არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„გნახავ ღვთის სამეფოში“

„გნახავ ღვთის სამეფოში“

„გნახავ ღვთის სამეფოში“

„ძვირფასო მეგობარო რუპერტ! დღეს სასიკვდილო განაჩენი გამომიტანეს. ნუ მიგლოვებ. ძალიან მიყვარხართ შენც და შენი ოჯახის წევრებიც. გნახავ ღვთის სამეფოში“.

ეს სიტყვები ფრანც დროზგმა 1942 წლის 8 ივნისს დაწერა; ცოტა ხნით ადრე, სანამ ნაცისტები დახვრეტდნენ. რისთვის მიუსაჯეს სიკვდილი?

მარიბორის (სლოვენია) მუზეუმის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან დაკავშირებული ჩანაწერების თანახმად, ამ 38 წლის მჭედელმა უარი განაცხადა, შეერთებოდა „ვეამანშაფთს“, გერმანიის გასამხედროებულ ნაწილს, სლოვენიაში ფაშისტური ოკუპაციის დროს. ის იყო „ბიბელფორშერი“, ანუ ბიბლიის მკვლევარი (მაშინ ამ მხარეში ასე იყვნენ ცნობილი იეჰოვას მოწმეები). ესაიას 2:4-ში ჩაწერილი პრინციპის მომხრე ნაცისტების საომარ მოქმედებას მხარს ვერ დაუჭერდა. ის საკუთარ თავს ღვთის სამეფოს ქვეშევრდომად აცხადებდა (მათე 6:33).

თავის სამშობლოში, პტუიში, ფრანცს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გულმოდგინე მქადაგებლად იცნობდნენ (მათე 24:14). მრავალი გასაჭირის მიუხედავად, სასიხარულო ცნობას ის სიკვდილამდე, 1942 წლის მაისამდე, დაუცხრომლად ქადაგებდა.

სლოვენიაში იეჰოვას ბევრი მოწმე სასტიკად იდევნებოდა ნაცისტების მიერ. ფრანცი, აღმსარებლობის გამო სიკვდილმისჯილთა შორის, ერთ-ერთი პირველი იყო. პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, მას აძლიერებდა სიტყვები: «მრავალი ჭირით გვმართებსო ღვთის სასუფეველში [„სამეფოში“, აქ] შესვლა» (საქმეები 14:22). მისთვის ზეციერი მთავრობა რეალობა იყო, რაც აშკარად ჩანდა მის საბოლოო სიტყვებში „გნახავ ღვთის სამეფოში“.

[საავტორო უფლება 32 გვერდზე]

Franc Drozg: Photo Archive-Museum of National Liberation Maribor, Slovenia; letter: Original kept in Museum of National Liberation Maribor, Slovenia