არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ — მილიონობით ადამიანის საყვარელი წიგნი

„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ — მილიონობით ადამიანის საყვარელი წიგნი

იდექით სრულყოფილნი და მტკიცედ დარწმუნებულნი

ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ — მილიონობით ადამიანის საყვარელი წიგნი

მის გამოსაცემად მუყაითად შრომობდნენ 12 წლის, სამი თვისა და 11 დღის განმავლობაში. და აი, 1960 წლის 13 მარტს ბიბლიის ახალი თარგმანის საბოლოო ნაწილი უკვე მზად იყო გამოსაცემად. მას „საღვთო წერილის ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ უწოდეს.

ერთი წლის შემდეგ იეჰოვას მოწმეებმა ეს თარგმანი ერთ ტომად გამოსცეს. იმ დროს, 1961 წელს, იგი მილიონ ეგზემპლარად დაიბეჭდა. დღეს კი მისმა ტირაჟმა ას მილიონს გადააჭარბა და „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ბიბლიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თარგმანი გახდა. მაგრამ საინტერესოა, რამ გადააწყვეტინა იეჰოვას მოწმეებს ამ თარგმანის გამოცემა?

რატომ იყო საჭირო ბიბლიის ახალი თარგმანი?

იეჰოვას მოწმეებს წმინდა წერილებში ჩაწერილი ცნობის გაგება და სხვებისთვის გაზიარება სურთ და ამიტომაც უკვე მრავალი წელია, რაც ბიბლიის სხვადასხვა ინგლისურ თარგმანს იყენებენ. თუმცა ამ თარგმანებს თავიანთი ღირსებებიც აქვთ, ხშირად მათ რელიგიური ტრადიციებისა და ქრისტიანული სამყაროს დოქტრინების კვალი ამჩნევიათ (მათე 15:6). ამიტომ იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიის ისეთი თარგმანის მომზადების აუცილებლობა დაინახეს, რომელიც ზუსტად გადმოსცემდა ღვთივშთაგონებული თავდაპირველი ხელნაწერის აზრებს.

პირველი ნაბიჯი ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად 1946 წლის ოქტომბერში გადაიდგა, როდესაც იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ნეითან ნორმა, ბიბლიის ახალი თარგმანის მოსამზადებლად წინადადება შემოიტანა. 1947 წლის 2 დეკემბერს ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის კომიტეტი მუშაობას შეუდგა. მათ მიზნად დაისახეს ისეთი თარგმანის მომზადება, რომელიც ზუსტად გადმოსცემდა დედნის ტექსტს. გარდა ამისა, მასში ჩართული უნდა ყოფილიყო ბიბლიის ახლად აღმოჩენილი ხელნაწერებიდან შეკრებილი მეცნიერული მასალა, და თანამედროვე მკითხველისთვის ადვილად გასაგებ ენაზე უნდა ყოფილიყო დაწერილი.

1950 წელს პირველი ნაწილი — „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ — გამოიცა და ნათელი გახდა, რომ მთარგმნელებმა მიზანს მიაღწიეს. ბიბლიის ტექსტის გარკვეული მონაკვეთები, რომლებიც უწინ ძნელი აღსაქმელი იყო, ახლა დღესავით ნათელი გახდა. ავიღოთ, მაგალითად, მათეს 5:3-ში ჩაწერილი დამაბნეველი სიტყვები: „ნეტარ არიან სულით ღარიბნი“. ისინი ასე ითარგმნა: „ბედნიერია ის, ვისაც შეგნებული აქვს თავისი სულიერი მოთხოვნილებები“. იუდას სიტყვები — „სოდომი და გომორი... აედევნენ უცხო ხორცს“ — ახალ თარგმანში ასე იკითხებოდა: „სოდომი და გომორაც... აჰყვნენ ხორციელ გულისთქმებს და დაიწყეს არაბუნებრივად მოქმედება“ (იუდა 7). ხოლო პავლე მოციქულის სიტყვები „გამოსცადეთ უმჯობესი“, ასე შეიცვალა: „დარწმუნდით, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელთა 1:10). ნათელია, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანმა“ ბიბლიის გაგების ახალ სამყაროში შეაღო კარი.

ამ ნაშრომმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სხვადასხვა სწავლულზე. მაგალითად, როგორც ბრიტანელმა ბიბლეისტმა ალექსანდრე ტომსონმა შენიშნა, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გამოირჩევა იმით, რომ ზუსტად გადმოსცემს ბერძნულ აწმყო დროს. „სხვა ვერც ერთი [ინგლისური] თარგმანი ვერ წარმოაჩენს [ბერძნული ენის] ამ თავისებურებას ასე სრულად და ყოვლისმომცველად“, — ამბობს ტომსონი „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ შესახებ.

„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ იმითაც გამოირჩევა, რომ წმინდა წერილების როგორც ებრაულ, ისე ბერძნულ ნაწილში ღვთის სახელს — იეჰოვას — იყენებს. ღვთის სახელი ეგრეთ წოდებული ძველი აღთქმის ებრაულ ორიგინალში დაახლოებით 7000-ჯერ გვხვდება. ეს კი აშკარად მეტყველებს ერთ რამეზე: ჩვენს შემოქმედს სურს, რომ მისმა თაყვანისმცემლებმა გამოიყენონ ეს სახელი და რეალურ პიროვნებად იცნობდნენ მას (გამოსვლა 34:6, 7, აქ). „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მილიონობით ადამიანს დაეხმარა ამაში.

„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მრავალ ენაზე გამოდის

მას შემდეგ, რაც ინგლისურ ენაზე გამოიცა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ მშობლიურ ენაზე წაკითხვას ნატრობდნენ, და არცთუ უსაფუძვლოდ. ზოგიერთ ქვეყანაში საკმაოდ ძნელი იყო ადგილობრივ ენაზე ნათარგმნი ბიბლიის შოვნა. მიზეზი ის იყო, რომ ამ თარგმანების გამავრცელებელ ბიბლიური საზოგადოებების წარმომადგენლებს არ სიამოვნებდათ, როდესაც თავიანთი პროდუქცია იეჰოვას მოწმეების ხელში ხვდებოდა. გარდა ამისა, ადგილობრივ ენაზე გამოცემული ბიბლიები ხშირად ამახინჯებენ უმნიშვნელოვანეს სწავლებებს. ამის ტიპური მაგალითია სამხრეთ ევროპის ერთ-ერთ ენაზე გაკეთებული თარგმანი. ის მართებულად არ გადმოსცემს იესოს მიერ ღვთის სახელთან დაკავშირებით ნათქვამ დიდმნიშვნელოვან სიტყვებს. იესოს ნათქვამს — „წმიდა იყოს შენი სახელი“ — იგი ამნაირად ცვლის: „პატივი მოგაგოს ხალხმა“ (მათე 6:9).

მთარგმნელებმა უკვე 1961 წელს მოჰკიდეს ხელი „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ინგლისური ტექსტის სხვა ენებზე თარგმნას. სულ რაღაც ორი წლის შემდეგ „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ კიდევ ექვს ენაზე გამოიცა. იმ დროისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები იეჰოვას ყოველი 4 მოწმიდან 3-ს ბიბლიის ამ გამოცემის მშობლიურ ენაზე წაკითხვა შეეძლო. მაგრამ, გაცილებით მეტი იყო გასაკეთებელი, იეჰოვას მოწმეებს რომ სხვა მრავალი მილიონი ადამიანის ხელშიც ეხილათ ბიბლიის ეს თარგმანი.

ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც 1989 წელს იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში შეიქმნა განყოფილება, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევდა მთარგმნელობით საქმიანობას. ამ განყოფილებამ შეიმუშავა თარგმნის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ბიბლიური სიტყვების კომპიუტერული ტექნოლოგიის დახმარებით შესწავლა გახდა შესაძლებელი. ამ სისტემის წყალობით შესაძლებელი გახდა ზოგიერთ სხვა ენაზე ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ერთ წელიწადში, ხოლო ებრაული წერილების ორ წელიწადში თარგმნა. ეს კი ძალიან მცირე დროა იმასთან შედარებით, რაც, ჩვეულებრივ, ბიბლიის თარგმნისთვისაა საჭირო. ამ მეთოდის შემუშავების შემდეგ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ინგლისურიდან 29 სხვა ენაზე ითარგმნა, რომლებზეც ორ მილიარდზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს. ამჟამად 12 ენაზე მიმდინარეობს ბიბლიის თარგმანზე მუშაობა. დღეისათვის, მთლიანად თუ ნაწილობრივ, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ 41 ენაზეა ნათარგმნი.

50 წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 1950 წლის 3 აგვისტოს ნიუ-იორკში გამართულ იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე, სახელწოდებით „თეოკრატიის ზრდა“, „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ პირველი ნაწილის გამოცემის შესახებ გამოცხადდა. ნეითან ნორმა კონგრესზე დამსწრეთ მოუწოდა: „აიღეთ, გადაშალეთ ეს თარგმანი და ბოლომდე წაიკითხეთ. იგი დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. შეისწავლეთ ის. მისი გამოყენებით უკეთ გაიგებთ ღვთის სიტყვას. მიეცით ის სხვებსაც“. მოგიწოდებთ, ყოველდღე იკითხოთ ბიბლია. მასში ჩაწერილი ცნობა დაგეხმარებათ, რომ ‘იდგეთ სრულყოფილნი და მტკიცედ დარწმუნებულნი’ (კოლასელთა 4:12, აქ).

[სქემა⁄სურათები 8, 9 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

„ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემები

„ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელიც პირველად ინგლისურ ენაზე გამოიცა, მთლიანად თუ ნაწილობრივ, ამჟამად 41 ენაზეა ხელმისაწვდომი.

ქრისტიანულ-ბერძნული წერილები სრული ბიბლია

1950 წ. 1

1960—1969 წწ. 6 5

1970—1979 წწ. 4 2

1980—1989 წწ. 2 2

1990 წ.-დან დღემდე 29 19