არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის გასაგებად საჭირო დახმარება

ბიბლიის გასაგებად საჭირო დახმარება

ბიბლიის გასაგებად საჭირო დახმარება

ბიბლია უნიკალური წიგნია. მის დამწერთა განაცხადის თანახმად, ის ღვთის შთაგონებით არის დაწერილი და მასში უხვად არის ამის დამადასტურებელი ფაქტები (2 ტიმოთე 3:16). სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ბიბლია გვიხსნის, თუ როგორ გავჩნდით, რატომ ვართ აქ და რა გველის მომავალში. ეს წიგნი ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებას!

შეიძლება გიცდიათ ბიბლიის წაკითხვა, მაგრამ მისი გაგება გაგიჭირდათ. შესაძლოა, არ იცით, სად იპოვოთ თქვენს კითხვებზე პასუხები. თუ ასეა, გახსოვდეთ, რომ ამ მდგომარეობაში მარტო თქვენ არა ხართ. თქვენი მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც პირველ საუკუნეში მცხოვრები ერთი კაცისა. ის ეტლით იერუსალიმიდან თავის სამშობლოში, ეთიოპიაში, ბრუნდებოდა. აღნიშნული ეთიოპელი წარჩინებული შვიდ საუკუნეზე მეტი ხნის წინათ დაწერილ ესაიას წინასწარმეტყველებას ხმამაღლა კითხულობდა.

მოულოდნელად, მის ეტლთან ერთმა კაცმა მიირბინა. ის იესოს მოწაფე ფილიპე გახლდათ, რომელმაც ეთიოპელს ჰკითხა: „თუ გესმის, რასაც კითხულობ?“. ეთიოპელმა უპასუხა: „როგორ გავიგებ, თუ არავინ განმიმარტავს?“. შემდეგ კი ფილიპეს სთხოვა, ეტლზე ასულიყო. ფილიპემ განუმარტა ის მონაკვეთი, რომელსაც ეთიოპიელი კითხულობდა და „ახარა იესოს შესახებ“ (საქმეები 8:30—35).

როგორც დიდი ხნის წინათ ეთიოპელს დაეხმარა ფილიპე ღვთის სიტყვის გაგებაში, ისე დღეს იეჰოვას მოწმეები ხალხს ბიბლიის გაგებაში ეხმარებიან. ისინი თქვენც სიამოვნებით დაგეხმარებოდნენ. ჩვეულებრივ, საუკეთესოა ბიბლიის სისტემატური შესწავლა, რომელიც საღვთო წერილის ძირითადი მოძღვრებების სწავლით იწყება (ებრაელთა 6:1). თანდათანობით წინსვლასთან ერთად შესძლებთ იმის ათვისებას, რასაც მოციქულმა პავლემ „მაგარი საჭმელი“ უწოდა; ეს საჭმელი უფრო ღრმა ჭეშმარიტებებია (ებრაელთა 5:14). თუმცა თქვენ ბიბლიას სწავლობთ, სხვა პუბლიკაციები — ბიბლიის შესასწავლად დამხმარე საშუალებები — საღვთო წერილში მოცემულ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მუხლების ადგილმდებარეობის ცოდნასა და მათ გაგებაში დაგეხმარებათ.

შესწავლა შეიძლება თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე ჩაგიტარდეთ. ზოგს ტელეფონითაც კი უტარდება შესწავლა. შესწავლა არ ტარდება საკლასო ოთახში, არამედ თითოეულ შემსწავლელს ცალკე, პირადად, თავისი მდგომარეობის, წარმოშობისა და განათლების შესაბამისად უტარდება. ბიბლიის ასეთი შესწავლისთვის თქვენ ფულის გადახდა არ მოგიწევთ (მათე 10:8). არ არის გამოცდები, ამიტომაც თავს უხერხულად არ იგრძნობთ. მიიღებთ იმ კითხვებზე პასუხებს, რომლებიც გაინტერესებთ და ისწავლით, როგორ დაუახლოვდეთ ღმერთს. მაგრამ რატომ უნდა ისწავლოთ ბიბლია? განვიხილოთ იმის რამდენიმე მიზეზი, თუ ბიბლიის შესწავლას რატომ შემოაქვს მეტი სიხარული თქვენს ცხოვრებაში.