არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერთ დროს მგლები ვიყავით, ახლა კი ცხვრები ვართ!

ერთ დროს მგლები ვიყავით, ახლა კი ცხვრები ვართ!

ერთ დროს მგლები ვიყავით, ახლა კი ცხვრები ვართ!

მე და საკინა პატარაობისას მეზობლები ვიყავით. იგი დიდი და ბუთხუზა გოგონა იყო, მე კი — პატარა და კაფანდარა. ჩვენ ხშირად ვკინკლაობდით, მაგრამ ერთ დღესაც სერიოზულად წავიჩხუბეთ. იმ დღიდან მოყოლებული არც ხმას ვცემდით და აღარც ვესალმებოდით ერთმანეთს. ბოლოს, ორივენი სხვაგან გადავედით საცხოვრებლად და ერთმანეთის ასავალ-დასავალიც დავკარგეთ.

1994 წელს ბიბლიის შესწავლა დავიწყე იეჰოვას მოწმეებთან და ნელ-ნელა ხასიათი შევიცვალე. ოთხი წლის შემდეგ ბუჟუმბურაში (ბურუნდი) სპეციალურ ერთდღიან კონგრესს ვესწრებოდი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შემთხვევით საკინას შევხვდი. გამიხარდა მისი დანახვა, მაგრამ ჩვენი მისალმება, ცოტა არ იყოს, ცივი აღმოჩნდა. მოგვიანებით, იმავე დღეს, თვალებს არ ვუჯერებდი, როდესაც იგი მოსანათლებს შორის შევნიშნე! ისიც სავსებით შეცვლილიყო. მეტად აღარ იყო ჩხუბისთავი, ვისთანაც ასე ხშირად ვკინკლაობდი. რაოდენ შესანიშნავი იყო ღვთისადმი მიძღვნის საჯაროდ დამოწმების ნიშნად მისი წყალში მონათვლის ხილვა!

როდესაც წყლიდან ამოვიდა, მისკენ გავეშურე. გადავეხვიე და ყურში ჩავჩურჩულე: „გახსოვს, როგორ ვჩხუბობდით ხოლმე?“ „ხო, მახსოვს, — მიპასუხა მან, — მაგრამ ეს უწინ იყო. ახლა მე სხვა ადამიანი ვარ“.

ორივენი ბედნიერი ვართ ბიბლიური ჭეშმარიტების პოვნით, რომელსაც ადამიანების გაერთიანება შეუძლია, და იმით, რომ მგლები ვიყავით და ახლა იმ ცხვრებად ვიქეცით, რომელთა დიდებული მწყემსიც იეჰოვაა. ბიბლიის ჭეშმარიტება მართლაც ცვლის ადამიანებს.