„კეთილი ვუყოთ ყველას“
„მოდით ჩემთან... და მე გამოგაცოცხლებთ“
„კეთილი ვუყოთ ყველას“
სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება და ხალხისთვის მისი სწავლება იესოსთვის უმნიშვნელოვანესი საქმე იყო (მარკოზი 1:14; ლუკა 8:1). ქრისტეს მიმდევრებსაც სურთ მიჰბაძონ თავიანთ მოძღვარს და ამიტომ სამეფოს შესახებ ბიბლიური ცნობის სხვებისთვის სწავლებას მათ ცხოვრებაშიც უმთავრესი ადგილი უჭირავს (ლუკა 6:40). იეჰოვას მოწმეებს გულს უხარებთ იმის დანახვა, რომ სამეფოს შესახებ ცნობას ხანგრძლივი შვება მოაქვს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ცნობას დადებითად ეხმაურებიან; ამგვარი შვება მოჰქონდა ამ ცნობას დედამიწაზე იესოს ყოფნის დროსაც (მათე 11:28—30).
ღვთის სიტყვის სწავლების გარდა, იესო სხვა კარგ საქმეებსაც აკეთებდა; მაგალითად, ავადმყოფებს კურნავდა და მშივრებს აპურებდა (მათე 14:14—21). იეჰოვას მოწმეებიც მის მაგალითს ჰბაძავენ და სხვებისთვის ბიბლიური მოძღვრების გადაცემასთან ერთად, გაჭირვებაში მყოფებსაც ეხმარებიან. ქრისტიანებს ხომ საღვთო წერილი აღძრავს „ყოველი კეთილი საქმისათვის“ და მოუწოდებს, რომ ‘კეთილი უყონ ყველას’ (2 ტიმოთე 3:16, 17; გალატელთა 6:10, სსგ).
„ძმები მხარში გვედგნენ“
1999 წლის სექტემბერში ტაივანში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. რამდენიმე თვის შემდეგ ვენესუელაში ისეთი კოკისპირული წვიმები მოვიდა და ისეთი ზვავები ჩამოწვა, რომ მსგავსი რამ იქ ადრე არასოდეს უნახავთ. უფრო მოგვიანებით წყალდიდობამ მოზამბიკი წალეკა. ყველა შემთხვევაში იეჰოვას მოწმეები სასწრაფოდ ჩავიდნენ უბედურების ადგილზე და დაზარალებულებს საკვები, წყალი, მედიკამენტები, ტანსაცმელი, კარვები და ჭურჭელი ჩაუტანეს. სამედიცინო განათლების მქონე მოხალისეები ტრავმირებულთ სახელდახელოდ მოწყობილ „საავადმყოფოებში“ მკურნალობდნენ, ხოლო მოხალისე მშენებლები ახალ სახლებს უშენებდნენ მათ, ვინც სტიქიური უბედურების გამო უსახლკაროდ დარჩა.
დაზარალებულებს გული გაუხარა დროულად გაწეულმა დახმარებამ. „ყველაზე საშინელ მომენტში ძმები მხარში გვედგნენ“, — ამბობს მალიორი, რომლის სახლიც ვენესუელაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაინგრა. როდესაც მოხალისეებმა მის ოჯახს ახალთახალი სახლი *.
წამოუჭიმეს, მალიორმა სიხარულისგან წამოიძახა: „სიტყვები არ მყოფნის იეჰოვას მიერ ჩვენთვის გაკეთებული ყველა სიკეთისთვის მადლიერების გამოსახატავად!“. მოზამბიკში კი, როდესაც წყალდიდობისგან დაზარალებულებს ახლად აშენებული სახლების გასაღებები გადასცეს, ყველამ ერთხმად დასჭექა სამეფოს სიმღერა: „იეჰოვა ჩვენი მფარველია“გაჭირვებაში მყოფთათვის დახმარების გაწევამ თავად მოხალისეებიც გაახალისა. „მოხარული ვარ, რომ ასე გაწვალებული ძმებისთვის დახმარების გაწევის საშუალება მომეცა“, — აღნიშნა მარსელომ, რომელიც მოზამბიკის ლტოლვილთა ბანაკში ექთნად მსახურობდა. ჰვანგმა, ტაივანელმა მოხალისემ, თქვა: „სიამოვნებით ვიღებდი მონაწილეობას იმ ძმებისთვის საკვებისა და კარვების განაწილებაში, რომლებიც გაჭირვებაში იყვნენ ჩაცვენილი. ეს ყველასთვის რწმენის განმამტკიცებელი იყო“.
მოხალისეთა მიერ შემუშავებულ პროგრამას ნაყოფი გამოაქვს
მოხალისეთა საქმიანობამ მთელ მსოფლიოში ათი ათასობით პატიმარსაც მოჰგვარა შვება. როგორ? გასულ წლებში მხოლოდ შეერთებული შტატების დაახლოებით 4000 ციხეში 30000-ზე მეტი პატიმარი იეჰოვას მოწმეებმა ბიბლიური ლიტერატურით უზრუნველყვეს. გარდა ამისა, სადაც შესაძლებელი იყო, მოწმეები პირადად მიდიოდნენ პატიმრებთან ბიბლიის შესწავლებისა თუ ქრისტიანული კრების შეხვედრების ჩასატარებლად. გამოადგათ რამეში ეს პატიმრებს? ზოგმა პატიმარმა, რომელიც ბიბლიას სწავლობდა, ღვთის სიტყვის შვების მომგვრელი მოძღვრების სხვა პატიმრებისთვის გაზიარება დაიწყო. შედეგად, დღეს მთელი მსოფლიოს მრავალ ციხეში ჩამოყალიბებულია პატიმართა ჯგუფები, რომლებიც გაერთიანებულად სცემენ თაყვანს იეჰოვას. «ჩვენი ჯგუფი დიდ წარმატებებს აღწევს, — ამბობს (2001 წელს) ორეგონის (აშშ) ციხეში მყოფი ერთი პატიმარი. — გვყავს სამეფოს 7 მაუწყებელი და ტარდება ბიბლიის 38 შესწავლა. 25-ზე მეტი ესწრება საჯარო მოხსენებასა და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას, ხოლო [იესო ქრისტეს] გახსენების საღამოს 39 პატიმარი დაესწრო. მალე კიდევ სამი პატიმარი მოინათლება!“.
სარგებლობა და სიხარული
ციხის პერსონალმა შენიშნა, რომ მოხალისეთა მიერ შემუშავებულ პროგრამას ნაყოფი გამოაქვს. მაგრამ ციხის პერსონალისთვის ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ის ფაქტი იყო, რომ პატიმრებზე მოხალისეთა მიერ გატარებული პროგრამა ხანგრძლივ სასიკეთო გავლენას ახდენდა. ერთ-ერთი ცნობა იუწყებოდა: „ამ პროგრამის გატარების დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში არც ერთი პატიმარი, რომელიც ციხიდან იეჰოვას მონათლულ მოწმედ გავიდა, უკან არ დაბრუნებულა, მაშინ როდესაც გათავისუფლებულ სხვა პატიმართა 50—60 პროცენტი კვლავ პატიმრობაში მოხვდა“. მოხალისეების მიერ მიღწეულმა წარმატებებმა აიდაჰოს ერთი ციხის მღვდელზე ისე იმოქმედა, რომ იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში შემდეგი შინაარსის წერილი გაგზავნა: „პირადად მე არ ვიზიარებ თქვენს მრწამსს, მაგრამ დიდად მოხიბლული ვარ თქვენი ორგანიზაციით“.
პატიმრებისთვის დახმარების გაწევა თვით მოხალისეებისთვისაც არის დამაჯილდოებელი. პატიმრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ მიერ სამეფოს სიმღერის პირველად შესრულების შემყურე ერთმა მოხალისემ დაწერა: „ჩემთვის ძალიან გამამხნევებელი იყო იმ 28 მამაკაცის ყურება, რომლებიც იეჰოვასთვის ხოტბის შემსხმელი სიმღერების შემსრულებელთა რიგებს შეემატა. ისინი ხმამაღლა მღეროდნენ! რა დიდებული უპირატესობაა, იყო ასეთი მოვლენის თვითმხილველი!“. არიზონას ციხეში მოხალისედ მომსახურემ კი თქვა: „ამ განსაკუთრებულ საქმეში მონაწილეობას მართლაც რომ დიდი კურთხევები მოაქვს!“.
მთელი დედამიწის ზურგზე მომსახურე მოწმეები სულითა და გულით უერთდებიან იესოს სიტყვებს: „გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20:35). ისინი იმაშიც დარწმუნდნენ, რომ ყველასთვის სიკეთის გაკეთებასთან დაკავშირებით მოცემული ბიბლიური რჩევის შესაბამისად მოქმედება, მართლაც რომ შვების მომგვრელია (იგავნი 11:25).
[სქოლიო]
^ აბზ. 7 იხილეთ 85-ე სიმღერა წიგნიდან „უმღერეთ იეჰოვას სადიდებელი“, გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათი 8 გვერდზე]
ვენესუელა.
[სურათი 8 გვერდზე]
ტაივანი.
[სურათი 8 გვერდზე]
მოზამბიკი.