არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა ღირს სუფთა სინდისი?

რა ღირს სუფთა სინდისი?

რა ღირს სუფთა სინდისი?

„მთავრობას დააკისრეს 20000 ბრაზილიური რეალის აღება“. ასეთი უჩვეულო სტატია დაიბეჭდა ბრაზილიურ გაზეთ „კორაიუ დუ პოვუში“. სტატიაში მოთხრობილია ლუის ალვო დე არაიუჟუზე, ადგილობრივ ფოსტალიონზე, რომელმაც თავისი მიწის ნაკვეთი მთავრობას მიჰყიდა. ოფიციალურ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის შემდეგ, გაოცებულმა ლუისმა აღმოაჩინა, რომ დაპირებულ თანხაზე 20000 ბრაზილიური რეალით (დაახლოებით 16000 ლარი) მეტი გადაუხადეს!

ზედმეტი თანხის დაბრუნება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ხელისუფლების დეპარტამენტში რამდენიმე უშედეგო ვიზიტის შემდეგ, ლუისმა გადაწყვიტა, დაექირავებინა ადვოკატი და საქმე სასამართლო წესით მოეგვარებინა. „როგორც ჩანს, ვიღაცამ შეცდომა დაუშვა და ბიუროკრატიზმის გამო არავინ იცოდა, როგორ მოეგვარებინათ ეს პრობლემა“, — აღნიშნა მოსამართლემ. მისი გადაწყვეტილებით, მთავრობას უნდა აეღო ეს თანხა და სასამართლოსთან დაკავშირებული ხარჯები დაეფარა. „მსგავსი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა“, — აღნიშნა მოსამართლემ.

ლუისი იეჰოვას მოწმეა. ის ხსნის: „ბიბლიით განსწავლულმა სინდისმა ნება არ დამრთო, ამეღო ის, რაც არ მეკუთვნოდა. ფული უკან უნდა დამებრუნებინა“.

მრავალი ასეთ აზროვნებას უცნაურად ან გაუგებრად ჩათვლიდა. მაგრამ ღვთის სიტყვა აჩვენებს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები ხელისუფლებასთან ურთიერთობისას სუფთა სინდისის შენარჩუნებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ (რომაელთა 13:5). იეჰოვას მოწმეები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ შეინარჩუნონ ‘სუფთა სინდისი და ყველაფერში კეთილად [„პატიოსნად“, აქ] მოიქცნენ’ (ებრაელთა 13:18).