არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სწავლა სიბერემდე

სწავლა სიბერემდე

სწავლა სიბერემდე

ქსენია 1897 წელს არის დაბადებული. ჰყავს სამი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, 15 შვილიშვილი და 25 შვილთაშვილი. მთელი ცხოვრება ისე იქცეოდა, როგორც მშობლებმა ბავშვობისას ჩაუნერგეს. აფხაზეთში მომხდარი ომის გამო მოსკოვში გადასახლებული და იქ ლტოლვილის სტატუსით მცხოვრები ქალი ცხოვრებით საკმაოდ, ხოლო წინაპრებისგან მიღებული რელიგიური მემკვიდრეობით განსაკუთრებით, კმაყოფილი იყო.

1993 წელს ქსენიას ერთ-ერთი შვილი, მერი, იეჰოვას მოწმე გახდა. მერიმ დედასთან იეჰოვა ღმერთსა და ბიბლიაზე საუბრები დაიწყო, მაგრამ ქსენიას მოსმენა არ უნდოდა. „შვილო, უკვე დავბერდი, რაღა დროს ჩემი სწავლაა!“ — ეუბნებოდა ის შვილს.

მიუხედავად ამისა, მერი, შვილიშვილის ცოლი — ლონდა — და შვილთაშვილები: ნანა და ზაზა (რომლებიც იეჰოვას მოწმეები გახდნენ) ხშირად ბიბლიაზე ელაპარაკებოდნენ. ერთხელაც, 1999 წლის ერთ საღამოს, ისეთი ბიბლიური მუხლი წაუკითხეს, რომელიც ქსენიას გულს შეეხო. ამ მუხლში მოცემულია იესოს სიტყვები, რომლებიც თავის ერთგულ მოციქულებს უფლის სერობის დაფუძნებისას უთხრა (ლუკა 22:19, 20). 102 წლის ასაკში, იმ საღამოს, ქსენიამ ბიბლიის შესწავლა გადაწყვიტა.

„ას ორი წელია, ქალი ვცხოვრობ, — ამბობს ქსენია, — და ახლა მივხვდი, რა არის ცხოვრების აზრი. ახლა ვიცი, რომ არაფერია იმაზე უკეთესი, ემსახურო ჩვენს დიდებულ, მოსიყვარულე იეჰოვა ღმერთს. მე ჯერ კიდევ მერჩის მუხლი და ჯანი მომყვება. შემიძლია სათვალეების გარეშე ვიკითხო და ოჯახურ საქმეებშიც ვიაქტიურო“.

2000 წლის 5 ნოემბერს ქსენია მოინათლა. „ჩემი ცხოვრება იეჰოვას მივუძღვენი, რათა სიყვარულით ვემსახურო. ჩემს სახლთან ახლოს ავტობუსის გაჩერებაა, სადაც ავტობუსის მოლოდინში ჟურნალებსა და ტრაქტატებს ვავრცელებ. ნათესავები ხშირად მოდიან ხოლმე სტუმრად და დიდი სიამოვნებით ველაპარაკები იეჰოვას ჭეშმარიტებაზე“.

ქსენია მოელის დროს, როდესაც „განუახლდება ხორცი ადრინდელზე უფრო და სიყმაწვილის ხანას დაუბრუნდება“ (იობი 33:25). თუ ას წელს გადაცილებული ადამიანისთვის არ იყო გვიან, ბიბლიიდან გაეგო, თუ რა არის ცხოვრების აზრი, რა შეიძლება ითქვას თქვენზე?