კეთილი საქმეებისთვის განწმენდილი ხალხი
კეთილი საქმეებისთვის განწმენდილი ხალხი
„განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისაგან, ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმიდე“ (2 კორინთელთა 7:1).
1. რას მოითხოვს იეჰოვა თავისი თაყვანისმცემლებისგან?
„ვინ ავა უფლის მთაზე ან ვინ დადგება მის წმიდა ადგილზე?“. მეფე დავითმა იეჰოვასთვის მისაღები თაყვანისმცემლობის შესახებ დამაფიქრებელი კითხვა დასვა და შემდეგ თავადვე უპასუხა: „ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაპოტინებია და ყალბად არ დაუფიცია“ (ფსალმუნი 23:3, 4). მას, ვისაც სურს, ემსახუროს იეჰოვას, რომელიც სიწმინდის განსახიერებაა, თავადაც სუფთა და წმინდა უნდა იყოს. დიდი ხნის წინ, იეჰოვამ შეახსენა ერთად შეკრებილ ისრაელ ერს: „გაწმიდავდით და წმიდა იქნებით, როგორც მე ვარ წმიდა“ (ლევიანნი 11:44, 45; 19:2).
2. როგორ გაუსვეს ხაზი პავლემ და იაკობმა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში სიწმინდის აუცილებლობას?
2 საუკუნეების შემდეგ მოციქული პავლე მორალურად გახრწნილ კორინთში მცხოვრებ თანაქრისტიანებს სწერდა: „ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როცა ასეთი აღთქმანი გვაქვს, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისაგან, ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმიდე“ (2 კორინთელთა 7:1). ამით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ღმერთთან კარგი ურთიერთობის დასამყარებლად და მის მიერ აღთქმული კურთხევების მისაღებად აუცილებელია გასუფთავება და გათავისუფლება ფიზიკური თუ სულიერი სიბინძურისა და გახრწნილებისგან. მსგავსადვე, ღვთისთვის მისაღები თაყვანისმცემლობის შესახებ მოწაფე იაკობი წერდა: „წმიდა და შეუბღალავი სამსახური ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი წუთისოფლისაგან“ (იაკობი 1:27).
3. რაზე უნდა ვიფიქროთ სერიოზულად, თუ გვსურს, რომ ჩვენი თაყვანისმცემლობა ღვთისთვის მისაღები იყოს?
3 რადგან სუფთად, წმინდად და შეუბღალავად ყოფნა ასე მნიშვნელოვანია ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის, ყველა, ვისაც ღვთის მოწონების დამსახურება სურს, სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ საკითხს. რადგან დღეს ადამიანებს სისუფთავესთან დაკავშირებით საკმაოდ განსხვავებული ნორმები და შეხედულებები აქვთ, გვმართებს გავიგოთ და დავემორჩილოთ იეჰოვასთვის მისაღებ სიწმინდის ნორმებს. აგრეთვე უნდა გავიგოთ, რას მოითხოვს ღმერთი თავისი თაყვანისმცემლებისგან ამ საკითხთან დაკავშირებით და რა გააკეთა მან იმისათვის, რომ მიგვეღო და შეგვენარჩუნებინა სიწმინდე (ფსალმუნი 118:9; დანიელი 12:10).
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის განწმენდილნი
4. როგორ განმარტავს ბიბლია სიწმინდეს?
4 მრავალს ჰგონია, რომ სიწმინდე მხოლოდ ჭუჭყისა და მტვრის მოცილებას ნიშნავს. მაგრამ ბიბლიაში, სისუფთავესთან დაკავშირებული რამდენიმე ებრაული და ბერძნული სიტყვა, უფრო ზნეობრივ, სულიერ სისუფთავეზე მიუთითებს, ვიდრე ფიზიკურზე. ერთი ბიბლიური ენციკლოპედია აღნიშნავს: «ტერმინები „სიწმინდე“ და „უწმინდურება“ იშვიათად გამოიყენება ჰიგიენასთან დაკავშირებით. მათ უფრო რელიგიური დატვირთვა აქვთ. ამიტომ „სიწმინდის“ პრინციპი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროზე მოქმედებს».
5. ისრაელთა სიწმინდის რა ასპექტებს მოიცავდა მოსეს რჯული?
5 მოსეს რჯული შეიცავდა კანონებსა და წესებს, რომლებიც ისრაელთა ცხოვრების ყველა სფეროს ეხებოდა, ასევე განმარტავდა, რა იყო წმინდა და მისაღები და რა — არა. მაგალითად, ლევიანთა მე-11—15 თავებში ვხვდებით დაწვრილებით მითითებებს სიწმინდესა და უწმინდურებასთან დაკავშირებით. ზოგი ცხოველი უწმინდურად ითვლებოდა და ისრაელებს ეკრძალებოდათ მათი ჭამა. მშობიარობის შემდეგ ქალი გარკვეული დროის მანძილზე უწმინდურად ითვლებოდა. კანის ზოგიერთი დაავადება, განსაკუთრებით კეთრი, და ქალისა თუ მამაკაცის სასქესო ორგანოებიდან გამონადენი, პიროვნების უწმინდურების მიზეზი ხდებოდა. რჯული ასევე აზუსტებდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ასეთ შემთხვევებში უწმინდურები. მაგალითად, რიცხვნის 5:2-ში ვკითხულობთ: „უბრძანე ისრაელიანებს, გაიყვანონ ბანაკიდან ყველა კეთროვანი, ყველა წიდოვანი და მკვდრისგან გაუწმიდურებული“.
6. რა მიზანს ემსახურებოდა სიწმინდის თაობაზე მიცემული რჯული?
6 ეჭვგარეშეა, იეჰოვას მსგავსმა კანონებმა მედიცინასა და ფიზიოლოგიაში დროს გაუსწრო და მათ სარგებლობას ემსახურებოდა, ვინც ამ კანონებს ემორჩილებოდა. თუმცა ეს კანონები არ ყოფილა სამედიცინო ცნობარი ან სახელმძღვანელო. ის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ნაწილი იყო. ის ფაქტი, რომ რჯული ეხებოდა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებას: კვებას, შობადობას, ოჯახურ ურთიერთობებსა და მრავალ სხვას, იმაზე მიუთითებდა, რომ იეჰოვა, მათი ღმერთი, წყვეტდა, რა იყო მართებული და რა — არა მისადმი მიძღვნილი ხალხის ცხოვრების ყველა სფეროში (მეორე რჯული 7:6; ფსალმუნი 134:4).
7. რა კურთხევას მიიღებდა ისრაელი ერი რჯულის დაცვით?
7 რჯულის შეთანხმება ისრაელ ერს მათ გარშემო მყოფი ხალხების გამხრწნელი ზეგავლენისგანაც იცავდა. თუ ერთგულად დაიცავდნენ რჯულს, მათ შორის იეჰოვას წინაშე სიწმინდის შესანარჩუნებლად აუცილებელ ყველა მოთხოვნას, ისრაელიანთა მსახურება მისაღები იქნებოდა ღვთისთვის და კურთხევებსაც მიიღებდნენ. ამასთან დაკავშირებით იეჰოვამ უთხრა ისრაელ ერს: „ამიერიდან თუ შეისმენთ ჩემს სიტყვას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ჩემს საკუთრებად გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა. მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად მეყოლებით“ (გამოსვლა 19:5, 6; მეორე რჯული 26:19).
8. რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ქრისტიანებმა იმას, თუ რას ამბობდა მოსეს რჯული სიწმინდის შესახებ?
8 რადგან იეჰოვამ რჯულში ჩართო ისეთი საკითხები, რომლებიც ასწავლიდა ისრაელებს, როგორ კოლასელთა 2:17, აქ; ებრაელთა 10:1). თუ იეჰოვა ღმერთი, რომელიც ამბობს: ‘არ ვიცვლებიო’, ძველ დროს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის სისუფთავესა და სიწმინდეს ასე მნიშვნელოვნად თვლიდა, დღეს ჩვენც ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ფიზიკურ, ზნეობრივ და სულიერ სიწმინდეს, თუ გვსურს, ღვთის კეთილგანწყობა დავიმსახუროთ და მისი კურთხევები მივიღოთ (მალაქია 3:6; რომაელთა 15:4; 1 კორინთელთა 10:11, 31).
გამხდარიყვნენ სუფთები, წმინდები და ღვთის მოსაწონები, განა დღევანდელი ქრისტიანებიც არ უნდა დაემორჩილონ ამ მოთხოვნებს? თუმცა რჯულის დაცვა არ ევალებათ, ქრისტიანებს მართებთ, გულთან ახლოს მიიტანონ პავლეს განმარტება, რომ ყოველივე, რაც რჯულშია „მომავლის ჩრდილია, სინამდვილე კი ქრისტესია“ (ფიზიკური სისუფთავე დადებითად გვახასიათებს
9, 10. ა) რატომ არის ფიზიკური სისუფთავე ასე მნიშვნელოვანი ქრისტიანებისთვის? ბ) ხშირად როგორი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე იეჰოვას მოწმეების კონგრესებს?
9 არის ფიზიკური სისუფთავე დღესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილი? თუმცა მხოლოდ ფიზიკური სისუფთავის გამო ვერ გავხდებით ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, ფიზიკური სისუფთავის შეძლებისდაგვარად დაცვა უდავოდ მოეთხოვება ღვთის მსახურს. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ხალხი სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ გარეგნობას, ჩაცმულობასა თუ გარემოს, ისინი, რომლებიც იცავენ სისუფთავეს, შეუმჩნევლები არ რჩებიან. ამას კარგი შედეგები მოაქვს. პავლე წერდა კორინთოელ ქრისტიანებს: „ჩვენ არაფერში არ ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა მსახურება არ შეიბღალოს, არამედ ყველაფერში წარმოვდგებით, როგორც ღვთის მსახურნი“ (2 კორინთელთა 6:3, 4).
10 ხშირად, იეჰოვას მოწმეები დიდ კონგრესებზე გამოვლენილი სისუფთავის, მოწესრიგებულობისა და მოკრძალებული ქცევისა თუ ჩვევებისთვის გარეშეთა ქებას იმსახურებენ. მაგალითად, სავონას პროვინციაში (იტალია) ჩატარებული კონგრესის შესახებ გაზეთი „ლა სტამპა“ იუწყებოდა: „პირველი, რაც თვალში გხვდება, იქ მყოფი ხალხის სისუფთავე და მოწესრიგებულობაა“. ბრაზილიაში, სან-პაულუს სტადიონზე ჩატარებული კონგრესის შემდეგ, ერთმა ხელმძღვანელმა სტადიონის სისუფთავეზე პასუხისმგებელ პირს განუცხადა: „ამიერიდან, გვინდა, რომ სტადიონი ისე დაასუფთაოთ, როგორც ეს იეჰოვას მოწმეებმა გააკეთეს“. იმავე სტადიონის სხვა ხელმძღვანელმა კი თქვა: „ერთადერთი, რაზეც მოლაპარაკება მოგვიწევს, როდესაც იეჰოვას მოწმეები სტადიონის დაქირავებას მოისურვებენ, იქნება მხოლოდ თარიღი და სხვა არაფერი“.
11, 12. ა) რომელი ბიბლიური პრინციპი უნდა გამოვიყენოთ პირად სისუფთავესთან დაკავშირებით? ბ) რა კითხვები უნდა დავუსვათ თავს პირად ჩვევებსა და ქცევებთან დაკავშირებით?
11 თუ ჩვენი თაყვანისცემის ადგილების სისუფთავე და მოწესრიგებულობა განადიდებს ჩვენს ღმერთს, მსგავსადვე განადიდებს მას იმავე თვისების გამოვლენა პირად ცხოვრებაში. მაგრამ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საკუთარ სახლში შეგვიძლია სისუფთავეზე ხელი ავიღოთ და საკუთარი სურვილისამებრ მოვიქცეთ. ხოლო რაც შეეხება ჩაცმულობასა და გარეგნობას, რა თქმა უნდა, შეგვიძლია თავად გავაკეთოთ არჩევანი, რა უფრო მოსახერხებელია ჩვენთვის და რა გვიხდება! თუმცა, ძირითადად, ეს თავისუფლება მხოლოდ პირობითია. გავიხსენოთ პავლეს გაფრთხილება, როდესაც საქმე ეხებოდა გარკვეული საკვების არჩევას. მან თანაქრისტიანებს მისწერა: „გაფრთხილდით, რომ ეს თქვენი თავისუფლება დაბრკოლება არ გახდეს უძლურთათვის“. შემდეგ მან მოიყვანა ბრწყინვალე პრინციპი: „ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს“ (1 კორინთელთა 8:9; 10:23). როგორ გამოვიყენოთ პავლეს რჩევა სისუფთავესთან დაკავშირებით?
12 ცხადია, ხალხი მოელის, რომ ღვთის მსახურები ცხოვრების ყველა სფეროში სუფთები და მოწესრიგებულები უნდა იყვნენ. ამიტომ გვმართებს, რომ ჩვენი სახლი და მიმდებარე ტერიტორია არ გახდეს ჩვენი, როგორც ღვთის სიტყვის 2 პეტრე 3:13). მსგავსადვე, ჩვენს გარეგნობას, იქნება ეს თავისუფალ დროს თუ მსახურებისას, შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს იმ ცნობის მნიშვნელოვნება, რომელსაც ვქადაგებთ. მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა ერთმა მექსიკელმა ჟურნალისტმა: „ნამდვილად, იეჰოვას მოწმეთა რიგებში მრავალი ახალგაზრდაა; და როგორ გამოირჩევიან ისინი თავიანთი ვარცხნილობით, სისუფთავითა და სათანადო ჩაცმულობით“. რაოდენ სასიამოვნოა ჩვენ გარშემო ასეთი ახალგაზრდების ხილვა!
მსახურების, დამამცირებელი. რას ცხადყოფს ჩვენი სახლი ჩვენზე და ჩვენს რწმენაზე? აჩვენებს ის, რომ ძალიან გვსურს, ვიცხოვროთ განწმენდილ და სუფთა ახალ სამართლიან ქვეყნიერებაში, რომლის შესახებაც ასე გულმოდგინედ ვუყვებით სხვებს? (13. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ყველა სფეროში სისუფთავე და წესრიგი შევინარჩუნოთ?
13 რა თქმა უნდა, პირადი ჰიგიენის დაცვა, ნივთებისა თუ ბინის ყოველთვის სუფთად და მოწესრიგებულად შენახვა სათქმელად უფრო ადვილია, ვიდრე გასაკეთებლად. ამისათვის საჭიროა არა რთული და ძვირადღირებული ინსტრუმენტები თუ საშუალებები, არამედ კარგი დაგეგმვა და ძალისხმევა. აუცილებელია დროის გამოყოფა დაბანისა თუ დარეცხვისთვის, სახლის დალაგებისა თუ მანქანის გარეცხვისთვის და სხვა. მსახურების, კრებებზე დასწრებისა და პირადი შესწავლისთვის დროის დათმობა, ამასთანავე ყოველდღიური სხვადასხვა მოვალეობების შესრულება, არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ არ შევინარჩუნოთ სისუფთავე და არ ვიყოთ მისაღები ღვთისა და ადამიანთა წინაშე. კარგად ნაცნობი პრინციპი „ყოველივეს თავისი დრო აქვს“, ჩვენი ცხოვრების ამ სფეროსაც ეხება (ეკლესიასტე 3:1).
სუფთა გული
14. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ზნეობრივი და სულიერი სიწმინდე ფიზიკურ სისუფთავეზე მნიშვნელოვანია?
14 თუკი ფიზიკური სისუფთავე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ყურადღებას იმსახურებს, ზნეობრივი და სულიერი სიწმინდე ხომ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია. ამ დასკვნამდე ისრაელი ერის მაგალითის გახსენებამ მიგვიყვანა. ეს ერი იეჰოვამ უარყო არა ფიზიკური უსუფთაობის, არამედ ზნეობრივი და სულიერი გახრწნილების ესაია 1:4, 11—16).
გამო. იეჰოვამ წინასწარმეტყველ ესაიას პირით უთხრა, რომ ისინი გახდნენ ‘ბრალეული ხალხი და ცოდვით დამძიმებული ერი’. მათი შესაწირავები, ახალმთვარობებისა და შაბათების აღნიშვნა და მათი ლოცვებიც კი ტვირთად ექცა ღმერთს. რა უნდა გაეკეთებინათ მათ, რომ კვლავ მოეპოვებინათ მისი კეთილგანწყობა? იეჰოვამ თქვა: „განიბანეთ, განიწმიდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა“ (15, 16. იესოს თქმით, რა ბილწავს ადამიანს და რა შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან?
15 უკეთესად რომ დავინახოთ ზნეობრივი და სულიერი სიწმინდის მნიშვნელოვნება, განვიხილოთ, რა უპასუხა იესომ ფარისევლებსა და მწიგნობრებს, როდესაც მათ მის მოწაფეებს ჭამის წინ ხელების დაუბანლობის გამო უსაყვედურეს. იესომ თვალსაზრისი შეუსწორა მათ: „ადამიანს ბილწავს არა ის რაც პირში შედის, არამედ ის რაც პირიდან გამოდის. ეს ბილწავს ადამიანს“. შემდეგ კი განმარტა: „პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და სწორედ ეს ბილწავს ადამიანს. ვინაიდან გულიდან გამოდის: ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს“ (მათე 15:11, 18—20).
16 რას ვსწავლობთ იესოს სიტყვებიდან? იესომ მიუთითა, რომ ბოროტი, უზნეო და უწმინდური საქმეები ბოროტი, უზნეო და უწმინდური გულიდან მომდინარეობს. როგორც მოწაფე იაკობმა აღნიშნა: „ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას“ (იაკობი 1:14, 15). ამიტომ, თუ არ გვინდა ჩავიდინოთ იესოს მიერ აღწერილი რომელიმე მძიმე ცოდვა, გვმართებს, ძირფესვიანად ამოვძირკვოთ გულიდან მსგავსი მიდრეკილებები და ყველანაირად თავი დავიცვათ მათგან. ამიტომ სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ იმას, თუ რას ვკითხულობთ, ვუყურებთ ან ვუსმენთ. დღეს სიტყვის თავისუფლების სახელითა და ხელოვნებაში ყველანაირი საზღვრების მოხსნით, გართობისა თუ რეკლამის ინდუსტრია გაუთავებლად უწყობს ხელს ისეთი სცენების დემონსტრირებას, რომლებიც ხორცის ზნედაცემულ სურვილებს ემსახურება. გადაწყვეტილი უნდა გვქონდეს, რომ ყოველივე ამას არ მივცეთ ჩვენს გულში ფესვების გადგმის საშუალება. თუ გვსურს, დავრჩეთ ღვთის მოსაწონებად და სასურველებად, ყველაზე მნიშვნელოვანია, მუდამ დავიცვათ გული სუფთად და წაუბილწავად (იგავნი 4:23).
კეთილი საქმეებისთვის განწმენდილნი
17. რატომ წმენდს იეჰოვა თავის ხალხს?
17 იეჰოვას დახმარებით მის წინაშე წმინდად დგომა ნამდვილად დიდი პატივია, რაც აგრეთვე გვიცავს კიდეც (2 კორინთელთა 6:14—18). მაგრამ ისიც გვესმის, რომ იეჰოვა განსაკუთრებული მიზნით წმენდს თავის ხალხს. პავლემ უთხრა ტიტეს, რომ ქრისტემ „თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისაგან და განეწმიდა თავისთვის რჩეული ხალხი, კეთილი საქმეების მოშურნე“ (ტიტე 2:14). როგორც განწმენდილმა ხალხმა, რა საქმეების მიმართ უნდა გამოვავლინოთ მოშურნეობა ანუ გულმოდგინება?
18. როგორ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ კეთილი საქმეების მოშურნეები ვართ?
18 უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა გავაცხადოთ სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ (მათე 24:14). ამგვარად, ჩვენ ყველას ვუზიარებთ ყოველგვარი დაბინძურებისგან თავისუფალ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს (2 პეტრე 3:13). კეთილი საქმეები ასევე მოიცავს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ღვთის სულის ნაყოფის გამოვლენას, რაც ჩვენს ზეციერ მამას განადიდებს (გალატელთა 5:22, 23; 1 პეტრე 2:12). ისინიც არ უნდა დავივიწყოთ, რომლებიც არ იცნობენ ჭეშმარიტებას, მაგრამ შესაძლოა სტიქიურმა უბედურებებმა თუ სხვა პრობლემებმა დიდი ზიანი მიაყენათ. ყურად ვიღოთ პავლეს რჩევა: „მაშ, ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველამ და უფრო მეტად მათ, ვინც ჩვენიანია რწმენით“ (გალატელთა 6:10). ჩვენი მსახურება ღვთისთვის მოსაწონია, თუ მას სუფთა გულითა და სწორი აღძვრებით ვასრულებთ (1 ტიმოთე 1:5).
19. რა კურთხევები მოგველის, თუ ფიზიკური, ზნეობრივი და სულიერი სიწმინდის მაღალ ნორმებს შევინარჩუნებთ?
19 როგორც უზენაესის მსახურებს, გულთან ახლოს მიგვაქვს პავლეს სიტყვები: „შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად — თქვენი სულიერი მსახურება“ (რომაელთა 12:1). მოდი ყოველთვის დავაფასოთ ის, რომ იეჰოვამ განგვწმინდა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ფიზიკური, ზნეობრივი თუ სულიერი სიწმინდის მაღალი ნორმები შევინარჩუნოთ. ეს არა მარტო საკუთარი ღირსების გრძნობასა და კმაყოფილებას მოგვანიჭებს, არამედ საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ, თუ როგორ ჩაჰბარდება წარსულს „წინანდელნი“ — დღეს არსებული ბოროტი და გახრწნილი სისტემა — და როგორ შექმნის ღმერთი ‘ყოველივე ახალს’ (გამოცხადება 21:4, 5).
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• რატომ მიეცათ ისრაელებს სისუფთავესთან დაკავშირებით მრავალი კანონი?
• როგორ მოქმედებს ფიზიკური სისუფთავე ცნობაზე, რომელსაც ვქადაგებთ?
• რატომ არის ზნეობრივი და სულიერი სიწმინდე ფიზიკურ სისუფთავეზე მნიშვნელოვანი?
• როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ „კეთილი საქმეების მოშურნეები“ ვართ?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 21 გვერდზე]
ფიზიკური სისუფთავე ჩვენს ცნობას მიმზიდველს ხდის.
[სურათი 22 გვერდზე]
იესომ გაგვაფრთხილა, რომ ბოროტ გულისთქმებს ბოროტი საქმეები მოსდევს.
[სურათები 23 გვერდზე]
როგორც განწმენდილი ხალხი, იეჰოვას მოწმეები გულმოდგინედ ვასრულებთ კეთილ საქმეებს.