არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ღირსეული ქალი ხარ“

„ღირსეული ქალი ხარ“

„ღირსეული ქალი ხარ“

ეს საქებარი სიტყვები მოაბელ ახალგაზრდა ქვრივს, რუთს ეხებოდა, რომელიც ისრაელი ქალის, ნაყომის, რძალი იყო. თითქმის 3000 წლის წინათ, მსაჯულთა მმართველობის დროს, მცხოვრებმა რუთმა ღირსეული ქალის სახელი დაიმკვიდრა (რუთი 3:11). როგორ მოიპოვა მან ასეთი რეპუტაცია? და ვისთვისაა ის სამაგალითო?

რუთი ‘პურს მუქთად არ ჭამდა’; ის დიდხანს და მძიმედ მუშაობდა ყანაში და ქერის მარცვლებს კრეფდა. ამას ისეთი გულმოდგინებით აკეთებდა, რომ ქება დაიმსახურა. მაშინაც კი, როდესაც ტვირთი შეუმსუბუქეს, მაინც ჯაფაში იყო და უფრო მეტს აკეთებდა, ვიდრე მოეთხოვებოდა. უდავოა, რომ რუთი შეესაბამებოდა გამრჯე და ქების ღირსი ცოლის შესახებ ბიბლიაში მოცემულ აღწერას (იგავნი 31:10—31; რუთი 2:7, 15—17).

სწორედ მისმა სულიერმა თვისებებმა — თავმდაბლობამ, თავდაუზოგაობამ და ურყევმა სიყვარულმა — შეუქმნა რუთს კარგი რეპუტაცია. მიატოვა თავისი მშობლები, სამშობლო და ნაყომისთან ერთად წავიდა, მიუხედავად არანაირი იმედისა, რომ ოდესმე კვლავ გათხოვდებოდა და ოჯახური მყუდროებით გაიხარებდა. რუთმა იეჰოვასთვის, თავისი დედამთილის ღმერთისთვის, მსახურების სურვილიც გამოთქვა. ის რომ, რუთი მართლაცდა ღირსეული ადამიანი იყო, საღვთო წერილში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ნაყომს ის ‘შვიდ ვაჟიშვილს ერჩია’ (რუთი 1:16, 17; 2:11, 12; 4:15).

თუმცა რუთს თავის გარშემო მყოფ ხალხში ჰქონდა გამრჯე ქალის სახელი დამკვიდრებული, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის იყო, რომ ღმერთმა მოიწონა მისი თვისებები და განსაკუთრებული პატივით აკურთხა — იესო ქრისტეს წინაპარი გახადა (მათე 1:5; 1 პეტრე 3:4). რა კარგი მაგალითია რუთი არა მხოლოდ ქრისტიანი ქალებისთვის, არამედ იეჰოვას ყველა თაყვანისმცემლისთვის!