არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ჭრილობა მეგობრისგან“

„ჭრილობა მეგობრისგან“

„ჭრილობა მეგობრისგან“

პავლე მოციქული ხედავდა, რომ პირველი საუკუნის გალატელი ქრისტიანები ისეთ რჩევებს საჭიროებდნენ, რომლებიც მათ გამოასწორებდა. მოსალოდნელი წყენის თავიდან აცილების მიზნით, მან იკითხა: „მაშ, ნუთუ თქვენი მტერი გავხდი, ჭეშმარიტებას რომ გელაპარაკებით?“ (გალატელთა 4:16).

‘ჭეშმარიტების ლაპარაკით’ პავლე არ გამხდარა მათი მტერი. ასეთი მოქცევა ეთანხმებოდა ბიბლიურ პრინციპს: „მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია“ (იგავნი 27:6). მან იცოდა, რომ ზოგიერთი შეცდომით მიიღებდა რჩევას, როგორც საკუთარი ღირსების შელახვას, როგორც ჭრილობას. მაგრამ ის გრძნობდა, რომ იდგა შემცოდველის მხილებისგან თავის შეკავებასა და მისთვის აუცილებელ წვრთნას შორის, და მას რომ არ მიეცა რჩევა, ეს იქნებოდა იეჰოვა ღმერთის მიერ გამოვლენილი სიყვარულის უარყოფა (ებრაელთა 12:5—7). ამიტომ, პავლემ, როგორც ერთგულმა მეგობარმა, რომელიც ყოველთვის დაინტერესებული იყო კრების კეთილდღეობით, არ აარიდა თავი ისეთი რჩევის მიცემას, რომელიც მათ გამოასწორებდა.

დღეს, იეჰოვას მოწმეები ასრულებენ იესო ქრისტეს მიერ მოცემულ დავალებას: „მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, . . ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ“. ამის კეთებით ეს გულწრფელი ქრისტიანები არ მიდიან კომპრომისზე, როცა საქმე ბიბლიურ ჭეშმარიტებას ეხება, რომელიც ამხელს და კიცხავს მცდარ მოძღვრებებს და არაქრისტიანულ საქციელს (მათე 15:9; 23:9; 28:19, 20; 1 კორინთელთა 6:9, 10). იმის ნაცვლად, რომ ყველასგან მოძულებული მტრები გახდნენ, ისინი დაინტერესებული არიან ნამდვილი მეგობრობით.

ღვთიური შთაგონებით ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „დაე, დამსაჯოს მართალმა, წყალობაა და მამხილოს. ზეთი თავისა არ ავნებს ჩემს თავს, რადგან კვლავაც ჩემი ლოცვა მათი ბოროტების წინააღმდეგ არის მიმართული“ (ფსალმუნი 140:5).