საუკეთესოდ გამოიყენე ახალგაზრდული წლები
საუკეთესოდ გამოიყენე ახალგაზრდული წლები
ევროპის ერთი ქვეყნის მცხოვრებლებს ჰკითხეს, სამი რამიდან რას უფრო არჩევდნენ: სილამაზეს, სიმდიდრეს თუ ახალგაზრდობას. უპირატესობა უმეტესწილად ახალგაზრდობას მიანიჭეს. დიახ, მოზარდობასა და სიყმაწვილის 20-დან 25-წლამდე მონაკვეთს ნებისმიერი ხნოვანების ადამიანები ცხოვრების განსაკუთრებულ პერიოდად მიიჩნევენ. და ყველას სურს, რომ ახალგაზრდებმა, ვიდრე ბავშვობიდან სრულწლოვანებას მიაღწევდნენ, საუკეთესოდ გამოიყენონ თავიანთი წლები. მაგრამ როგორ შეუძლიათ ამის გაკეთება?
შეუძლია ბიბლიას ამ საკითხში დახმარების გაწევა? უეჭველად. მოდი განვიხილოთ ორი მხარე, რომლებშიც ღვთის სიტყვას განსაკუთრებით შეუძლია ახალგაზრდობის დახმარება — და, ალბათ, უფრო მეტად ახალგაზრდების დახმარება, ვიდრე სხვა რომელიმე ასაკობრივი ჯგუფის.
სხვებთან საერთო ენის გამონახვა
„იუგენთ 2000“ ანგარიშია, რომელიც გერმანიაში მცხოვრები 5 000-ზე მეტი ახალგაზრდის დამოკიდებულებების, ფასეულობებისა და ქცევის ფართომასშტაბიანი გამოკვლევის შედეგებს ასახავს. გამოკვლევამ გამოააშკარავა, რომ თავისუფალ დროს — როდესაც მუსიკას უსმენენ, სპორტით არიან დაკავებული ან, სულაც, დროს უქმად ატარებენ — ახალგაზრდები თითქმის ყოველთვის სხვა ადამიანების გარემოცვაში იმყოფებიან. ალბათ, სხვა ხნოვანების ადამიანებთან შედარებით, ყველაზე მეტად ახალგაზრდებს სურთ თანატოლების წრეში ყოფნა. უეჭველია, ამ ყველაფრიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ ახალგაზრდული წლების საუკეთესოდ გამოყენების ერთ-ერთი საწინდარი სხვებთან საერთო ენის გამონახვაა.
მაგრამ ყოველთვის ადვილი როდია სხვებთან საერთო ენის გამონახვა. მართლაც, ადამიანთა ურთიერთობები ზუსტად ის სფეროა, რომელშიც, როგორც ახალგაზრდა მამაკაცები და ქალები აღიარებენ, ხშირად ექმნებათ პრობლემები. ამ საკითხში ბიბლიას დიდი დახმარების აღმოჩენა შეუძლია. ღვთის სიტყვაში გაწონასწორებული ურთიერთობის დასამყარებლად საჭირო ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპებია მოცემული. რას ამბობს ბიბლია?
ადამიანთა ურთიერთობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრინციპს ოქროს წესს უწოდებენ: „ყველაფერში, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“. როდესაც სხვებს პატივისცემით, ღირსეულად და თავაზიანად ეპყრობი, ეს მათაც აღძრავს, ამნაირადვე მოგექცნენ. თავაზიანობას უთანხმოებისა და დაძაბულობის განმუხტვა შეუძლია. თუ ყურადღებიანი და სხვებზე მზრუნველი ადამიანის რეპუტაციას შეიქმნი, ადვილი შესაძლებელია, რომ სხვების განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურო. განა სასიხარულო არ არის სხვების მოწონების დამსახურება? (მათე 7:12).
ბიბლია გირჩევს, რომ ‘შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი’. საკუთარი თავის სიყვარული გულისხმობს საკუთარ თავზე ზრუნვასა და საკუთარი ღირსების ზომიერი — არც გადამეტებული და არც ნამეტანი მცირე — გრძნობის ქონას. რატომ არის ეს დამხმარე? მათე 22:39).
იმიტომ რომ, თუ საკუთარი ღირსების გრძნობა არ გაგაჩნია, შესაძლოა, სხვებისადმი მეტისმეტად კრიტიკულად იყო განწყობილი; ეს კი ხელს უშლის კარგი ურთიერთობების განვითარებას. ხოლო საკუთარი ღირსების გაწონასწორებული გრძნობა ის საფუძველია, რომელზეც მტკიცე მეგობრული ურთიერთობების დამყარება შეგიძლია (მას შემდეგ, რაც მეგობრობა ვითარდება, უკვე ორივე მხარემ უნდა მოახმაროს ძალ-ღონე მის განმტკიცებას. მეგობრული ურთიერთობებისთვის დროის გამონახვა სიხარულს მოგიტანთ, ვინაიდან „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“. გაცემის ერთ-ერთი ფორმა მიტევებაა, რაც იმას გულისხმობს, რომ უმნიშვნელო შეცდომებზე თვალი დავხუჭოთ და სხვებისგან სრულყოფილებას არ მოველოდეთ. ბიბლია გვეუბნება: „თვინიერება თქვენი, დე, იცოდეს ყოველმა კაცმა“, (სსგ). მართლაცდა, რამდენადაც „თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით“. რა შეიძლება ითქვას იმასთან დაკავშირებით, თუ მეგობარი სისუსტეზე გითითებს? როგორ რეაგირებ ამაზე? დაფიქრდი ბიბლიის ამ პრაქტიკულ რჩევაზე: „გულისწყრომად ნუ იჩქარი“, რადგან „მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია“. განა მართალი არ არის, რომ მეგობრები გავლენას ახდენენ შენს აზროვნებაზე, საუბრისა და ქცევის მანერაზე? ამიტომ, ბიბლია გვაფრთხილებს: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“. მეორე მხრივ კი, „ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება“ (საქმეები 20:35; ფილიპელთა 4:5; რომაელთა 12:17, 18; ეკლესიასტე 7:9; იგავნი 13:20; 27:6; 1 კორინთელთა 15:33).
მარკო მრავალი ახალგაზრდა მამაკაცისა და ქალის აზრს გამოხატავს, როდესაც ამბობს: „ბიბლიური პრინციპები მეტად დამხმარეა სხვებთან საერთო ენის გამონახვაში. ზოგი ადამიანი, რომლებსაც მე ვიცნობ, მხოლოდ საკუთარი თავისთვის და იმისთვის ცხოვრობს, რაც შეიძლება მეტი გამორჩენა ნახოს. ბიბლია გვასწავლის, რომ უფრო მეტად ჩვენზე კი არ ვიფიქროთ, არამედ — სხვებზე. ვფიქრობ, ეს საუკეთესო პრინციპია ადამიანთა შორის კარგი ურთიერთობების დასამყარებლად“.
ის, რასაც მარკო და სხვა ახალგაზრდები ბიბლიიდან სწავლობენ, არა მარტო ახალგაზრდულ წლებში ეხმარება მათ, არამედ — მომავალშიც. ინფორმაცია მომავლის შესახებ მეორე სფეროა, რომელშიც ბიბლიას განსაკუთრებული დახმარების აღმოჩენა შეუძლია ახალგაზრდა თაობისთვის.
მომავლის შიში
ბევრი ახალგაზრდა ცნობისმოყვარეა. ალბათ, მათ სხვა ნებისმიერი ხნოვანების ადამიანებზე მეტად აინტერესებთ, რა ხდება და რატომ ხდება. და ნებისმიერ სხვა წიგნზე უკეთ ბიბლია გვიხსნის მსოფლიოში არსებული მდგომარეობის მიზეზებს და გვატყობინებს, თუ რას უნდა მოველოდეთ მომავალში. ახალგაზრდა თაობას კი ზუსტად ამის გაგება სურს. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ ამაში?
თუმცა საყოველთაოდაა გავრცელებული წარმოდგენა, რომ ახალგაზრდები მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობენ, ზოგი გამოკვლევა ოდნავ განსხვავებულ სურათს გვიხატავს. გამოკვლევები გვანახვებს, რომ ახალგაზრდები ხშირად დიდი გულისყურით ეკიდებიან თავიანთ გარშემო მიმდინარე მოვლენებს და შემდეგ თავად აკეთებენ დასკვნებს, თუ როგორი იქნება ცხოვრება მომავალში. ამას ადასტურებს ისიც, რომ ყოველი 4 ახალგაზრდა მამაკაციდან და ქალიდან 3 მათგანი „ხშირად“ ან „ძალიან ხშირად“ ფიქრობს მომავალზე. თუმცა ახალგაზრდები, ჩვეულებრივ, ოპტიმისტურად არიან განწყობილი, მათი უმრავლესობა მომავალს გარკვეული შიშით უყურებს.
რატომ შიშით? დღეს მცხოვრებ ბევრ ახალგაზრდას უკვე შეექმნა პრობლემები დამნაშავეობასთან, ძალადობასა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით. ახალგაზრდები ზრუნავენ მუდმივი
სამსახურის შოვნაზე დღევანდელ საზოგადოებაში, რომელშიც უაღრესად დიდი კონკურენციაა. მათ მოსვენებას უკარგავს სკოლაში კარგი ნიშნების მიღებასა და სამსახურში დიდი წარმატების მიღწევაზე ზრუნვა. ერთი 17 წლის გოგო ჩიოდა: „ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც მგლის კანონები მოქმედებს. ყველა იმის გაკეთებას ცდილობს, რაც თავად მოეპრიანება. იძულებული ხარ, სხვებს მუდამ უმტკიცო, რის გაკეთება შეგიძლია, ეს კი ძალზე მიწამებს სულს“. სხვა 22 წლის ახალგაზრდა ამბობს: „წარმატებული ადამიანები კარგად ერგებიან ცხოვრებას და კომფორტულად ცხოვრებაც შეუძლიათ. უიღბლოები კი, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზის გამო არ შეუძლიათ წინსვლა, ფეხს ვერ უწყობენ ცხოვრებას“. რატომ არის საზოგადოებაში კონკურენცია ასე მომძლავრებული? ნუთუ ყოველთვის ასეთი იქნება ცხოვრება?ბიბლია რეალურად ხსნის მოვლენებს
როდესაც ახალგაზრდები შეშფოთებითა თუ შიშით უყურებენ საზოგადოებას, ისინი — შეგნებულად თუ შეუგნებლად — ბიბლიას ეთანხმებიან. ღვთის სიტყვა გვიჩვენებს, რომ დღევანდელი ‘საზოგადოება, რომელიც მგლის კანონებით ცხოვრობს’, დროთა ნიშანია. მოციქულმა პავლემ ახალგაზრდა ტიმოთესადმი მიწერილ წერილში ჩვენი დროის შესახებ დაწერა: „საზარელი ჟამი დადგება“. რატომ საზარელი? იმიტომ რომ, როგორც შემდგომ პავლემ დასძინა, ადამიანები იქნებოდნენ „თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, 2 ტიმოთე 3:1—3).
ამაყნი, ამპარტავანნი. . . უმადურნი, უწმიდურნი. . . სასტიკნი“. განა ზუსტად ასე არ იქცევა დღეს მრავალი ადამიანი? (ბიბლია ამბობს, რომ ეს საზარელი ჟამი დადგებოდა „უკანასკნელ დღეებში“, ადამიანთა მთელ საზოგადოებაში უდიდესი ცვლილებების მოხდენამდე. ეს ცვლილებები ყველას შეეხება, როგორც ახალგაზრდებს, ისე ხანდაზმულებს. რა ცვლილებებზეა ლაპარაკი? მალე ზეციერი მთავრობა თავად უხელმძღვანელებს ადამიანთა საზოგადოებას და მისი ქვეშევრდომები „დაამდებიან დიდი მშვიდობით“, რომელიც ყველგან დაისადგურებს. „მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ მასზე უკუნისამდე“. შეშფოთება და შიში წარსულს ჩაჰბარდება (ფსალმუნი 36:11, 29).
მხოლოდ ბიბლია გვაწვდის სანდო ინფორმაციას მომავლის შესახებ. როდესაც ახალგაზრდამ წინასწარ იცის, თუ რას უნდა მოელოდეს მომდევნო რამდენიმე წლის შემდეგ, მას შეუძლია მომზადებული შეხვდეს მოვლენების განვითარებას და თავიც უსაფრთხოდ იგრძნოს; იგი იმასაც იგრძნობს, რომ თავის ცხოვრებას უფრო მეტად აკონტროლებს. ასეთი გრძნობები ამცირებს დაძაბულობასა და შიშს. ამგვარად აკმაყოფილებს ბიბლია ახალგაზრდა თაობის განსაკუთრებულ მოთხოვნილებას — უგებდეს საზოგადოებას და იცოდეს, რას მოიტანს მომავალი.
ახალგაზრდობის საუკეთესოდ გამოყენება
რა შეიძლება იყოს იმის კრიტერიუმი, საუკეთესოდ იყენებს თუ არა წლებს ახალგაზრდა? უმაღლესი განათლება, მატერიალური საკუთრება და მეგობრების ფართო წრე ხომ არა? ბევრი შეიძლება ასეც ფიქრობდეს. მოზარდობის პერიოდსა და 20—25 წლის ასაკში ადამიანმა მტკიცე საძირკველი უნდა ჩაუყაროს თავის მომავალ ცხოვრებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალგაზრდული წლების საუკეთესოდ გამოყენებამ შეიძლება განსაზღვროს ის, თუ როგორი იქნება ადამიანის ცხოვრება მომავალში.
როგორც დავინახეთ, ბიბლიას შეუძლია ახალგაზრდებისთვის დახმარების გაწევა ახალგაზრდული წლების საუკეთესოდ გამოყენებაში. ბევრმა მათგანმა უკვე საკუთარ თავზე გამოსცადა ზემოთქმული სიტყვების ჭეშმარიტება. ისინი ყოველდღე კითხულობენ ღვთის სიტყვას და ნასწავლს ცხოვრებაში იყენებენ (იხილეთ „იეჰოვას ახალგაზრდა მსახურის სასარგებლო რჩევა“, გვ. 6). დიახ, ბიბლია, მართლაც რომ, თანამედროვე ახალგაზრდების წიგნია, ვინაიდან მას მათთვის დახმარების აღმოჩენა შეუძლია, რათა ‘სრულყოფილნი და ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებულნი იყვნენ’ (2 ტიმოთე 3:16, 17).
[ჩანართი 5 გვერდზე]
ახალგაზრდული წლების საუკეთესოდ გამოყენების ერთ-ერთი საწინდარი სხვებთან საერთო ენის გამონახვაა.
[ჩანართი 6 გვერდზე]
ალბათ, ახალგაზრდებს სხვა ნებისმიერი ხნოვანების ადამიანებზე მეტად აინტერესებთ, რა ხდება და რატომ ხდება.
[ჩარჩო 6, 7 გვერდებზე]
იეჰოვას ახალგაზრდა მსახურის სასარგებლო რჩევა
ალექსანდრე 19 წლისაა. იგი იეჰოვას მოწმეთა ოჯახში აღიზარდა, და დიდ სიამოვნებას ანიჭებს ის, რომ მთელი გულით ცდილობს, თავისი რწმენის თანახმად იცხოვროს. მაგრამ ეს ყოველთვის ასე როდი იყო. ალექსანდრე გვიხსნის:
„შეიძლება გაგაოცოთ იმან, რომ იეჰოვას მოწმეებთან შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მქონდა ურთიერთობა, როგორც მოუნათლავ ახალგაზრდას. მთელი ამ ხნის განმავლობაში ღმერთს მთელი გულით არ ვცემდი თაყვანს — ეს, უბრალოდ, ფორმალობა იყო. ვხვდები, გამბედაობა არ მყოფნიდა, გულახდილად რომ შემეფასებინა საკუთარი პიროვნება“.
შემდეგ ალექსანდრემ დამოკიდებულება შეიცვალა. ის განაგრძობს:
„მშობლები და კრების მეგობრები დაჟინებით მთხოვდნენ, რომ ყოველდღიურად მეკითხა ბიბლია, რათა პირადად გავცნობოდი იეჰოვას. საბოლოოდ, გადავწყვიტე, ამის გაკეთება მეცადა. ასე რომ, ტელევიზორის ყურებას მოვუკელი და ჩვევად გავიხადე ბიბლიის დილით ადრე კითხვა. ბოლოს და ბოლოს, ნელ-ნელა ვხვდებოდი, თუ, საერთოდ, რა წიგნია ბიბლია. დავინახე, თუ როგორ შეუძლია მას ჩემთვის დახმარების აღმოჩენა. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გავიგე, რომ თავად იეჰოვას სურს, რომ გავიცნო. რადგან ეს ყველაფერი გულთან ახლოს მივიტანე, მასთან ჩემმა ურთიერთობამ განმტკიცება იწყო, და ჩემი მეგობრული ურთიერთობები კრებაშიც გაუმჯობესდა. რაოდენ დიდი ცვლილება მოახდინა ბიბლიამ ჩემს ცხოვრებაში! იეჰოვას ყველა ახალგაზრდა მსახურს ვურჩევ, ყოველდღე იკითხონ ბიბლია“.
მთელ მსოფლიოში მილიონობით ახალგაზრდას აქვს ურთიერთობა იეჰოვას მოწმეებთან. შენც ერთ-ერთი მათგანი ხომ არ ხარ? გსურს ბიბლიის რეგულარული კითხვით სარგებლობის მიღება? განა კარგი არ იქნებოდა, ალექსანდრესთვის მიგებაძა? შეეცადე, ნაკლებად იყო დაკავებული შედარებით უმნიშვნელო საქმეებით და ჩვევად გაიხადე ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა. ეს, უეჭველად, სარგებლობას მოგიტანს.