არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მათ თავისებური სიბრძნე აქვთ

მათ თავისებური სიბრძნე აქვთ

მათ თავისებური სიბრძნე აქვთ

„უფროსები ბრძენები არიან, მაგრამ ბავშვებს თავისებური სიბრძნე აქვთ“, — ამბობს ნიგერიული ანდაზა. ნიგერიაში მცხოვრები ქრისტიანი უხუცესი, ედვინი, თავად დარწმუნდა ამაში.

ერთხელ ედვინმა სახლში, მაგიდის ქვეშ, რკინის ყუთი იპოვა.

— ვისია ეს? — ჰკითხა ედვინმა თავის სამივე შვილს.

— ჩემია, — უპასუხა რვა წლის ემანუილმა და მაშინვე განმარტა, რომ ეს 12 სანტიმეტრიანი, დაჟანგული, კვადრატული რკინის ყუთი, რომელსაც თავსახურზე ჭრილი ჰქონდა გაკეთებული, იეჰოვას მოწმეების მსოფლიო საქმიანობის მხარდამჭერი შესაწირავების ყუთი იყო. „სამეფო დარბაზში ყოველ დღე არ დავდივარ, — თქვა მან, — ამიტომ გადავწყვიტე ყუთის გაკეთება და როცა ჯიბის ფული დამრჩება, იქ ჩავყრი ხოლმე“.

ემანუილის მამას ჰქონდა ყუთი, რომელშიც ყოველწლიურ საოლქო კონგრესზე დასასწრებად ფულს აგროვებდა. მაგრამ, რადგან ოჯახის ხარჯები მოულოდნელად გაიზარდა, შეგროვებული ფული შემოეხარჯათ. თავისი შეგროვებული თანხა კი სხვა მიზნით რომ არ დახარჯულიყო, ემანუილმა შემდუღებელს ძველი კონსერვის ქილის დალუქვა სთხოვა. როდესაც გაიგო, თუ რისთვის სჭირდებოდა ბავშვს ეს ქილა, შემდუღებელმა ემანუილს რკინის ძველი ნაჭრებისგან ყუთი გაუკეთა. მიქელმა, ემანუილის ხუთი წლის ძმამაც სთხოვა ხელოსანს ყუთის გაკეთება.

ბავშვების საქციელით განცვიფრებულმა ედვინმა ჰკითხა მათ, თუ რატომ გააკეთებინეს ეს ყუთები. მიქელმა უპასუხა: „მეც მინდა, ფული შევწირო!“

მშობლების უჩუმრად, ემანუილი, მიქელი და მათი ცხრა წლის და, იუჩე, ზოგავდნენ ფულს, რომელსაც მშობლები წასახემსებლად აძლევდნენ ხოლმე და ყუთებში ჰყრიდნენ. რამ მოაფიქრებინათ ეს? როგორც კი ბავშვები ისე წამოიზარდნენ, რომ შეეძლოთ ფულის ხელში ჭერა, მშობლებმა გარკვეული თანხის სამეფო დარბაზის შესაწირავების ყუთში ჩაშვება ასწავლეს. როგორც ჩანს, ამ ბავშვებმა კარგად აითვისეს ეს გაკვეთილი.

აივსო თუ არა, ყუთები გახსნეს. ორივე ყუთში 3,13 ამერიკული დოლარი იყო, — არცთუ ისე მცირე თანხა, თანაც ისეთ ქვეყანაში, სადაც წლიური შემოსავალი საშუალოდ სამას დოლარს არ აღემატება. ასეთი ნებაყოფლობითი შესაწირავები მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეების სამქადაგებლო საქმიანობას მსოფლიოს 235 ქვეყანაში.