მალე აღარავინ იქნება ინვალიდი როგორ?
მალე აღარავინ იქნება ინვალიდი როგორ?
წარმოიდგინეთ, ბრმა ხედავს, ყრუს ყველაფერი ესმის, მუნჯი სიხარულისგან მღერის, კოჭლი მყარად დგას ფეხზე და თავისუფლად სიარული შეუძლია! არა, ჩვენ აქ მნიშვნელოვან სამედიცინო წარმატებებზე არ ვსაუბრობთ, არამედ იმ შედეგებზე, რომლებიც კაცობრიობის საქმეებში მათსავე სასარგებლოდ ღვთის ჩარევას მოჰყვება. ბიბლია წინასწარმეტყველებს: „მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს“ (ესაია 35:5, 6). მაგრამ რის საფუძველზე შეგვიძლია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს საოცარი წინასწარმეტყველება ნამდვილად შესრულდება?
ჯერ ერთი, დედამიწაზე ყოფნისას იესო ქრისტე ყოველგვარ დაავადებასა თუ უძლურებას კურნავდა. ამასთანავე, ეს სასწაულები მრავალი მოწმის თვალწინ ხდებოდა და ამ მრავალთა შორის იესოს მტრებიც კი იყვნენ. ფაქტობრივად, სულ მცირე ერთხელ მაინც, სკეპტიკურად განწყობილმა მოწინააღმდეგეებმა იესოს ავტორიტეტის ეჭვქვეშ დასაყენებელად ძირფესვიანად გამოიკვლიეს ერთ-ერთი განკურნების შემთხვევა. მაგრამ მათდა სამწუხაროდ, მათმა მცდელობამ მხოლოდ კიდევ უფრო განამტკიცა ამ სასწაულებისადმი ხალხის რწმენა (იოანე 9:1, 5—34). მას შემდეგ, რაც იესომ კიდევ ერთი სასწაული მოახდინა, მისმა გაწბილებულმა მოწინააღმდეგეებმა თქვეს: „რა ვქნათ, რადგან ეს კაცი ბევრ სასწაულებს ახდენს?“ (იოანე 11:47). მათგან განსხვავებით, უბრალო ხალხი ყოველივე ამას გულგრილად არ უყურებდა და მრავალმა ირწმუნა იესო (იოანე 2:23; 10:41, 42; 12:9—11).
იესოს სასწაულები — გლობალური განკურნების მცირე მასშტაბით წარმოდგენა
იესოს სასწაულები მხოლოდ იმას როდი ადასტურებდა, რომ ის მესია და ღვთის ძე იყო, არამედ მყარ საფუძველს უყრიდა რწმენას, რომ მომავალში მორჩილი კაცობრიობის განკურნების შესახებ ბიბლიური აღთქმები შესრულდებოდა. ამ აღთქმებში შედის ესაიას 35-ე თავში მოცემული წინასწარმეტყველებაც, რომელიც სტატიის დასაწყისში იყო მოხსენიებული. ესაიას 33:24-ში ნათქვამია, თუ როგორი ჯანმრთელობა ექნებათ ღვთისმოშიშ ადამიანებს მომავალში: „არ იტყვის მცხოვრები: ავად ვარო“. მსგავსი აზრია გამოხატული გამოცხადების 21:4-შიც: „მოსწმედს [ღმერთი] ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი [დღეს არსებული ტანჯვა-წვალება] გარდახდნენ“.
ადამიანები რეგულარულად ლოცულობენ ამ წინასწარმეტყველებების შესრულებაზე, როდესაც მათ. 6:10). დიახ, ღვთის ნება ეხება ქვეყანასაც, ანუ დედამიწასაც, და ადამიანებსაც. დაავადებები და, მათ შორის, ინვალიდობაც, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო არსებობს, მალე მოისპობა; ისინი მარადიულად ვერ მიაყენებენ ზიანს ღვთის „კვარცხლბეკს“ (ესაია 66:1) *.
იმეორებენ იესოს მიერ დატოვებულ ლოცვის ნიმუშს, რომელშიც ნათქვამია: „მოვიდეს სუფევა შენი, და იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“ (უმტკივნეულოდ და უსასყიდლოდ განკურნება
იმისდა მიუხედავად, თუ რა ავადმყოფობით იტანჯებოდა ადამიანი, იესო მას უმტკივნეულოდ, დაუყოვნებლივ და უსასყიდლოდ კურნავდა. რა თქმა უნდა, ამის შესახებ ცნობა ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა და მალევე „მივიდა მასთან დიდძალი ხალხი; თან ჰყავდათ კოჭლები, დასახიჩრებულები, ბრმები, მუნჯები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფერხთით და მან განკურნა ისინი“. როგორი იყო ხალხის რეაქცია? ამის თვითმხილველი მათე განაგრძობს: „უკვირდა ხალხს, ხედავდა რა, რომ მუნჯები ალაპარაკდნენ, დასახიჩრებულნი გამოჯანსაღდნენ, კოჭლებმა გაიარეს და ბრმებმა დაინახეს. და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს“ (მათე 15:30, 31).
ყურადღება მიაქციეთ, იესოს განსაკურნავად დიდძალი ხალხიდან ვინმეს გულმოდგინედ შერჩევა არ დაუწყია, როგორც ამას თვითმარქვია მკურნალები აკეთებენ. პირიქით, ნათესავებსა და მეგობრებს თავიანთი ავადმყოფები მოჰყავდათ და „დასხეს [ისინი] მის [იესოს] ფერხთით და მან განკურნა ისინი“. ახლა კი, მოდი განვიხილოთ იესოს მიერ ავადმყოფების განკურნების რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა.
სიბრმავე: იერუსალიმში ყოფნისას იესომ თვალისჩინი დაუბრუნა მამაკაცს, რომელიც „დაბადებიდან ბრმა“ იყო. ეს მამაკაცი ქალაქში კარგად ცნობილი ბრმა მათხოვარი იყო. ასე რომ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მღელვარება და აჟიოტაჟი მოჰყვებოდა ხალხის მიერ ამის დანახვას! მაგრამ ყველა როდი იყო მოხარული. იუდაელთა გამოჩენილი და გავლენიანი ფარისეველთა სექტის ზოგიერთი წარმომადგენელი, რომლებიც იესოს მიერ მათი საჯაროდ მხილების გამო გაბრაზებული იყვნენ, ყოველ ღონეს ახმარდნენ ისეთი მტკიცებების პოვნას, რითაც იესოს მატყუარობაში დასდებდნენ ბრალს (იოანე 8:13, 42—44; 9:1, 6—31). ამიტომ მათ დაკითხეს განკურნებული მამაკაცი, მისი მშობლები, შემდეგ კი ისევ ეს მამაკაცი. მაგრამ ფარისევლების კვლევა-ძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა იესოს სასწაულები, რამაც ისინი გააცოფა. ამ რელიგიური თვალთმაქცობის სიჯიუტით შეფიქრიანებულმა განკურნებულმა მამაკაცმა თქვა: „საუკუნითგან არ გაგონილა, რომ ვინმეს ბრმად დაბადებულისთვის თვალები აეხილოს. ეს რომ ღვთისაგან არ ყოფილიყო, ვერაფერს გახდებოდა“ (იოანე 9:32, 33). რწმენის ასე გულწრფელად და გონივრულად გამოხატვისთვის, ფარისევლებმა ის „გარეთ გამოაგდეს“, რაც, როგორც ჩანს, იმას ნიშნავდა, რომ ყოფილი ბრმა სინაგოგიდან მოკვეთეს (იოანე 9:22, 34).
სიყრუე: ათქალაქში, მდინარე იორდანეს აღმოსავლეთ სანაპიროზე ყოფნისას, იესოსთან „მოიყვანეს... ყრუ და ენაბლუ“ (მარკოზი 7:31, 32). მან არა მარტო განკურნა ეს კაცი, არამედ დიდი თანაგრძნობითა და გაგებითაც მოეკიდა, რადგან გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ შესაძლოა, ეს ყრუ ხალხში თავს უხერხულად გრძნობდა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იესომ „წაიყვანა იგი ცალკე, ხალხისაგან მოშორებით“ და განკურნა. კვლავაც ამის თვითმხილველებს «მეტისმეტად უკვირდათ და ამბობდნენ: „ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს: ყრუებს სმენას აძლევს და მუნჯებს ალაპარაკებს“» (მარკოზი 7:33—37).
დამბლა: კაპერნაუმში ყოფნისას ხალხმა იესოს ჩავარდნილი, ანუ დამბლა დაცემული, კაცი მიუყვანეს სარეცლით (მათე 9:2). მე-6—8 მუხლებში აღწერილია, თუ რა მოხდა: „ასე უთხრა [იესომ] დავრდომილს: ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში. ისიც წამოდგა და წავიდა თავის სახლში. ამის შემყურე ხალხს უკვირდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ასეთი ხელმწიფება მისცა ადამიანებს“. ამ შემთხვევაშიც ამ სასწაულის შემსწრეები როგორც იესოს მოწაფეები, ისე მისი მტრები იყვნენ. ყურადღება მიაქციეთ, მოწაფეები სიძულვილსა და წინასწარ შექმნილ უარყოფით აზრს კი არ დაუბრმავებია, არამედ ნანახის შედეგად „ღმერთს ადიდებდნენ“.
სხვა ავადმყოფობები: «მოვიდა მასთან [იესოსთან] ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა, შეევედრა და უთხრა: „თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა.“ მარკოზი 1:40—42). ყურადღება მიაქციეთ, იესომ ეს კაცი მოვალეობის მოხდის მიზნით კი არ განკურნა, არამედ მის მიმართ ნამდვილი თანაგრძნობა გამოავლინა. წარმოიდგინეთ, თქვენ რომ ყოფილიყავით კეთროვანი; როგორი გრძნობა დაგეუფლებოდათ, უცებ და უმტკივნეულოდ რომ განეკურნეთ ამ საშინელი, მომაკვდინებელი დაავადებისგან, რომელიც თანდათანობით ამახინჯებს სხეულს და, რომლის გამოც ადამიანი საზოგადოებისგან იზოლირებულად უნდა ცხოვრობდეს? ეჭვგარეშეა, გესმით იმ ერთ-ერთი კეთროვნის, რომელიც სასწაულით განკურნების შემდეგ „პირქვე დაემხო მის [იესოს] ფერხთით და მადლი შესწირა“ (ლუკა 17:12—16).
შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: „მსურს, განიწმიდე!“ და მყისვე მოშორდა კეთრი» (ტრავმა: დაპატიმრებასა და ძელზე გაკვრამდე იესოს მიერ მოხდენილი უკანასკნელი სასწაულიც განკურნება იყო. იესოს დასაპატიმრებლად მოსულთა დანახვაზე მოციქულმა პეტრემ მყისვე „მახვილი... იშიშვლა, დასცხო მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩაათალა“ (იოანე 18:3—5, 10). ამის შესახებ პარალელური ადგილი, რომელიც ლუკას მიერ არის აღწერილი, მოგვითხრობს, რომ იესო „შეეხო ყურს და გაუმრთელა იგი“ (ლუკა 22:50, 51). და ისევ, ეს კაცთმოყვარული ჟესტი კვლავაც როგორც იესოს მეგობრების, ისე მტრების წინაშე იქნა გამოვლენილი, მტრებისა, რომლებიც ამჟამად მისი დამპატიმრებლები იყვნენ.
დიახ, რაც უფრო კარგად ვიკვლევთ იესოს სასწაულებს, მით უფრო ვხვდებით, თუ რამდენად უტყუარია ისინი (2 ტიმოთე 3:16). როგორც ადრე იყო მოხსენიებული, ასეთმა გამოკვლევამ უნდა განგვიმტკიცოს ღვთის იმ აღთქმისადმი რწმენა, რომ მორჩილ ადამიანებს განკურნავს. ბიბლია ქრისტიანულ რწმენას ასე განმარტავს: „რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“ (ებრაელთა 11:1). ცხადია, ღმერთი მოგვიწოდებს, არა ბრმად გვწამდეს ან უსაფუძვლო იმედები გვქონდეს, არამედ მტკიცე რწმენა მყარ საძირკვლებზე ავაგოთ (1 იოანე 4:1). თუ ასეთ რწმენას განვივითარებთ, დავინახავთ, რომ სულიერად უფრო გავძლიერდით, გავჯანსაღდით და უფრო ბედნიერიც გავხდით (მათე 5:3; რომაელთა 10:17).
ჯერ სულიერი გაჯანსაღება უნდა მოხდეს!
ბევრი ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი უბედურია. ზოგი ცხოვრების თვითმკვლელობით დასრულებასაც კი ცდილობს, რადგან მომავლის არავითარი იმედი არა აქვს ან პრობლემებიდან გამოსავალს ვერ ხედავს. ფაქტობრივად, ისინი სულიერად უძლურები არიან; ეს კი ღვთის თვალში ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ფიზიკური უძლურება (იოანე 9:41). მეორე მხრივ, მრავალი ფიზიკურად დაინვალიდებული, მაგალითად, წინა სტატიაში მოხსენიებული კრისტიანი და ჯუნიორი, ბედნიერი და კმაყოფილია. რატომ? იმიტომ რომ სულიერად ჯანმრთელნი არიან და ძალას ბიბლიაზე დაფუძნებული მტკიცე იმედი აძლევთ.
ადამიანთა უნიკალური მოთხოვნილების შესახებ იესომ თქვა: „არა პურითა ერთითა ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათე 4:4). დიახ, ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანებს მატერიალურის გარდა, სხვა რამეც გვჭირდება. ჩვენ ხომ ღვთის „ხატად“ ვართ შექმნილი. ამიტომაც გვჭირდება სულიერი საზრდო ანუ ღვთის შესახებ შემეცნება; აგრეთვე იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა შევესაბამებოდეთ მის განზრახვებს და როგორ შევასრულოთ მისი ნება (დაბადება 1:27; იოანე 4:34). ღვთის შესახებ შემეცნება ჩვენს ცხოვრებას აზრით ავსებს და ღვთისთვის მსახურების ძალას გვაძლევს. ის აგრეთვე დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრებისთვის საფუძვლის ჩაყრაა. „ესაა საუკუნო სიცოცხლე, — თქვა იესომ, — რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).
აღსანიშნავია, რომ იესოს თავისი თანამედროვეები არ ეძახდნენ: „მკურნალო“, არამედ ეძახდნენ: „მოძღვარო“ (ლუკა 3:12; 7:40). რატომ? იმიტომ რომ იესო ხალხს ასწავლიდა სამეფოს შესახებ, რომელიც სამუდამოდ გადაჭრის ადამიანთა პრობლემებს (ლუკა 4:43; იოანე 6:26, 27). ეს ზეციერი მთავრობა, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას, მთელ დედამიწაზე იმმართველებს და მართალი ადამიანებისა და დედამიწის მდგომარეობის აღდგენის შესახებ ყველა ბიბლიურ დანაპირებს შეასრულებს (გამოცხადება 11:15). ამიტომაც დააკავშირა ერთმანეთთან იესომ ლოცვის ნიმუშში ღვთის სამეფოს დამყარება და მისი ნების დედამიწაზე შესრულება (მათე 6:10).
ღვთის შთაგონებით დაწერილი ამ იმედის შესახებ გაგებამ მრავალ ინვალიდს მწუხარების ცრემლები სიხარულის ცრემლებით შეუცვალა (ლუკა 6:21). ფაქტობრივად, ღმერთი არა მარტო ავადმყოფობასა და, მათ შორის, ინვალიდობას მოსპობს, არამედ თვით ადამიანთა ტანჯვის გამომწვევ მიზეზს, ცოდვას, აღმოფხვრის. მართლაც ზემოთ მოხსენიებული ბიბლიური მუხლები, ესაიას 33:24 და მათეს 9:2—7, დაავადებებს ცოდვასთან აკავშირებს (რომაელთა 5:12). მაშასადამე, ცოდვაზე გამარჯვების შემდეგ კაცობრიობა მარადიულად გაიხარებს ‘ღვთის შვილთა დიდებით’ ანუ თავისუფლებით, რომელშიც გონებისა და სხეულის სრულყოფილებაც შედის (რომაელთა 8:21).
ისინი, ვისაც საკმაოდ კარგი ჯანმრთელობა აქვთ, შეიძლება ფიქრობენ, რომ ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ დაინვალიდებულთათვის ეს სულაც არ არის ასე. ამ ადამიანებმა იციან, თუ რამდენად ძვირფასია ჯანმრთელობა და სიცოცხლე და, რამდენად მოულოდნელად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი (ეკლესიასტე 9:11). ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ჟურნალის მკითხველი ინვალიდები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ ღვთის იმ შესანიშნავ აღთქმებს, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი. იესომ საკუთარი სიცოცხლე გაიღო იმისათვის, რომ ეს აღთქმები შესრულებულიყო. სადღა შეიძლება სხვა უკეთესი გარანტიის პოვნა? (მათე 8:16, 17; იოანე 3:16).
[სქოლიოები]
^ აბზ. 6 დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვა-წამებას, იხილეთ ბროშურა: „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“ (გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).