არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

გახსოვთ თუ არა?

ყურადღებით წაიკითხე „საგუშაგო კოშკის“ ბოლო ნომრები? თუ დიახ, შეამოწმე, რამდენად შესძლებ შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემას:

რელიგიასთან დაკავშირებულ რა იურიდიულ გამარჯვებას შეუწყო ხელი გერმანიის ფედერალურ-კონსტიტუციურმა სასამართლომ?

ამ სასამართლომ გააუქმა სხვა სასამართლოს მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება და იეჰოვას მოწმეები საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აღიარეს. გადაწყვეტილებით აღინიშნა, რომ იქ სადაც მოქმედებს კანონი რელიგიური თავისუფლების შესახებ, ადამიანს შეუძლია ‘რელიგიური პრინციპებისადმი მორჩილება’ სახელმწიფო კანონების მორჩილებაზე მაღლა დააყენოს (15.08, გვერდი 8).

რამდენ ხანს იტანჯებოდა იობი?

წიგნი „იობი“ არ ამბობს, რომ ის მრავალი წლის განმავლობაში იტანჯებოდა. იობის ტანჯვა, შესაძლოა, რამდენიმე თვეში, ალბათ წელიწადზე ნაკლებში, დასრულდა (15.08, გვერდი 31).

რა გვარწმუნებს, რომ ეშმაკის არსებობა მხოლოდ ცრურწმენის გადმონაშთი არ არის?

იესო ქრისტემ იცოდა, რომ ეშმაკი ნამდვილად არსებობდა. იესოს ცდუნებას რეალური პიროვნება, და არა მასში მყოფი რაღაც ბოროტება, ცდილობდა (მათე 4:1—11; იოანე 8:44; 14:30) (01.09, გვერდები 5, 6).

იგავნის 10:15 ამბობს: „მდიდრის ქონება მისი ციხე-ქალაქია, ხოლო ღარიბთა დამღუპველი — მათი სიღატაკე“. როგორ მართლდება ეს მტკიცება?

სიმდიდრეს ისევე შეუძლია ადამიანის დაცვა ცხოვრებისეული მოულოდნელობებისგან, როგორც გამაგრებულ ქალაქს — თავისი მცხოვრებლებისთვის უსაფრთხოების გარკვეულწილად შენარჩუნება. სიღარიბე კი შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს მოვლენების უცაბედი ცვლილების დროს (15.09, გვერდი 24).

რა გაგებით „დაიწყო უფლის სახელის ხსენება“ ენოქის დღეებში? (დაბადება 4:26)

ღვთის სახელი კაცობრიობის ისტორიის დასაწყისიდანვე მოიხსენიებოდა, მაგრამ ენოქის დღეებში ღვთის სახელის ხსენება არ ნიშნავდა იეჰოვას მოხმობას რწმენით. ადამიანები შეიძლება მკრეხელურად თავად ირქმევდნენ იეჰოვას ან ამ სახელით მიმართავდნენ მათ, რომელთა მეშვეობითაც ისინი ვითომცდა ღმერთს სცემდნენ თაყვანს (15.09, გვერდი 29).

რა იგულისხმება ბიბლიაში გამოყენებულ სიტყვა „გაწვრთნაში“?

ეს სიტყვა ცუდად მოპყრობასა და სისასტიკეს არ გულისხმობს (იგავნი 4:13; 22:15). ბერძნული სიტყვა, რომელიც „გაწვრთნად“ არის ნათარგმნი, ძირითადად აღზრდას, დამოძღვრას, შეგონებას და ზოგჯერ მკაცრად, მაგრამ სიყვარულით დასჯასაც გულისხმობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება, რითაც მშობლებს შეუძლიათ მიბაძონ იეჰოვას, შვილებთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაა (ებრაელთა 12:7—10) (01.10, გვერდები 8, 10).

როგორ აჩვენებენ დღევანდელი ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომ ისინი ღვთის მმართველობას უჭერენ მხარს?

იეჰოვას მოწმეები მხარს უჭერენ ღვთის სამეფოს, და ისინი არც პოლიტიკაში ერევიან და არც მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებისკენ მოუწოდებენ სხვებს; იმ ქვეყნებშიც კი, სადაც მათი საქმიანობა აკრძალულია (ტიტე 3:1). ნაცვლად ამისა, იესოსა და მისი პირველი მოწაფეების მსგავსად, ისინი სასარგებლო საქმიანობას ეწევიან. მოწმეები ადამიანებს იმ ჯანსაღი ბიბლიური ფასეულობების გათავისებაში ეხმარებიან, როგორიცაა პატიოსნება, ზნეობრივი სიწმინდე და მუშაობის კარგი ჩვევები (15.10, გვერდი 6).

როგორ ჩქეფს მაცოცხლებელი წყლები ანდებში?

იეჰოვას მოწმეები ძალ-ღონეს არ იშურებენ ხალხის გულებამდე ბიბლიური სწავლებების მისატანად. მათ იმ ადამიანებამდეც მიაღწიეს, რომლებიც კეჩუა და აიმარა ენებზე საუბრობენ. მოწმეები აკითხავენ ტიტიკაკას ტბის კუნძულებზე მცხოვრებ მოსახლეობას, მათ შორის „მოტივტივე“ კუნძულებზე მკვიდრთ. ამ კუნძულებს წყლის ზედაპირზე გაზრდილი ლერწმით ქმნიან (15.10, გვერდები 8—10).

თანამედროვე სამგზავრო თვითმფრინავების სამართავი აერონავიგაციული კომპიუტერული სისტემების მსგავსი რა ხელმძღვანელობით უზრუნველგვყო ღმერთმა?

ღმერთმა ადამიანებს მისცა ზნეობა, სულიერი თვისება. ეს არის მემკვიდრეობით მიღებული სინდისი (რომაელთა 2:14, 15) (01.11, გვერდები 3, 4).

რატომ აქვს იესოს სიკვდილს დიდი მნიშვნელობა?

სრულყოფილი ადამიანის, ადამის, ცოდვით არა მარტო მან, არამედ მთელმა მისმა შთამომავლობამ დაკარგა სიცოცხლე (რომაელთა 5:12). სრულყოფილმა ადამიანმა იესომ კი მსხვერპლად გაიღო თავისი სიცოცხლე და ამით გამოგვისყიდა. ეს გამოსყიდვა ღვთის მორჩილ ადამიანებს მარადიულ სიცოცხლეს მოუტანს (15.11, გვერდები 5, 6).

ვინ იყვნენ კოლასელთა 3:11-ში მოხსენიებული სკვითები?

სკვითები იყვნენ მომთაბარე ხალხი, რომლებიც ძვ. წ. 700-დან 300 წლამდე მთელი ევრაზიის სტეპებზე ბატონობდნენ. ისინი შესანიშნავი მხედრები და ძლიერი მეომრები იყვნენ. კოლასელთა 3:11, როგორც ჩანს, კონკრეტულ ერს კი არ გულისხმობდა, არამედ ყველაზე ველურ ხალხს (15.11, გვერდები 24, 25).

რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ოქროს წესი“ ჩვენ დიდ ყურადღებას იმსახურებს?

ამ ზნეობრივ პრინციპს იზიარებს იუდაიზმი, ბუდიზმი, ბერძნული ფილოსოფია და კონფუციანელობა. მაგრამ ის რაც იესომ მთაზე ქადაგებისას თქვა, სხვებისთვის სიკეთის კეთებას მოითხოვს და ყველა ასაკისა და მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მკვიდრთა ცხოვრებას ეხება (მათე 7:12) (01.12, გვერდი 3).