არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აფასებ ღვთის სიყვარულს?

აფასებ ღვთის სიყვარულს?

აფასებ ღვთის სიყვარულს?

ერთხელ იობმა არასრულყოფილი ადამიანის მდგომარეობა ასე აღწერა: „კაცი, ქალის ნაშიერი, დღემოკლეა და სავსეა მღელვარებით; ყვავილივით გამოდის და ჭკნება; ჩრდილოეთით გარბის და კვალს არ ტოვებს“ (იობი 14:1, 2). ცხოვრება, როგორც თავადაც დარწმუნდა იობი, ტანჯვითა და მწუხარებით იყო აღსავსე. გამოგიცდიათ თქვენც მსგავსი რამ?

მაგრამ რა სიძნელეებსა და პრობლემებსაც უნდა ვხვდებოდეთ, მყარი იმედი მაინც გვაქვს, რომელიც ღვთის თანაგრძნობასა და სიყვარულზეა დაფუძნებული. უპირველეს ყოვლისა, ჩვენმა ზეციერმა მოწყალე მამამ გამომსყიდველური მსხვერპლი გაიღო, რათა კაცობრიობა ეხსნა დაცემული, ცოდვილი მდგომარეობიდან. იესო ქრისტემ იოანეს 3:16, 17-ში თქვა: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი [კაცობრიობა], რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. რადგან იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე [იესო] წუთისოფლად, რომ განეკითხა წუთისოფელი, არამედ გადარჩენილიყო მის მიერ“.

აგრეთვე გავიხსენოთ, როგორი სიყვარულით გვექცევა არასრულყოფილ ადამიანებს ღმერთი. მოციქულმა პავლემ თქვა: „ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი მოდგმა, რათა დედამიწის ზურგზე დასახლებულიყვნენ. წინასწარ დააწესა მათ დასასახლებლად დრონი და საზღვრები, რათა ეძიათ ღმერთი. ვინძლო ეგრძნოთ იგი და ეპოვათ, თუმცა შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან“ (საქმეები 17:26, 27). დაფიქრდით! თუმცა არასრულყოფილები ვართ, მაინც შეგვიძლია ჩვენ საყვარელ შემოქმედთან, იეჰოვა ღმერთთან, ახლო ურთიერთობით გავიხაროთ.

მაშ, მომავალს იმედის თვალით შეგვიძლია შევხედოთ, რადგან ვიცით, რომ ღმერთი ზრუნავს ჩვენზე და ყველაფერს ჩვენი მარადიული სიკეთისთვის გააკეთებს (1 პეტრე 5:7; 2 პეტრე 3:13). ამიტომ, საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, რომ უფრო მეტი გავიგოთ ჩვენს მოსიყვარულე ღმერთზე მისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით.