იყავი მადლიერი და ბედნიერი
იყავი მადლიერი და ბედნიერი
„მადლიერების გამოხატვა ადამიანის ძირითადი დამახასიათებელი თვისებაა“, — ნათქვამია კანადის გაზეთ „კალგარის მაცნეში“. ამ გაზეთში მოყვანილი იყო დაწყებითი სკოლის ცხრა წლის მოსწავლეთა ციტატები, რომლებსაც მასწავლებელმა სთხოვა, დაეწერათ ყველაფერი, რისთვისაც მადლიერები იყვნენ. ერთმა ბავშვმა თქვა, რომ მადლიერი იყო ოჯახის წევრების, „რადგან ისინი ზრუნავდნენ მასზე“. ერთი გოგონა, რომელიც თავისი ოჯახის წევრებს ემადლიერებოდა, ამბობს: „ისინი მიფრთხილდებიან, ზრუნავენ ჩემს ჯანმრთელობაზე, მივლიან, ვუყვარვარ, მასაზრდოებენ, და ჩემი მშობლები რომ არა, მე არც კი ვიქნებოდი“.
უმადურობას კი მუდმივი უკმაყოფილება სდევს თან. ერთ-ერთი ფილოსოფოსისა და თეოლოგის, ჯ. პარკერის, სიტყვების თანახმად, ჩვენ „ისეთი ცხოვრებისთვის ვართ შექმნილი, რომ ღმერთზე უნდა ვიყოთ მინდობილი და ერთმანეთთან ურთიერთობა უნდა გვქონდეს“. ეს შეგვახსენებს ბიბლიის ბრძნულ დარიგებას, რომელიც საუკუნეების წინათ დაიწერა: „იყავით მადლიერნი“ (კოლასელთა 3:15). ადამიანების მიმართ მადლიერების გამოვლენა გვეხმარება, უფრო მეტად ვიზრუნოთ ერთმანეთზე.
გარდა ამისა, მადლიერების გამოვლენითა და ერთმანეთის დაფასებით იეჰოვას მიმართაც ვავლენთ მადლიერებას და ის ხედავს ამას. ბიბლია ამბობს: „უფლის [იეჰოვას] თვალი დაჰყურებს მთელს ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი“ (მეორე ნეშტთა 16:9). ღმერთი გვარწმუნებს, რომ ახსოვს და დაჰხარის იმ ადამიანებს, რომლებიც მისი სახელისადმი სიყვარულს ავლენენ (ებრაელთა 6:10). დიახ, უსათუოდ, ყოველდღე უნდა გამოვავლინოთ ღვთიური სათნოება რომელიც იეჰოვას სიამოვნებს, ჩვენთვის კი ამას მეტი ბედნიერება მოაქვს. ეს ზუსტად ისეა, როგორც იგავნის 15:13-შია ჩაწერილი: „მხიარული გული სახესაც ახარებს“.