„მტირალა“ ხე და მისი მრავალმხრივ გამოსაყენებელი „ცრემლები“
„მტირალა“ ხე და მისი მრავალმხრივ გამოსაყენებელი „ცრემლები“
„მოიღეთ ბალსამონი [ბალზამი] ჭრილობისთვის“, —ამბობს იერემიას 51:8. ამ დიდად დამაამებელი და სამკურნალო ნივთიერების წარმოშობას, ძირითადად, ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულ ქიოსთან მივყავართ.
ზაფხულის დადგომისთანავე ქიოსის ფერმერები მოსავლის ასაღებად უჩვეულო სამზადისს იწყებენ. ჯერ მიწას მოფოცხავენ, შემდეგ დანამასტაკის მარადმწვანე ბუჩქისმაგვარ მცენარეს თეთრი თიხის ბრტყელ ფენას შემოავლებენ გარშემო. შემდეგ კი მცენარის ქერქს სერავენ, რის შედეგადაც ხე „ტირილს“ იწყებს და მქრალი ფერის ფისისმაგვარ „ცრემლებს“ აფრქვევს. ორი თუ სამი კვირის მერე ფისის წვეთები სქელდება და ფერმერები მათ შეგროვებას პირდაპირ ხის ტანიდან ან თიხის ზედაპირიდან იწყებენ. ამ „ცრემლებს“ მასტიქსს უწოდებენ, რომლისგანაც ბალზამს ამზადებენ.
მაგრამ მოსავლის მოწევას დიდი მოთმინება და მძიმედ გარჯა სჭირდება. დაკლაკნილი, მონაცრისფრო ხე ძალიან ნელა იზრდება. ზრდასრული ასაკის მისაღწევად მცენარეს 40—50 წელი სჭირდება. როგორც წესი, მისი სიმაღლე 2—3 მეტრს აღწევს.
ხის ტანის ჩაჭრისა და „ცრემლების“ შეგროვების გარდა, მასტიქსის ზეთის დამზადებაა საჭირო. მასტიქსის „ცრემლების“ შეგროვების შემდეგ, ფერმერები მათ ცხრილავენ, რეცხავენ და ზომისა და ხარისხის მიხედვით ახარისხებენ. მოგვიანებით, მასტიქსს კიდევ ერთხელ ასუფთავებენ, რის შემდეგაც მისი მრავალი დანიშნულებით გამოყენება შეიძლება.
ძვირფასი მცენარის ისტორია
სიტყვა „დანამასტაკი“ ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს, რაც „კბილების ღრჭიალს“ ნიშნავს. ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე, დანამასტაკის კოლოფონი უხსოვარი დროიდან პირში სასიამოვნო გემოს დასატოვებლად საღეჭ რეზინად გამოიყენებოდა.
დანამასტაკის შესახებ უძველეს ინფორმაციას ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე გვაწვდის, რომელიც ძვ. წ. V საუკუნეში მოღვაწეობდა. ძველი დროის სხვა სწავლულები და მკურნალები, რომელთა შორისაც იყვნენ: აპოლოდორე, დიოსკორიდი, თეოფრასტე და ჰიპოკრატე, ამ ნივთიერების სამკურნალო თვისებებს მოიხსენიებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მცენარე ხმელთაშუა ზღვის მთელ სანაპიროზე იზრდება, დაახლოებით ახ. წ. 50 წლიდან, მისგან წარმოებული პროდუქცია მხოლოდ ქიოსის კუნძულით შემოიფარგლება. ქიოსის ყველა დამპყრობთა ინტერესი, რომელთა შორის იყვნენ: რომაელები, გენუელები და ბოლოს ოთომანები (თურქები), დანამასტაკი იყო.
მრავალმხრივ გამოსაყენებელი მასტიქსი
ძველი ეგვიპტელი მკურნალები მასტიქსს იყენებდნენ სხვადასხვა დაავადებების, მათ შორის, დიარეისა და ართრიტის (სახსრების ანთება) განსაკურნავად. მას იერემია 8:22; 46:11). ვარაუდობენ, რომ ხე, რომლის ნაყოფიც, შტახსი, სურნელოვანი საკმევლის შემადგენლობაში შედიოდა და რომელსაც მხოლოდ წმინდა მსახურებისთვის იყენებდნენ, შეიძლება იმავე ოჯახის წარმომადგენელი ყოფილიყო, რომლისაც დანამასტიკი (გამოსვლა 30:34, 35).
საკმევლად და მუმიფიკაციისთვისაც იყენებდნენ. როგორც ჩანს, მასტიქსი უნდა ყოფილიყო ბიბლიაში მოხსენებული „გალაადის ბალსამონის“ ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ცნობილი იყო სამკურნალო თვისებებითა და კოსმეტიკასა და ბალზამირებაში გამოყენებით (დღეს ზეთის საღებავებით მოხატულ ავეჯსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებს მასტიქსის ზეთით ლაქავენ. მასვე იყენებენ საიზოლაციო და წყალგაუმტარ მასალად. ის აგრეთვე ტანსაცმლისა თუ სამხატვრო საღებავების ფერის მდგრადობის შემანარჩუნებელ ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად ითვლება. მასტიქსს წებოშიც იყენებენ და ტყავის გამოსაყვანადაც. სასიამოვნო არომატისა და სხვა თვისებების გამო, მასტიქსს საპნის, კოსმეტიკისა და სუნამოების წარმოებაშიც ფართო გამოყენება აქვს.
მთელ მსოფლიოში მასტიქსისგან 25 დასახელების ლიცენზირებული წამალი მზადდება. არაბეთის ქვეყნებში მას დღესაც ხშირად იყენებენ ტრადიციულ ხალხურ მედიცინაში. მისგან ამზადებენ სტომატოლოგიურ ცემენტებსა და წამლის კაფსულების შიდა საფარველებს.
„მტირალა“ დანამასტაკის ხის მრავალმხრივ გამოსაყენებელი „ცრემლებისგან“ დამზადებულ ბალზამს საუკუნეებია, რაც დამაამებელ და სამკურნალო საშუალებად იყენებენ. ამიტომაც, საფუძველს მოკლებული არ არის იერემიას წინასწარმეტყველებაში ნათქვამი: „მოიღე ბალსამონი [ბალზამი] ჭრილობისთვის“.
[სურათები 31 გვერდზე]
კუნძული ქიოსი
მასტიქსის მოსავლის აღება.
საგულდაგულოდ შეგროვილი მასტიქსის „ცრემლები“.
[საავტორო უფლება]
Chios and harvest line art: Courtesy of Korais Library; all others: Kostas Stamoulis