვიდრეობის კანონების თანახმად, მათ შთამომავლობას მხოლოდ იმის მიღება შეეძლოთ, რასაც მათი მშობლები ფლობდნენ. რა იყო ეს? არასრულყოფილება და სიკვდილი. ამიტომაც, მოციქული პავლე წერდა: „როგორც ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელთა 5:12).
მთავარი საკითხი — უზენაესი ხელისუფლება
როდესაც ადამი და ევა აუჯანყდნენ ღმერთს, მათ ეჭვქვეშ დააყენეს მისი უზენაესი ხელისუფლება, კერძოდ კი — მმართველობის უფლება. იეჰოვას შეეძლო გაენადგურებინა ისინი და სხვა წყვილი შეექმნა, მაგრამ ეს ვერ გადაწყვეტდა იმას, თუ ადამიანებისთვის ვისი მმართველობაა სწორი და საუკეთესო. საკუთარი იდეებისამებრ თავიანთი საზოგადოებების ჩამოყალიბებისთვის მიცემულ დროში ადამიანებს უნდა დაემტკიცებინათ, იქნებოდა თუ არა ღვთისგან დამოუკიდებლად მმართველობა წარმატებული.
რას გვიჩვენებს კაცობრიობის ისტორიის ათასობით წელი? საუკუნეების განმავლობაში ადამიანებმა მოსინჯეს სხვადასხვაგვარი სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და რელიგიური სისტემები. მიუხედავად ამისა, ბოროტებამ და ტანჯვა-წამებამ არსებობა განაგრძო. სინამდვილეში, ‘ბოროტმა ადამიანებმა წინ წაიწიეს უარესისაკენ’, განსაკუთრებით ჩვენს დროში (2 ტიმოთე 3:13).
მე-20 საუკუნეში მეცნიერულმა და სამრეწველო მიღწევებმა ზენიტს მიაღწია. მაგრამ, ამავე დროს, ამ საუკუნეს თან ახლდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტანჯვა-წამება. მნიშვნელობა არა აქვს, თუ როგორ წინსვლას განიცდის მედიცინა, ღვთის კანონი კვლავაც მართალია; ღვთისგან, სიცოცხლის წყაროსგან, ჩამოშორებული ადამიანი ავადდება, ბერდება და კვდება. მართლაც რამდენად აშკარაა იმის მტკიცება, რომ ადამიანებს არ ძალუძთ ‘თავიანთი ნაბიჯების წარმართვა’!
ღვთის უზენაესობა დამტკიცდა
ღვთისგან დამოუკიდებლად ცხოვრების ამ წარუმატებელმა ცდამ ერთხელ და სამუდამოდ დაამტკიცა, რომ ღვთისგან დამოუკიდებლად ადამიანების მმართველობა წარმატებული ვერასდროს იქნება. მხოლოდ ღვთის მმართველობას შეუძლია ბედნიერების, ერთიანობის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მოტანა. გარდა ამისა, იეჰოვა ღმერთის უტყუარი სიტყვა, წმინდა ბიბლია, გვიჩვენებს, რომ ღვთისგან კაცობრიობის დამოუკიდებელი მმართველობის „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1—5). ამ მმართველობისადმი, ბოროტებისა და ტანჯვა-წამებისადმი იეჰოვას მოთმინება იწურება.
მალე ღმერთი ჩაერევა ადამიანთა საქმეებში. საღვთო წერილი გვეუბნება: „იმ მეფეთა [ადამიანთა დღევანდელი მმართველობები] დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს [ზეცაში], რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა [ადამიანები აღარასდროს იქნებიან მმართველები დედამიწაზე]. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს [დღევანდელ მმართველობებს], თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:44).
ზეციერი სამეფოს მეშვეობით იეჰოვა ღმერთის უზენაესი ხელისუფლების გამართლება ბიბლიის მათე 24:14).
თემაა. იესომ ეს თავისი სწავლების მთავარ საკითხად აქცია. მან თქვა: „ექადაგება ეს სახარება სასუფეველზე მთელს მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. აი, მაშინ დადგება აღსასრული“ (როცა ღვთის მმართველობა შეცვლის ადამიანთა მმართველობას, ვინ გადარჩება და ვინ — არა? იგავნის 2:21, 22 გვარწმუნებს: „ალალმართლები [ვინც მხარს უჭერს ღვთის მმართველობას] უნდა დამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ. ურჯულოები [ვინც მხარს არ უჭერს ღვთის მმართველობას] ქვეყნიდან მოიკვეთებიან“. ღვთისგან შთაგონებული ფსალმუნმომღერალი გალობდა: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი. . . ხოლო თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით. მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“ (ფსალმუნი 36:10, 11, 29).
საოცარი ახალი ქვეყნიერება
ღვთის სამეფოს მმართველობის დროს, ამ სისტემის აღსასრულის დროს გადარჩენილები, დაიმკვიდრებენ ბოროტებისა და ტანჯვა-წამებისგან განწმენდილ დედამიწას. კაცობრიობას ღმერთი დამოძღვრავს და დროთა განმავლობაში „აივსება მიწა უფლის ცოდნით, როგორც ზღვა არის წყლებით დაფარული“ (ესაია 11:9). ამ აღმშენებლობითი, განმამტკიცებელი სწავლების შედეგი ადამიანთა ნამდვილად მშვიდობიანი, შეხმატკბილებული საზოგადოების არსებობა იქნება. ამგვარად, აღარ იქნება ომი, მკვლელობა, ძალადობა, გაუპატიურება, ქურდობა ან სხვა რომელიმე დანაშაული.
მორჩილი კაცობრიობა დიდად კურთხეული იქნება ღვთის ახალ ქვეყნიერებაში. ჩამოშორებულ იქნება ყველა ის ცუდი შედეგი, რაც ღვთის მმართველობის წინააღმდეგ აჯანყებას მოჰყვა; არასრულყოფილება, ავადმყოფობა, სიბერე და სიკვდილი წარსულს ჩაჰბარდება. ბიბლია გვარწმუნებს: „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“. გარდა ამისა, საღვთო წერილი გვპირდება: „მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს“ (ესაია 33:24; 35:5, 6). რა ამაღელვებელი იქნება კარგი ჯანმრთელობით მარადიულად ტკბობა!
ღვთის სიყვარულით აღსავსე, ახალი ქვეყნიერების მკვიდრნი თავიანთ ძალასა და უნარს მთელი დედამიწის სამოთხედ გადაქცევას მოახმარენ. სამუდამოდ მოისპობა სიღარიბე, შიმშილი და უსახლკარობა, რადგან ესაიას წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად“ (ესაია 65:21, 22). მართლაც, „ყველა თავისი ვაზის და ლეღვის ქვეშ იჯდება და არავინ იქნება დამაფრთხობელი“ (მიქა 4:4).
ღვთისა და მორჩილი კაცობრიობის მზრუნველობა დედამიწაზე შესაბამის ცვლილებებს მოახდენს. საღვთო წერილი გვარწმუნებს: „მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება. . . ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და ტრამალზე — ნიაღვრები“ (ესაია 35:1, 6). „იქნება სიუხვე პურისა დედამიწაზე, მთათა მწვერვალზე“ (ფსალმუნი 71:16).
საქმეები 24:15). დიახ, მკვდრებს სიცოცხლე დაუბრუნდებათ. ისინი ისწავლიან შესანიშნავ ჭეშმარიტებას ღვთის მმართველობის შესახებ და სამოთხეში მარადიულად ცხოვრების საშუალება მიეცემათ (იოანე 5:28, 29).
რა შეიძლება ითქვას მილიარდობით გარდაცვლილ ადამიანზე? ისინი, ვინც ღვთის მეხსიერებაში არიან, კვლავ იცოცხლებენ, რადგან „იქნება მკვდრეთით აღდგომა როგორც მართალთა, ისე უკეთურთა“ (ამგვარად, იეჰოვა ღმერთი სრულიად გამოასწორებს ტანჯვა-წამების, ავადმყოფობისა და სიკვდილის საშინელ შედეგებს, რომელთაც მთელი კაცობრიობა ათასობით წლის მანძილზე დამონებული ყავთ. ავადმყოფობა აღარასოდეს იარსებებს! აღარასოდეს იარსებებს ფიზიკური ნაკლოვანებები! აღარც — სიკვდილი! ღმერთი „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:3, 4).
ღმერთი ტანჯვა-წამებას ამგვარად მოუღებს ბოლოს. ის გაანადგურებს ამ გახრწნილ წუთისოფელს და შექმნის სრულიად ახალ სისტემას, რომელშიც „დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). რა სასიხარულო ცნობაა! ჩვენ გვესაჭიროება ახალი ქვეყნიერება. დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს. ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებით ვიგებთ, რომ ახალი ქვეყნიერება კარსაა მომდგარი და ღვთისგან დაშვებულ ტანჯვა-წამებას მალე მოეღება ბოლო (მათე 24:3—14).
[ჩარჩო 8 გვერდზე]
ადამიანთა მმართველობის მარცხი
ადამიანთა მმართველობასთან დაკავშირებით გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ჰელმუტ შმიდტმა განაცხადა: „ჩვენ, ადამიანები. . . ყოველთვის მიკერძოებით ვმართავდით მსოფლიოს და უმეტეს შემთხვევაში — ძალიან ცუდად. . . ვერასდროს ვმართავდით მშვიდობიანად“. „1999 წლის კაცობრიობის განვითარების ანგარიშში“ აღნიშნული იყო: „ყველა ქვეყანა იტყობინება თავიანთი სოციალური სტრუქტურების რღვევის, სოციალური არეულობების, უფრო მეტი დამნაშავეობის, ოჯახებში მეტი ძალადობის შესახებ. . . გლობალური საშიშროება მატულობს, რომელთანაც გამკლავება სახელმწიფოს შესაძლებლობების ზღვარს სცილდება, და წინ უსწრებს საერთაშორისო გამოხმაურებას“.
[სურათები 8 გვერდზე]
„დაამდებიან დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 36:11).
[საავტორო უფლება 5 გვერდზე]
Third from top, mother and child: FAO photo/B. Imevbore; bottom, explosion: U.S. National Archives photo