საუკეთესო ხელმძღვანელობა — მსოფლიოს თავსატეხი
საუკეთესო ხელმძღვანელობა — მსოფლიოს თავსატეხი
ის მწერალი და პოეტი იყო და მომავალს იმედის თვალით შეჰყურებდა. დაახლოებით 90 წლის წინ მან წარმოიდგინა „დაუნაწევრებელი მსოფლიო, სადაც შიში აღარ იარსებებდა და ყველა ოპტიმისტი იქნებოდა; სადაც თითოეული შეძლებდა ცოდნის უფასოდ შეძენას; ყველა სიმართლეს ილაპარაკებდა და დაუცხრომელი ძალისხმევის შედეგად ადამიანის ნამოღვაწარი გასრულყოფილდებოდა“.
მწერალი იმედოვნებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, არა მარტო თავისი თანამემამულენი, არამედ მსოფლიოს ყველა ხალხი, ასეთ პირობებში იცხოვრებდა. დღეს იგი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ცოცხალი რომ ყოფილიყო, იმედი გაუცრუვდებოდა, რადგან, უდიდესი პროგრესისა და მიღწევების მიუხედავად, მსოფლიო არასოდეს ყოფილა ასე დანაწევრებული. მის მიერ წარმოდგენილი უკეთესი ცხოვრება უღიმღამო პერსპექტივად რჩება.
როდესაც ერთ ფერმერს ჰკითხეს, თუ რატომ იჩინა თავი გარკვეულ ფრაქციებს შორის ძალადობამ თავის ქვეყანაში, ამის ერთადერთ მიზეზად „ცუდი ხელმძღვანელობა“ დაასახელა. ჯონათან გლოვერი, წიგნში „ჰუმანურობა — მეოცე საუკუნის ზნეობის ისტორია“, იგივე აზრს ასე გამოთქვამს: „რასობრივი სიძულვილით გამოწვეულმა გენოციდმა [ამავე ქვეყანაში] სპონტანურად კი არ იფეთქა, არამედ ის ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული ჩინოვნიკების კარგად შემუშავებული გეგმის შედეგია“.
როდესაც 1990 წლის დამდეგს ყოფილი იუგოსლავიის ორ რესპუბლიკას შორის ომმა იფეთქა, ერთმა ჟურნალისტმა დაწერა: „წლების განმავლობაში ბედნიერად ვცხოვრობდით ერთად, ახლა კი იქამდე დავედით, რომ ერთმანეთს შვილებს ვუკლავთ. რა გვემართება?!“.
ევროპისა და აფრიკისგან ათასობით კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ინდოეთის სახელმწიფო. სწორედ აქ დაიბადა ზემოთ მოხსენიებული მწერალი. ლექციაზე, სათაურით: „გადარჩება ინდოეთი, როგორც სახელმწიფო?“, მწერალმა პრენი გუფთემ თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის მრავალრიცხოვანი მოსახლეობის 70 პროცენტს 30 წლამდე ახალგაზრდები შეადგენენ, სამწუხაროდ, არა გვყავს ისეთი ხელმძღვანელობა, რომელიც მათთვის სამაგალითო იქნებოდა“.
ზოგ ქვეყანაში ხელმძღვანელებს, კორუფციაში დადანაშაულების გამო, თანამდებობის დატოვება უხდებათ. აშკარაა, რომ მსოფლიო სხვადასხვა მიზეზის გამო ხელმძღვანელობის კრიზისს განიცდის. მსოფლიოში არსებული მდგომარეობა ადასტურებს ერთ-ერთი წინასწარმეტყველის სიტყვებს, რომელიც 2600 წლის წინათ ცხოვრობდა. მან თქვა: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23).
არსებობს რაიმე გამოსავალი მსოფლიო პრობლემების გადასაჭრელად? ვინ შეძლებს უხელმძღვანელოს კაცობრიობას და ისეთი წინამძღოლობა გაუწიოს, რომ უთანხმოება და შიში წარსულს ჩაჰბარდეს, საჭირო ცოდნა ყველამ უფასოდ მიიღოს და წინ წაიწიოს სრულყოფილებისკენ?
[საავტორო უფლება 3 გვერდზე]
Fatmir Boshnjaku