იეჰოვა — კარგი თვისებების სწორუპოვარი მაგალითი
იეჰოვა — კარგი თვისებების სწორუპოვარი მაგალითი
«მადლი მოახსენეთ ცაბაოთ უფალს, რადგან კეთილია [„კარგია“, აქ] უფალი» (იერემია 33:11).
1. რატომ გვიჩნდება ღვთის ქება-დიდების დაუოკებელი სურვილი მისი კარგი საქმეებისთვის?
იეჰოვა ღმერთი კარგია ამ სიტყვის სრული გაგებით. „ოჰ, რაზომ დიდია მისი სიკეთე“, — აღტაცებით ამბობდა ზაქარია წინასწარმეტყველი (ზაქარია 9:17). მართლაც, ყველაფერში, რაც ღმერთმა გააკეთა იმისათვის, რომ დედამიწა სასიამოვნო საცხოვრებლად მოემზადებინა ჩვენთვის, მისი კარგი თვისებები გამოსჭვივის (დაბადება 1:31). ჩვენ ვერასოდეს გავუგებთ თავსა და ბოლოს ყველა იმ ურთულეს კანონს, რომლებიც ღმერთმა სამყაროს შექმნისას აამოქმედა (ეკლესიასტე 3:11; 8:17). მაგრამ ის ცოტაოდენი, რაც ვიცით, უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ღვთის ქება-დიდების დაუოკებელი სურვილი გაგვიჩნდეს მისი კარგი საქმეებისთვის.
2. როგორ განმარტავდით, რას ნიშნავს, იყო კარგი?
2 რას ნიშნავს, იყო კარგი? ეს არის მაღალზნეობრიობა, ღირსება. მაგრამ ეს ყოველგვარი ცუდი საქმეებისგან განრიდებაზე მეტს მოიცავს. სიკარგე, რომელიც სულის ნაყოფის შემადგენელი ნაწილია, აქტიურად გამოხატული თვისებაა (გალატელთა 5:22, 23, აქ). ამ თვისებას მაშინ ვავლენთ, როდესაც ხალხს კარგსა და სასარგებლო საქმეებს ვუკეთებთ. დღევანდელ ქვეყნიერებაში, ის, რასაც ადამიანთა ერთი წრე თვლის, რომ კარგია, სხვებმა შეიძლება ცუდად ჩათვალონ. მაგრამ, თუ გვინდა, რომ მშვიდობა გვქონდეს და ბედნიერები ვიყოთ, კარგისა და ცუდის მხოლოდ ერთი ეტალონით უნდა ვსარგებლობდეთ. ვის შეუძლია ამ ეტალონის მართებულად დადგენა?
3. ვინ ადგენს, რა არის კარგი და რა — ცუდი, დაბადების 2:16, 17-ის თანახმად?
3 თუ რა არის კარგი, ამას ღმერთი ადგენს. კაცობრიობის ისტორიის პირველ დღეებში იეჰოვამ გააფრთხილა დაბადება 2:16, 17). დიახ, იმისათვის, რომ იცოდნენ, თუ რა არის კარგი და რა — ცუდი, ადამიანებმა ღმერთს უნდა მიმართონ ხელმძღვანელობისთვის.
პირველი ადამიანი: „ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო“ (ღმერთი კარგად ეპყრობა ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ამას არ იმსახურებენ
4. რა გააკეთა ღმერთმა კაცობრიობის სასიკეთოდ მას შემდეგ, რაც ადამმა შესცოდა?
4 როდესაც ადამმა შესცოდა და კარგისა და ცუდის განსაზღვრაზე ღვთის უფლება უგულებელყო, კაცობრიობის ბედნიერ მომავალს — სრულყოფილად და მარადიულად ცხოვრებას — საფრთხე შეექმნა (დაბადება 3:1—6). მაგრამ, ვიდრე ადამის შთამომავლობა დაიბადებოდა და მემკვიდრეობით ცოდვასა და სიკვდილს მიიღებდა, ღმერთმა სრულყოფილი თესლის მოსვლა იწინასწარმეტყველა. იეჰოვა „ძველ გველს“, სატანა ეშმაკს, მიმართავდა, როდესაც განაცხადა: „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის: ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე!“ (გამოცხადება 12:9; დაბადება 3:15). იეჰოვას ცოდვილი კაცობრიობის გამოხსნა ჰქონდა განზრახული. მართლაც, ის უაღრესად კარგად მოექცა კაცობრიობას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ამას არ იმსახურებდნენ, და იზრუნა მათ ხსნაზე, რომლებიც მისი საყვარელი ძის გამომსყიდველური მსხვერპლისადმი ავლენენ რწმენას (მათე 20:28; რომაელთა 5:8, 12).
5. რატომ შეგვიძლია ასე თუ ისე კარგი თვისებების გამოვლენა იმისდა მიუხედავად, რომ მემკვიდრეობით ცუდისკენ მიდრეკილი გული მივიღეთ?
5 რადგან ადამმა შესცოდა, ჩვენც, რაღა თქმა უნდა, მემკვიდრეობით ცუდისკენ მიდრეკილი გული მივიღეთ (დაბადება 8:21). ჩვენდა საბედნიეროდ, იეჰოვა გვეხმარება, რომ, ასე თუ ისე, ჩვენც შევძლოთ კარგი თვისებების გამოვლენა. თუკი ყოველთვის ვეცდებით მისი შთაგონებით დაწერილი წმინდა წერილებიდან ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენებას, ‘სახსნელად დავბრძენდებით’ და „ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ ვიქნებით; ხოლო ყოველივე ამასთან ერთად იმის გაკეთებასაც შევძლებთ, რაც მის თვალშია კარგი (2 ტიმოთე 3:14—17). მაგრამ საღვთო წერილში მოცემული მითითებებიდან რომ სარგებლობა მივიღოთ და კარგი თვისებების გამოვლენა შევძლოთ, ჩვენც ფსალმუნმომღერალივით უნდა ვაზროვნებდეთ, რომელიც მღეროდა: «[შენ იეჰოვა] კეთილი [„კარგი“, აქ] ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე წესები შენი» (ფსალმუნი 118:68).
იეჰოვას მსახურნი ხოტბას ასხამენ მის კარგ თვისებებს
6. რა სიტყვებს შეიცავდა სიმღერა, რომელიც ლევიანებმა მას შემდეგ იმღერეს, რაც დავითმა აღთქმის კიდობანი მიიტანა იერუსალიმში?
6 ძველი ისრაელის მეფემ, დავითმა, კარგად იცოდა, რომ ღმერთს კარგი თვისებები აქვს და მის ხელმძღვანელობას ეძებდა. «კეთილი [„კარგი“, აქ] არის უფალი და მართალი, — ამბობდა დავითი, — ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე» (ფსალმუნი 24:8). ღვთის მიერ ისრაელებისადმი მიცემული მითითებები ათ მნიშვნელოვან კანონსაც — ათ მცნებას — შეიცავდა. ისინი ორ ფიქალზე იყო დაწერილი და შეთანხმების კიდობნად წოდებულ წმინდა სკივრში ინახებოდა. მას შემდეგ, რაც დავითმა კიდობანი ისრაელის სატახტო ქალაქ იერუსალიმში მიიტანა, ლევიანებმა სიმღერა იმღერეს. ეს სიმღერა შემდეგ სიტყვებსაც შეიცავდა: «აქეთ უფალი, რადგან კეთილია [„კარგია“, აქ] იგი, რადგან უკუნისამდეა მისი წყალობა» (პირველი ნეშტთა 16:34, 37—41). რაოდენ სასიამოვნო იქნებოდა ლევიანი მომღერლების ბაგეებიდან ასეთი ხოტბის მოსმენა!
7. რა მოხდა კიდობნის წმიდათა წმიდაში მოთავსებისა და სოლომონის მიერ მიძღვნასთან დაკავშირებული ლოცვის წარმოთქმის შემდეგ?
7 იეჰოვას ტაძრის მიძღვნის დროს, რომელიც დავითის ძემ, სოლომონმა, ააგო, ქება-დიდების იგივე სიტყვები იქნა გამეორებული. როდესაც შეთანხმების მეორე ნეშტთა 5:13, 14). როდესაც სოლომონმა მიძღვნასთან დაკავშირებით ლოცვა წარმოთქვა, მაშინვე „ცეცხლი გადმოუშვა [ღმერთმა] ზეციდან და შთანთქა აღსავლენი და მსხვერპლნი“. ამის დანახვაზე ისრაელები «პირქვე დაემხვნენ ქვაფენილზე და თაყვანი სცეს. აქებდნენ უფალს და ამბობდნენ: კეთილია [„კარგია“, აქ] იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი» (მეორე ნეშტთა 7:1—3). 14 დღიანი დღესასწაულის შემდეგ ისრაელები სახლებში დაბრუნდნენ „მხიარულნი, გულსავსენი იმ სიკეთის გამო, უფალმა რომ უყო დავითს, სოლომონს და ისრაელს, თავის ერს“ (მეორე ნეშტთა 7:10).
კიდობანი ახლად აშენებული ტაძრის წმიდათა წმიდაში მოათავსეს, ლევიანებმა იეჰოვას განდიდება დაიწყეს: «რადგან კეთილია [„კარგია“, აქ] იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი». ამ ცერემონიის დროს ტაძარი სასწაულებრივად აავსო ღრუბელმა, რაც იმის დიდიებული სიმბოლო იყო, რომ იეჰოვა იქ იმყოფებოდა (8, 9. ა) რა გზას დაადგნენ საბოლოოდ ისრაელები, მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას ხოტბას ასხამდნენ? ბ) რა იწინასწარმეტყველა ღმერთმა იერუსალიმზე იერემიას პირით, და როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება?
8 სამწუხაროდ, ისრაელებმა არ განაგრძეს იმ სიმღერის თანახმად ცხოვრება, რომლითაც ისინი ღმერთს განადიდებდნენ. ისეთი დროც კი დადგა, როდესაც იუდას ხალხი ‘მხოლოდ ბაგეებით განადიდებდა უფალს’ (ესაია 29:13). ნაცვლად იმისა, რომ ღვთის ნორმების თანახმად მოქცეულიყვნენ, ბოროტებას სჩადიოდნენ. მაინც რა ბოროტებას? კერპთაყვანისმცემლები და უზნეონი იყვნენ, ჩაგრავდნენ ღარიბებს და სხვა მძიმე ცოდვებსაც სჩადიოდნენ! შედეგმაც არ დააყოვნა. ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებმა იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს, ხოლო იუდას მკვიდრნი ტყვედ წაასხეს.
9 ამგვარად დასაჯა ღმერთმა თავისი ხალხი. მაგრამ იერემია წინასწარმეტყველის პირით მან იწინასწარმეტყველა, რომ იერუსალიმში კვლავაც გაისმებოდა ადამიანთა ხმა, რომელიც იტყოდა: «მადლი მოახსენეთ ცაბაოთ უფალს, რადგან კეთილია [„კარგია“, აქ] უფალი და მადლი მისი სამარადისო!» (იერემია 33:10, 11). ეს ნათქვამი ნამდვილად ახდა. ქვეყნის გაპარტახების 70 წლიანი პერიოდის შემდეგ, ებრაელთა ნაწილი ძვ. წ. 537 წელს დაბრუნდა იერუსალიმში (იერემია 25:11; დანიელი 9:1, 2). მათ ხელახლა ააგეს სამსხვერპლო ტაძრის ტერიტორიაზე, მორიას მთაზე, და მსხვერპლშეწირვა დაიწყეს. დაბრუნებიდან მეორე წელს მათ საძირკველი ჩაუყარეს ტაძარს. ეს მართლაც საზეიმო წუთები იყო! «როცა მშენებლები შეუდგნენ უფლის ტაძრის საძირკვლის ჩაყრას, — ამბობს ეზრა, — დააყენეს შემოსილი მღვდლები საყვირებით და ლევიანები, ასაფის ძენი, დაფდაფებით, რათა ედიდებინათ უფალი ისრაელის მეფის, დავითის, წესის მიხედვით. უმღერდნენ ქება-დიდებას უფალს: რადგან კეთილია [„კარგია“, აქ], რადგან საუკუნოა მისი წყალობა ისრაელზე!» (პირველი ეზრა 3:1—11).
10. რა მრავალმნიშვნელოვანი სიტყვებით იწყება და მთავრდება 117-ე ფსალმუნი?
10 რამდენიმე ფსალმუნშიც განადიდებენ იეჰოვას მისი მსახურნი, რომ ის კარგია. ერთ-ერთი მათგანია 117-ე ფსალმუნი. ისრაელთა ოჯახები ამ ფსალმუნს პასექის ზეიმობის დასასრულისას მღეროდნენ. ფსალმუნი იწყება და მთავრდება შემდეგი სიტყვებით: «ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია [„კარგია“, აქ], რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი» (ფსალმუნი 117:1, 29). შეიძლება, სწორედ ამ სიტყვებით დაასრულა ღმერთისთვის ხოტბის შემსხმელი სიმღერა იესო ქრისტემ სიკვდილის წინა ღამეს, ახ. წ. 33 წელს თავის ერთგულ მოციქულებთან ერთად (მათე 26:30).
„მახილვინე შენი დიდება“
11, 12. რა სიტყვები შემოესმა მოსეს, როდესაც, ასე ვთქვათ, თვალი შეავლო ღვთის სიდიადეს?
11 ეზრამდე უკვე საუკუნეებით ადრე იქნა გამახვილებული ყურადღება იმ ფაქტზე, რომ იეჰოვას სიკარგე და წყალობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ისრაელების მიერ ოქროს ხბოს თაყვანისცემიდან და მასში დამნაშავე ადამიანების დასჯიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, მოსემ შესთხოვა იეჰოვას: „მახილვინე შენი დიდება“. იეჰოვამ იცოდა, რომ თუ მოსე მის სახეს იხილავდა, ცოცხალი ვერ დარჩებოდა, ამიტომ უთხრა: «ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიდიადეს [„სიკარგეს“, აქ] შენს წინ» (გამოსვლა 33:13—20).
12 იეჰოვამ მომდევნო დღეს სინაის მთაზე ჩაატარა მოსეს წინ თავისი სიკარგე. მოსემ, ასე ვთქვათ, თვალი შეავლო ღვთის სიდიადეს და მისი ნათქვამი შემოესმა: „უფალი უფალია, ღმერთი გულმოწყალე და შემბრალე, მრავლის მომთმენი, დიდად მწყალობელი და ჭეშმარიტი; წყალობის შემნახველი ათასებისთვის, ბრალის, დანაშაულისა და ცოდვის მიმტევებელი, მაგრამ შერჩენით არ შეარჩენს, მოჰკითხავს წინაპართა ბრალს შვილებსა და შვილიშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდის“ (გამოსვლა 34:6, 7, თორა, 1995 [შემოთ 34:6, 7]). ამ სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ როდესაც ნათქვამია, რომ იეჰოვა კარგია, ეს მის წყალობასთან და სხვა თვისებებთანაც არის დაკავშირებული. მათი განხილვა დაგვეხმარება, რომ ჩვენც შევძლოთ მივბაძოთ იეჰოვას. მოდი, თავდაპირველად განვიხილოთ ის თვისება, რომელიც ორჯერ არის მოხსენიებული ზემოთ მოყვანილ ამ საოცარ სიტყვებში.
დიდად მწყალობელი ღმერთი
13. რომელი თვისებაა ორჯერ მოხსენიებული ღვთის მიერ ნათქვამ სიტყვებში, და რატომ არის ეს მართებული?
13 ‘იეჰოვა დიდად მწყალობელი ღმერთია, წყალობის შემნახველი ათასებისთვის’. „წყალობად“ გადმოთარგმნილი ებრაული სიტყვა ურყევ სიყვარულსაც ნიშნავს. ღვთის მიერ მოსესადმი ნათქვამ ამ სიტყვებში მხოლოდ ეს თვისებაა ორჯერ გამეორებული. და ეს მართებულიცაა, რადგან იეჰოვას ძირითადი თვისება სწორედ სიყვარულია! (1 იოანე 4:8). იეჰოვასადმი მიმართული ქება-დიდების კარგად ცნობილი სიტყვებიც — «რადგან კეთილია [„კარგია“, აქ], რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი» — ამ თვისებაზე ამახვილებს ყურადღებას.
14. ვის მიმართ არის ღმერთი განსაკუთრებულად კარგი და მწყალობელი
14 იეჰოვა რომ კარგია, ერთი მხრივ იმითაც ვლინდება, რომ იგი „დიდად მწყალობელია“. ეს განსაკუთრებით 1 პეტრე 5:6, 7). იეჰოვას მოწმეებს შეუძლიათ, დაადასტურონ, რომ იგი ‘წყალობას უნახავს’ მათ, ვისაც უყვარს ის და ემსახურება მას (გამოსვლა 20:6, თორა 1995 [შემოთ 20:6]). ისრაელმა ერმა იეჰოვას ძე უარყო და ამიტომ მეტად აღარ არის კურთხეული ღვთის წყალობით ანუ ურყევი სიყვარულით. მაგრამ ერთგული ქრისტიანების მიმართ, რომლებსაც ყველა ერიდან იწვევს ღმერთი, ის მარადიულად კარგი იქნება და მათ მიმართ ყოველთვის გამოავლენს ურყევ სიყვარულს (იოანე 3:36).
კარგად ჩანს იქიდან, თუ როგორ სათუთად ზრუნავს თავის მიძღვნილ და ერთგულ მსახურებზე (იეჰოვა — გულმოწყალე და შემბრალე ღმერთი
15. ა) რა სიტყვებით იწყებოდა ღვთის ნათქვამი, რომელიც მოსეს შემოესმა სინაის მთაზე? ბ) რას გულისხმობს გულმოწყალება?
15 ღვთის ნათქვამი, რომელიც მოსეს სინაის მთაზე შემოესმა, შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: „უფალი უფალია, ღმერთი გულმოწყალე და შემბრალე“. ებრაული სიტყვა, რომელიც „გულმოწყალებად“ არის ნათარგმნი, შეიძლება „შიგნეულობასაც“ ნიშნავდეს და იმ ებრაულ სიტყვასაც ენათესავება, რომელიც „საშვილოსნოდ“ ითარგმნება. ამრიგად, გულმოწყალება გულისხმობს სათუთ გრძნობებსა და თანაგრძნობას, რომლებიც ღრმადაა გამჯდარი პიროვნებაში. მაგრამ გულმოწყალება გულწრფელ სიბრალულზე უფრო მეტს ნიშნავს. იგი მოქმედებისკენ აღგვძრავს, რათა სხვებს ტანჯვა შევუმსუბუქოთ. მაგალითად, მოსიყვარულე ქრისტიანი უხუცესები ცდილობენ, გულმოწყალენი იყვნენ თანამორწმუნეებისადმი და ‘სიხარულით გამოავლინონ გულმოწყალება’ (აქ), როცა ეს დროული იქნება (რომაელთა 12:8; იაკობი 2:13; იუდა 22, 23).
16. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვა შემბრალეა?
16 ღმერთი რომ კარგია, მის შემბრალებლობაშიც ვლინდება. შემბრალე პიროვნება „დიდად უფრთხილდება სხვის გრძნობებს“ და იჩენს „ლმობიერებას, განსაკუთრებით [კი] თავისზე უფრო დაბლა მდგომი პირებისადმი“. თავისი ერთგული მსახურებისადმი მოპყრობით იეჰოვა შემბრალებლობის უშესანიშნავეს მაგალითს გვაძლევს. მაგალითად, შემბრალებლობის გამოვლენა იყო ის, რომ ღმერთმა ანგელოზების მეშვეობით თავისი ხანში შესული წინასწარმეტყველი დანიელი გაამაგრა, ხოლო ქალწულ მარიამს იმ ბედნიერების შესახებ შეატყობინა, რომელიც წილად უნდა ხვდომოდა — მას იესო უნდა ეშვა (დანიელი 10:19; ლუკა 1:26—38). ჩვენ, იეჰოვას ხალხი, დიდად ვაფასებთ მას იმისთვის, რომ შემბრალებლობა გამოავლინა ჩვენდამი და ბიბლიის ფურცლების მეშვეობით გვესაუბრება. ჩვენ ქება-დიდებას ვუძღვნით მას, რომ კარგია ჩვენს მიმართ და ვცდილობთ, რომ თავადაც შემბრალებლობა გამოვიჩინოთ სხვებთან ურთიერთობისას. „თავმდაბლობის სულით“ თანამორწმუნეების გამოსწორებისას, სულიერად გამოცდილი ქრისტიანები ცდილობენ, სათუთნი და შემბრალენი იყვნენ (გალატელთა 6:1).
მრავლის მომთმენი ღმერთი
17. რატომ უნდა ვიყოთ მადლიერნი იმისთვის, რომ იეჰოვა „მრავლის მომთმენია“?
17 ‘მრავლის მომთმენი ღმერთი’. ეს სიტყვები იეჰოვას კიდევ ერთ კარგ თვისებაზე ამახვილებს ყურადღებას. იეჰოვა დიდსულოვნად ითმენს ჩვენს ნაკლოვანებებს და სათანადო დროს გვაძლევს სერიოზული სისუსტეების გადასალახავად და სულიერი წინსვლისთვის (ებრაელთა 5:12—6:3; იაკობი 5:14, 15). ღვთის მოთმინებას სარგებლობა მოაქვს მათთვისაც, ვინც ჯერ არ გამხდარა მისი თაყვანისმცემელი. მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ სამეფოს შესახებ ცნობას გამოეხმაურონ და მოინანიონ (რომაელთა 2:4). თუმცა იეჰოვა მომთმენი ღმერთია, ზოგჯერ ის რისხვასაც ავლენს. ასე მოხდა, მაგალითად, როდესაც ისრაელებმა ოქროს ხბოს დაუწყეს თაყვანისცემა სინაის მთაზე. ღმერთი მალე გაცილებით დიდ რისხვას გამოავლენს, როდესაც სატანის ბოროტ სისტემას მოუღებს ბოლოს (ეზეკიელი 38:19, 21—23).
18. რა აშკარა სხვაობას ვხედავთ იეჰოვასა და ადამიანთა მმართველებს შორის, როდესაც საქმე ჭეშმარიტებას ეხება?
18 ‘იეჰოვა დიდად ჭეშმარიტი ღმერთია’. რაოდენ განსხვავდება იეჰოვა ადამიანთა მმართველებისგან, რომელთა დიდი დანაპირებები მხოლოდ ცარიელ სიტყვებად რჩება! ამისგან სრულიად საპირისპიროდ, იეჰოვას თაყვანისმცემლებს შეუძლიათ, მის მიერ შთაგონებულ სიტყვაში ჩაწერილ ყოველ ნათქვამს ენდონ. და რადგან ღმერთი დიდად ჭეშმარიტია, შეგვიძლია, ყოველთის ვენდოთ მის დაპირებებს. ჩვენი ზეციერი მამა ერთგულად პასუხობს ჩვენს ლოცვებს სულიერი ჭეშმარიტების თაობაზე ფსალმუნი 42:3; 64:3).
და უხვად გვაძლევს მას, რადგან კარგია იეჰოვა (19. რა მხრივ იყო იეჰოვა კარგი მომნანიებელი შემცოდველების მიმართ?
19 ‘იეჰოვა ბრალის, დანაშაულისა და ცოდვის მიმტევებელი ღმერთია’. იეჰოვა მზად არის, რომ მომნანიებელ ცოდვილებს მიუტევოს. ჩვენ, უდავოდ, დიდად მადლიერნი ვართ, რომ ჩვენმა საყვარელმა ზეციერმა მამამ იესოს მსხვერპლის საფუძველზე მიტევება გახადა შესაძლებელი (1 იოანე 2:1, 2). მართლაც ძალიან გვახარებს ის, რომ ყველას, ვისაც გამომსყიდველური მსხვერპლის სწამს, იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის დამყარება შეუძლია, და იმის იმედიც შეუძლია ჰქონდეს, რომ მარადიულად იცხოვრებს მის მიერ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში. როგორც ვხედავთ, ყოველგვარი საფუძველი გვაქვს, რომ ქება-დიდება ვუძღვნათ იეჰოვას ყოველი კარგისთვის, რაც კაცობრიობისთვის გააკეთა! (2 პეტრე 3:13).
20. საიდან ვიცით, რომ ღმერთი არ იწყნარებს ბოროტებას?
20 „[იეჰოვა] არავითარ შემთხვევაში არ შეიკავებს თავს დასჯისგან“ (აქ). აი, კიდევ რატომ უნდა განვადიდოთ იეჰოვა, იმისთვის რომ ის კარგია. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ, რომ ის, ვინც კარგია მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თავისებურება ყოველივე ცუდის აბსოლუტური შეუწყნარებლობაა. დიახ, „როდესაც უფალი იესო გამოცხადდება ციდან, თავისი ძალის ანგელოზებითურთ“, იგი შურს იძიებს „მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას“. ისინი ‘სასჯელად მიიზღავენ მარადიულ დაღუპვას’ (2 თესალონიკელთა 1:6—9). იეჰოვას სამშვიდობოზე გამოსულ თაყვანისმცემლებს სიცოცხლე სრული ბედნიერებისა და სიხარულის სასიამოვნო წუთებად ექცევათ, ხოლო „კეთილის მოძულე“ უღვთო ადამიანები ვეღარ შეაწუხებენ (2 ტიმოთე 3:1—3).
მიბაძეთ იეჰოვას, რადგან ის კარგია
21. რატომ უნდა ვიყოთ კარგი ადამიანები?
21 უეჭველია, მრავალი მიზეზი გვაქვს საიმისოდ, რომ იეჰოვას თავისი სიკარგისთვის ვადიდებდეთ და ვმადლობდეთ. განა ჩვენ, როგორც მისი მსახურები, ყველანაირად არ უნდა ვცდილობდეთ ამ თვისების გამოვლენას? დიახ, რადგან მოციქული პავლეც მოუწოდებდა თანაქრისტიანებს: „მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“ (ეფესელთა 5:1). ჩვენი ზეციერი მამა კარგია ყოველივეში და ჩვენც გვმართებს მისი მიბაძვა.
22. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
22 თუ მთელი გულით მივუძღვენით იეჰოვას თავი, მაშინ, ეჭვიც არ არის, რომ ძალიან გვსურს, მასსავით კარგები ვიყოთ. რადგან ცოდვილი ადამის შთამომავლები ვართ, ჩვენთვის ეს ადვილი არ არის. მაგრამ მომდევნო სტატია დაგვანახვებს, რატომ შეგვიძლია, ჩვენც გამოვავლინოთ ეს თვისება. განვიხილავთ სხვადასხვა მხარესაც, რომლებშიც შეგვიძლია და უნდა მივბაძოთ კიდეც იეჰოვას — კარგი თვისებების სწორუპოვარ მაგალითს.
როგორ უპასუხებდით?
• რას ნიშნავს, იყო კარგი?
• საღვთო წერილში ჩაწერილი რომელი სიტყვები ამახვილებს ყურადღებას, რომ იეჰოვა კარგია?
• რაში ვლინდება, რომ იეჰოვა კარგია?
• რატომ უნდა მივბაძოთ იეჰოვას?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 12 გვერდზე]
იეჰოვამ დასაჯა ძველ დროში მცხოვრები თავისი ხალხი, რადგან ისინი ღვთისადმი აღვლენილი საქებარ-სადიდებელი სიტყვების თანახმად არ ცხოვრობდნენ.
[სურათი 12 გვერდზე]
ერთგული ისრაელები იერუსალიმში დაბრუნდნენ.
[სურათი 13 გვერდზე]
მოსეს ღვთის კარგი თვისებების თაობაზე ნათქვამი საოცარი სიტყვები შემოესმა.
[სურათი 15 გვერდზე]
იეჰოვა რომ კარგია, იქიდანაც შეიძლება დავინახოთ, თუ როგორ „გვესაუბრება“ ბიბლიის ფურცლების მეშვეობით.