მიჰყევით მეფეებისთვის მიცემულ რჩევას
მიჰყევით მეფეებისთვის მიცემულ რჩევას
„წიგნში ჩაიწეროს ეს მეორე რჯული... თავისთან ჰქონდეს და იკითხოს მთელი სიცოცხლე“ (მეორე რჯული 17:18, 19).
1. ვისი მიბაძვა შეიძლება სურდეს ქრისტიანს?
შეიძლება ძნელია, თავი მეფედ ან დედოფლად წარმოიდგინოთ. რომელი ერთგული ქრისტიანი ან ბიბლიის შემსწავლელი წარმოიდგენს თავს მეფური ძალაუფლების მქონედ, მაგალითად, ისეთი ძალაუფლების, როგორიც კარგ მეფეებს — დავითს, იოშიას, ხიზკიასა და იოშაფატს ჰქონდათ? მაგრამ თქვენ, სულ მცირე, ერთ რამეში მაინც შეგიძლიათ და უნდა მიჰბაძოთ კიდეც მათ. რატომ და რაში უნდა მიჰბაძოთ მეფეებს?
2, 3. რა განჭვრიტა იეჰოვამ წინასწარ მეფეებთან დაკავშირებით და რა მოეთხოვებოდათ მათ?
2 ღმერთმა ჯერ კიდევ მოსეს დღეებში, იმაზე დიდი ხნით ადრე, ვიდრე ისრაელებს მეფის ყოლაზე ნებას დართავდა, წინასწარ განჭვრიტა ის ფაქტი, რომ მომავალში ისრაელები ადამიანის გამეფებას მოისურვებდნენ. ამიტომაც მან მოსეს რჯულის შეთანხმებაში შთაგონებით ჩააწერინა მნიშვნელოვანი მითითებები, რომლებიც მეფეებს ეხებოდა.
3 ღმერთმა თქვა: „როცა მიხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც მოგცემს უფალი, შენი ღმერთი... და იტყვი: დავისვამ მეფეს იმ ხალხებივით, ჩემს გარშემო რომ არიანო, დაისვი მეფედ ის კაცი, ვისაც უფალი, შენი ღმერთი, ამოირჩევს... როცა დაჯდება თავის სამეფო ტახტზე, წიგნში ჩაიწეროს ეს მეორე რჯული... თავისთან ჰქონდეს და იკითხოს მთელი სიცოცხლე, რათა ისწავლოს უფლის, თავისი ღმერთის შიში და იცავდეს ამ რჯულის ყოველ სიტყვას და ამ წესებს ასრულებდეს“ (მეორე რჯული 17:14—19).
4. რას მოიცავდა მეფეებისთვის მიცემული მითითებები?
4 დიახ, მეფეს, რომელსაც იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს დაუდგენდა, პირადი ასლი უნდა ჰქონოდა იმ წერილებისა, რომლებსაც ჩვენს ბიბლიებშიც ვხვდებით. შემდეგ კი მეფეს ყოველდღიურად, კვლავ და კვლავ, უნდა ეკითხა ეს წერილები. ეს უბრალოდ გონების გასავარჯიშებლად არ ყოფილა გათვალისწინებული. ეს იყო სასარგებლო მიზნისთვის განკუთვნილი შესწავლა. მეფეს, რომელსაც იეჰოვა მოიწონებდა, ასეთი შესწავლა სწორი განწყობის განვითარებასა და შენარჩუნებაში დაეხმარებოდა. ამ ღვთივსულიერი წერილების შესწავლა მეფეს იმაშიც შეუწყობდა ხელს, რომ წარმატებით და გონივრულად ემართა ქვეყანა (მეოთხე მეფეთა 22:8—13; იგავნი 1:1—4).
ვისწავლოთ მეფეთა მსგავსად
5. ბიბლიის რომელი ნაწილები უნდა გადაეწერა და ეკითხა დავით მეფეს და რას ფიქრობდა ის ამასთან დაკავშირებით?
5 თქვენი აზრით, რა მოეთხოვებოდა დავითს ისრაელზე გამეფების შემდეგ? პირველ რიგში, მას ხუთწიგნეულის (დაბადება, გამოსვლა, ლევიანნი, რიცხვნი, მეორე რჯული) პირადი ასლი უნდა გაეკეთებინა. წარმოიდგინეთ, რამხელა შთაბეჭდილებას მოახდენდა დავითის გულსა და გონებაზე ის, რომ საკუთარი ხელით უნდა გადაეწერა რჯული. როგორც ჩანს, იმ დროისთვის მოსეს იობის წიგნიცა და 89-ე და 90-ე ფსალმუნებიც ჰქონდა დაწერილი. ამ წიგნებსაც გადაიწერდა დავითი? შესაძლოა. მას, ალბათ, ჰქონდა იმ დროს უკვე არსებული წიგნები „იესო ნავეს ძე“, „მსაჯულნი“ და „რუთი“. ამგვარად, როგორც ხედავთ, დავით მეფეს ბიბლიის საკმაოდ დიდი ნაწილი ჰქონდა, ფსალმუნის 18:8—12-ში ვკითხულობთ.
რომელიც უნდა ეკითხა და შეეთვისებინა. გვაქვს საფუძველი, გვჯეროდეს, რომ ის ასეც იქცეოდა, რაც კარგად ჩანს ღვთის რჯულთან დაკავშირებით წარმოთქმული მისი სიტყვებიდან, რომლებსაც ამჟამად6. რატომ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ იესოც თავისი წინაპრის, დავითის, მსგავსად ინტერესს ავლენდა საღვთო წერილისადმი?
6 დიდი დავითი — იესო ქრისტე, დავითის ძე — იმავე მითითებას ითვალისწინებდა. იესო, ჩვეულებისამებრ, ყოველკვირეულად დადიოდა ადგილობრივ სინაგოგაში, სადაც საღვთო წერილის კითხვასა და მის ახსნას ისმენდა. გარდა ამისა, დროდადრო, თვით იესოც საჯაროდ კითხულობდა და განმარტავდა ღვთის სიტყვას (ლუკა 4:16—21). ადვილი დასანახია ის ფაქტი, რომ იესო კარგად იცნობდა საღვთო წერილს. სახარებების კითხვისას ალბათ ყურადღება მიგიქცევიათ, თუ რა ხშირად ამბობს იესო „დაწერილია“ ან სხვაგვარად მიუთითებს საღვთო წერილის გარკვეულ მონაკვეთებზე. მაგალითად, მთაზე ქადაგებისას, როგორც ეს მათეს სახარებაშია ჩაწერილი, იესო ებრაული წერილებიდან 21-ჯერ ციტირებს (მათე 4:4—10; 7:29; 11:10; 21:13; 26:24, 31; იოანე 6:31, 45; 8:17).
7. რით განსხვავდებოდა იესო რელიგიური წინამძღოლებისგან?
7 იესო ითვალისწინებდა ფსალმუნის 1:1—3-ში ჩაწერილ რჩევას: „ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევას... არამედ უფლის რჯულშია მისი მისწრაფება და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ... და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია“. რაოდენ განსხვავდებოდა ის იმდროინდელი რელიგიური წინამძღოლებისგან, რომლებიც ‘მოსეს ტახტზე ისხდნენ’, მაგრამ ‘უფლის რჯულს’ უგულებელყოფდნენ (მათე 23:2—4).
8. რატომ იყო უსარგებლო იუდეველი რელიგიური წინამძღოლებისთვის ბიბლიის კითხვა და შესწავლა?
8 ზოგი შეიძლება დააბნიოს ბიბლიის ერთმა მონაკვეთმა, სადაც იესო თითქოსდა არ იწონებს ბიბლიის შესწავლას. იოანეს 5:39, 40-ში ვკითხულობთ, თუ რას ეუბნება იესო იმ დროს მცხოვრებ ზოგიერთ ადამიანს: „იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემს შესახებ მოწმობენ. თქვენ კი არ გსურთ ჩემთან მოსვლა, რათა სიცოცხლე გქონდეთ“. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იესო იუდეველებს საღვთო წერილის შესწავლისთვის კიცხავდა. ამით მათს არაგულწრფელობასა და სიტყვებსა თუ საქმეებს შორის შეუსაბამობას ამხელდა. ეს ადამიანები ხვდებოდნენ, რომ საღვთო წერილი მათ მარადიული სიცოცხლისკენ წარუძღვებოდა, მაგრამ ზუსტად ამ წერილს, რომელსაც იკვლევდნენ, მესიასთან ანუ იესოსთანაც უნდა მიეყვანა ისინი. მიუხედავად ამისა, მათ უარყვეს იესო. ამგვარად, შესწავლა უსარგებლო აღმოჩნდა მათთვის, რადგან გულწრფელები არ იყვნენ და არც გაგების სურვილი ჰქონდათ (მეორე რჯული 18:15; ლუკა 11:52; იოანე 7:47, 48).
9. რა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს მოციქულებმა და ძველ დროს მცხოვრებმა წინასწარმეტყველებმა?
9 სულ სხვაგვარად იყო საქმე იესოს მოწაფეებთან და, მათ შორის, მოციქულებთან დაკავშირებით. ისინი სწავლობდნენ ‘საღვთო წერილებს, რომელთაც ძალუძთ [ადამიანის] დაბრძენება სახსნელად’ (2 ტიმოთე 3:15). ამ მხრივ, ისინი ძველ დროს მცხოვრებ წინასწარმეტყველებს ჰგავდნენ, რომლებიც „იძიებდნენ და იკვლევდნენ“. შესწავლისადმი ამ წინასწარმეტყველთა გულმოდგინე დამოკიდებულება მხოლოდ რამდენიმე თვე ან წელი არ გრძელდებოდა. მოციქული პეტრე ამბობს, რომ ისინი განსაკუთრებით ქრისტეს შესახებ „იკვლევდნენ“ წერილებს და იმასთან დაკავშირებით, თუ რა დიდება მოჰყვებოდა მის მიერ კაცობრიობის ხსნას. თავის პირველ წერილში, პეტრე 34-ჯერ ციტირებს ბიბლიის ათი წიგნიდან (1 პეტრე 1:10, 11).
10. რატომ უნდა იყოს ყოველი ჩვენგანი ბიბლიის შესწავლით დაინტერესებული?
10 ნათელია, რომ ღვთის სიტყვის გულმოდგინე შესწავლა ძველ ისრაელში მეფის მოვალეობაში ლუკა 22:28—30; რომაელთა 8:17; 2 ტიმოთე 2:12; გამოცხადება 5:10; 20:6). ამ მაგალითის მიყოლა დღესაც აუცილებელია ყველასთვის, ვინც დედამიწაზე ზეციერი სამეფოს ქვეშევრდომობით კურთხევებს მოელის (მათე 25:34, 46).
შედიოდა. იესოც იმავეს აკეთებდა. ეს მათაც ევალებოდათ, ვისაც ქრისტესთან ერთად უნდა ემეფათ ზეცაში (დავალება მეფეთათვის და თქვენთვის
11. ა) რის საშიშროება არსებობს ქრისტიანებისთვის შესწავლასთან დაკავშირებით? ბ) საკუთარი თავისთვის რომელი კითხვების დასმა იქნებოდა გონივრული?
11 შეგვიძლია გადაჭრით და გულწრფელად ვთქვათ, რომ ყველა ჭეშმარიტმა ქრისტიანმა პირადად უნდა გამოიკვლიოს ბიბლია. ეს აუცილებელია არა მარტო იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დაწყების პირველ ხანებში, არამედ შემდეგაც. თითოეულ ჩვენგანს მტკიცედ უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილი, რომ მოციქულ პავლეს დღეებში მცხოვრებთა მსგავსად, დაუდევრად არ მოეკიდოს პირად შესწავლას. ისინი ‘ღვთის სიტყვის პირველ საწყისებს’ და მათ შორის ‘ქრისტეს სიტყვის საწყისებს’ სწავლობდნენ. მაგრამ, რადგან სათანადოდ არ აკეთებდნენ ამას, ვერ ‘ისწრაფოდნენ სრულყოფისაკენ’ (ებრაელთა 5:12—6:3). შეგვიძლია საკუთარ თავსაც ვკითხოთ: როგორ ვეკიდები ღვთის სიტყვის პირად შესწავლას, იმისდა მიუხედავად, ქრისტიანულ კრებაში ეს-ესაა მოვედი თუ ათობით წლებია, რაც მისი წევრი ვარ? პავლე ლოცულობდა, რომ მის დღეებში მცხოვრები ქრისტიანები ‘გაზრდილიყვნენ ღვთის შემეცნებაში’. ცხადვყოფ თუ არა იმას, რომ მეც მაქვს მსგავსი სურვილი? (კოლასელთა 1:9, 10).
12. რატომ არის მნიშვნელოვანი ღვთის სიტყვისადმი სიყვარულის შენარჩუნება?
12 შესწავლის კარგი ჩვევა რომ გვქონდეს, მნიშვნელოვანია, ღვთის სიტყვის მიმართ სიყვარული განვივითაროთ. ფსალმუნის 118:14—16 აღნიშნავს, რომ ღვთის სიტყვაზე რეგულარული და მიზანმიმართული ფიქრი, სიამოვნებას მოგანიჭებთ. კვლავაც გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხანია, რაც ქრისტიანი ხართ. უკეთესად რომ დავინახოთ ეს, მოდი გავიხსენოთ ტიმოთეს შემთხვევა. თუმცა ეს ქრისტიანი უხუცესი უკვე ‘ქრისტეს კეთილ მეომრად’ მსახურობდა, პავლე მოუწოდებდა, ყოველი ღონე ეხმარა ‘ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადასაცემად’ (2 ტიმოთე 2:3, 15; 1 ტიმოთე 4:15). ცხადია, რომ ყოველი ღონის მოხმარებაში ბიბლიის რეგულარული შესწავლაც შედის.
13. ა) როგორ შეიძლება ბიბლიის შესწავლისთვის მეტი დროის გამონახვა? ბ) რა შეგიძლიათ შეცვალოთ პირად გეგმებში, რომ მეტი დრო დაგრჩეთ შესწავლისთვის?
13 ბიბლიის შესასწავლად დროის რეგულარულად გამოყოფა კარგი შესწავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აკეთებთ თუ არა ამას? როგორიც უნდა იყოს თქვენი გულწრფელი პასუხი, არ გიფიქრიათ იმაზე, რომ პირადი შესწავლისთვის მეტი დროის გამოყოფა სასარგებლო იქნებოდა? „კი მაგრამ, როგორ გამოვნახო დრო?“ — შეიძლება დაგებადოთ კითხვა. ზოგიერთი დილით ცოტა ადრე დგება და ამგვარად მეტ დროს უთმობს ბიბლიის ხარისხიან შესწავლას. ისინი შეიძლება 15 წუთი ბიბლიას ან პირადი შესწავლისთვის შერჩეულ მასალას კითხულობენ. გარდა ამისა, შესაძლებელია თუ არა თქვენს ყოველკვირეულ გეგმაში პატარა ცვლილებების შეტანა? მაგალითად, თუ თითქმის ყოველდღე გაზეთებს კითხულობთ ან საღამოობით ტელევიზორში ახალ ამბებს უყურებთ, შეგიძლიათ, რომ კვირაში ერთი დღე არ დაუთმოთ ამას? ეს დრო შეგიძლიათ ბიბლიის პირადი შესწავლის დროს მიუმატოთ. თუ კვირაში ერთი დღე ახალი ამბების გაგების ნაცვლად დაახლოებით 30 წუთს პირად შესწავლას გამოუყოფთ, წლის განმავლობაში 25 საათზე მეტს მოიგებთ. წარმოიდგინეთ, რამდენად სასარგებლო იქნება ბიბლიის დამატებითი კითხვისა და შესწავლისთვის დათმობილი 25 საათი! არსებობს კიდევ ერთი პრაქტიკული საშუალება. მომდევნო კვირის განმავლობაში, ყოველი დღის ბოლოს გაანალიზეთ მთელი დღის საქმიანობა. დაფიქრდით, იქნებ შესაძლებელია, ზოგიერთი საქმიანობა საერთოდ ამოაგდოთ გრაფიკიდან ან ნაკლები დრო გამოუყოთ, რათა ბიბლიის კითხვისა და შესწავლისთვის მეტი დრო დაგრჩეთ (ეფესელთა 5:15, 16).
14, 15. ა) რატომ არის მნიშვნელოვანი პირად შესწავლასთან დაკავშირებით მიზნების დასახვა? ბ) რა პრაქტიკული მიზნების დასახვა შეიძლება ბიბლიის კითხვასთან დაკავშირებით?
14 რა გაგიადვილებთ შესწავლას და რა აღგიძრავთ შესწავლის სურვილს? მიზნების დასახვა. რა პრაქტიკული მიზნები შეგიძლიათ დაისახოთ? მრავალისთვის პირველი შესანიშნავი მიზანი ბიბლიის მთლიანად წაკითხვაა. შეიძლება დღემდე ხანდახან ნაწილ-ნაწილ კითხულობდით ბიბლიას და ამგვარად მეორე რჯული 32:45—47). ნაცვლად იმისა, რომ კომპიუტერის ეკრანიდან ან ამობეჭდილი ფურცლებიდან ეკითხა, მას ხელში ეჭირა და ისე კითხულობდა თავის ბიბლიას.
იღებდით სარგებლობას. არ შეგიძლიათ, რომ დღეიდან მიზნად დაისახოთ მთელი ბიბლიის წაკითხვა? ამაში პირველ რიგში ოთხივე სახარების, შემდეგ კი დანარჩენი ქრისტიანულ-ბერძნული წერილების წაკითხვა დაგეხმარებათ. როდესაც კითხვა კმაყოფილებას მოგანიჭებთ და სასარგებლოც აღმოჩნდება თქვენთვის, შემდეგ შეგიძლიათ მიზნად დაისახოთ მოსესა და ბიბლიის ისტორიული ხასიათის წიგნების წაკითხვა წიგნ „ესთერის“ ჩათვლით. თუ ამის გაკეთებას შეძლებთ, დაინახავთ, რომ სავსებით შესაძლებელია ბიბლიის დარჩენილი ნაწილების წაკითხვაც. ერთი ქალი, რომელიც დაახლოებით 65 წლის ასაკში გახდა ქრისტიანი, ბიბლიის ყდის შიდა მხარეს აწერდა ბიბლიის კითხვის დაწყებისა და შემდეგ დამთავრების თარიღს. დღეისთვის მას ბიბლია უკვე ხუთჯერ აქვს წაკითხული! (15 ისინი, რომლებმაც პირველ მიზანს მიაღწიეს და თავიდან ბოლომდე წაიკითხეს ბიბლია, ახლა შემდგომ ნაბიჯებს დგამენ, რომ რეგულარული შესწავლა უფრო ნაყოფიერი და სარგებლობის მომტანი გახადონ. ყოველი მომდევნო ბიბლიის წიგნის წაკითხვამდე კარგი იქნებოდა ამ წიგნთან დაკავშირებული სასწავლო მასალის წაკითხვა. ბროშურაში „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა“ და „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ (ინგლ.) შესანიშნავი ინფორმაციის პოვნა შეიძლება ბიბლიის თითოეული წიგნის ისტორიული ფონის, სტილის და იმის შესახებ, თუ რატომ არის ბიბლიის ესა თუ ის წიგნი სასარგებლო *.
16. ბიბლიის შესწავლის როგორ საშუალებებს უნდა მოვერიდოთ?
16 შესწავლის დროს მოერიდეთ ეგრეთ წოდებული ბიბლიის მკვლევარების ნაშრომების გამოყენებას. ისინი გადაჭარბებულ ყურადღებას უთმობენ ბიბლიური ციტატების გარჩევას, თითქოს მასში ადამიანური აზრები იყოს ჩაწერილი. ზოგიერთი მათგანი ცდილობს, რომ ბიბლიის რომელიმე წიგნი გარკვეული კატეგორიის მკითხველებს მიუსადაგოს ან წამოაყენოს ვარაუდები, თუ რა მიზანი ჰქონდა ან რას გულისხმობდა ბიბლიის თითოეული წიგნის დამწერი. ასეთი აზროვნების შედეგად ბიბლიის წიგნები შეიძლება უბრალო ისტორიად ჩაითვალოს ან მათ შესახებ ისეთი წრამოდგენა შეგვექმნას, რომ ამ წიგნებში რელიგიისადმი ევოლუციური მიდგომაა ასახული. სხვა მკვლევარები ცალკეულ სიტყვებს იკვლევენ და ბიბლიურ ლიტერატურას ფილოლოგიური თვალსაზრისით უდგებიან. ისინი უფრო მეტად დაინტერესებული არიან სიტყვების წარმოშობისა და მათი ებრაული და ბერძნული მნიშვნელობების გამოკვლევით, ვიდრე ღვთის ცნობით. როგორ ფიქრობთ, გაგვიღრმავებს ასეთი ნაშრომები რწმენას? (1 თესალონიკელთა 2:13).
17. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიბლიაში მოცემული ცნობა ყველას ეხება?
17 არის კი ამ მკვლევართა დასკვნები საფუძვლიანი? განა ბიბლიის თითოეულ წიგნში მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი აზრია ჩადებული ან მკითხველთა მხოლოდ ერთი ჯგუფისთვის არის დაწერილი? (1 კორინთელთა 1:19—21). სინამდვილეში, ღვთის სიტყვაში შემავალი წიგნები ყოველთვის ფასდაუდებელი განძია ყველა ასაკისა და წარმოშობის ადამიანისთვის. იმ შემთხევაშიც კი, თუ თავდაპირველად ეს წიგნები ერთი ადამიანისთვის იყო მიწერილი, მაგალითად, ტიმოთესთვის ან ტიტესთვის, ან გარკვეული ჯგუფისადმი, მაგალითად, გალატელებისადმი ან ფილიპელებისადმი, ყოველ ჩვენგანს შეუძლია და არა მარტო შეუძლია, არამედ უნდა შეისწავლოს კიდეც ისინი. ეს წიგნები ყოველი ჩვენგანისთვის მნიშვენლოვანია; თითოეულ მათგანში მრავალი თემაა განხილული და ყველანაირი მკითხველისთვისაა სასარგებლო. დიახ, ბიბლიური ცნობა ყველასადმია მიმართული. ეს კი იმის გაგებაში გვეხმარება, თუ რატომ ითარგმნა ბიბლია მსოფლიოს ხალხთა ენებზე (რომაელთა 15:4).
სასარგებლო ჩვენთვის და სხვებისთვის
18. ღვთის სიტყვის კითხვისას, რაზე უნდა დაფიქრდეთ?
18 შესწავლისას თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება, თუ ეცდებით, უკეთ გაიგოთ ბიბლია და ერთმანეთთან სწორად დააკავშიროთ სხვადასხვა დეტალები (იგავნი 2:3—5; 4:7). ის, რაც იეჰოვამ თავის სიტყვაში გაგვიცხადა, მის განზრახვასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ამიტომ, კითხვისას ეცადეთ, მოძებნოთ ეს კავშირი. შეგიძლიათ იფიქროთ იმაზე, თუ როგორ უკავშირდება გარკვეული ისტორია, აზრი ან წინასწარმეტყველება იეჰოვას განზრახვას. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რას ვიგებ წაკითხულიდან იეჰოვას შესახებ? როგორ უკავშირდება ეს ღვთის განზრახვას, რომელსაც იეჰოვა თავისი სამეფოს მეშვეობით შეასრულებს?“. შეგიძლიათ შემდეგზეც დაფიქრდეთ: „როგორ შემიძლია წაკითხულის გამოყენება? შემიძლია სხვების სწავლებისას ან საღვთო წერილზე დაფუძნებული რჩევის მიცემისას მისი გამოყენება?“ (იესო ნავეს ძე 1:8).
19. თუ სხვებს ვუზიარებთ ნასწავლს, ვისთვის მოაქვს ამას სარგებლობა? (ახსენით).
19 სხვებზე ფიქრი კიდევ სხვა მხრივაც არის სასარგებლო. ბიბლიის კითხვისა და შესწავლის დროს, ბევრ ახალ რამეს გაიგებთ და ბევრ საკითხს უკეთესად ჩასწვდებით. ეცადეთ, შეძენილი ცოდნა თქვენი ოჯახის წევრებთან ან სხვებთან გამამხნევებელი საუბრისას გამოიყენოთ. თუ ამას შესაფერის დროს და ტაქტიანად გააკეთებთ, უეჭველია, ასეთი საუბრები ძალიან სასარგებლო იქნება. თუ გულწრფელად, ენთუზიაზმით მოუყვებით სხვებს ნასწავლს ან იმ ინფორმაციას, რომელიც საინტერესო იყო თქვენთვის, ეს სხვებისთვისაც შთამბეჭდავი იქნება. გარდა ამისა, ეს თქვენთვისაც იქნება სასარგებლო. როგორ? სპეციალისტებმა შენიშნეს, რომ ადამიანი უფრო დიდხანს იმახსოვრებს ნასწავლს, თუ იყენებს ან იმეორებს ამ ინფორმაციას, მაგალითად, როდესაც სხვებს უყვება ამის შესახებ *.
20. რატომ არის სასარგებლო ბიბლიის გამუდმებით კითხვა?
20 ბიბლიის ყოველი ხელახალი წაკითხვისას, უეჭველად მიაგნებთ რაღაც ახალს. შეიძლება თქვენზე ძალიან იმოქმედოს ისეთმა ბიბლიურმა მუხლებმა, რომლებიც ადრე არც თუ ისე ბევრ რამეს გეუბნებოდათ.
ისინი თქვენთვის მეტ მნიშვნელობას შეიძენენ. ეს კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი ლიტერატურისგან განსხვავებით, ბიბლიის წიგნებში ჩადებულია განძი, რომელიც შესწავლების დროს გამუდმებით შეიძლება გამოვიყენოთ და, რომელიც სასარგებლოა. გახსოვდეთ, რომ მეფე დავითსაც კი უნდა ‘ეკითხა [ის] მთელი სიცოცხლე’.21. რა ჯილდო მოგელით, თუ უფრო მეტ დროს დაუთმობთ ღვთის სიტყვის შესწავლას?
21 დიახ, ისინი, ვინც ბიბლიის საფუძვლიან გამოკვლევას დროს უთმობენ, დიდ სარგებლობას იღებენ. ეუფლებიან სულიერ საუნჯეს და ბიბლიურ სიღრმეებს სწვდებიან. ღმერთთან მათი ურთიერთობა უფრო მტკიცე და თბილი ხდება. ისინი აგრეთვე სულ უფრო და უფრო ძვირფასი განძი ხდებიან ოჯახის წევრებისთვის, ქრისტიანულ კრებაში და-ძმებისთვის თუ მათთვის, ვინც მომავალში გახდება იეჰოვას თაყვანისმცემელი (რომაელთა 10:9—14; 1 ტიმოთე 4:16).
[სქოლიოები]
^ აბზ. 15 ეს სასწავლო პუბლიკაციები გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ და ხელმისაწვდომია მრავალ ენაზე.
^ აბზ. 19 იხილეთ br–4, გვ. 10, აბზ. 13, 14.
გახსოვთ თუ არა?
• რა მოეთხოვებოდათ ძველი ისრაელის მეფეებს?
• როგორი მაგალითი დაგვიტოვეს იესომ და მოციქულებმა ბიბლიის შესწავლასთან დაკავშირებით?
• რა ცვლილებები შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენს გრაფიკში, რათა მეტი დრო დაუთმოთ პირად შესწავლას?
• როგორ უნდა მიუდგეთ ღვთის სიტყვის შესწავლას?
[სასწავლო კითხვები]
[ჩარჩო 15 გვერდზე]
„ხელში ჭერა“
„იმ შეთხვევაში, თუ... ბიბლიაში გარკვეული სიტყვების პოვნა გვინდა, ამაში საუკეთესო დამხმარე საშუალება ინტერნეტია. მაგრამ, თუ ბიბლიის წაკითხვა, შესწავლა და მასზე დაფიქრება გვსურს, მაშინ ხელში უნდა გვეჭიროს ის, რადგან ეს ერთადერთი საშუალებაა იმისათვის, რომ გულსა და გონებაში ჩავიბეჭდოთ ღვთის სიტყვა“ — გერტრუდ ჰიმელფარბი (ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი).