არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ისტორიაში

ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ისტორიაში

ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ისტორიაში

ეს იყო იესო ქრისტეს სიკვდილი. რატომ იყო ეს ასე მნიშვნელოვანი? არსებობს ამის რამდენიმე მიზეზი.

სიკვდილამდე ერთგულების გამოვლენით იესომ დაამტკიცა, რომ ადამიანებსაც შეუძლიათ ღვთისადმი უმწიკვლობის შენარჩუნება.

იესოს სიკვდილმა საშუალება მისცა ზოგს, რომ მისი თანამმართველი გამხდარიყო ზეცაში, ხოლო ბევრად უფრო მეტ ადამიანს კი გზა გაუხსნა მარადიული სიცოცხლისკენ სამოთხეში დედამიწაზე.

სიკვდილის წინა საღამოს იესომ გამოიყენა უფუარი პური და წითელი ღვინო, როგორც სიყვარულით მსხვერპლად გაღებული თავისი ადამიანური სიცოცხლის სიმბოლო. მან უთხრა თავის მოწაფეებს: „ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“ (ლუკა 22:19). გაიხსენებთ ამ მნიშვნელოვან მოვლენას?

იეჰოვას მოწმეები გულთბილად გიწვევენ, დაესწროთ იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს. წელს ეს შემთხვევა აღინიშნება ხუთშაბათს, 28 მარტს, მზის ჩასვლის შემდეგ. შეგიძლიათ თქვენს სამეზობლოში მცხოვრებ მოწმეებთან წინასწარ დააზუსტოთ შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი.