არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უსახელო ღვთაების სამსხვერპლო

უსახელო ღვთაების სამსხვერპლო

უსახელო ღვთაების სამსხვერპლო

დაახლოებით ახ. წ. 50 წელს მოციქული პავლე ათენს (საბერძნეთი) ეწვია. აქ მან უცნობი ღვთის სამსხვერპლო ნახა და მოგვიანებით ის იეჰოვას შესახებ ქადაგებისას მოიხსენია.

არეოპაგში საუბრის დაწყებისას პავლემ თქვა: «კაცნო ათენელნო, ყველაფერში გატყობთ, რომ ძალიან მორწმუნენი ხართ. ვინაიდან, როცა გავიარე და დავათვალიერე თქვენი სათაყვანო ადგილები, ვნახე სამსხვერპლოც, რომელზეც აწერია: „უცნობ ღმერთს“. მე გიქადაგებთ მას, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით» (საქმეები 17:22—31).

ათენის ეს სამსხვერპლო არასდროს აღმოუჩენიათ, მაგრამ მსგავსი სამსხვერპლოები საბერძნეთის სხვა ადგილებშიც არსებობდა. მაგალითად, მეორე საუკუნეში მცხოვრებმა ბერძენმა გეოგრაფმა პავსანიამ მოიხსენია სამსხვერპლოები, რომლებიც „უცნობ ღმერთებს“ მიეკუთვნებოდა და ათენის მახლობლად, ფელირენში, მდებარეობდა („საბერძნეთის აღწერა“, ატიკა I, 4). ამავე ნაშრომის თანახმად ოლიმპიაში „უცნობი ღმერთების სამსხვერპლო“ იყო (ელეა I, XIV, 8).

ბერძენმა მწერალმა ფილოსტრატემ (დაახლოებით ახ. წ. 170—245 წლები) თავის ერთ-ერთ ნაშრომში აღნიშნა, რომ ათენში უცნობი ღმერთების პატივსაცემადაც კი არის სამსხვერპლოები აღმართულიო (The Life of Apollonius of Tyana). დიოგენე ლაერტელმა (დაახლოებით ახ. წ. 200—250 წლები) თავის ერთ-ერთ ნაშრომში დაწერა, რომ „უსახელო სამსხვერპლოების“ ნახვა ათენის სხვადასხვა ადგილას შეიძლებოდა (Lives of Philosophers).

უსახელო ღვთაებებს რომაელებიც უგებდნენ სამსხვერპლოებს. ამ სურათზე მოცემული სამსხვერპლო განეკუთვნება ძვ. წ. პირველ-მეორე საუკუნეს და იტალიაში რომის ერთ-ერთ მუზეუმშია დაცული (Palatine Antiquarium). მასზე გაკეთებული ლათინური წარწერიდან ჩანს, რომ ეს სამსხვერპლო „ღმერთისთვის ან ქალღმერთისთვის“ იყო მიძღვნილი. ეს ფრაზა „ხშირად გვხვდება წარწერებსა თუ სალიტერატურო ტექსტებში მოცემულ ლოცვებში“.

„ღმერთი, შემოქმედი სამყაროსი და ყოველივე მასში არსებულისა“, ჯერ კიდევ ბევრისთვის უცნობია. მაგრამ, როგორც პავლემ უთხრა ათენელებს, ეს ღმერთი, იეჰოვა, „შორს როდია თითოეული ჩვენთაგანისაგან“ (საქმეები 17:24, 27).

[საავტორო უფლება 32 გვერდზე]

Altar: Soprintendenza Archeologica di Roma