ხეების გამჩანაგებლები
ხეების გამჩანაგებლები
ბიბლიურ დროში ხე ძვირფას მასალად ითვლებოდა. მაგალითად, როდესაც აბრაამმა თავისი საყვარელი ცოლისთვის, სარასთვის, დასამარხი ადგილი იყიდა, შეთანხმების პირობის თანახმად, იმ ადგილას დარგული ხეებიც მას ეკუთვნოდა (დაბადება 23:15—18).
ხე დღესაც დიდად ფასობს და მთელ მსოფლიოში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ტყეების დაცვაზე. წიგნში „მსოფლიო მდგომარეობა 1998 წელს“ ნათქვამია: „იმ ქვეყნებში, სადაც ზომიერი კლიმატური პირობებია, ბევრი წუხს ტროპიკული ტყეების მდგომარეობაზე, მაგრამ მათ შესაძლოა არ იციან, რომ ყველაზე მეტად მათსავე ქვეყნებში გამეჩხერდა ზომიერი კლიმატის ტყეები და ყველა სახის ტყეს ემუქრება გაჩანაგება. რა უქმნის საფრთხეს ტყეების არსებობას ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებსა და სამხრეთ ამერიკაში? ბევრი ამის მიზეზად ტყის გაჩეხვას ასახელებს, მაგრამ არსებობს სხვა ძალები, რომლებიც ხეებს ერთმანეთზე მიყოლებით ანადგურებენ. რომელ ძალებზეა საუბარი? ამ შემთხვევაში საუბარია ჰაერის დაბინძურებასა და რადიაციულ წვიმაზე. გარემოს ეს დამაბინძურებლები თანდათანობით ისე ასუსტებენ ხეებს, რომ მათ პარაზიტები აზიანებენ და ადვილად ერევათ ესა თუ ის დაავადება.
ათწლეულების მანძილზე გარემოს დამცველები და ამით დაინტერესებული სხვა ადამიანები იტყობინებოდნენ დედამიწის ეკოლოგიური სისტემის დაცვის აუცილებლობის შესახებ. 1980 წელს, მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა გერმანიაში გამოიკვლიეს, თუ რა გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება და რადიაციული წვიმა გარემო პირობებზე, ასეთი დასკვნა გააკეთეს: „თუ საჭირო ზომები არ იქნება მიღებული, დაახლოებით 2000 წლისთვის ადამიანები მხოლოდ ძველ ფოტოსურათებზე აღბეჭდილი და ეკრანზე, კინოფილმებში, გამოსახული ტყეების ცქერით დატკბებიან“. საბედნიეროდ, დედამიწას ისეთი აღდგენითი უნარი აქვს, რომ ჯერჯერობით უძლებს ნაწინასწარმეტყველებ ზარალს.
საბოლოო ჯამში, ყველაზე საუკეთესოდ ღმერთი დაიცავს ჩვენს ეკოლოგიურ სისტემას. „რწყავს მთებს თვისი ზესართულებიდან“; „აღმოაცენებ ბალახს პირუტყვისათვის და მცენარეულობას — ადამიანის სამსახურებლად“. ის გვპირდება, რომ „მოსპობს დედამიწის მომსპობთ“ (ფსალმუნი 103:13, 14; გამოცხადება 11:18). რა შესანიშნავი იქნება, როცა დედამიწის მოსახლეობა მარადიულად შეძლებს დაუბინძურებელ მსოფლიოში ცხოვრებას! (ფსალმუნი 36:9—11).