გამოთვალეთ, რა ფასად დაგიჯდებათ?
გამოთვალეთ, რა ფასად დაგიჯდებათ?
იესომ თავის მოწაფეებს მარადიული ცხოვრების იმედი შესთავაზა, მაგრამ ამასთანავე დასძინა, რომ ქრისტიანობა გარკვეულ ფასად დაუჯდებოდათ. ეს კი თვალსაჩინოდ გადმოსცა თავის კითხვაში: „რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ გამოთვლის იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო?“ (ლუკა 14:28). რა ფასზე ლაპარაკობდა იესო?
ყველა ქრისტიანი ხვდება განსაცდელებს, რომელთა შორის ზოგი სერიოზულია (ფსალმუნი 33:20; მათე 10:36). ამიტომ საჭიროა გონებრივად და სულიერად მომზადებული ვიყოთ, რათა წინააღმდეგობის ან სხვა რომელიმე პრობლემის პირისპირ აღმოჩენა ჩვენთვის მოულოდნელი არ იყოს. წინასწარ უნდა გვქონდეს გათვლილი, რომ ასეთი სირთულეები ქრისტიან მოწაფეებად ყოფნისთვის გვხვდება და ვიცოდეთ, რომ ჯილდო — ცოდვისა და სიკვდილისგან ხსნა — ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე ნებისმიერი რამ, რის შემოთავაზებაც თანამედროვე სისტემას შეუძლია. დიახ, არაფერს, რასაც ღმერთი უშვებს — თვით სიკვდილსაც კი — არ შეუძლია მარადიული ზიანის მოყენება იმ შემთხვევაში, თუ ღმერთს ვემსახურებით (2 კორინთელთა 4:16—18; ფილიპელთა 3:8).
როგორ შეგვიძლია რწმენის ასე განმტკიცება? ჩვენი რწმენა უფრო და უფრო მტკიცდება ნებისმიერი სწორი გადაწყვეტილების მიღების, ქრისტიანული პრინციპების დაცვის ან ღვთის ნების შესაბამისად მოქცევის შემდეგ; განსაკუთრებით ეს ასე ხდება მაშინ, როდესაც, არასწორი მოქმედებისკენ აღმძვრელი გავლენის მიუხედავად, სწორად ვიქცევით. როდესაც ერთგულების გამოვლენისთვის საკუთარ თავზე გამოვცდით იეჰოვას კურთხევას, რწმენა გვიმტკიცდება და გვიღრმავდება. ამგვარად ჩვენც მივბაძავთ იესოს, მისი პირველი მოწაფეებისა და ისტორიის სხვადასხვა პერიოდში მცხოვრებ სხვა ერთგულ ადამიანთა მაგალითს, რომლებმაც სწორად ‘გამოთვალეს, თუ რა ფასად დაუჯდებოდათ‘ ღვთისთვის მსახურება (მარკოზი 1:16—20; ებრაელთა 11:4, 7, 17, 24, 25, 32—38).