გაიხარეთ იეჰოვას სიმართლით
გაიხარეთ იეჰოვას სიმართლით
„სიმართლისა და მადლის მიმდევარი სიცოცხლეს, სიმართლეს და დიდებას ჰპოვებს“ (იგავნი 21:21).
1. დღევანდელი საზოგადოების მიერ არჩეულმა რომელმა გზამ მიგვიყვანა სავალალო შედეგებამდე?
„არის გზა, კაცს სწორი რომ ჰგონია, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა“ (იგავნი 16:25). რაოდენ ზუსტად აღწერს ბიბლია მრავალ ჩვენს თანამედროვეს! ძირითადად, ადამიანები ისე იქცევიან, როგორც თვითონ მიიჩნევენ სწორად და სრულიად არ ფიქრობენ სხვების მოთხოვნილებებზე (იგავნი 21:2). ისინი თითქოსდა ემორჩილებიან სახელმწიფო კანონებსა და ნორმებს, სინამდვილეში კი ყველანაირად ცდილობენ, დაუსჯელად გვერდი აუარონ მათ. შედეგიც სახეზეა — დაყოფილი და დაქსაქსული საზოგადოება (2 ტიმოთე 3:1—5).
2. რა არის აუცილებელი ადამიანთა კეთილდღეობისთვის?
2 ჩვენ საკეთილდღეოდ — მთელი კაცობრიობის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის — აუცილებლად გვესაჭიროება სწორი და სამართლიანი კანონები ან ნორმები, რომლებსაც ყველა ერთხმად მიიღებდა და დაემორჩილებოდა. როგორც ჩანს, რაოდენ ბრძენი და სამართლიანიც უნდა იყოს ადამიანი, მის მიერ დადგენილი ვერც ერთი კანონი თუ ნორმა ვერ დააკმაყოფილებდა ამ მოთხოვნილებას (იერემია 10:23; რომაელთა 3:10, 23). სად შეიძლება ასეთი ნორმების პოვნა და როგორი უნდა იყოს ისინი? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვმართებს ამ ნორმების უსიტყვოდ მიღება?
სამართლიანი ნორმების პოვნა
3. ვის შეუძლია დაადგინოს ყველასთვის მისაღები და სასარგებლო ნორმები და რატომ?
3 ყველასთვის მისაღები და სასარგებლო ნორმების საპოვნელად მას უნდა მივმართოთ, ვინც არ არის შეზღუდული რასობრივი, კულტურული თუ პოლიტიკური საზღვრებით და არ ახასიათებს ადამიანური წინდაუხედაობა და შეცდომები. უეჭველია, ერთადერთი, ვინც შეესაბამება ასეთ მოთხოვნებს, არის ყოვლისშემძლე შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, რომელიც ამბობს: „როგორც ცა არის მაღალი მიწაზე, ასევე მაღალია ჩემი გზები ესაია 55:9). ამასთანავე, ბიბლია იეჰოვას შესახებ გვაუწყებს, რომ „ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი“ (მეორე რჯული 32:4). ბიბლიაში არაერთხელ გვხვდება გამოთქმა: „მართალია უფალი“ (გამოსვლა 9:27; მეორე ნეშტთა 12:6; ფსალმუნი 10:7; 128:4; გოდება იერემიასი 1:18; გამოცხადება 19:2). დიახ, ჩვენ შეგვიძლია სიმართლის ეტალონად მივიჩნიოთ იეჰოვა, ვინაიდან ის არის სანდო, სამართლიანი და მართალი.
თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები თქვენს ზრახვებზე“ (4. რას ნიშნავს სიტყვა „მართალი“?
4 მრავალი უარყოფითად უყურებს ან ღიზიანდება მათზე, ვინც სხვებისგან სამართლიანობით ან სიწმინდით გამოირჩევა; ასეთებს თვალთმაქცებად ან მოჩვენებით ღვთისმოსავებად მიიჩნევენ. ერთ-ერთი ლექსიკონის თანახმად „მართალი“ არის: „სამართლიანი, სიმართლის მოყვარული, კეთილი, უდანაშაულო, უცოდველი; ის, ვინც ემორჩილება ზნეობრიობის ღვთიურ პრინციპებს“. ნუთუ არ გსურთ, დაემორჩილოთ ასეთ შესანიშნავ კანონებსა თუ ნორმებს?
5. განმარტეთ, რა მნიშვნელობით არის გამოყენებული ბიბლიაში სიმართლე.
5 „სიმართლის“ შესახებ „იუდაურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „სიმართლე არ არის აბსტრაქტული მცნება; ეს ნიშნავს ყველაფერში სწორ და მართალ მოქმედებებს“. მაგალითად, ღვთის სიმართლე არ არის შინაგანი ან პიროვნული თვისება, ისევე როგორც მისი სიწმინდე და სისპეტაკე. პირიქით, ის ავლენს თავის ბუნებას მოქმედებებით, რომლებიც ყოველთვის სწორი და სამართლიანია. შეგვეძლო გვეთქვა, რომ, ვინაიდან იეჰოვა არის წმინდა და უბიწო, ყველაფერი, რასაც ის აკეთებს და რაც მისგან გამომდინარეობს, მართალია. როგორც ბიბლია გვეუბნება: „მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში“ (ფსალმუნი 144:17).
6. რა თქვა პავლემ თავის თანამედროვე ზოგიერთ ურწმუნო იუდეველზე და რატომ?
6 მოციქულმა პავლემ ხაზი გაუსვა ამ საკითხს რომში მცხოვრები ქრისტიანებისადმი მიწერილ წერილში. ზოგიერთი ურწმუნო იუდეველის შესახებ ის წერდა: „რადგან ღვთის სიმართლე ვერ შეიცნეს და ცდილობდნენ საკუთარი სიმართლის დადგენას და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ“ (რომაელთა 10:3). რატომ ამბობს პავლე, რომ მათ ‘ვერ შეიცნეს ღვთის სიმართლე’? ნუთუ ისინი არ იყვნენ განსწავლილი ღვთის რჯულით ანუ მისი სამართლიანი ნორმებით? რა თქმა უნდა, მათ იცოდნენ ყოველივე ეს. მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ სხვებთან ურთიერთობაში ეხელმძღვანელათ ყველასთვის მისაღები ნორმებით, უმრავლესობა სიმართლეს მხოლოდ პირად ღირსებად მიიჩნევდა, რომელიც თითქოსდა რელიგიური წესების ზედმიწევნით, გულმოდგინე დაცვით მიიღწეოდა. იესოს დროინდელი რელიგიური წინამძღოლების მსგავსად, ისინიც ვერ ჩასწვდნენ სამართლიანობისა და სიმართლის არსს (მათე 23:23—28).
7. როგორ ვლინდება იეჰოვას სიმართლე?
7 მათგან მკვეთრად განსხვავებით, იეჰოვას სიმართლე გამოიხატება და ნათლად ჩანს ყველა მის საქმეში. თუმცა მისი სიმართლე მოითხოვს, რომ თვალი არ დახუჭოს განზრახ ჩადენილ ცოდვებზე, ის არ არის უგრძნობი და სასტიკი, საშიში და მიუწვდომელი ღმერთი. პირიქით, მისი სიმართლის საფუძველზე კაცობრიობას მასთან მიახლოების და ცოდვის სავალალო შედეგებისგან გათავისუფლების შესაძლებლობა მიეცა. ამიტომ, სრულიად მართებულად არის იეჰოვა აღწერილი როგორც „მართალი ღმერთი და მაცხოვარი“ (ესაია 45:21).
სიმართლე და ხსნა
8, 9. რა მხრივ ავლენდა ღვთის სიმართლეს მოსეს რჯული?
8 იმისათვის, რომ გავიგოთ, რა კავშირია ღვთის სიმართლესა და კაცობრიობის ხსნისკენ მიმართულ სიყვარულიდან გამომდინარე საქმეებს შორის, განვიხილოთ რჯული, რომელიც ისრაელ ერს მიეცა მოსეს მეშვეობით. უეჭველია, ეს რჯული სამართლიანი იყო. თავისი ბოლო სიტყვებით მოსემ შეახსენა ისრაელებს: „რომელი დიდი ერია, რომელსაც ჰქონდეს ასეთი წესები და სწორი სამართალი, როგორც მთელი ეს რჯულია, დღეს რომ გაძლევთ“ (მეორე რჯული 4:8). ასწლეულების შემდეგ ისრაელის მეფე დავითმა განაცხადა: „მარადიულია უფლის განსჯანი — ჭეშმარიტნი, მართალნი ერთობ“ (ფსალმუნი 18:10).
9 რჯულის მეშვეობით იეჰოვამ ცხადი გახადა სწორისა და არასწორის განმასხვავებელი სრულყოფილი ნორმები. რჯულში მოცემული იყო დეტალური მითითებები ისრაელებისთვის და ამ მითითებებს არა მარტო რელიგიური ხასიათი ჰქონდათ, არამედ საქმიან გარიგებებს, ოჯახურ ურთიერთობებს, საკვებისგან თავის შეკავებას, ჰიგიენის საკითხებსა და, რა თქმა უნდა, სამართლებრივ გადაწყვეტილებებს ეხებოდა. რჯული ასევე შეიცავდა მკაცრ გაფრთხილებებს სასჯელთან დაკავშირებით და ზოგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯასაც კი ითვალისწინებდა *. მაგრამ, იყო რჯულში აღწერილი ღვთის სამართლიანი მოთხოვნები მძიმე და აუტანელი ტვირთი ხალხისთვის? წაართვა ამ რჯულმა თავისუფლება და სიხარული ხალხს, როგორც ამას მრავალი აცხადებს დღეს?
10. რას გრძნობენ იეჰოვას მოყვარულები მისი კანონებისადმი?
10 მათ, ვისაც იეჰოვა უყვართ, ხარობენ მისი სამართლიანი კანონებითა თუ მითითებებით. მაგალითად, დავით მეფე არა მარტო აცნობიერებდა, რომ იეჰოვას სამართლებრივი გადაწყვეტილებები სწორი და მართალი იყო, არამედ მათდამი გულწრფელი სიყვარულითა და მადლიერების გრძნობით იყო გამსჭვალული. იეჰოვას კანონებისა და სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ ის წერდა: „სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა. და შენი მორჩილი მათით არის განათებული; დიდია საზღაური მათი დაცვისათვის“ (11. როგორ გახდა რჯული „ქრისტემდე მიმყვანი ჩვენი აღმზრდელი“?
11 საუკუნეების შემდეგ, პავლემ რჯულის კიდევ ერთ ღირსებაზე მიუთითა. ის გალატელებს სწერდა: «ამრიგად, რჯული იყო ჩვენი წარმმართველი ქრისტესაკენ [„ქრისტემდე მიმყვანი ჩვენი აღმზრდელი“, აქ], რათა გავმართლებულიყავით რწმენით» (გალატელთა 3:24). პავლეს დღეებში აღმზრდელები დიდ ოჯახებში მომსახურეები ან მონები იყვნენ. მათს მოვალეობაში შედიოდა ბავშვების უსაფრთხოებაზე ზრუნვა და სკოლამდე მიყვანა. მსგავსადვე, რჯული ისრაელ ერს მორალური დაცემისა და მათ გარშემო მცხოვრები ხალხების რელიგიის ზეგავლენისგან იცავდა (მეორე რჯული 18:9—13; გალატელთა 3:23). ამასთანავე, რჯული ახსენებდა ისრაელიანებს მათ ცოდვილ მდგომარეობას და იმას, რომ მიტევებასა და ხსნას საჭიროებდნენ (გალატელთა 3:19). უამრავი ცხოველური მსხვერპლთშესაწირავი ხაზს უსვამდა გამომსყიდველური მსხვერპლის აუცილებლობას და წარმოადგენდა წინასწარმეტყველურ ნიმუშს, რომლითაც ჭეშმარიტ მესიას ამოიცნობდნენ (ებრაელთა 10:1, 11, 12). ამგვარად, მას ხალხის კეთილდღეობა და მარადიული ხსნა ჰქონდა მხედველობაში, როდესაც თავისი სიმართლე რჯულის მეშვეობით გამოავლინა.
ღმერთმა მათ მართლები უწოდა
12. რას მიაღწევდნენ ისრაელები რჯულის გულმოდგინე დაცვით?
12 ვინაიდან იეჰოვას მიერ მიცემული რჯული ყოველმხრივ სამართლიანი იყო, ამ რჯულის დამცველი ისრაელებიც ღვთის წინაშე გამართლდებოდნენ. აღთქმულ მიწაზე შესვლის წინ მოსემ მეორე რჯული 6:25). იეჰოვამ კი მათ აღუთქვა: „დაიცავით ჩემი წესები და ჩემი სამართალი; ადამიანი, რომელიც მათ აღასრულებს, ცოცხალი იქნება მათი წყალობით. მე ვარ უფალი“ (ლევიანნი 18:5; რომაელთა 10:5).
ისრაელებს შეახსენა: „ჩვენი იქნება სიმართლე, თუ შევასრულებთ ყველა იმ მცნებას უფლის, ჩვენი ღმერთის წინაშე, როგორც უბრძანებია ჩვენთვის“ (13. მოიქცა თუ არა იეჰოვა უსამართლოდ, როდესაც თავის ხალხს სამართლიანი რჯულის დაცვა მოსთხოვა? ახსენით.
13 სამწუხაროდ, მთლიანობაში ისრაელმა ერმა არ ‘შეასრულა ყველა ის მცნება უფლის წინაშე’ და შედეგად აღთქმული კურთხევები დაკარგა. მათ ვერ შეძლეს ღვთის ყველა მითითების შესრულება, ვინაიდან რჯული მათგან განსხვავებით სრულყოფილი იყო. ნიშნავს ეს, რომ ღმერთი უსამართლოა? რა თქმა უნდა, არა. პავლე წერდა: „თუ ასეა, რაღა ვთქვათ? ნუთუ უსამართლობაა ღმერთთან? არამც და არამც“ (რომაელთა 9:14). ისიც აღსანიშნავია, რომ რჯულამდე და მის მერეც ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებსაც, მიუხედავად მათი არასრულყოფილებისა და ცოდვისკენ მიდრეკილებისა, ღმერთმა მართლები უწოდა. ამ ღვთისმოშიშ ხალხს შორის ვხვდებით: ნოეს, აბრაამს, იობს, რახაბს და დანიელს (დაბადება 7:1; 15:6; იობი 1:1; ეზეკიელი 14:14; იაკობი 2:25). იბადება კითხვა: რის საფუძველზე უწოდა მათ ღმერთმა მართლები?
14. რას გულისხმობს ბიბლია, როდესაც ადამიანებს „მართლებს“ უწოდებს?
14 როდესაც ბიბლია ადამიანებს უწოდებს „მართლებს“, ამაში არ იგულისხმება ცოდვისგან თავისუფლება ან სრულყოფილება, არამედ ის, ასრულებენ თუ არა ისინი თავიანთ ვალდებულებებს ღვთისა და ადამიანთა წინაშე. მაგალითად, ნოეს ეწოდა „მართალი“ და „სრული კაცი თავის თაობაში“ იმიტომ, რომ „ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაარიგა. ასე გააკეთა“ (დაბადება 6:9, 22; მალაქია 3:18). იოანე ნათლისმცემლის მშობლები, ზაქარია და ელისაბედი „მართლები იყვნენ ღვთის წინაშე, უბიწოდ იქცეოდნენ უფლის ყოველი მცნებითა და წესდებით“ (ლუკა 1:6). არაისრაელი, რომაელი ასისთავი, კორნელიოსიც კი „მართალ და ღვთისმოშიშ კაცად“ მოიხსენიება (საქმეები 10:22).
15. რასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული სიმართლე?
15 უფრო მეტიც, ადამიანთა სიმართლე დაკავშირებულია მათ გულებთან — რწმენასთან, მადლიერების გრძნობასთან, ღვთისა და მისი აღთქმების სიყვარულთან. ეს არ არის მხოლოდ ღვთის მოთხოვნების შესრულება. ბიბლია ამბობს, რომ აბრაამი «ერწმუნა უფალს, ხოლო მან სიწრფელეში [„სიმართლეში“, აქ] ჩაუთვალა ეს» (დაბადება 15:6). აბრაამმა ირწმუნა არა მარტო ღვთის არსებობა, არამედ მისი აღთქმა „თესლთან“ დაკავშირებით (დაბადება 3:15; 12:2; 15:5; 22:18). აბრაამის მიერ გამოვლენილი ასეთი რწმენისა და ამ რწმენის შესაბამისი საქმეების საფუძველზე, იეჰოვას ჰქონდა მასთან ურთიერთობა და აკურთხა კიდეც ის. მსგავსადვე აკურთხა ღმერთმა სხვა ერთგული მსახურებიც, მიუხედავად მათი არასრულყოფილებისა (ფსალმუნი 36:10; რომაელთა 4:20—22).
16. რას მოგვიტანს გამოსყიდვისადმი რწმენა?
16 დაბოლოს, ადამიანთა სიმართლე დამოკიდებულია იმაზე, ავლენენ თუ არა ისინი იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენას. პირველი საუკუნის ქრისტიანებს პავლე სწერდა: „უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით“ (რომაელთა 3:24). პავლე აქ ქრისტეს ზეციური სამეფოს მომავალ თანამემკვიდრეებზე საუბრობდა. მაგრამ, იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი მილიონებს აძლევს საშუალებას გამართლდნენ ღვთის წინაშე. მოციქულმა იოანემ ხილვაში ნახა: „უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო,.. იდგნენ ტახტის წინ და კრავის წინ სპეტაკი სამოსელით შემოსილნი“. თეთრი სამოსელი ღვთის წინაშე მათ სუფთა და მართალ მდგომარეობაზე მიუთითებს, ვინაიდან მათ „გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“ (გამოცხადება 7:9, 14).
გაიხარეთ იეჰოვას სიმართლით
17. რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, თუ გვსურს, მივყვეთ სიმართლეს?
17 იეჰოვას მიერ თავისი ძის, იესო ქრისტეს, შემოწირვა არ ნიშნავს, რომ თავისთავად ვმართლდებით ღვთის წინაშე. საჭიროა გამოსყიდვისადმი რწმენა განვივითაროთ, ცხოვრება ღვთის ნორმებთან შევათანხმოთ, იეჰოვას თავი მივუძღვნათ და ამის ნიშნად წყალში მოვინათლოთ. ასევე აუცილებელია მივყვეთ სიმართლეს და განვავითაროთ სხვა სულიერი თვისებები. პავლემ ზეციური მოწოდების მქონე მონათლულ ქრისტიან ტიმოთეს ურჩია: „მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს“ (1 ტიმოთე 6:11; 2 ტიმოთე 2:22). იესომაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია განუწყვეტელი ძალისხმევა: „თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე“. შესაძლოა, მთელი გულით ვეძებთ სამეფოს კურთხევებს, მაგრამ ვახმართ ასეთივე ძალისხმევას იეჰოვას მართალი გზების ძიებას? (მათე 6:33).
18. ა) რატომ არ არის ადვილი მიჰყვე სიმართლეს? ბ) რა შეგვიძლია ვისწავლოთ ლოტის მაგალითიდან?
18 რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, მიჰყვე სიმართლეს, რადგან ყველანი არასრულყოფილები და უსამართლობისკენ მიდრეკილები ვართ (ესაია 64:5). გარდა ამისა, ისეთ ხალხს შორის ვცხოვრობთ, რომლებსაც სრულიად არ აინტერესებთ იეჰოვას მართალი გზები. ჩვენი მდგომარეობა ძალიან ჰგავს ბოროტებით სახელგანთქმულ ქალაქ სოდომში მცხოვრებ ლოტის მდგომარეობას. მოციქული პეტრე გვიხსნის, თუ რატომ გადაწყვიტა იეჰოვამ მოახლოებული განადგურების დროს, ეხსნა ლოტი. პეტრე ამბობს: „ეს მართალი კაცი, რაკი მათ შორის ცხოვრობდა, დღითი დღე თავისი მართალი სულით იტანჯებოდა, მათ უკანონო საქმეებს რომ ხედავდა და ისმენდა“ (2 პეტრე 2:7, 8). ამიტომ, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: „ხომ არ მომწონს ის ამორალური ქმედებები, რომლებიც გარშემო ხდება? უბრალოდ არ მომწონს გართობის ან სპორტის პოპულარული, მაგრამ სასტიკი სახეობები? თუ ლოტის მსგავსად ვიტანჯები ასეთი უსამართლო საქმეების გამო?“.
19. რა კურთხევებს მივიღებთ, თუ გავიხარებთ იეჰოვას სიმართლით?
19 ამ საშიშ და ცვალებად დროს, იეჰოვას სიმართლე უსაფრთხოებისა და დაცვის წყაროა. ფსალმუნი 14:1, 2). თუ მივყვებით ღვთის სიმართლეს და ვხარობთ მისით, შევძლებთ მასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას და მისგან კეთილგანწყობილებისა და კურთხევების მიღებას. ამგვარად შევინარჩუნებთ კმაყოფილების გრძნობას, საკუთარი თავისადმი პატივისცემას და სულის სიმშვიდეს. „სიმართლისა და მადლის მიმდევარი სიცოცხლეს, სიმართლეს და დიდებას ჰპოვებს“, — ამბობს ღვთის სიტყვა (იგავნი 21:21). გარდა ამისა, თუკი ვეცდებით ყველაფერში სწორად და სამართლიანად მოვიქცეთ, სხვებთან კარგი ურთიერთობა გვექნება და მორალურად თუ სულიერად გავიუმჯობესებთ ცხოვრებას. ფსალმუნმომღერალმა განაცხადა: „ნეტარ არიან სამართლის დამცველნი და სიმართლის მოქმედნი ყოველ ჟამს“ (ფსალმუნი 105:3).
კითხვებზე: „უფალო! ვინ დაისადგურებს შენს კარავში? ვინ დამკვიდრდება შენს წმინდა მთაზე?“ მეფე დავითი პასუხობს: „ვინც უმწიკვლოდ დადის და სიმართლის მოქმედია“ ([სქოლიოები]
^ აბზ. 9 მოსეს რჯულის შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია იხილეთ სტატიაში „რჯულის შეთანხმების ზოგიერთი თავისებურება“, იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ორტომეულიდან: „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, II ტომი, გვ. 214—220 (ინგლ.).
შეგიძლია განმარტო?
• რა არის სიმართლე?
• როგორ არის ხსნა დამოკიდებული ღვთის სიმართლეზე?
• რის საფუძველზე მართლდებიან ადამიანები ღვთის წინაშე?
• როგორ შეგვიძლია გავიხაროთ იეჰოვას სიმართლით?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 15 გვერდზე]
მეფე დავითს გულწრფელად უყვარდა ღვთის კანონები.
[სურათები 16 გვერდზე]
ღმერთმა ნოეს, აბრაამს, ზაქარიას, ელისაბედსა და კორნელიოსს მართლები უწოდა. იცით, რატომ?