არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მართლა სდებს მსჯავრს ღმერთი ადამიანებს ჯოჯოხეთში დასაწველად?“

„მართლა სდებს მსჯავრს ღმერთი ადამიანებს ჯოჯოხეთში დასაწველად?“

„მართლა სდებს მსჯავრს ღმერთი ადამიანებს ჯოჯოხეთში დასაწველად?“

„თქვენ ღვთისმეტყველებას სწავლობთ?“

მოულოდნელად ჰკითხეს ჯოულსა და კარლს. ეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მსახურობენ იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში, ბრუკლინში (ნიუ-იორკი), ახლომდებარე წიგნების მაღაზიაში წიგნებს ათვალიერებდნენ. სანამ ჯოული ბიბლიის სიმფონიებს ათვალიერებდა, კარლი მას მსახურების დროს გამართული საუბრის შესახებ მოუთხრობდა. იქვე მდგომმა მამაკაცმა, რომელმაც ყური მოჰკრა საუბარს, მათთან მისვლა გადაწყვიტა.

მაგრამ ის უფრო მეტად პირად კითხვებზე პასუხის მიღებით იყო დაინტერესებული, ვიდრე იმით, სწავლობდა თუ არა ეს ორი ახალგაზრდა ღვთისმეტყველებას. მან თქვა: „მე ებრაელი ვარ და ზოგმა ჩემმა ქრისტიანმა მეგობარმა მითხრა, რომ, რადგან ებრაელებმა ქრისტე უარყვეს, ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებიო. ეს საკითხი მოსვენებას არ მაძლევს. არ იქნებოდა სამართლიანი, თუ ღმერთი, რომელსაც ვუყვარვართ, ასე დაგვსჯიდა. მართლა სდებს მსჯავრს ღმერთი ადამიანებს ჯოჯოხეთში დასაწველად?“.

ჯოულმა და კარლმა ამ გულწრფელ მამაკაცს უთხრეს, რომ ისინი ბიბლიის გულმოდგინე შემსწავლელები იყვნენ; და საღვთო წერილიდან უჩვენეს, რომ სიკვდილის დროს ადამიანები არაფერს გრძნობენ და სიკვდილით არიან მიძინებული. ისინი აღდგომას მოელიან. აქედან გამომდინარე, ისინი არც იტანჯებიან ჯოჯოხეთის ცეცხლში და არც არანაირ ტკივილს გრძნობენ (ფსალმუნი 145:3, 4; ეკლესიასტე 9:5, 10; დანიელი 12:13; იოანე 11:11—14, 23—26). 45 წუთის განმავლობაში მათთან საუბრის შემდეგ ამ მამაკაცმა ჯოულსა და კარლს თავისი მისამართი დაუტოვა და სთხოვა, მეტი ინფორმაცია მიეწოდებინათ ამ საკითხზე.

თუ ჯოჯოხეთი ცეცხლოვანი საწამებელი ადგილია, ოდესმე მოისურვებდა ვინმე იქ მოხვედრას? პატრიარქი იობი, რომელსაც სურდა, თავი დაეღწია თავისი გასაჭირისგან, ითხოვდა: «ნეტავ ქვესკნელში [„ჯოჯოხეთს შიდა“, „მცხეთური ხელნაწერები“] დამმალავდე, შემინახავდე, ვიდრე შენი რისხვა გადაივლიდეს» (იობი 14:13). ცხადია, იობს არ მიაჩნდა ჯოჯოხეთი საწამებელ ადგილად. ნაცვლად ამისა, ის იქ თავშესაფარს ეძებდა. სიკვდილი ადამიანის არარსებობის მდგომარეობაა და ბიბლიაში ჯოჯოხეთი საერთო საკაცობრიო სამარის აზრით არის გამოყენებული.

თუ გსურთ, მეტი ინფორმაცია მიიღოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება სიკვდილის შემთხვევაში და რა იმედი არსებობს ამის შემდგომ, გულთბილად გიწვევთ, გამოეხმაუროთ შემდეგ წინადადებას