არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

სად იმყოფებოდა დანიელი, როცა სამი ებრაელი დურას ველზე ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული უზარმაზარი კერპის წინ განსაცდელში იყო?

რადგან ბიბლიაში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, დღესდღეობით შეუძლებელია ვინმემ დაადგინოს, სად იყო დანიელი, როცა ღვთის მსახურები ერთგულებას ავლენდნენ.

ზოგის აზრით, დანიელი მაღალ თანამდებობაზე იყო დანიშნული და ნაბუქოდონოსორის განსაკუთრებული კეთილგანწყობილებით სარგებლობდა, ამიტომ, მას შადრაქზე, მეშაქსა და ყაბედ-ნეგოზე მაღალი მდგომარეობა ეკავა სამეფო კარზე; რის გამოც მას არ მოეთხოვებოდა დურას ველზე მისვლა. დანიელის 2:49-ის თანახმად მას გარკვეული დროის განმავლობაში თავის სამ მეგობართან შედარებით მაღალი მდგომარეობა ეკავა. მაგრამ შეუძლებელია დაბეჯითებით ითქვას, რომ ის ამიტომ არ იყო სხვებთან ერთად კერპის წინ.

დანიელის არყოფნის მიზეზის ახსნის მსურველებმა ისეთი ვერსიაც გამოთქვეს, რომ ის, შესაძლოა, სამსახურებრივი მისიის შესასრულებლად სხვაგან იყო წასული ან შეუძლოდ იყო და ვერ შეძლო დანიშნულების ადგილზე გამოცხადება. მაგრამ ბიბლიაში ამის თაობაზე არაფერია ნათქვამი. ნებისმიერ შემთხვევაში, იმ დროს დანიელის იქ არყოფნას არ უნდა მოჰყოლოდა კრიტიკა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სამეფო კარზე მომსახურე შურიანი ბაბილონელები, უდავოდ, ისარგებლებდნენ ამ შემთხვევით რაიმეში მის დასადანაშაულებლად (დანიელი 3:8). დანიელმა თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ ამ შემთხვევამდეც და შემდგომშიც, გამოცდების მიუხედავად, პატიოსნება და ღვთისადმი ერთგულება შეინარჩუნა (დანიელი 1:8; 5:17; 6:4, 10, 11). მაშასადამე, თუმცა ბიბლიაში არ არის ნათქვამი, რატომ არ იმყოფებოდა დანიელი დურას ველზე, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის არ წავიდა არანაირ დათმობაზე და ბოლომდე იეჰოვა ღმერთის ერთგული დარჩა (ეზეკიელი 14:14; ებრაელთა 11:33).