არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღირსების სიგელი

ღირსების სიგელი

ღირსების სიგელი

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში არსებული განვითარებისთვის მებრძოლ კონგოელ და აფრიკელ ჟურნალისტთა ასოციაცია „აჯილდოებს პიროვნებებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ [კონგოელთა] განვითარებაში“.

2000 წლის 17 ნოემბერს იეჰოვას მოწმეებს გადასცეს „ღირსების სიგელი“ „კონგოელთა განვითარებაში თავიანთი პუბლიკაციების დახმარებით გაწეული ღვაწლისთვის“.

ამასთან დაკავშირებით კინშასაში გამომავალი ერთ-ერთი გაზეთი ამბობდა: «ძალიან ძნელია იპოვო კონგოელი, რომელსაც ხელში არ სჭერია იეჰოვას მოწმეების მიერ გამოშვებული ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ან სხვა პუბლიკაციები. ეს ჟურნალები ცხოვრების ყველა მხარეს [განიხილავს]» („Le Phare“). სტატიაში მოხსენიებული იყო ისიც, რომ ამ პუბლიკაციებში ნაჩვენებია, „როგორ გავუმკლავდეთ დღევანდელ პრობლემებს“ და ახსნილია, „რა დგას ამა თუ იმ მოვლენის უკან“. „გამოიღვიძეთ!“-ის არც ერთი ნომერი „პოლიტიკაში არ ერევა და არც რომელიმე რასას ანიჭებს უპირატესობას“. გარდა ამისა, ეს პუბლიკაციები ადამიანებს უნერგავს „შემოქმედის დანაპირებისადმი ნდობას, რომ მალე მშვიდობიანი და უსაფრთხო ქვეყნიერება შეცვლის დღევანდელ ბოროტსა და უსამართლო წუთისოფელს“.

როგორც კონგოელ და აფრიკელ ჟურნალისტთა ასოციაციამ აღნიშნა, იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციები კონგოს მოსახლეობის დიდ ნაწილს დაეხმარა. ჟურნალები, რომლებიც იმედს აძლევს ხალხს და ასობით ენაზეა ხელმისაწვდომი, შეიძლება თქვენთვისაც სასარგებლო იყოს.

გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ შეგიძლიათ ამ ჟურნალების მიღება.