ნუ შეწყვეტთ კარგის კეთებას
ნუ შეწყვეტთ კარგის კეთებას
«ნათლის ნაყოფი არის ყოველივე სიკეთეში [„ყოველივეში, რაც კარგია“, აქ], სიმართლესა და ჭეშმარიტებაში» (ეფესელთა 5:9).
1. რით ცხადყოფს მილიონობით ადამიანი დღეს, რომ ფსალმუნის 30:20-ის სიტყვებს უერთდებიან?
ყველაზე საქებარი, რის გაკეთებაც ადამიანს შეუძლია, იეჰოვასთვის დიდების მოტანაა. დღეს მილიონობით ადამიანი სწორედ ასე იქცევა — ისინი ქება-დიდებას უძღვნიან ღმერთს მისი კარგი საქმეების გამო. როგორც იეჰოვას ერთგული მოწმეები, ჩვენც მთელი გულით ვუერთდებით ფსალმუნმომღერლის სიტყვებს, რომელიც მღეროდა: „რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, შენთა მოშიშთათვის რომ ინახავ“ (ფსალმუნი 30:20).
2, 3. რა მოხდებოდა, მოწაფეების მომზადების ჩვენს საქმიანობას რომ ჩვენი კარგი საქციელი არ ხლებოდა თან?
2 იეჰოვასადმი მოკრძალებასა და შიშს ვგრძნობთ და ამიტომაც გვიჩნდება დიდი სურვილი, რომ არა მხოლოდ ქება-დიდება ვუძღვნათ კარგი საქმეებისთვის, არამედ ‘განვადიდოთ კიდეც უფალი, და მისი მეფობის დიდება ვამცნოთ ადამიანებს’ (ფსალმუნი 144:10—13). ამიტომაც ვმონაწილეობთ ასე გულმოდგინედ სამეფოს შესახებ ქადაგების და მოწაფეების მომზადების საქმიანობაში (მათე 24:14; 28:19, 20). რაღა თქმა უნდა, ჩვენს სამქადაგებლო მსახურებას ჩვენი კარგი საქციელიც უნდა ახლდეს თან. ასე რომ არ იყოს, იეჰოვას წმინდა სახელს ჩრდილს მივაყენებდით.
3 დღეს მრავალი ირწმუნება, რომ ღმერთს სცემს თაყვანს, მაგრამ მათი საქციელი სულაც არ შეესაბამება იმ პრინციპებს, რომლებიც ღვთის მიერ შთაგონებულ სიტყვაშია მოცემული. მათ შესახებ, ვინც ამბობდა, რომ კარგ საქმეებს იქმოდა, მაგრამ მათი საქმეები საპირისპიროზე მეტყველებდნენ, პავლე მოციქულმა დაწერა: „კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენსავე თავს? ქადაგებ: არა იპარო, და იპარავ? ამბობ: არა იმრუშო, და მრუშობ? როგორც დაიწერა, თქვენს გამო იგმობა ღმრთის სახელი წარმართთა შორის“ (რომაელთა 2:21, 22, 24, სსგ).
4. რა შედეგი მოაქვს ჩვენს კარგ საქციელს?
4 ნაცვლად იმისა, რომ ჩრდილი მივაყენოთ, ჩვენი კარგი საქციელით იეჰოვას სახელის განდიდებას ვცდილობთ. ეს სასიკეთოდ მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებიც ქრისტიანული კრების წევრები არ არიან. ასეთი საქციელით, ერთი მხრივ, ჩვენს მოწინააღმდეგეებს ვაჩუმებთ (1 პეტრე 2:15). მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი კარგი საქციელი ადამიანებს იეჰოვას ორგანიზაციისკენ იზიდავს და მათ წინაშე შესანიშნავი პერსპექტივა ისახება — დიდება მოუტანონ იეჰოვას და მიაღწიონ მარადიულ სიცოცხლეს (საქმეები 13:48).
5. რა საკითხებს განვიხილავთ?
5 რადგან არასრულყოფილები ვართ, როგორ უნდა მოვერიდოთ ისეთ საქციელს, რომლითაც იეჰოვას შევარცხვენდით და ჭეშმარიტების მაძიებლებსაც დავაბრკოლებდით? მართლაც, როგორ შეგვიძლია კარგი საქმეების კეთებაში გავიწაფოთ?
ნათლის ნაყოფი
6. რა მიეკუთვნება „ბნელის უნაყოფო საქმეებს“, ხოლო ქრისტიანები რა ნაყოფით უნდა ამოიცნობოდნენ?
6 ჩვენ, მიძღვნილ ქრისტიანებს, გვაქვს ის, რაც „ბნელის უნაყოფო საქმეების“ თავიდან არიდებაში გვეხმარება. ასეთ უნაყოფო საქმეებს მიეკუთვნება მოტყუება, მოპარვა, შეურაცხმყოფელი სიტყვები, ეფესელთა 4:25, 28, 31; 5:3, 4, 11, 12, 18). ასეთი საქმეების კეთების ნაცვლად, ჩვენ დავდივართ, „როგორც ნათლის შვილებს შეშვენით“. პავლე მოციქული ამბობს, რომ «ნათლის ნაყოფი არის ყოველივე სიკეთეში [„ყოველივეში, რაც კარგია“, აქ], სიმართლესა და ჭეშმარიტებაში» (ეფესელთა 5:8, 9). ასე რომ, მუდამ კარგი საქმეების კეთებას მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუკი ნათელში ვივლით. მაგრამ საინტერესოა, რა ნათელზეა ლაპარაკი?
არაჯანსაღი საუბარი სექსზე, სამარცხვინო საქციელი, ლაქლაქი, დაცინვა და ლოთობა — ასეთი საქმეების ჩამდენი ღმერთს შეურაცხყოფს (7. რა მოგვეთხოვება იმისათვის, რომ მუდამ კარგი საქმეები ვაკეთოთ?
7 მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილები ვართ, ჩვენ შევძლებთ კარგი საქმეების კეთებას, თუკი სულიერ ნათელში ვივლით. „ლამპარია ჩემი ფეხისთვის სიტყვა შენი და სინათლე — ჩემი ბილიკისათვის“, — მღეროდა ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნი 118:105). თუ გვინდა, რომ მუდამ „ნათლის ნაყოფს“ ვავლენდეთ „ყოველივეში, რაც კარგია“, ყოველთვის უნდა ვიღებდეთ სარგებლობას იმ სულიერი სინათლისგან, რომელიც უხვად არის ღვთის სიტყვაში, საგულდაგულოდ ირჩევა ქრისტიანულ პუბლიკაციებში და რეგულარულად განიხილება თაყვანისცემისთვის განკუთვნილ ჩვენს შეხვედრებზე (ლუკა 12:42; რომაელთა 15:4; ებრაელთა 10:24, 25). ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იესო ქრისტეს მაგალითსა და მოძღვრებას; ქრისტესი, რომელიც ‘წუთისოფლის ნათელი’ და „[იეჰოვას] დიდების ანარეკლია“ (იოანე 8:12; ებრაელთა 1:1—3, აქ).
სულის ნაყოფი
8. რატომ შეგვიძლია კარგი საქმეების კეთება?
8 სულიერი სინათლე, რასაკვირველია, გვეხმარება კარგი საქმეები კეთებაში. გარდა ამისა, ასე მოქცევა იმიტომაც შეგვიძლია, რომ ღვთის სულიწმიდა ანუ მოქმედი ძალა გვხელმძღვანელობს. სიკარგე „სულის ნაყოფის“ შემადგენელი ერთ-ერთი თვისებაა (გალატელთა 5:22, 23, აქ). თუ იეჰოვას სულიწმიდის ხელმძღვანელობას დავემორჩილებით, იგი ამ შესანიშნავ ნაყოფს წარმოშობს ჩვენში.
9. როგორ შეგვიძლია იესოს იმ სიტყვების თანახმად მოქცევა, რომლებიც ლუკას 11:9—13-შია ჩაწერილი?
9 ჩვენ ყველას დიდი სურვილი გვაქვს, რომ იეჰოვას ვასიამოვნოთ სულის ნაყოფის, სიკარგის, გამოვლენით. თუ ასეა, მაშ მტკიცედ უნდა გადავწყვიტოთ იესოს სიტყვების თანახმად მოქცევა: „ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დააკაკუნეთ და გაგეღებათ. ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, და ვინც ეძიებს, პოულობს და, ვინც აკაკუნებს, გაეღება. რომელი მამა იქნება თქვენთაგან, რომ შვილმა პური სთხოვოს და ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და თევზის წილ გველი მისცეს? ანდა, კვერცხი რომ სთხოვოს, მორიელი მისცეს? ჰოდა, თუ თქვენ [არასრულყოფილებმა და ამიტომ გარკვეულწილად] ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს“ (ლუკა 11:9—13). მოდი ყურად ვიღოთ იესოს რჩევა და ვილოცოთ იეჰოვას სულის მისაღებად, რათა მუდამ შეგვეძლოს მისი ნაყოფის გამოვლენა, რაც ჩვენს კარგ საქმეებში გამოიხატება.
აკეთეთ კარგი საქმეები
10. იეჰოვას რომელი კარგი თვისებებია მოხსენიებული გამოსვლის 34:6, 7-ში?
10 ღვთის სიტყვის სულიერი სინათლისა და სულიწმიდის დახმარებით კარგი საქმეების კეთება შეგვიძლია (რომაელთა 13:3). ბიბლიის რეგულარული შესწავლის მეშვეობით უფრო და უფრო მეტს ვიგებთ იმის თაობაზე, თუ როგორ შეგვიძლია კარგის კეთებაში იეჰოვას მივბაძოთ. წინა სტატიაში ღვთის ის კარგი თვისებები განვიხილეთ, რომელთა შესახებაც მოსეს შემოესმა. ეს სიტყვები გამოსვლის 34:6, 7-შია ჩაწერილი (შემოთ 34:6, 7, თორა, 1995): „უფალი უფალია, ღმერთი გულმოწყალე და შემბრალე, მრავლის მომთმენი, დიდად მწყალობელი და ჭეშმარიტი; წყალობის შემნახველი ათასებისთვის, ბრალის, დანაშაულისა და ცოდვის მიმტევებელი, მაგრამ შერჩენით არ შეარჩენს“. იეჰოვას ამ თვისებებთან უფრო ახლოს გაცნობა კარგი საქმეების კეთებაში დაგვეხმარება.
11. რა გავლენას უნდა ახდენდეს ჩვენზე ის, რომ იეჰოვა გულმოწყალე და შემბრალეა?
11 ღვთის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები გვანახვებს, თუ რამდენად აუცილებელია იეჰოვას მივბაძოთ და გულმოწყალე და შემბრალე ვიყოთ. „ნეტარ არიან მოწყალენი, — თქვა იესომ, — ვინაიდან ისინი შეწყალებულნი იქნებიან“ (მათე 5:7; ლუკა 6:36). რადგან ვიცით, რომ იეჰოვა შემბრალეა, ჩვენც გვსურს, რომ ხალხისადმი მოპყრობაში — მათ შორის იმ ადამიანებისადმი, ვისაც ვუქადაგებთ — შემბრალებლობა და თავაზიანობა გამოვიჩინოთ. ეს თანხმობაშია პავლეს სიტყვებთან, რომელმაც გვირჩია: „თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ“ (კოლასელთა 4:6).
12. ა) რადგან ღმერთი მრავლის მომთმენია, ჩვენ როგორ უნდა მოვექცეთ ადამიანებს? ბ) რისკენ აღგვძრავს იეჰოვას წყალობა?
12 რადგან ღმერთი მრავლის მომთმენია, ხოლო ჩვენი სურვილია კარგი საქმეები ვაკეთოთ, მზად ვართ, თანამორწმუნეთა უმნიშვნელო ნაკლოვანებებს შევეგუოთ და მათ კარგ თვისებებზე გავამახვილოთ ყურადღება (მათე 7:5; იაკობი 1:19). იეჰოვას წყალობა აღგვძრავს, რომ თვით ყველაზე მძიმე განსაცდელების დროსაც კი, ურყევი სიყვარული გამოვავლინოთ. ასე მოქმედება უეჭველად დიდად მოსაწონია (იგავნი 19:22).
13. რადგან იეჰოვა ‘დიდად ჭეშმარიტია’, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვინდა, რომ ამ მხრივაც მივბაძოთ მას?
13 რადგან ჩვენი ზეციერი მამა ‘დიდად ჭეშმარიტია’, ვცდილობთ, რომ ‘ღვთის მსახურებად წარმოვდგებოდეთ ჭეშმარიტების სიტყვაში’ (2 კორინთელთა 6:3—7). იეჰოვასთვის საძულველ შვიდ სიბილწეში „ცრუ ენა“ და „ტყუილების აღმომსუნთქველიც“ შედის (იგავნი 6:16—19). ჩვენ ძალიან გვსურს, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ, რაც იმაში გვეხმარება, რომ ‘განვერიდოთ სიცრუეს და ჭეშმარიტება ვილაპარაკოთ’ (ეფესელთა 4:25). დაე, ამ მხრივ ყოველთვის კარგს ვაკეთებდეთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია!
14. რატომ უნდა ვიყოთ მიმტევებლები?
14 ღვთის მიერ მოსესადმი ნათქვამმა მიმტევებლობისკენაც უნდა აღგვძრას, ვინაიდან იეჰოვა მიმტევებელია (მათე 6:14, 15). რა თქმა უნდა, იეჰოვა სჯის მოუნანიებელ შემცოდველებს. ამიტომ, ყოველთვის იმის მიხედვით უნდა ვიქცეოდეთ, რასაც ღმერთი უწოდებს კარგს, რათა კრების სულიერი სიწმინდე შევინარჩუნოთ (ლევიანნი 5:1; 1 კორინთელთა 5:11, 12; 1 ტიმოთე 5:22).
„ფრთხილად მოიქეცით“
15, 16. როგორ გვეხმარება ეფესელთა 5:15—19-ში ჩაწერილი პავლეს რჩევა კარგი საქმეების კეთებაში?
15 თუ გვინდა, რომ ყოველთვის კარგი ვაკეთოთ — და ეს მაშინ, როცა ბოროტება ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება — საჭიროა, ღვთის სულით ვიყოთ აღვსილი და დიდი სიფრთხილით ვიკვალავდეთ სავალ გზას. სწორედ ამის თაობაზე მისცა პავლემ ეფესოელ ქრისტიანებს რჩევა: „ფრთხილად მოიქეცით — არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. მოივაჭრეთ ჟამი, ვინაიდან დღეები მუხთალია. მაშ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეიცანით, რა არის ღვთის ნება. ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით. ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნით, გალობითა და სულიერი საგალობლებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ ეფესელთა 5:15—19). რადგან საზარელ უკანასკნელ ჟამში ვცხოვრობთ, ეს მართლაც რომ დროული რჩევაა ჩვენთვის (2 ტიმოთე 3:1).
უფალს გულებში“ (16 თუ გვსურს, რომ მუდამ კარგ საქმეებს ვიქმოდეთ, ფრთხილად უნდა მოვიქცეთ, რათა ყოველთვის ღვთივბოძებული სიბრძნის თანახმად ვმოქმედებდეთ (იაკობი 3:17). ყოველმხრივ უნდა ავარიდოთ თავი მძიმე ცოდვაში ჩავარდნას; გარდა ამისა, სულიწმიდით უნდა ვიყოთ აღვსილები და უნდა ვცდილობდეთ, რომ ჩვენს ცხოვრებას იგი ხელმძღვანელობდეს (გალატელთა 5:19—25). თუკი იმ სულიერ დამოძღვრას გამოვიყენებთ, რომელსაც ქრისტიანულ შეხვედრებზე და კონგრესებზე ვიღებთ, კარგის კეთებას მუდამ შევძლებთ. პავლეს მიერ ეფესელებისადმი მიწერილი სიტყვები ალბათ იმასაც შეგვახსენებს, რომ თაყვანისცემისთვის განკუთვნილი ჩვენი შეხვედრების უმრავლესობაზე დიდ სარგებლობას ვიღებთ მთელი გულით ნამღერი ‘სულიერი საგალობლებიდან’, რომელთაგანაც მრავალი კარგ საქმეებზე ამახვილებს ყურადღებას.
17. თუ ქრისტიანი სერიოზულად ავადმყოფობს და ეს ხელს უშლის შეხვედრებზე რეგულარულად დასწრებაში, რაში უნდა იყოს იგი მტკიცედ დარწმუნებული?
17 რას ვიტყოდით თანამორწმუნეებზე, რომელთაც მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლიათ ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარულად დასწრება? ისინი შეიძლება დამწუხრებული იყვნენ იმის გამო, რომ ყოველთვის არ უხერხდებათ, სულიერ ძმებთან და დებთან ერთად სცენ თაყვანი იეჰოვას. მაგრამ, მათ შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ იეჰოვა გულისხმიერებით ეკიდება მათ მდგომარეობას; იგი ჭეშმარიტების სინათლეს არ მოაკლებს მათ, მისცემს თავის სულიწმიდას და დაეხმარება, რომ მუდამ კარგი საქმეები აკეთონ (ესაია 57:15).
18. რა დაგვეხმარება კარგი საქმეების კეთებაში?
18 კარგის კეთება ჩვენგან სხვა რამესაც მოითხოვს — კერძოდ, დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ იმას, თუ ვისთან გვექნება ურთიერთობა და ‘სიკეთის მოძულეთ’ უნდა გავერიდოთ (2ტიმოთე 3:2—5; 1კორინთელთა 15:33). ამ რჩევის თანახმად თუ მოვიქცევით, აღარ ‘დავანაღვლიანებთ ღვთის სულიწმიდას’, რაც მისი ხელმძღვანელობის საწინააღმდეგოდ მოქმედებას მოჰყვებოდა შედეგად (ეფესელთა 4:30). გარდა ამისა, კარგის კეთებაში დიდ დახმარებას გაგვიწევს იმ ადამიანებთან ახლო ურთიერთობის დამყარება, რომელთა ცხოვრებაც ცხადყოფს, რომ ისინი კეთილისმყოფელნი არიან და მათ იეჰოვას სულიწმიდა ხელმძღვანელობს (ამოსი 5:15; რომაელთა 8:14; გალატელთა 5:18).
კარგ საქმეებს შესანიშნავი ნაყოფი მოაქვს
19—21. მოყევით შემთხვევები, რომლებიდანაც ჩანს, თუ როგორი ნაყოფი მოაქვს კარგი საქმეების კეთებას.
19 სულიერ სინათლეში სიარული, ღვთის სულის ხელმძღვანელობისადმი მორჩილება და სავალი გზის დიდი სიფრთხილით გაკვალვა ბოროტებისგან თავის არიდებასა და მუდამ კარგი საქმეების კეთებაში დაგვეხმარება. ასე მოქმედებას კი, თავის მხრივ, შესანიშნავი ნაყოფი მოაქვს. აი, რა შეემთხვა სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ იეჰოვას ერთ მოწმეს, სახელად ზონგეზილეს. მას მცირე დანაზოგი ჰქონდა ბანკის ანგარიშზე და ერთ დილას, როდესაც სკოლაში მიდიოდა, დარჩენილი თანხის შემოწმება გადაწყვიტა. ბანკის ავტომატის მიერ წარმოდგენილ ჩეკზე შეცდომით ზედმეტი 42000 რენდი ($ 6 000) იყო დაფიქსირებული. ბანკის დაცვის თანამშრომელი და იქ მყოფი სხვა ადამიანები ურჩევდნენ, რომ ეს თანხა ანგარიშიდან მოეხსნა და სხვა ბანკში შეეტანა თავის სახელზე. მხოლოდ იეჰოვას მოწმე წყვილმა, რომელთანაც ცხოვრობდა, შეაქო, რომ ამ თანხას საერთოდ არ ახლო ხელი.
20 მომდევნო სამუშაო დღეს ზონგეზილემ შეცდომის შესახებ ბანკს შეატყობინა. გაირკვა, რომ მისი ანგარიშის ნომერი ძალიან ჰგავდა ერთი მდიდარი ბიზნესმენის ნომერს, რომელსაც შეცდომით გადაერიცხა თანხა მის ანგარიშზე. როდესაც შეიტყო, რომ ზონგეზილეს ხელი არ ეხლო ამ თანხისთვის, ბიზნესმენი ძალიან გაოცდა და ჰკითხა: „რომელ რელიგიას ეკუთვნი?“. ზონგეზილემ უპასუხა, რომ ის იეჰოვას მოწმე იყო. იგი გულთბილად შეაქეს ბანკის თანამშრომლებმა და უთხრეს: „ნეტა ყველა იეჰოვას მოწმეებივით პატიოსანი იყოს“. დიახ, ჩვენ მიერ პატიოსნებისა და კარგი თვისებების გამოვლენას შეუძლია სხვებიც აღძრას იეჰოვას განსადიდებლად (ებრაელთა 13:18).
21 ჩვენმა კარგმა საქმეებმა რომ შესანიშნავი ნაყოფი გამოიღონ, აუცილებელი არ არის, რაღაც არაჩვეულებრივი გავაკეთოთ. მაგალითად, იეჰოვას ერთ ახალგაზრდა მოწმეს, რომელიც სრული დროით მქადაგებლად მსახურობს სამოის ერთ-ერთ კუნძულზე, ადგილობრივ საავადმყოფოში მოუწია წასვლა. ხალხი რიგში იდგა ექიმთან მიღებაზე და მოწმემ
შენიშნა, რომ ერთი მოხუცი ქალი, რომელიც მის შემდეგ იცდიდა, ძალიან ცუდად იყო. მან თავისი რიგი დაუთმო ქალს, რათა მას უფრო ადრე მიეღო დახმარება. მოგვიანებით ეს იეჰოვას მოწმე ამ ქალს სუპერმარკეტში შეხვდა. ქალმა იცნო იგი და საავადმყოფოში მის მიერ გაკეთებული სიკეთეც ახსოვდა. „ახლა კი მჯერა, რომ იეჰოვას მოწმეებს მართლაც უყვართ მოყვასი“, — თქვა მან. უწინ იგი დადებითად არ ეხმაურებოდა სამეფოს შესახებ ცნობას, მაგრამ იეჰოვას მოწმის მიერ გამოვლენილმა სიკეთემ კარგი გავლენა იქონია მასზე. იგი დათანხმდა ბიბლიის საშინაო შესწავლაზე და ღვთის სიტყვიდან შემეცნების მიღება დაიწყო.22. რა არის კარგი საქმეების კეთების ერთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საშუალება?
22 ალბათ, სხვა შემთხვევებიც გეცოდინებათ, რომლებიც ცხადყოფენ, თუ რა შესანიშნავი შედეგები მოაქვს კარგ საქმეებს. კარგი საქმეების კეთების ერთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საშუალება ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის რეგულარულად უწყებაა (მათე 24:14). მოდი, ყოველთვის აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ამ ძვირფას საქმიანობაში, რადგან ვიცით, რომ ეს კარგის კეთების ერთ-ერთი საშუალებაა — განსაკუთრებით კი მათთვის, რომლებიც დადებითად ეხმაურებიან ჩვენს ცნობას. რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენს მსახურებასა და კარგ საქციელს დიდება მოაქვს იეჰოვასთვის, ვინც განსაზღვრავს რა არის კარგი (მათე 19:16, 17).
მუდამ „სიკეთე მოვიმოქმედოთ“
23. რატომ არის ქრისტიანული მსახურება კარგი საქმე?
23 ჩვენი მსახურება უეჭველად კარგი საქმეა. მას შეუძლია როგორც ჩვენი, ისე მათი ხსნა, ვინც ყურს უგდებენ ბიბლიის ცნობას და შედეგად მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან გზას ადგებიან (მათე 7:13, 14; 1 ტიმოთე 4:16). როდესაც ესა თუ ის გადაწყვეტილება გვექნება მისაღები, კარგის კეთების სურვილი ალბათ შემდეგ საკითხებზე დაგვაფიქრებს: ხელს ხომ არ შემიშლის ეს გადაწყვეტილება, ჩემი წვლილი შევიტანო სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობაში? მართლაც გონივრულია ჩემი არჩევანი? ხელს შემიწყობს თუ არა ეს არჩევანი, რათა ხალხს „მარადიული სასიხარული ცნობის“, (აქ) გათავისებასა და იეჰოვა ღმერთთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში დავეხმარო? (გამოცხადება 14:6). თუ ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომელიც სამეფოსთვის უფრო მეტის გაკეთების საშუალებას მოგვცემს, ეს დიდ ბედნიერებას მოგვიტანს (მათე 6:33; საქმეები 20:35).
24, 25. რა კარგი საქმეების კეთება შეგვიძლია კრებაში, და რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, თუკი კარგის კეთებას არ შევწყვეტთ?
24 მოდი ნუ დავუშვებთ, რომ ოდესმე მხედველობიდან გამოგვრჩეს, თუ რაოდენ სასარგებლო ნაყოფი მოაქვს კარგის კეთებას. ამ თვისებას მუდამ გამოვავლენთ, თუკი მხარს დავუჭერთ ქრისტიანულ კრებას და მისი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რისი ძალაც შეგვწევს. უეჭველია, კარგ საქმეს ვაკეთებთ, როდესაც რეგულარულად ვესწრებით და ვმონაწილეობთ ქრისტიანულ შეხვედრებში. შეხვედრებზე ჩვენი დასწრება ამხნევებს თანაქრისტიანებს, და ჩვენი კარგად მომზადებული კომენტარები მათ სულიერობას ამტკიცებს. მაშინაც კარგად ვიქცევით, როდესაც სამეფო დარბაზზე ზრუნვისთვის საკუთარ სახსრებს ვიღებთ და მის მოვლაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს (მეოთხე მეფეთა 22:3—7; 2 კორინთელთა 9:6, 7). მაშ, მოდი „ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის და უფრო მეტად მათთვის, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალატელთა 6:10, აფ).
25 შეუძლებელია, წინასწარ განჭვრიტოთ ყველა სიტუაცია, რომელშიც კარგად მოქმედება იქნებოდა საჭირო. როდესაც ახალ სირთულეებს ვაწყდებით, მოდი საღვთო წერილს მივმართოთ სულიერი სინათლისთვის, ვილოცოთ იეჰოვას სულიწმიდის მისაღებად და ძალ-ღონე არ დავიშუროთ მისი კეთილი და სრულყოფილი ნების შესასრულებლად (რომაელთა 2:9, 10; 12:2). თუკი კარგის კეთებას არ შევწყვეტთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა უხვად გვაკურთხებს.
როგორ უპასუხებდით?
• რისი გაკეთებაა ყველაზე საქებარი?
• რატომ ეწოდება სიკარგეს „ნათლის ნაყოფი“?
• რატომ ეწოდება სიკარგეს „სულის ნაყოფი“?
• რა შედეგები მოაქვს ჩვენს კარგ საქციელს?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 17 გვერდზე]
ღვთის სიტყვა და მისი სულიწმიდა კარგი საქმეების კეთებაში გვეხმარება.
[სურათები 18 გვერდზე]
კარგ საქმეებს კარგი ნაყოფი მოაქვს.