სიკვდილთან დაკავშირებული წარმოდგენების გამოკვლევა
სიკვდილთან დაკავშირებული წარმოდგენების გამოკვლევა
მთელი ისტორიის განმავლობაში ადამიანს მუდამ საგონებელში აგდებდა და აშინებდა სიკვდილზე ფიქრი. სიკვდილთან დაკავშირებული ცრუ რელიგიური წარმოდგენების, გავრცელებული წეს-ჩვეულებებისა და ხალხში ფეხმოკიდებული მრწამსის ნაზავიც ცეცხლზე ნავთს ასხამდა. სიკვდილის შიშმა შეიძლება ადამიანს სიცოცხლის ხალისი დააკარგვინოს და ცხოვრების აზრის პოვნის ყოველგვარი იმედი გადაუწუროს.
სიკვდილთან დაკავშირებული ფართოდ გავრცელებული ცრუ წარმოდგენების არსებობაში განსაკუთრებით ძირითად რელიგიებს მიუძღვით წვლილი. ბიბლიის ჭეშმარიტების შუქზე ზოგიერთი მათგანის მიმოხილვამ შეიძლება ნათელი მოჰფინოს სიკვდილთან დაკავშირებულ თქვენს წარმოდგენებსაც.
1-ლი შეხედულება: სიკვდილი სიცოცხლის ბუნებრივი დასასრულია.
„სიკვდილი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“, — ნათქვამია წიგნში „სიკვდილი — ზრდის დასასრული“. მსგავსი აზრები იმ მრწამსის მაჩვენებელია, რომ სიკვდილი ნორმალური, ყველა ცოცხალი ორგანიზმის არსებობის ბუნებრივი დასასრულია. ასეთი მრწამსის შედეგად მრავალი ნიჰილისტი გახდა, მრავალი კი მიზნის მისაღწევად არაფერზე იხევს უკან.
ნუთუ სიკვდილი სიცოცხლის ბუნებრივი დასასრულია? ყველა მეცნიერი როდი იზიარებს ამ აზრს. მაგალითად, ბიოლოგმა კალვინ ჰარლიმ, რომელიც სიბერესთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „არ მჯერა, რომ ადამიანი სიკვდილისთვის არის შექმნილი“. იმუნოლოგმა უილიამ კლარკმა აღნიშნა: „არასწორია იმის თქმა, რომ სიკვდილი სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია“. კალიფორნიის ტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენელმა სეიმურ ბენზერმა განაცხადა, რომ „სიბერისთვის უფრო უპრიანი იქნებოდა გვეწოდებინა არა საათი, რომლის სვლასაც ვერ შეაჩერებ, არამედ სცენარი, რომლის შეცვლაც შეგვიძლია“.
ადამიანის აგებულების გამოკვლევამ მეცნიერები საგონებელში ჩააგდო. მათ აღმოაჩინეს, რომ ადამიანები დაჯილდოებული ვართ ისეთი შესაძლებლობებითა და უნარით, რომელიც ბევრად აღემატება იმას, რისი გამოყენებაც 70—80 წლის მანძილზე შეგვიძლია. მაგალითად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის ტვინს ძალიან ბევრი ინფორმაციის დამახსოვრების უნარი აქვს. ერთი მკვლევარის ვარაუდით, ჩვენ ტვინს შეუძლია დაიტიოს ინფორმაცია, რომელიც „შეავსებდა დაახლოებით ოც მილიონამდე ტომს — ამდენი წიგნი კი მხოლოდ მსოფლიოს უდიდეს ბიბლიოთეკებშია“. ზოგი ნევროლოგის აზრით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის განმავლობაში ადამიანი ტვინის პოტენციური შესაძლებლობის მხოლოდ ერთი პროცენტის ერთ მეასედს (0,0001) იყენებს. ამიტომ იბადება კითხვა: „რატომ გვაქვს ასეთი ტვინი, თუ მისი შესაძლებლობების მხოლოდ უმცირეს ნაწილს ვიყენებთ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის განმავლობაში?“.
განვიხილოთ ის ფაქტიც, თუ რაოდენ არაბუნებრივია ადამიანებისთვის სიკვდილი. ადამიანთა უმეტესობისთვის მეუღლის ან შვილის სიკვდილი ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული მომენტია. საყვარელი ადამიანის სიკვდილს კარგა ხნით გამოჰყავს
ადამიანი ემოციური წონასწორობიდან. მათაც კი, ვინც სიკვდილს ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევს, ძალიან უჭირთ იმ აზრთან შეგუება, რომ სიკვდილთან ერთად ისინი სამუდამოდ შეწყვეტენ არსებობას. „ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში“ ნათქვამია, რომ „სპეციალისტთა საერთო დასკვნით, ყველა ადამიანს სურს, რაც შეიძლება დიდხანს იცხოვროს“.თუ მხედველობაში მივიღებთ ადამიანთა რეაქციას სიკვდილზე, სწავლისა თუ დამახსოვრების საოცარ უნარსა და შინაგან სწრაფვას მარადიულობისკენ, ნუთუ ნათელი არ ხდება, რომ ადამიანები სიცოცხლისთვის იყვნენ შექმნილი? ნამდვილად, ღმერთმა ადამიანები სასიკვდილოდ კი არ შექმნა, არამედ მარადიული სიცოცხლისთვის. აი, როგორი მომავალი შესთავაზა ადამიანთა პირველ წყვილს ღმერთმა: „აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“ (დაბადება 1:28). რა შესანიშნავი, მარადიული მომავალი ელოდა მათ!
მე-2 შეხედულება: ღმერთს ადამიანები სიკვდილის შემდეგ თავისთან მიჰყავს.
27 წლის მომაკვდავმა ქალმა, რომელსაც სამი შვილი რჩებოდა უპატრონოდ, კათოლიკე მონაზონს უთხრა: „ნუ მეტყვი, რომ ჩემი სიკვდილი ღვთის ნებაა... გულს მტკენს, როდესაც ასეთ რამეს მეუბნებიან“. დიახ, მრავალი რელიგია სწორედ ამას ასწავლის, რომ ღმერთს სიკვდილის დროს ადამიანები ზეცაში მიჰყავს, რათა თავისთან ახლოს ჰყავდეს ისინი.
ნუთუ სინამდვილეში ასეთი სასტიკია ღმერთი, რომ ყოველგვარი სიბრალულის გარეშე თავს გვატეხს სიკვდილს, თუმცა იცის, რომ ეს გულს გვიკლავს? არა, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით ბიბლიის ღმერთზე. 1 იოანეს 4:8-ის თანახმად, „ღმერთი სიყვარულია“. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ამ მუხლში ის კი არ არის ნათქვამი, რომ ღმერთი მოსიყვარულეა, არამედ ღმერთი სიყვარულია. ისეთი ძლიერი, სუფთა და სრულყოფილია ღვთის სიყვარული, ისე ზუსტად მიესადაგება ეს თვისება მის პიროვნებასა და მოქმედებებს, რომ მას სამართლიანად შეგვიძლია სიყვარულის განსახიერება ვუწოდოთ. ის არ არის ისეთი ღმერთი, რომელსაც სიკვდილის შემდეგ თავისთან მიჰყავს ადამიანები.
ცრუ რელიგიამ მრავალი გაურკვევლობაში ჩააგდო მკვდრების ადგილსამყოფელსა და მდგომარეობასთან დაკავშირებით. ზეცა, ჯოჯოხეთი, განსაწმენდელი და მკვდრების კიდევ სხვა მრავალი ადგილსამყოფელი — ეს სწავლებები ხშირად ან ძალიან გაუგებარი, ან შემაძრწუნებელია. ბიბლია კი გვიხსნის, რომ მკვდრები უგრძნობ მდგომარეობაში არიან. მათი მდგომარეობა შეიძლება ძილს შევადაროთ (ეკლესიასტე 9:5, 10; იოანე 11:11—14). ამიტომ არ უნდა გვადარდებდეს, თუ რა მოგვივა სიკვდილის შემდეგ, ისევე როგორც არ ვდარდობთ, როდესაც ვინმეს ღრმად მძინარეს ვხედავთ. იესო ლაპარაკობდა იმ დროზე, როდესაც „ყველანი, ვინც სამარხებში არიან“, „გამოვლენ“ სამოთხედ ქცეულ დედამიწაზე საცხოვრებლად (იოანე 5:28, 29; ლუკა 23:43).
მე-3 შეხედულება: ღმერთს ბავშვები ანგელოზებად მიჰყავს ზეცაში.
ელიზაბეტ კიუბლერ-როსი, რომელიც სასიკვდილოდ დაავადებულ ადამიანებს აკვირდებოდა, მორწმუნეებში ფართოდ გავრცელებულ ერთ შეხედულებაზე მიუთითებს. მან მაგალითად მოიყვანა რეალური შემთხვევა და აღნიშნა: „არაგონივრულია პატარა ბავშვს, რომელსაც ძმა დაეღუპა, უთხრა, რომ ღმერთს ისე ძალიან უყვარს პატარა ბიჭები, რომ მისი ძამიკო ზეცაში წაიყვანა“. ასეთი განაცხადი არასწორად წარმოაჩენს ღმერთს, მის პიროვნებასა და საქმეებს. დოქტორი კიუბლერ-როსი დასძენს: „როდესაც ეს პატარა გოგონა გაიზარდა და დაქალდა, ღმერთზე წყენა ვერა და ვერ მოიშორა, რადგან სამი ათეული წლის შემდეგ თავისივე შვილი, პატარა ბიჭი, მოუკვდა, რის გამოც დეპრესიაში ჩავარდა“.
რად უნდა ღმერთს ბავშვის ზეცაში ანგელოზად წაყვანა, განა მას ეს ბავშვი მის მშობელზე მეტად სჭირდება? განა ღმერთი უსიყვარულო, ეგოისტი შემოქმედი არ გამოვიდოდა, მას რომ სინამდვილეში თავისთან მიჰყავდეს ბავშვები? ამის საპირისპიროდ, ბიბლია გვეუბნება, რომ „ღმერთი სიყვარულია“ 1 იოანე 4:7). ნუთუ სიყვარულის ღმერთი გამოიწვევდა ისეთ რამეს, რაც იმ ადამიანებისთვისაც კი, რომლებსაც ადამიანური ღირებულებების შეფასების ოდნავი შეგრძნება მაინც გააჩნიათ, მიუღებელია?
(მაშ, რატომღა კვდებიან ბავშვები? ამ კითხვაზე პასუხს ნაწილობრივ ეკლესიასტეს 9:11 გვცემს: „დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“. ფსალმუნის 50:7 გვიხსნის, რომ ყოველი ჩვენგანი ჩასახვიდანვე არასრულყოფილი და ცოდვილია; ამის შედეგი კი მრავალი სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული სიკვდილია. სიკვდილი არშობილებზეც ახდენს ზეგავლენას და მათ მკვდრადშობადობას იწვევს. ზოგ შემთხვევაში ბავშვების სიკვდილი უბედური შემთხვევებით არის გამოწვეული. ამაზე კი ღმერთი არ არის პასუხისმგებელი.
მე-4 შეხედულება: ზოგიერთი ადამიანი სიკვდილის შემდეგ მარადიულად იტანჯება.
მრავალი რელიგია ასწავლის, რომ ბოროტი ადამიანები ცეცხლოვან ჯოჯოხეთში მიდიან, სადაც მარადიულად იტანჯებიან. არის ეს სწავლება ლოგიკური და ბიბლიაზე დაფუძნებული? ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 70—80 წლით შემოიფარგლება. ნუთუ მარადიული ტანჯვა სამართლიანი სასჯელი იქნებოდა ვინმესთვის, თუნდაც მას მთელი ცხოვრების მანძილზე საშინელი ბოროტება ეკეთებინა? არა. დიდი უსამართლობა იქნებოდა ადამიანის მარადიულად დატანჯვა იმ ცოდვებისთვის, რომლებიც მან თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში ჩაიდინა.
მხოლოდ ღმერთი გვიმხელს თავისი სიტყვის, ბიბლიის საშუალებით, თუ რა ემართება ადამიანს სიკვდილის შემდეგ. აი, რას ამბობს ის: „ერთის [ცხოველის] სიკვდილი მეორისას [ადამიანისას] ჰგავს და ყველას ერთი სული უდგას... ყოველივე ერთ ადგილს მივა; ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა“ (ეკლესიასტე 3:19, 20). აქ არაფერია ნათქვამი ცეცხლოვან ჯოჯოხეთზე. სიკვდილისას ადამიანები მიწას ანუ არარსებობას უბრუნდებიან.
ადამიანი რომ დაიტანჯოს, მას გრძნობებიც უნდა ჰქონდეს. გრძნობენ რაიმეს მიცვალებულები? ბიბლია ამ კითხვაზეც გვცემს პასუხს: „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა“ (ეკლესიასტე 9:5). შეუძლებელია, მიცვალებული, რომელმაც ‘არაფერი იცის’, დაიტანჯოს.
მე-5 შეხედულება: სიკვდილით სამუდამოდ ვწყვეტთ არსებობას.
თუმცა სიკვდილის დროს არსებობას ვწყვეტთ, ეს ყველაფრის დასასრულს როდი ნიშნავს. ერთგულმა იობი 14:13—15).
იობმა იცოდა, რომ სიკვდილის შემდეგ სამარეში, ანუ შეოლში, მოხვდებოდა. მაგრამ აი, რას სთხოვდა ლოცვაში ღმერთს: „ოჰ, ნეტავ ქვესკნელში [შეოლში] დამმალავდე, შემინახავდე, ვიდრე შენი რისხვა გადაივლიდეს! დროს დამინიშნავდე და მერე გამიხსენებდე! თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს? .. დამიძახებდი და მეც ხმას გაგცემდი“ (იობს სწამდა, რომ, თუ სიკვდილამდე ერთგული იქნებოდა, ღმერთი დაიმახსოვრებდა და თავის დროზე მკვდრეთით აღადგენდა. ძველ დროში მცხოვრებ ღვთის ყველა მსახურს იგივე სწამდა. თვით იესომ დაადასტურა, რომ ეს იმედი საფუძვლიანი იყო და აჩვენა, რომ ღმერთი მისი მეშვეობით აღადგენდა მკვდრებს. თავად ქრისტეს სიტყვები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ამაში: „მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ. კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მქნელნი კი — სამსჯავროს აღდგომისთვის“ (იოანე 5:28, 29).
ძალიან მალე ღმერთი მოსპობს ყოველგვარ ბოროტებას და დაამყარებს ახალ ქყვეყნიერებას, რომელსაც ზეციერი მთავრობა უხელმძღვანელებს (ფსალმუნი 36:10, 11; დანიელი 2:44; გამოცხადება 16:14, 16). შედეგად კი მთელი დედამიწა ღვთის მორჩილი ადამიანებით დასახლებულ სამოთხედ გადაიქცევა. ბიბლიაში ვკითხულობთ: «გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“» (გამოცხადება 21:3, 4).
შიშისგან გათავისუფლება
აღდგომის იმედსა და ამ იმედის მომცემ პიროვნებასთან გაცნობა მანუგეშებელი იქნება თქვენთვის. „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ,“ — დაგვპირდა იესო (იოანე 8:32). ეს ცოდნა სიკვდილის შიშისგანაც გვათავისუფლებს. მხოლოდ იეჰოვას შეუძლია შეაჩეროს დაბერებისა და სიკვდილის პროცესი და მარადიული სიცოცხლე გვიბოძოს. იმსახურებს ნდობას ღვთის დაპირებები? დიახ, რადგან ღვთის სიტყვა ყოველთვის სრულდება (ესაია 55:11). გთხოვთ, უკეთ გაეცნოთ კაცობრიობასთან დაკავშირებულ ღვთის განზრახვებს. იეჰოვას მოწმეები სიხარულით დაგეხმარებიან ამაში.
[ჩანართი 6 გვერდზე]
სიკვდილის შიშმა შეიძლება ადამიანს სიცოცხლის ხალისი დააკარგვინოს.
[ცხრილი 7 გვერდზე]
სიკვდილთან დაკავშირებული ზოგიერთი რას ამბობს ბიბლია ამის
ფართოდ გავრცელებული მცდარი შეხედულება შესახებ?
● სიკვდილი სიცოცხლის ბუნებრივი დასასრულია დაბადება 1:28;
2:17; რომაელთა 5:12
● ღმერთს ადამიანები სიკვდილის შემდეგ იობი 34:15;
თავისთან მიჰყავს ფსალმუნი 36:11, 29; 113:24;
● ღმერთს პატარა ბავშვები ანგელოზებად ფსალმუნი 50:7; 103:1, 4;
მიჰყავს ზეცაში ებრაელთა 1:7, 14.
● ზოგიერთი ადამიანი სიკვდილის შემდეგ ფსალმუნი 145:4;
მარადიულად იტანჯება ეკლესიასტე 9:5, 10; რომაელთა 6:23.
● სიკვდილით სამუდამოდ ვწყვეტთ არსებობას იობი 14:14, 15;
იოანე 3:16; 17:3; საქმეები 24:15.
[სურათი 8 გვერდზე]
სიკვდვდილის შესახებ ჭეშმარიტების ცოდნა შიშისგან გვათავისუფლებს.
[საავტორო უფლება 5 გვერდზე]
Barrators—Giampolo/The Doré Illustrations For Dante’s Divine Comedy/Dover Publications Inc.