არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყოველწლიური შეხვედრა (6 ოქტომბერი, 2001)

ყოველწლიური შეხვედრა (6 ოქტომბერი, 2001)

ყოველწლიური შეხვედრა (6 ოქტომბერი, 2001)

ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ (პენსილვანია) წევრების ყოველწლიური შეხვედრა ჩატარდება 2001 წლის 6 ოქტომბერს იეჰოვას მოწმეთა საკონგრესო დარბაზში (მისამართი: 2932 Kennedy Boulevard, Jersey City, New Jersey). 9.15-ზე მხოლოდ წევრთა წინასწარი შეხვედრა შედგება, რასაც 10.00-ზე საერთო ყოველწლიური შეხვედრა მოჰყვება.

თუ გასულ წელს კორპორაციის წევრებმა მისამართი შეიცვალეს, ახლავე უნდა შეატყობინონ სამდივნო განყოფილებას, რომ ივლისის განმავლობაში მოსაწვევებისა და ხმის მისაცემი ბარათების მიღება შესძლონ.

ხმის მისაცემი ბარათები, რომლებიც ყველა წევრს მოსაწვევებთან ერთად გაეგზავნება, საზოგადოების სამდივნო განყოფილებას უნდა დაუბრუნდეს არა უგვიანეს 1 აგვისტოსი. თითოეულმა წევრმა დაუყოვნებლივ უნდა შეავსოს და დააბრუნოს ეს ბარათები და აღნიშნოს, აპირებს თუ არა ამ შეხვედრაზე დასწრებას. ბარათში მოცემული ინფორმაცია ზუსტი უნდა იყოს, რადგან ამით განსაზღვრავენ, თუ ვინ დაესწრება.

მთლიანი პროგრამა, ოფიციალური საქმიანი შეხვედრისა და ანგარიშების ჩათვლით, 13.00-ზე ან ცოტა გვიან დამთავრდება. სადილის შემდეგ შეხვედრა აღარ გაგრძელდება. ადგილების სიმცირის გამო შესვლა მხოლოდ ბილეთებით იქნება შესაძლებელი. სხვა დარბაზებში ამ შეხვედრის ტრანსლაცია არ იქნება.