არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჰენრი VIII და ბიბლია

ჰენრი VIII და ბიბლია

ჰენრი VIII და ბიბლია

უინსტონ ჩერჩილმა, თავის წიგნში „ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ხალხთა ისტორია“ (ტომი II) დაწერა: „რეფორმაციამ რელიგიის ისტორიაში უდიდესი ძვრები მოახდინა. ეს იმაში გამოიხატა, რომ ბიბლიამ ახალი და გაცილებით სერიოზული ავტორიტეტი შეიძინა. თუმცა, უფროსი თაობის აზრით, საშიშროების მომასწავებელი იქნებოდა, თუ „წმინდა წერილები“ გაუნათლებელ ადამიანებს ჩაუვარდებოდა ხელში. იგი მხოლოდ მღვდლებს უნდა ეკითხათ“.

წიგნში შემდეგ ვკითხულობთ: „მთლიანი ბიბლია, რომელიც ინგლისურად ტინდალმა და კოვერდალმა თარგმნეს, პირველად 1535 წლის გვიან შემოდგომაზე გამოჩნდა და შემდეგ რამოდენიმე გამოცემა კიდევ დაემატა. მთავრობამ სამღვდელოებას უბრძანა, წაეხალისებინათ ხალხი ბიბლიის წასაკითხად“. საუკუნეების განმავლობაში ბიბლიის უცოდინრობის შემდეგ, ხალხი გაეცნო საღვთო წერილს. ეს კი ეკლესიის ნაცვლად ჰენრი VIII-ის წყალობით მოხდა *.

„მთავრობამ დრომოჭმული თვალსაზრისის მხარდამჭერთ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა. მან ბრძანება გასცა პარიზში ინგლისური ბიბლიის დიდი ტირაჟით დაბეჭდვის თაობაზე, რომელიც წინა გამოცემებთან შედარებით უფრო საუცხოო ნამუშევარი იქნებოდა. 1538 წლის სექტემბერში მთავრობამ ბრძანება გასცა, რომ ყველა მრევლს ეყიდა დიდი ფორმატის ინგლისური ბიბლია. ის უნდა ყოფილიყო ყველა ეკლესიაში, სადაც მრევლი უფრო თავისუფლად გამოიყენებდა და წაიკითხავდა. ლონდონის წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარს ექვსი ეგზემპლარი გაუგზავნეს, რომელთა წასაკითხად უამრავი ხალხი მიდიოდა ტაძარში. განსაკუთრებით იმას ანიჭებდნენ უპირატესობას, ვინც ომახიანად და ხმამაღლა წაიკითხავდა“.

სამწუხაროდ, მრავალი არ იყენებს თავის შესაძლებლობას და რეგულარულად არ კითხულობს ბიბლიას. ბიბლიის კითხვა მეტად მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ იგია ის ერთადერთი წიგნი, რომელიც „ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში“ (2 ტიმოთე 3:16).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 მეფე ჰენრი VIII 1509 — 1547 წლებში მეფობდა ინგლისში.

[საავტორო უფლება 32 გვერდზე]

Henry VIII: Painting in the Royal Gallery at Kensington, from the book The History of Protestantism (Vol. I)