როგორ შეგიძლია გონივრული გადაწყვეტილების მიღება
როგორ შეგიძლია გონივრული გადაწყვეტილების მიღება
ნების თავისუფლება ღვთისგან ბოძებული ძღვენია. მის გარეშე, ალბათ, რობოტებივით ვიქნებოდით და ჩვენს მოქმედებებს ვერ გავაკონტროლებდით. მაგრამ მას სიძნელეებიც მოაქვს. რადგან ნების თავისუფლებით ვსარგებლობთ, მთელი ცხოვრება გადაწყვეტილებების მიღება გვიხდება.
რა თქმა უნდა, ბევრი გადაწყვეტილება უბრალოა. სხვა გადაწყვეტილებებმა, როგორიცაა კარიერის არჩევა ან დაქორწინება, შეიძლება მთელ ჩვენ მომავალზე იმოქმედოს. ზოგჯერ კი მიღებული გადაწყვეტილების შედეგი სხვებზეც მოქმედებს. მაგალითად, გადაწყვეტილებები, რომლებსაც მშობლები იღებენ, ღრმა ნაკვალევს ტოვებს შვილების ცხოვრებაზე. იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებას ვიღებთ, ანგარიში უნდა ჩავაბაროთ ღმერთს (რომაელთა 14:12).
დახმარების აუცილებლობა
ადამიანები თავიანთი გადაწყვეტილებებით ვერ დაიკვეხნიან. ადამიანთა ერთ-ერთი უპირველესი, წერილობით დაფიქსირებული გადაწყვეტილება დამღუპველი აღმოჩნდა. ევამ სწორედ იმ ხილის შეჭმა გადაწყვიტა, რომელიც ღმერთმა აუკრძალა. მისი ეგოისტური სურვილებით განპირობებულმა არჩევანმა, მისი ქმარი იქამდე მიიყვანა, რომ შეუერთდა ცოლს ღვთისადმი დაუმორჩილებლობაში, რასაც შედეგად მთელი კაცობრიობის დიდი ტანჯვა მოჰყვა. მაგრამ ადამიანები ხშირად თავიანთ გადაწყვეტილებებს უფრო ეგოისტური სურვილებიდან გამომდინარე იღებენ, ვიდრე სწორი პრინციპებიდან (დაბადება 3:6—19; იერემია 17:9). როდესაც სერიოზული გადაწყვეტილების მიღება გვიხდება, ხშირად ვხედავთ, რომ ბევრ რამეში უსუსურები ვართ.
მაშ, გასაკვირი არ არის, რომ სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისას ბევრი დახმარებისთვის ისეთ წყაროს მიმართავს, რომელიც ადამიანთა ძალებს აღემატება. ბიბლია აღწერს შემთხვევას, როდესაც ნაბუქოდონოსორს ლაშქრობის დროს გადაწყვეტილება უნდა მიეღო. თუმცა მეფე იყო, ფიქრობდა, რომ აუცილებლად ‘მკითხაობისთვს’ უნდა მიემართა, რათა სულებისთვის ეკითხა რჩევა-დარიგება. შემდეგ ცნობაში ვკითხულობთ: „ისვრის ისრებს, ეკითხება თერაფიმებს, ღვიძლს ათვალიერებს“ (ეზეკიელი 21:26). დღესაც ბევრი მიმართავს მკითხავებს, ასტროლოგებს და სულებისგან დახმარების მისაღებად სხვადასხვა მეთოდებს ეძებს. მაგრამ ეს წყაროები მაცდური და შეცდომაში შემყვანია (ლევიანნი 19:31).
მაგრამ არსებობს სრულიად სანდო პიროვნება, რომელიც მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანებს გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებოდა. ეს პიროვნება სხვა არავინ არის, თუ არა იეჰოვა ღმერთი. მაგალითად, ძველად ღმერთმა თავის ხალხს, ისრაელს, მისცა ურიმი და თუმიმი — შესაძლებელია, წმინდა წილის საყრელი, რომლებსაც მაშინ იყენებდნენ, როდესაც ერს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ესაჭიროებოდა. ურიმისა და თუმიმის მეშვეობით იეჰოვა დასმულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხს იძლეოდა და ისრაელის უხუცესებს ეხმარებოდა დარწმუნებულიყვნენ, რომ მათი გადაწყვეტილება ღვთის ნებასთან იყო შეთანხმებული (გამოსვლა 28:30; ლევიანნი 8:8; რიცხვნი 27:21).
განვიხილოთ მეორე მაგალითი: როდესაც გედეონს დაევალა, მიდიელთა წინააღმდეგ გამოსულ ისრაელის ჯარებს გასძღოლოდა, მას გადაწყვეტილების მიღება მოუხდა იმასთან დაკავშირებით, ეკისრა თუ არა ასეთი საპასუხისმგებლო დავალების შესრულება. გედეონმა, იმაში დასარწმუნებლად, რომ იეჰოვა მსაჯულნი 6:33—40; 7:21, 22).
დაეხმარებოდა, სასწაულებრივი ნიშანი ითხოვა. მან ილოცა, რომ მთელი ღამე გარეთ დატოვებული საწმისი ცვრით დანამულიყო, მიწა კი მშრალი ყოფილიყო მის გარშემო. ხოლო მეორე ღამეს სთხოვა, საწმისი ყოფილიყო მშრალი, მიწას კი მის გარშემო ცვარი დაჰფენოდა. იეჰოვამ სიამოვნებით მისცა გედეონს ეს ნიშნები. ამას მოჰყვა ის, რომ გედეონმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და, ღვთის მხარდაჭერით, ისრაელის მტრები მთლიანად გაანადგურა (რის თქმა შეგვიძლია დღევანდელ დღეზე?
დღესაც ეხმარება იეჰოვა თავის მსახურებს სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებისას. როგორ? გედეონის მსგავსად, ‘საწმისის შემოწმებით’ ნიშანი უნდა ვითხოვოთ იეჰოვასგან, რათა გავიგოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება სწორი? ერთი ცოლ-ქმარი ბევრს ფიქრობდა, გადასულიყო თუ არა მსახურების გასაგრძელებლად ისეთ ადგილზე, სადაც უფრო მეტი მოთხოვნილება იყო სამეფოს მქადაგებლებზე. გადაწყვეტილების მიღება რომ გაადვილებოდათ, გამოცდა მოაწყვეს. მათ თავიანთი სახლი გაყიდვის მიზნით გარკვეულ თანხად შეაფასეს. თუ მათი სახლი დანიშნული დროისთვის შეფასებულ თანხად ან უფრო მეტად გაიყიდებოდა, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ღმერთს სურდა წასულიყვნენ. მაგრამ, თუ სახლი არ გაიყიდებოდა, დაასკვნიდნენ, რომ ღმერთს არ სურდა მათი გადასვლა.
სახლი ვერ გაიყიდა. იყო ეს იმის ნიშანი, რომ იეჰოვას არ სურდა, ამ წყვილს იქ ემსახურა, სადაც მეტი მოთხოვნილება იყო? რა თქმა უნდა, კადნიერება იქნებოდა, თამამად დაგვედგინა ის, თუ რას აკეთებს იეჰოვა თავისი მსახურებისთვის და რას არა. ვერც იმას ვიტყვით, რომ დღესდღეობით იეჰოვა არასდროს ერევა ჩვენს საქმეში, რომ თავისი ნება დაგვანახვოს (ესაია 59:1). მიუხედავად ამისა, არავითარი უფლება არა გვაქვს, მოველოდეთ ასეთ ჩარევას ჩვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას და ფაქტობრივად, მოველოდეთ, რომ ღმერთი მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენს ნაცვლად. გედეონსაც კი მთელი ცხოვრების განმავლობაში, უმეტესწილად, იეჰოვასგან სასწაულებრივი ნიშნების მიუღებლად უხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება!
მიუხედავად ამისა, ბიბლია გვიდასტურებს, რომ ღვთისგან ხელმძღვანელობის მიღება შესაძლებელია. ის წინასწარმეტყველებს ჩვენი დროის შესახებ: „თქვენს ყურებს მოესმება სიტყვა თქვენს უკან: აჰა, გზა, იარეთ მასზე, როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევთ“ (ესაია 30:21). როდესაც მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე ვდგავართ, აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები ღვთის ნებასთან არის შეთანხმებული და მის აღმატებულ სიბრძნეს ირეკლავს. როგორ? ამის გაკეთება მისი სიტყვიდან რჩევა-დარიგების მიღებითა და მისთვის იმის საშუალების მიცემით შეგვიძლია, რომ ის იყოს ‘ლამპარი ჩვენი ფეხისთვის და სინათლე — ჩვენი ბილიკისათვის’ (ფსალმუნი 118:105; იგავნი 2:1—6). ამისათვის კი საჭიროა, ბიბლიიდან ზუსტი შემეცნების მიღება ჩვევად გავიხადოთ (კოლასელთა 1:9, 10). გადაწყვეტილების მიღებისას კი გულდასმით უნდა შევამოწმოთ ბიბლიის ყველა პრინციპი, რომლებიც ამ საკითხთანაა დაკავშირებული. ასეთი შემოწმება ანუ გამოკვლევები ‘უმჯობესის გამოცდის’ შესაძლებლობას მოგვცემს (ფილიპელთა 1:9, 10).
აგრეთვე ლოცვით უნდა მივმართოთ იეჰოვას და დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის გვისმენს. რამდენად მანუგეშებელია, ავუხსნათ ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს მისაღები გადაწყვეტილება და მასთან დაკავშირებული ალტერნატივები. შემდეგ დარწმუნებით შეგვიძლია ვთხოვოთ ხელმძღვანელობა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ხშირად სულიწმიდა გვახსენებს სათანადო ბიბლიურ პრინციპებს ან გვეხმარება ჩვენს ვითარებასთან დაკავშირებული რომელიმე იაკობი 1:5, 6).
ბიბლიური მუხლის უფრო ნათლად გაგებაში (იეჰოვას წყალობით კრებაში აგრეთვე გვყავს მოწიფული ადამიანები, რომლებთანაც შეგვიძლია ჩვენს გადაწყვეტილებაზე საუბარი (ეფესელთა 4:11, 12). თუმცა რჩევის კითხვისას მათ არ უნდა მივბაძოთ, რომლებიც ხან ვის ეკითხებიან და ხან — ვის, სანამ ისეთ ვინმეს არ იპოვიან, ვინც ყურის მაამებელ პასუხს ეტყვის. შემდეგ კი მისი რჩევისამებრ იქცევიან. უნდა გვახსოვდეს რობოამის გამაფრთხილებელი მაგალითი. სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისას, მას უხუცესებმა, რომლებიც მამამისთან მსახურობდნენ, შესანიშნავი რჩევა მისცეს. იმის მაგივრად, რომ მათი რჩევისამებრ მოქცეულიყო, მან რჩევისათვის თავის თანატოლებს მიმართა. მათი რჩევის გათვალისწინებით ძალზე უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც სამეფოს დიდი ნაწილი დაკარგა (მესამე მეფეთა 12:1—17).
რჩევისათვის მიმართე მათ, რომლებსაც გამოცდილებაც აქვთ, საღვთო წერილიც კარგად იციან და სწორ პრინციპებსაც აფასებენ (იგავნი 1:5; 11:14; 13:20). როცა შესაძლებლობა გეძლევა, ჩაუფიქრდი იმ პრინციპებს, რომლებიც შენს გადაწყვეტილებას ეხება და მთელ იმ ინფორმაციას, რომელიც კვლევის შედეგად მიიღე. როგორც კი საკითხებს იეჰოვას სიტყვის შუქზე დაინახავ, უფრო ცხადი გახდება, რომელია სწორი გადაწყვეტილება (ფილიპელთა 4:6, 7).
გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვიღებთ
ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება ადვილია. როდესაც მოციქულებს უბრძანეს, ქადაგება შეეწყვიტათ, მათ იცოდნენ რომ იესოს შესახებ ქადაგება უნდა განეგრძოთ, და სინედრიონის წინაშე დაუყოვნებლივ განაცხადეს თავიანთი გადაწყვეტილება, რომ ღმერთს უფრო მეტად ემორჩილებოდნენ, ვიდრე ადამიანს (საქმეები 5:28, 29). სხვა გადაწყვეტილებების მიღებას შეიძლება უფრო მეტი დაფიქრება სჭირდებოდეს, რადგან ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება პირდაპირ არ ჩანდეს ბიბლიის პოზიცია. მაგრამ ბიბლიური პრინციპები ცხადად დაგვანახვებს საუკეთესო გადაწყვეტილებას. მაგალითად, თუმცა დღეისათვის გართობის უამრავი ისეთი ფორმაა, რომლებიც იესოს დროს არ არსებობდა, ბიბლიის ნათელი პრინციპები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოსწონს იეჰოვას და რა არა. ამიტომ ქრისტიანი, რომელიც ძალადობის, უზნეობის ან ამბოხების მხარდამჭერ გართობებს უთმობს დროს, ცუდი გადაწყვეტილება აქვს მიღებული (ფსალმუნი 96:10; იოანე 3:19—21; გალატელთა 5:19—23; ეფესელთა 5:3—5).
ხანდახან ორი გადაწყვეტილებიდან შეიძლება ორივე სწორი იყოს. იქ მსახურება, სადაც უფრო დიდი მოთხოვნილებაა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა და თან დიდი კურთხევებიც სდევს. მაგრამ, თუ ვინმე რაიმე მიზეზის გამო იღებს გადაწყვეტილებას, რომ არ გადავიდეს ასეთ ტერიტორიაზე, მას მაინც შეუძლია კეთილი საქმის შესრულება თავის კრებაში. ზოგჯერ შეიძლება ისეთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიხდეს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გამოვავლინოთ იეჰოვასადმი ჩვენი მტკიცე თავდადება ან ვაჩვენოთ რა არის ჩვენს ცხოვრებაშია მთავარი. ამიტომ იეჰოვა გვაძლევს ნების თავისუფლებას, რომ გავაკეთოთ ის, რაც სინამდვილეში ჩვენს გულს სწადია.
ხშირად ჩვენი გადაწყვეტილება სხვებზე ახდენს გავლენას. მაგალითად, პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები ხარობდნენ, რომ გათავისუფლდნენ რჯულის მრავალი შეზღუდვისგან. მაგალითად, ეს ნიშნავდა, რომ მათ შეეძლოთ, მიეღოთ ან არ მიეღოთ ის საკვები, რომელიც რჯულის მიხედვით უწმინდური იყო. მიუხედავად ამისა, იცოდნენ, რომ ამ თავისუფლების გამოყენებისას სხვების სინდისი უნდა გაეთვალისწინებინათ. ამ საკითხთან დაკავშირებით პავლეს სიტყვები შეიძლება მრავალ სხვა 1 კორინთელთა 10:32 აქ). იმის სურვილი, რომ არ დავაბრკოლოთ სხვები, შეიძლება ბევრი გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმაროს. ბოლოს და ბოლოს, მოყვასის სიყვარული ხომ მეორე უდიდესი მცნებაა (მათე 22:36, 39).
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებითაც გამოვიყენოთ: „არ გახდე დაბრკოლების მიზეზი“ (ჩვენი გადაწყვეტილებების შედეგები
სუფთა სინდისითა და ბიბლიურ პრინციპებზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებას ბოლოს ყოველთვის კარგი შედეგები მოჰყვება. რა თქმა უნდა, ხანმოკლე დროის განმავლობაში ეს შეიძლება პირადი მსხვერპლის ფასად დაგვიჯდეს. მოციქულები, რომლებმაც სინედრიონის წინაშე განაცხადეს, რომ გადაწყვეტილი ჰქონდათ იესოს შესახებ ქადაგების გაგრძელება, სცემეს და ისე გაუშვეს (საქმეები 5:40). როდესაც სამმა ებრაელმა — შადრაქმა, მეშაქმა და ყაბედ-ნეგომ — გადაწყვიტა, რომ ნაბუქოდონოსორის მიერ აღმართული ოქროს კერპისთვის არ ეცათ თაყვანი, თავი საფრთხეში ჩაიგდეს. ისინი მზად იყვნენ თავიანთი გადაწყვეტილების გამო სიცოცხლეც კი გაეწირათ. მაგრამ მათ იცოდნენ, რომ იეჰოვა მოიწონებდა და აკურთხებდა მათ (დანიელი 3:16—19).
თუ გათვითცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სიძნელეებს ვაწყდებით, ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არასწორი იყო. ‘დრომ და შემთხვევამ’ შეიძლება საზიანოდ იმოქმედოს საუკეთესო მიზნით მიღებული გადაწყვეტილების შედეგზეც კი (ეკლესიასტე 9:11). გარდა ამისა, ზოგჯერ იეჰოვა უშვებს გაჭირვებას, რომ გამოგვცადოს, რამდენად ერთგულები ვართ. იაკობი, სანამ კურთხევას მიიღებდა, მთელი ღამე ერკინებოდა ანგელოზს (დაბადება 32:24—26). ჩვენც შეიძლება მოგვიწიოს გაჭირვებასთან ბრძოლა მაშინაც კი, თუ სწორად ვიქცევით. მიუხედავად ამისა, როდესაც ჩვენი გადაწყვეტილებები ღვთის ნებასთან არის შეთანხმებული, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის დაგვეხმარება შექმნილი სირთულეების ატანაში და ბოლოს გვაკურთხებს (2 კორინთელთა 4:7).
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ნუ დაეყრდნობი საკუთარ ჭკუას. გამოიკვლიე შესაბამისი ბიბლიური პრინციპები. ესაუბრე იეჰოვას ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაძლებლობის ნებისმიერ შემთხვევაში, რჩევისთვის მოწიფულ თანაქრისტიანებს მიმართე. შემდეგ კი გაბედულად იმოქმედე. პასუხისმგებლობით მოეკიდე ღვთისგან ბოძებულ ნების თავისუფლებას. მიიღე გონივრული გადაწყვეტილება და დაანახვე იეჰოვას, რომ შენი გული მის წინაშე წრფელია.
[სურათი 28 გვერდზე]
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევისთვის ღვთის სიტყვას მიმართე.
[სურათები 28, 29 გვერდებზე]
ესაუბრე იეჰოვას იმის თაობაზე, თუ რა გადაწყვეტილების მიღება გიწევს.
[სურათი 30 გვერდზე]
შეგიძლია მოწიფულ ქრისტიანებს დაელაპარაკო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.