არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„შეხედეთ! აი, უამრავი ხალხი!“

„შეხედეთ! აი, უამრავი ხალხი!“

იდექით სრულყოფილნი და მტკიცედ დარწმუნებულნი

„შეხედეთ! აი, უამრავი ხალხი!“

ეს საკითხი ათწლეულების განმავლობაში თავსატეხი იყო იეჰოვას მსახურებისთვის. დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, ის ბიბლიურად აეხსნათ. ამ საკითხზე მრავალჯერ უმსჯელიათ. ბოლოს მაინც იპოვეს ბიბლიური პასუხი, რამაც დიდად აღაფრთოვანა 1935 წელს ვაშინგტონის კონგრესზე დამსწრე აუდიტორია.

ამ მსჯელობების მიზეზი ერთი ჩვეულებრივი საკითხი გახლდათ: ვინ იყო გამოცხადების 7:9-ში მოხსენიებული „უამრავი ხალხი“? იცხოვრებდა მორწმუნეთა ეს ჯგუფი ზეცაში?

უძველესი კითხვა

მოციქულ იოანეს დღეებიდან დღემდე ქრისტიანებისთვის თავსატეხს წარმოადგენდა საკითხი, ვინ იყო „უამრავი ხალხი“. ბიბლიის მკვლევარები უამრავ ხალხს მეორეხარისხოვან ზეციერ კლასად მიიჩნევდნენ; თვლიდნენ, რომ ამ ჯგუფს ჰქონდა ბიბლიური ჭეშმარიტების შემეცნება, მაგრამ მცირე წვლილი შეჰქონდა მის გავრცელებაში.

მაგრამ იყვნენ ცხებული ქრისტიანების ისეთი თანამსახურებიც, რომლებიც სამქადაგებლო საქმიანობაში ძალიან გააქტიურდნენ. მათ არ ჰქონდათ არავითარი სწრაფვა ზეციერი ცხოვრებისკენ. მართლაც, მათი იმედი შეესებამებოდა საჯარო მოხსენებას „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“, რომელსაც 1918—1922 წლებში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იეჰოვას ხალხი. ეს ადამიანები დედამიწაზე მარადიული ცხოვრებით იქნებოდნენ კურთხეულნი.

1923 წლის 15 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“, რომელიც ცხვრებისა და თხების შესახებ იესოს იგავს იხილავდა, ნათქვამი იყო: „ცხვრებით წარმოდგენილია ყველა ერის ხალხი; არა სულით ცხებულები, არამედ სიმართლისადმი კეთილგანწყობილი ადამიანები, რომლებიც გონებით სცნობენ იესო ქრისტეს თავიანთ უფლად და, რომლებიც უკეთეს მომავალს მოელიან მისი მმართველობის ქვეშევრდომობით“ (მათე 25:31—46).

სინათლის მეტი ნაკადი

1931 წელს წიგნ „გამართლებაში“ (I ტომი) ირჩეოდა ეზეკიელის მე-9 თავი, და ის ადამიანები, რომლებსაც შუბლზე ნიშანი დაედოთ იმისათვის, რომ წუთისოფლის აღსასრული გადაეტანათ, იესოს იგავში მოხსენიებულ ცხვრებთან იქნენ გაიგივებული. „გამართლებაში“ (III ტომი) აღწერილი იყო გულწრფელი არაისრაელი იონადაბის დამოკიდებულება, რომელიც ისრაელის ცხებული მეფის იეჰუს ეტლზე ავიდა და თან წაჰყვა, რათა ენახა, თუ როგორ დასჯიდა იეჰუ ცრუ თაყვანისმცემლობის მიმდევრებს (მეოთხე მეფეთა 10:15—28). წიგნში აღნიშნული იყო: „იონადაბით წარმოდგენილია ის კლასი, ანუ იონადაბი არის პირველსახე იმ ადამიანთა კლასისა, რომლებიც დღეს დედამიწაზე ცხოვრობენ და სატანის ორგანიზაციის ნაწილი არ არიან, სიმართლის მხარეზე დგანან და, რომლებსაც უფალი გადაარჩენს არმაგედონის დროს, დაიცავს გასაჭირში და დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლეს უბოძებს. მათგან შედგება ‘ცხვრის’ კლასი“.

1934 წლის „საგუშაგო კოშკმა“ ნათელყო, რომ დედამიწაზე ცხოვრების მოიმედე ქრისტიანები იეჰოვას უძღვნიან თავს და ინათლებიან. ამ მიწიერი კლასის წარმომადგენლებთან დაკავშირებით სინათლე, მართლაც რომ, უფრო და უფრო კაშკაშებდა (იგავნი 4:18).

სინათლის ბრწყინვალე აკაშკაშება

გამოცხადების 7:9—17-ის გაგების მხრივ სინათლე სადაცაა უნდა აკაშკაშებულიყო (ფსალმუნი 96:11). „საგუშაგო კოშკში“ გამოხატული იყო იმედი, რომ 1935 წლის 30 მაისიდან 3 ივნისამდე დაგეგმილი კონგრესის პროგრამა, რომელიც ვაშინგტონში ჩატარდებოდა, „ნამდვილად მანუგეშებელი და სასარგებლო“ იქნებოდა მათთვის, რომლებიც იონადაბით იყვნენ წარმოდგენილი. და ეს ასეც აღმოჩნდა!

აღმაფრთოვანებელი მოხსენება „უამრავი ხალხი“ კონგრესის დაახლოებით 20 000-მა დელეგატმა მოისმინა. ამ მოხსენებაში ჯ. რუტერფორდმა მოიყვანა ბიბლიური მტკიცება იმისა, რომ თანამედროვე „სხვა ცხვრები“ იგივეა, რაც გამოცხადების 7:9-ში აღწერილი „უამრავი ხალხი“ (იოანე 10:16). როდესაც მოხსენებამ კულმინაციას მიაღწია, მომხსენებელმა იკითხა: „ხომ არ წამოდგებოდით ფეხზე ყველა, ვისაც დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი გაქვთ?“ დამსწრეთა დიდი ნაწილი წამოდგა, რუტერფორდმა კი გამოაცხადა: „შეხედეთ, აი უამრავი ხალხი!“. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი მქუხარე ტაშმა იგრიალა. მომდევნო დღეს 840 ადამიანი მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა, მათმა უმეტესობამ განაცხადა, რომ უამრავი ხალხის წარმომადგენელი იყო.

შესანიშნავი თანდასწრება

1935 წლის წინა პერიოდში ბიბლიურ ცნობაზე დადებითად გამომხმაურებელ ადამიანთა და კეთილი ცნობის ენთუზიაზმით მქადაგებელთა სულ უფრო მზარდი რაოდენობა დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრებით იყო დაინტერესებული. მათ ზეცაში წასვლის არავითარი სურვილი არ ჰქონდათ, რადგან მათთვის ღმერთს არ მიუცია ზეციერი ცხოვრების იმედი. ის, რომ ისინი საკუთარ თავს სხვა ცხვრების წარმომადგენელ უამრავ ხალხად აღიარებდნენ, იმის მიმანიშნებელი იყო, რომ 1935 წლისთვის 144 000 ცხებული ქრისტიანის შეკრება, ფაქტობრივად, დასრულდა (გამოცხადება 7:4).

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სატანა უფრო მეტი ძალით შეეცადა უამრავი ხალხის შეკრების შეჩერებას. მრავალ ქვეყანაში სამეფოს შესახებ ქადაგება შეიზღუდა. იმ შავბნელ დღეებში, 1942 წლის იანვარში სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ჯ. რუტერფორდმა აღნიშნა: «საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „უამრავი ხალხი“ შეიძლება არც ისე ბევრი აღმოჩნდეს».

მაგრამ ღვთის კურთხევით საქმე სხვაგვარად წარიმართა. ‘სრულყოფილად დგომითა და მტკიცედ დარწმუნებით’ ცხებულები და მათი თანამსახური სხვა ცხვრები უკვე რამდენი ხანია ასრულებენ ხალხის მოწაფეებად გახდომის დავალებას (კოლასელთა 4:12, აქ; მათე 24:14; 28:19, 20). 1946 წლისთვის იეჰოვას მსოფლიო მასშტაბით მქადაგებელ მოწმეთა რიცხვი 176 456 იყო, რომელთაგან უმეტესობა უამრავი ხალხის წარმომადგენელი გახლდათ. 2000 წლისთვის იეჰოვას ერთგულად მსახურ მოწმეთა რიცხვმა 235 ქვეყანაში 6 000 000 გადააჭარბა, რაც ნამდვილად, რომ უამრავი ხალხია! და ეს რიცხვი კვლავაც იზრდება.